საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტანზანიის პრეზიდენტის გარდაცვალების იდუმალი ამბავი - რას ემსხვერპლა კაცი, რომელიც ხალხს კოვიდის საწინააღმდეგოდ  ნაყენის მიღებას ურჩევდა
ტანზანიის პრეზიდენტის გარდაცვალების იდუმალი ამბავი - რას ემსხვერპლა კაცი, რომელიც ხალხს კოვიდის საწინააღმდეგოდ  ნაყენის მიღებას ურჩევდა

ტან­ზა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ჯონ პომ­ბე მა­გუ­ფუ­ლი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იცოდ­ნენ, თუ სად იმ­ყო­ფე­ბო­და, გარ­და­იც­ვა­ლა. 61 წლის მა­გუ­ფუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა სა­მია სუ­ლუ­ჰუ ჰა­სან­მა პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ცნო­ბით, მა­გუ­ფუ­ლი დარ ეს სა­ლა­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბის­გან გა­მოწ­ვე­ულ გარ­თუ­ლე­ბებს ემსხვერ­პლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოპო­ზი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტი რე­ა­ლუ­რად კო­რო­ნა­ვირუსს ემსხვერ­პლა, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­ლა­ვენ, ვი­ნა­ი­დან თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი ვირუ­სის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი, არ იცავ­და შე­სა­ბა­მის წე­სებს, არ ატა­რებ­და პირ­ბა­დეს.

BBC წერს, რომ ტან­ზა­ნი­ის ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის, ტუნ­დუ ლი­სუს წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი კე­ნი­ის კლი­ნი­კა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ჯონ მა­გუ­ფუ­ლის კო­რო­ნა­ვირუს­თან არა­სა­თა­ნა­დოდ ბრძო­ლის გამო აკ­რი­ტი­კებ­დნენ. მის­მა მთავ­რო­ბამ უარი თქვა ვაქ­ცი­ნის შე­ძე­ნა­ზე. ტან­ზა­ნია არის მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე უარს აცხა­დებს. კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ 2020 წლის მა­ი­სის შემ­დეგ, იქ ინ­ფორ­მა­ცი­ას აღარ აქ­ვეყ­ნე­ბენ. 61 წლის პრე­ზი­დენ­ტმა მო­სახ­ლე­ო­ბას ლოც­ვის­კენ და მცე­ნა­რე­უ­ლი ნა­ყე­ნის მი­ღე­ბის­კენ, ასე­ვე ორ­თქლის თე­რა­პი­ის­კენ მო­უ­წო­და, მისი თქმით, ეს ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ და­ეხ­მა­რე­ბო­დათ.

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე მა­გუ­ფუ­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და თა­ვი­სი თა­ნა­შემ­წის დაკ­რძალ­ვა­ზე, სა­დაც გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნამ კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­სულ წელს და­ა­მარ­ცხა და მას­ზე გა­მარ­ჯვე­ბას ამ წელ­საც შეძ­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იაშა ბლანდინი
1

მაგუფული კი არა და მაგ უფულო ყოფილა,,,.

gela
1

მცენარეულმა ნაყენმა არ უშველა. სამწუხაროა, ნათელში იყოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ტანზანიის პრეზიდენტის გარდაცვალების იდუმალი ამბავი - რას ემსხვერპლა კაცი, რომელიც ხალხს კოვიდის საწინააღმდეგოდ  ნაყენის მიღებას ურჩევდა

ტანზანიის პრეზიდენტის გარდაცვალების იდუმალი ამბავი - რას ემსხვერპლა კაცი, რომელიც ხალხს კოვიდის საწინააღმდეგოდ  ნაყენის მიღებას ურჩევდა

ტანზანიის პრეზიდენტი, ჯონ პომბე მაგუფული, რომლის შესახებაც კვირების განმავლობაში არ იცოდნენ, თუ სად იმყოფებოდა, გარდაიცვალა. 61 წლის მაგუფულის გარდაცვალების შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა სამია სულუჰუ ჰასანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისივე ცნობით, მაგუფული დარ ეს სალამის საავადმყოფოში, გულის დაავადებისგან გამოწვეულ გართულებებს ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ინფორმაციით, პრეზიდენტი რეალურად კორონავირუსს ემსხვერპლა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას მალავენ, ვინაიდან თავად პრეზიდენტი ვირუსის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი, არ იცავდა შესაბამის წესებს, არ ატარებდა პირბადეს.

BBC წერს, რომ ტანზანიის ოპოზიციის ლიდერის, ტუნდუ ლისუს წყაროების ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პრეზიდენტი კენიის კლინიკაში იყო მოთავსებული.

ჯონ მაგუფულის კორონავირუსთან არასათანადოდ ბრძოლის გამო აკრიტიკებდნენ. მისმა მთავრობამ უარი თქვა ვაქცინის შეძენაზე. ტანზანია არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ვაქცინაციაზე უარს აცხადებს. კორონავირუსის შემთხვევების შესახებ 2020 წლის მაისის შემდეგ, იქ ინფორმაციას აღარ აქვეყნებენ. 61 წლის პრეზიდენტმა მოსახლეობას ლოცვისკენ და მცენარეული ნაყენის მიღებისკენ, ასევე ორთქლის თერაპიისკენ მოუწოდა, მისი თქმით, ეს ვირუსის წინააღმდეგ დაეხმარებოდათ.

გაუჩინარებამდე მაგუფული იმყოფებოდა თავისი თანაშემწის დაკრძალვაზე, სადაც განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი გასულ წელს დაამარცხა და მასზე გამარჯვებას ამ წელსაც შეძლებს.

ტანზანიაში დეპუტატი ქალი ვიწრო შარვლის ჩაცმის გამო სხდომიდან გააძევეს - "შესაბამისად ჩაიცვით და შემდეგ დაბრუნდით“

ინდოეთში ქორწილის დროს პატარძალი გარდაიცვალა, საქმრომ კი ცოლად გარდაცვლილის და შეირთო - "ქორწილი მაშინ შედგა, როცა ცხედარი სხვა ოთახში ესვენა“

"სპეცრაზმელი, მილიონერი, ნაციონალისტი" - ვინ არის ნაფტალი ბენეტი, რომელიც ბენიამინ ნათანიაჰუს ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლის