მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ჩანს, ავცდით მარსს და საქართველოში დავჯექით?" - რამაზ ბლუაშვილის კოსმოსური გატაცება: როგორ შეიქმნა  ქართული "მარსმავალი"
"როგორც ჩანს, ავცდით მარსს და საქართველოში დავჯექით?" - რამაზ ბლუაშვილის კოსმოსური გატაცება: როგორ შეიქმნა  ქართული "მარსმავალი"

"ქარ­თვე­ლე­ბი და NASA, ქარ­თვე­ლე­ბი და კოს­მო­სი - ეს ამ­ბე­ბი 1977 წლი­დან იწყე­ბა", - გვე­უბ­ნე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ფონდ "ნო­ვას" პრე­ზი­დენ­ტი რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი.

რა­მა­ზი ის ქარ­თვე­ლია, ვინც NASA- ში მხო­ლოდ ნამ­ყო­ფი კი არა, იქ მო­მუ­შა­ვე მეც­ნი­ე­რე­ბის ახლო მე­გო­ბა­რიც არის. სწო­რედ მას უკავ­შირ­დე­ბა იდეა - ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ ინ­ჟინ­რებს სიმ­ბო­ლუ­რი მარსმა­ვა­ლი შე­ექ­მნათ, იმის ანა­ლო­გი, რო­მე­ლიც 18 თე­ბერ­ვალს მარსზე და­ეშ­ვა.

ხოლო, რაც შე­ე­ხე­ბა რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი­სა და NASA-ს მეც­ნი­ე­რე­ბის მე­გობ­რო­ბას, რო­გორ და­ი­წყო და გან­ვი­თარ­და, ამა­ზე ambebi.ge-ს თა­ვად უამ­ბობს:

- სულ მეს­მო­და "ჩაკ­რუ­ლოს" კოს­მოს­ში გაგ­ზავ­ნის ამ­ბა­ვი, მამა - ოთარ ბლუ­აშ­ვი­ლი ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" დი­რექ­ტო­რია და ამა­ზე ხში­რად სა­უბ­რობ­დნენ, მაგ­რამ არა­ვის უკი­თხავს, გა­გა­ნია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში, კოს­მოს­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც "ჩაკ­რუ­ლო" რო­გორ გაგ­ზავ­ნეს? თუმ­ცა, ეს კი­თხვა მუდ­მი­ვად მა­წუ­ხებ­და.

და რო­დე­საც აშშ-ის არ­ქი­ვებ­ში ქარ­თველ-ამე­რი­კე­ლი ავი­ა­ტო­რის, ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის სა­კი­თხებს ვიკ­ვლევ­დი, მა­შინ NASA-ში მის­ვლაც მო­მიხ­და. იქ გა­ვი­ცა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი ენ დრუ­ე­ნი, რო­მე­ლიც ლე­გენ­და­რუ­ლი კარლ სა­გა­ნის ქვრი­ვია. სა­ო­ცარ ის­ტო­რი­ას მო­მიყ­ვა.

ენ დრუ­ენ­თან ერ­თად

რო­დე­საც ცნო­ბილ­მა ფოლკ­ლო­რის­ტმა ალან ლო­მაქსმა NASA-ში "ჩაკ­რუ­ლო" მო­ას­მე­ნი­ნა, მა­შინ­ვე გა­და­წყდა, რომ ის უნდა შე­სუ­ლი­ყო იმ ოქ­როს დის­კში, რო­მე­ლიც კოს­მო­სის­თვის შე­იქ­მნა. პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დღეს უკვე ჩემი დიდი მე­გო­ბა­რი, ჯონ კა­სა­ნი იყო. ჯონ­მა სთხო­ვა კარლ სა­განს, მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნა, რა სა­ხით გა­ეგ­ზავ­ნათ კოს­მოს­ში ინ­ფორ­მა­ცია კა­ცობ­რი­ო­ბის შე­სა­ხებ. სწო­რედ, კარლ­მა მი­ა­წო­და ოქ­როს დის­კის იდეა, რო­მელ­შიც მსოფ­ლი­ოს 27 მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რის ად­გი­ლი იყო. მოკ­ლედ, ერთ-ერთი "ჩაკ­რუ­ლო" აღ­მოჩ­ნდა... მაგ­რამ რა საბ­ჭო­თა კე-გე-ბე იქ­ნე­ბო­და, არ ემოქ­მე­და და მე­ო­რე დღეს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ელ­ჩომ NASA-ში წე­რი­ლი გაგ­ზავ­ნა: სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა არ არის, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნა­წი­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, სიმ­ღე­რას, რაც უნდა გა­იგ­ზავ­ნოს, ჩვენ შე­ვარ­ჩევთ და იქვე შეს­თა­ვა­ზეს "პად­მას­კოვ­ნიე ვე­ჩე­რა" და თან, "ჩაკ­რუ­ლოს" თარ­გმა­ნიც მი­ა­ყო­ლეს. "ჩა­ვუხ­ტეთ მუხ­რან ბა­ტონ­სა" - ეს აგ­რე­სი­ას შე­ი­ცავს, ომის თე­მაა და ასეთ მშვი­დო­ბი­ან პრო­ექ­ტში არ გა­მო­გად­გე­ბა­თო.

ჯონ კა­სა­ნი და რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი

- მოკ­ლედ, "ჩაკ­რუ­ლოს" წი­ნა­აღ­მდეგ მთე­ლი საბ­ჭო­თა მან­ქა­ნა ამუ­შავ­და...

- კი. ბო­ლოს კარლ სა­გან­მა თქვა, - კი ბა­ტო­ნო, გა­უშ­ვით "პად­მას­კოვ­ნიე ვე­ჩე­რა", მაგ­რამ მე ამე­რი­კელ ხალ­ხს ვე­ტყვი, რომ NASA-ს მოს­კო­ვი კარ­ნა­ხობს, რა გა­ა­კე­თო­სო. ამის შემ­დეგ ზე­წო­ლა შე­წყდა. მე კი ამა­ზე სულ ვხუმ­რობ - ასე მოხ­ვდა ჩაკ­რუ­ლო კოს­მოს­ში და "პად­მას­კოვ­ნიე ვე­ჩე­რა" - მოს­კოვ­ში... რო­გორც გა­ირ­კვა, "ჩაკ­რუ­ლოს" იმ ვერ­სი­ას "ერი­სი­ო­ნის," იმ­ჟა­მინ­დე­ლი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლი ას­რუ­ლებ­და, სო­ლის­ტე­ბი ილია ზა­ქა­ი­ძე და როს­ტომ სა­გი­ნაშ­ვი­ლი იყ­ვნენ. სიმ­ღე­რა ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ან­ზორ კავ­სა­ძის ვერ­სია გახ­ლდათ.

- ასე რომ, NASA-ში მა­ინც ქარ­თულ­მა თე­მამ შე­გიყ­ვა­ნათ. ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლით და­ი­წყეთ, რაც შემ­დეგ "ჩაკ­რუ­ლო­თი" გაგ­რძელ­და...

- კი არ შე­მიყ­ვა­ნა და უბ­რა­ლოდ, შე­მა­ხე­და, დღეს თა­მა­მად ვამ­ბობ, რომ მათი ოჯა­ხის წევ­რი ვარ. მთა­ვა­რი ინ­ჟინ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღე­ბენ, ხო­მალ­დებს ქმნი­ან, ვი­მე­ო­რებ, ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან... ამ­ხე­ლა ლე­გენ­დებს შე­უძ­ლი­ათ, მარ­ტი­ვად გვერ­დით და­გის­ვან და თა­ნას­წო­რი­ვით გე­სა­უბ­რონ. მათ შო­რი­საა ლე­გენ­და­რუ­ლი ბაზ ოლდრი­ნი, მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მთვა­რე­ზე ფეხი დად­გა. ამა­შია მათი სი­დი­დეც.

- რა­მაზ, რა გან­თლე­ბა გაქვთ?

- და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი, არა­ბუ­ლი ენის გან­ხრით, ასე­ვე აშშ-ის ქა­ლაქ სი­ეტ­ლში ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში ტე­ლეპ­რო­დი­უ­სინ­გის და ტე­ლე­რე­ჟი­სუ­რის გან­ხრით ვსწავ­ლობ­დი. ჩემი ამე­რი­კა­ში სწავ­ლი­სა და ცხოვ­რე­ბის პე­რი­ო­დი 8 წელს ით­ვლის. იქ, რო­გორც გი­თხა­რით, ვიკ­ვლევ­დი გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თველ-ამე­რი­კე­ლი ავი­ა­კონ­სტრუქ­ტო­რის, ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბას.

2008 წლის ბო­ლოს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი და ქარ­თვე­ლი ავი­ა­ტო­რის შე­სა­ხებ ბევ­რი უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­მა­სა­ლა და დო­კუ­მენ­ტი ჩა­მო­ვი­ტა­ნე.

ბავ­შვო­ბი­დან ყო­ველ­თვის მა­ინ­ტერ­სებ­და მეც­ნი­ე­რე­ბა, ვამ­ბობ­დი კი­დეც, რომ NASA-ში უნდა წა­ვი­დე-მეთ­ქი. ეს მა­შინ ყვე­ლას­თვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, რად­გან კო­მუ­ნის­ტე­ბის პე­რი­ო­დი გახ­ლდათ და ჩემს ამ ნათ­ქვამ­ზე ეღი­მე­ბო­დათ... ყო­ველ­თვის მი­მაჩ­ნდა, რომ ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც მეც­ნი­ე­რე­ბა არ აქვს, არც მო­მა­ვა­ლი აქვს.

2015 წელს კი ჩემს ბი­ძაშ­ვილ­თან, ია შა­ლამ­ბე­რი­ძეს­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ჩემი თა­ნა­მო­აზ­რეა, ფონ­დი "ნოვა" და­ვა­ფუძ­ნეთ. ამის მერე ვცდი­ლობთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მეც­ნი­ე­რე­ბას პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­ვუ­წი­ოთ.

- ესე იგი, NASA-ს მეც­ნი­ე­რებ­თან, ინ­ჟინ­რებ­თან მე­გობ­რო­ბას კვლა­ვაც აგ­რძე­ლებთ...

- ერთ-ერთი მთა­ვა­რი ინ­ჟი­ნე­რი, რობ მე­ნინ­გი, ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია. 2017 წელს ორი ლე­გენ­და­რუ­ლი ხო­მალ­დის - "ვო­ი­ა­ჯერ 1-ისა" და "ვო­ი­ა­ჯერ 2-ის" კოს­მოს­ში გაგ­ზავ­ნის 40 წლის იუ­ბი­ლე აქაც აღ­ვნიშ­ნეთ. სწო­რედ, "ვო­ი­ა­ჯე­რებ­ზეა" "ოქ­როს დის­კი," რო­მელ­ზეც "ჩაკ­რუ­ლოა" ჩა­წე­რი­ლი. იმ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე NASA-ს ამ პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, 85 წლის ჯონ კა­სა­ნი, ცო­ცხა­ლი ლე­გენ­და და რობ მე­ნინ­გი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე. გრან­დი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გვქონ­და. NASA-ში ისიც აღ­ნიშ­ნეს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ამ ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის აღ­ნიშ­ვნა­ში გვა­ჯო­ბაო... გა­ი­სად, 45 წლის­თა­ვის­თვის, მინ­და, ეს პრო­ექ­ტი უფრო გა­ვა­ფარ­თოო.

რობ მე­ნინგთან ერ­თად

- რო­გორც მი­თხა­რით, NASA-ში მოხ­ვედ­რა­ზე ბავ­შვო­ბა­ში ოც­ნე­ბობ­დით. ამა­ზე ბავ­შვე­ბი დღე­საც ოც­ნე­ბო­ბენ. თქვენ აგიხ­დათ ოც­ნე­ბა - NASA-მ კარი ფარ­თოდ გა­გი­ღოთ... რო­გორ შე­ძე­ლით ეს?

- ალ­ბათ, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ადა­მი­ა­ნის მი­ზან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. NASA-ში წას­ვლა მინ­დო­და, რად­გან ის კა­ცობ­რი­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ლი­მი­ტია. იქ ხდე­ბა ის, რაც ჩვენ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ვი­ღა­ცის­თვის კი­ნომ­სა­ხი­ო­ბია ლე­გენ­და, ჩემ­თვის - ეს სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი. მათ ჩემ­ში გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლი და­ი­ნა­ხეს, რომ მე ამ ყვე­ლაფ­რის გა­გე­ბა, მე­ტის შეც­ნო­ბა და შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ტა­ნა მინ­დო­და და ისი­ნი ამა­ში არა მხო­ლოდ და­მეხ­მარ­ნენ, ჩემ­თან მე­გობ­რო­ბაც ისურ­ვეს. სულ მე­უბ­ნე­ბი­ან, შენი სუ­ლის­კვე­თე­ბა, ჩვენ­თვის ინ­სპი­რა­ცი­ა­აო.

რობ მე­ნინ­გი­თან, ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც ყვე­ლა მარსმა­ვა­ლის დაჯ­დო­მა პირ­და­პირ ეთერ­ში მიჰ­ყავს, იმ­დე­ნად კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, რომ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში რომ ჩა­ვი­დე და სას­ტუმ­რო­ში გავ­ჩერ­დე, არ მა­პა­ტი­ებს. მას­თან სახ­ლში უნდა ვიყო. ოჯა­ხე­ბით ვახ­ლობ­ლობთ. არ არ­სე­ბობს და­ბა­დე­ბის დღე, ჩემი მშობ­ლე­ბი­საც კი, იქი­დან ვი­დე­ო­მი­მარ­თვა არ გა­მოგ­ზავ­ნოს. მისი ტყუ­პის­ცა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­სი­კო­სია, თა­ვა­დაც უყ­ვარს მუ­სი­კა. ერთხელ შვე­ი­ცა­რი­ა­ში მე, მა­მა­ჩე­მი და რობი ერ­თად ვი­ყა­ვით. იქ "ჩაკ­რუ­ლოს" ბანი ვას­წავ­ლეთ და ავამ­ღე­რეთ...

- მოკ­ლედ, თქვე­ნი ეს გულ­წრფე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ ფა­ზა­ში გა­და­ი­ტა­ნეთ, რომ დღეს უკვე ცდი­ლობთ, სხვა ბავ­შვე­ბის ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოთ...

- ასეა, მინ­და, და­ვეხ­მა­რო... მაქვს ლექ­ცი­ე­ბის სე­რია - "ავი­ა­ცი­ი­დან პო­ლი­ფო­ნი­ამ­დე და კოს­მო­სამ­დე", სა­დაც ვყვე­ბი, რო­გორ აღ­მო­ვა­ჩი­ნე ამე­რი­კა­ში ალე­ქან­დრე ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი, რო­გორ ვე­ძებ­დი მის უნი­კა­ლურ დო­კუ­მენ­ტებს, რო­გორ მი­მიყ­ვა­ნა ამ ძებ­ნამ NASA-ში და მერე იქ ჩემი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. ეს მოს­წავ­ლე­ებ­ზე დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს. მი­ხა­რია, რომ დღეს ბევ­რი ბავ­შვია ამ დარ­გით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია, რაც რამ­დე­ნი­მე ხნის წინ მოხ­და - ქარ­თველ­მა ახალ­გაზ­რდა ინ­ჟინ­რებ­მა სან­დრო ტა­ტიშ­ვილ­მა და თორ­ნი­კე ჭა­ბუ­კი­ან­მა მარსმა­ვა­ლის სრულ­ყო­ფი­ლი მო­დე­ლი შექ­მნეს, რაც მარსზე მარსმავ­ლის დაშ­ვე­ბის დღეს მი­ე­ძღვნა.

ბაზ ოლდრინ­თან ერ­თად

- მარ­თლაც, რო­გორ შეძ­ლეს ეს?

- იმის გამო, რომ მარსმა­ვა­ლი 18 თე­ბერ­ვალს მარსზე უნდა დამ­ჯდა­რი­ყო, მქონ­და იდეა, ამის­თვის რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბა მი­მე­ძღვნა. არა­და, რომ არა პან­დე­მია, NASA-ში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ რად­გან ასე არ მოხ­და, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რექ­ტორს, კონ­სტან­ტი­ნე თო­ფუ­რი­ას შევ­ხვდი, ვი­სა­უბ­რეთ და რა­ი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა ხომ არ მოგ­ვე­წყო-მეთ­ქი? ბავ­შვებ­მა - არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, მარსმა­ვალს გა­ვა­კე­თებ­თო. უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და რექ­ტო­რის ფას­და­უ­დე­ბე­ლი წვლი­ლი ის არის, რომ სწო­რად და­ი­ნა­ხა ბავ­შვე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი, ფი­ნან­სუ­რად გა­უ­მარ­თა ხელი, მაგ­რამ მხო­ლოდ ფი­ნან­სე­ბი ხომ არ არის? UG Limes -ის რო­ბო­ტი­კის აკა­დე­მია სა­ქარ­თვლოს უნი­ვერ­სის­ტე­ტის შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­აა, სა­დაც მე­ო­თხე-მე­ხუ­თე კლა­სის ბავ­შვებს რო­ბო­ტე­ბის შექ­მნას ას­წავ­ლი­ან. მოკ­ლედ, შე­ი­მუ­შა­ვეს პრო­ექ­ტი და გა­ა­კე­თეს სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი მო­დე­ლი. რო­დე­საც მათი მარსმა­ვა­ლი ვნა­ხე, რო­მე­ლიც იმა­ვე ზო­მი­საა, რაც მარსზე და­ეშ­ვა, ვერ ვი­ჯე­რებ­დი... თან 5 დღე­ში გა­ა­კე­თეს.

- ეს NASA-ში ხომ შე­ა­ტყო­ბი­ნეთ?

- რა თქმა უნდა. რო­დე­საც მარსმა­ვა­ლი მარსზე ჯდე­ბო­და და იმ ტრანსლა­ცი­ის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ჩემი მე­გო­ბა­რი რობ მე­ნინ­გი იყო, სწო­რედ, იმ დროს გა­ვუგ­ზავ­ნე ჩვე­ნი მარსმავ­ლის ფო­ტო­ე­ბი. რომ ნახა, გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა ხუმ­რო­ბით მომ­წე­რა:

"რა ხდე­ბა, გა­მა­გე­ბი­ნეთ? რო­გორც ჩანს, ავ­ცდით მარსს და სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ჯე­ქით?". შემ­დეგ სამ­მა ლე­გენ­და­რულ­მა ინ­ჟი­ნერ­მა - რობ მე­ნინ­გმა, ადამ სტელზ­ნერ­მა და სვა­ტი მო­ჰა­ნიმ, არ და­ი­ზა­რეს და ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს, რომ ჩვენს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ბავ­შვე­ბის­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. ეს კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თია იმის, რომ მხო­ლოდ "ჩაკ­რუ­ლოს" კი არ ვქმნით, რაც მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში უდი­დე­სი კულ­ტუ­რუ­ლი მიღ­წე­ვაა, მარსმავ­ლის შექ­მნაც შეგ­ვიძ­ლია. ეს ადას­ტუ­რებს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა­ში და ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ოს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ახალ­გაზ­რდაა იმ ბავ­შვე­ბის მსგავ­სი, რომ­ლებ­მაც მარსმა­ვა­ლი და­ამ­ზა­დეს, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ლა­მაზ მო­მა­ვალს ქმნი­ან. ამ ხალ­ხზე დგას ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი და არა ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე. ბავ­შვებს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი სჭირ­დე­ბათ იმის­თვის, რომ მე­ტად გან­ვი­თარ­დნენ.

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ, რას ამ­ბო­ბენ თქვე­ნი მე­გობ­რე­ბი NASA-ში - რას იზამს მარსზე დაშ­ვე­ბუ­ლი მარსმა­ვა­ლი?

- კრა­ტერ­ში იმი­ტომ დას­ვეს, რომ მდი­ნა­რის ნაკ­ვა­ლე­ვი ჩანს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ იქ მრა­ვა­ლი მი­ლი­ო­ნი წლის წინ მდი­ნა­რე იყო, რო­მე­ლიც იმ კრა­ტერ­ში მი­ე­დი­ნე­ბო­და. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­დაც წყა­ლია, იქ ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რია სი­ცო­ცხლის არ­სე­ბო­ბა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ იქ ვი­ღაც გა­ირ­ბენს და გა­მო­ირ­ბენს. აქ მიკ­როს­კო­პულ დო­ნის სი­ცო­ცხლე­ზეა ლა­პა­რა­კი. ახალ მარსმა­ვალს ბორტზე რამ­დე­ნი­მე ლა­ბო­რა­ტო­რია აქვს, მას შე­უძ­ლია, გა­ბურ­ღოს მიწა, მისი ანა­ლი­ზი გა­ა­კე­თოს და ამ ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბი დე­და­მი­წა­ზე გა­მოგ­ზავ­ნოს. დიდი იმე­დი მაქვს, რომ იქ მიკ­რო­ბე­ბის დო­ნე­ზე სი­ცო­ცხლე ნამ­დვი­ლად აღ­მოჩ­ნდე­ბა - ეს არის მთა­ვა­რი. ამი­ტომ ახლა იწყე­ბა დიდი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"როგორც ჩანს, ავცდით მარსს და საქართველოში დავჯექით?" - რამაზ ბლუაშვილის კოსმოსური გატაცება: როგორ შეიქმნა  ქართული "მარსმავალი"

"როგორც ჩანს, ავცდით მარსს და საქართველოში დავჯექით?" - რამაზ ბლუაშვილის კოსმოსური გატაცება: როგორ შეიქმნა  ქართული "მარსმავალი"

"ქართველები და NASA, ქართველები და კოსმოსი - ეს ამბები 1977 წლიდან იწყება", - გვეუბნება მეცნიერების პოპულარიზაციის ფონდ "ნოვას" პრეზიდენტი რამაზ ბლუაშვილი.

რამაზი ის ქართველია, ვინც NASA- ში მხოლოდ ნამყოფი კი არა, იქ მომუშავე მეცნიერების ახლო მეგობარიც არის. სწორედ მას უკავშირდება იდეა - ახალგაზრდა ქართველ ინჟინრებს სიმბოლური მარსმავალი შეექმნათ, იმის ანალოგი, რომელიც 18 თებერვალს მარსზე დაეშვა.

ხოლო, რაც შეეხება რამაზ ბლუაშვილისა და NASA-ს მეცნიერების მეგობრობას, როგორ დაიწყო და განვითარდა, ამაზე ambebi.ge-ს თავად უამბობს:

- სულ მესმოდა "ჩაკრულოს" კოსმოსში გაგზავნის ამბავი, მამა - ოთარ ბლუაშვილი ანსამბლ "ერისიონის" დირექტორია და ამაზე ხშირად საუბრობდნენ, მაგრამ არავის უკითხავს, გაგანია საბჭოთა კავშირის პერიოდში, კოსმოსში მაინცდამაინც "ჩაკრულო" როგორ გაგზავნეს? თუმცა, ეს კითხვა მუდმივად მაწუხებდა.

და როდესაც აშშ-ის არქივებში ქართველ-ამერიკელი ავიატორის, ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საკითხებს ვიკვლევდი, მაშინ NASA-ში მისვლაც მომიხდა. იქ გავიცანი ქალბატონი ენ დრუენი, რომელიც ლეგენდარული კარლ საგანის ქვრივია. საოცარ ისტორიას მომიყვა.

ენ დრუენთან ერთად

როდესაც ცნობილმა ფოლკლორისტმა ალან ლომაქსმა NASA-ში "ჩაკრულო" მოასმენინა, მაშინვე გადაწყდა, რომ ის უნდა შესულიყო იმ ოქროს დისკში, რომელიც კოსმოსისთვის შეიქმნა. პროექტის ხელმძღვანელი, დღეს უკვე ჩემი დიდი მეგობარი, ჯონ კასანი იყო. ჯონმა სთხოვა კარლ საგანს, მოეფიქრებინა, რა სახით გაეგზავნათ კოსმოსში ინფორმაცია კაცობრიობის შესახებ. სწორედ, კარლმა მიაწოდა ოქროს დისკის იდეა, რომელშიც მსოფლიოს 27 მუსიკალური ნამუშევარის ადგილი იყო. მოკლედ, ერთ-ერთი "ჩაკრულო" აღმოჩნდა... მაგრამ რა საბჭოთა კე-გე-ბე იქნებოდა, არ ემოქმედა და მეორე დღეს საბჭოთა კავშირის საელჩომ NASA-ში წერილი გაგზავნა: საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის, საბჭოთა კავშირის ნაწილია, შესაბამისად, სიმღერას, რაც უნდა გაიგზავნოს, ჩვენ შევარჩევთ და იქვე შესთავაზეს "პადმასკოვნიე ვეჩერა" და თან, "ჩაკრულოს" თარგმანიც მიაყოლეს. "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა" - ეს აგრესიას შეიცავს, ომის თემაა და ასეთ მშვიდობიან პროექტში არ გამოგადგებათო.

ჯონ კასანი და რამაზ ბლუაშვილი

- მოკლედ, "ჩაკრულოს" წინააღმდეგ მთელი საბჭოთა მანქანა ამუშავდა...

- კი. ბოლოს კარლ საგანმა თქვა, - კი ბატონო, გაუშვით "პადმასკოვნიე ვეჩერა", მაგრამ მე ამერიკელ ხალხს ვეტყვი, რომ NASA-ს მოსკოვი კარნახობს, რა გააკეთოსო. ამის შემდეგ ზეწოლა შეწყდა. მე კი ამაზე სულ ვხუმრობ - ასე მოხვდა ჩაკრულო კოსმოსში და "პადმასკოვნიე ვეჩერა" - მოსკოვში... როგორც გაირკვა, "ჩაკრულოს" იმ ვერსიას "ერისიონის," იმჟამინდელი სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი ასრულებდა, სოლისტები ილია ზაქაიძე და როსტომ საგინაშვილი იყვნენ. სიმღერა ანსამბლის ხელმძღვანელის, ანზორ კავსაძის ვერსია გახლდათ.

- ასე რომ, NASA-ში მაინც ქართულმა თემამ შეგიყვანათ. ალექსანდრე ქართველიშვილით დაიწყეთ, რაც შემდეგ "ჩაკრულოთი" გაგრძელდა...

- კი არ შემიყვანა და უბრალოდ, შემახედა, დღეს თამამად ვამბობ, რომ მათი ოჯახის წევრი ვარ. მთავარი ინჟინრები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, ხომალდებს ქმნიან, ვიმეორებ, ჩემი მეგობრები არიან... ამხელა ლეგენდებს შეუძლიათ, მარტივად გვერდით დაგისვან და თანასწორივით გესაუბრონ. მათ შორისაა ლეგენდარული ბაზ ოლდრინი, მეორე ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა. ამაშია მათი სიდიდეც.

- რამაზ, რა განთლება გაქვთ?

- დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, არაბული ენის განხრით, ასევე აშშ-ის ქალაქ სიეტლში ხელოვნების ინსტიტუტში ტელეპროდიუსინგის და ტელერეჟისურის განხრით ვსწავლობდი. ჩემი ამერიკაში სწავლისა და ცხოვრების პერიოდი 8 წელს ითვლის. იქ, როგორც გითხარით, ვიკვლევდი გამოჩენილი ქართველ-ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

2008 წლის ბოლოს კი საქართველოში დავბრუნდი და ქართველი ავიატორის შესახებ ბევრი უნიკალური ფოტომასალა და დოკუმენტი ჩამოვიტანე.

ბავშვობიდან ყოველთვის მაინტერსებდა მეცნიერება, ვამბობდი კიდეც, რომ NASA-ში უნდა წავიდე-მეთქი. ეს მაშინ ყველასთვის დაუჯერებელი იყო, რადგან კომუნისტების პერიოდი გახლდათ და ჩემს ამ ნათქვამზე ეღიმებოდათ... ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ქვეყანას, რომელსაც მეცნიერება არ აქვს, არც მომავალი აქვს.

2015 წელს კი ჩემს ბიძაშვილთან, ია შალამბერიძესთან ერთად, რომელიც ჩემი თანამოაზრეა, ფონდი "ნოვა" დავაფუძნეთ. ამის მერე ვცდილობთ, საქართველოში მეცნიერებას პოპულარიზაცია გავუწიოთ.

- ესე იგი, NASA-ს მეცნიერებთან, ინჟინრებთან მეგობრობას კვლავაც აგრძელებთ...

- ერთ-ერთი მთავარი ინჟინერი, რობ მენინგი, ჩემი უახლოესი მეგობარია. 2017 წელს ორი ლეგენდარული ხომალდის - "ვოიაჯერ 1-ისა" და "ვოიაჯერ 2-ის" კოსმოსში გაგზავნის 40 წლის იუბილე აქაც აღვნიშნეთ. სწორედ, "ვოიაჯერებზეა" "ოქროს დისკი," რომელზეც "ჩაკრულოა" ჩაწერილი. იმ ღონისძიებაზე NASA-ს ამ პროექტის ხელმძღვანელი, 85 წლის ჯონ კასანი, ცოცხალი ლეგენდა და რობ მენინგი ჩამოვიყვანე. გრანდიოზული ღონისძიება გვქონდა. NASA-ში ისიც აღნიშნეს, რომ საქართველომ ამ ისტორიული მოვლენის აღნიშვნაში გვაჯობაო... გაისად, 45 წლისთავისთვის, მინდა, ეს პროექტი უფრო გავაფართოო.

რობ მენინგთან ერთად

- როგორც მითხარით, NASA-ში მოხვედრაზე ბავშვობაში ოცნებობდით. ამაზე ბავშვები დღესაც ოცნებობენ. თქვენ აგიხდათ ოცნება - NASA-მ კარი ფართოდ გაგიღოთ... როგორ შეძელით ეს?

- ალბათ, ყველაფერი მაინც ადამიანის მიზანზეა დამოკიდებული. NASA-ში წასვლა მინდოდა, რადგან ის კაცობრიობის შესაძლებლობების ლიმიტია. იქ ხდება ის, რაც ჩვენთვის წარმოუდგენელია. ვიღაცისთვის კინომსახიობია ლეგენდა, ჩემთვის - ეს სახელები და გვარები. მათ ჩემში გულწრფელი სურვილი დაინახეს, რომ მე ამ ყველაფრის გაგება, მეტის შეცნობა და შემდეგ საქართველოში ჩამოტანა მინდოდა და ისინი ამაში არა მხოლოდ დამეხმარნენ, ჩემთან მეგობრობაც ისურვეს. სულ მეუბნებიან, შენი სულისკვეთება, ჩვენთვის ინსპირაციააო.

რობ მენინგითან, ადამიანთან, რომელსაც ყველა მარსმავალის დაჯდომა პირდაპირ ეთერში მიჰყავს, იმდენად კარგი ურთიერთობა მაქვს, რომ ლოს-ანჯელესში რომ ჩავიდე და სასტუმროში გავჩერდე, არ მაპატიებს. მასთან სახლში უნდა ვიყო. ოჯახებით ვახლობლობთ. არ არსებობს დაბადების დღე, ჩემი მშობლებისაც კი, იქიდან ვიდეომიმართვა არ გამოგზავნოს. მისი ტყუპისცალი პროფესიონალი მუსიკოსია, თავადაც უყვარს მუსიკა. ერთხელ შვეიცარიაში მე, მამაჩემი და რობი ერთად ვიყავით. იქ "ჩაკრულოს" ბანი ვასწავლეთ და ავამღერეთ...

- მოკლედ, თქვენი ეს გულწრფელი დამოკიდებულება იმ ფაზაში გადაიტანეთ, რომ დღეს უკვე ცდილობთ, სხვა ბავშვების ოცნების ასრულებისთვის გამოიყენოთ...

- ასეა, მინდა, დავეხმარო... მაქვს ლექციების სერია - "ავიაციიდან პოლიფონიამდე და კოსმოსამდე", სადაც ვყვები, როგორ აღმოვაჩინე ამერიკაში ალექანდრე ქართველიშვილი, როგორ ვეძებდი მის უნიკალურ დოკუმენტებს, როგორ მიმიყვანა ამ ძებნამ NASA-ში და მერე იქ ჩემი თავგადასავლები. ეს მოსწავლეებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მიხარია, რომ დღეს ბევრი ბავშვია ამ დარგით დაინტერესებული და ამის საუკეთესო მაგალითია, რაც რამდენიმე ხნის წინ მოხდა - ქართველმა ახალგაზრდა ინჟინრებმა სანდრო ტატიშვილმა და თორნიკე ჭაბუკიანმა მარსმავალის სრულყოფილი მოდელი შექმნეს, რაც მარსზე მარსმავლის დაშვების დღეს მიეძღვნა.

ბაზ ოლდრინთან ერთად

- მართლაც, როგორ შეძლეს ეს?

- იმის გამო, რომ მარსმავალი 18 თებერვალს მარსზე უნდა დამჯდარიყო, მქონდა იდეა, ამისთვის რაღაც ღონისძიება მიმეძღვნა. არადა, რომ არა პანდემია, NASA-ში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ რადგან ასე არ მოხდა, საქართველოს უნივერსიტეტში რექტორს, კონსტანტინე თოფურიას შევხვდი, ვისაუბრეთ და რაიმე ღონისძიება ხომ არ მოგვეწყო-მეთქი? ბავშვებმა - არც მეტი, არც ნაკლები, მარსმავალს გავაკეთებთო. უნივერსიტეტისა და რექტორის ფასდაუდებელი წვლილი ის არის, რომ სწორად დაინახა ბავშვების პოტენციალი, ფინანსურად გაუმართა ხელი, მაგრამ მხოლოდ ფინანსები ხომ არ არის? UG Limes -ის რობოტიკის აკადემია საქართვლოს უნივერსისტეტის შვილობილი კომპანიაა, სადაც მეოთხე-მეხუთე კლასის ბავშვებს რობოტების შექმნას ასწავლიან. მოკლედ, შეიმუშავეს პროექტი და გააკეთეს სამგანზომილებიანი მოდელი. როდესაც მათი მარსმავალი ვნახე, რომელიც იმავე ზომისაა, რაც მარსზე დაეშვა, ვერ ვიჯერებდი... თან 5 დღეში გააკეთეს.

- ეს NASA-ში ხომ შეატყობინეთ?

- რა თქმა უნდა. როდესაც მარსმავალი მარსზე ჯდებოდა და იმ ტრანსლაციის ერთ-ერთი წამყვანი ჩემი მეგობარი რობ მენინგი იყო, სწორედ, იმ დროს გავუგზავნე ჩვენი მარსმავლის ფოტოები. რომ ნახა, გაკვირვებულმა ხუმრობით მომწერა:

"რა ხდება, გამაგებინეთ? როგორც ჩანს, ავცდით მარსს და საქართველოში დავჯექით?". შემდეგ სამმა ლეგენდარულმა ინჟინერმა - რობ მენინგმა, ადამ სტელზნერმა და სვატი მოჰანიმ, არ დაიზარეს და ვიდეომიმართვა გამოგვიგზავნეს, რომ ჩვენს ღონისძიებაზე ბავშვებისთვის მეჩვენებინა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ მხოლოდ "ჩაკრულოს" კი არ ვქმნით, რაც მსოფლიო ისტორიაში უდიდესი კულტურული მიღწევაა, მარსმავლის შექმნაც შეგვიძლია. ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი მეცნიერებაში და ინჟინერიაში სერიოზული ყურადღება მიიქციოს.

საქართველოში ბევრი ახალგაზრდაა იმ ბავშვების მსგავსი, რომლებმაც მარსმავალი დაამზადეს, ისინი საქართველოს ლამაზ მომავალს ქმნიან. ამ ხალხზე დგას ქვეყნის მომავალი და არა ქართველ პოლიტიკოსებზე. ბავშვებს საინტერესო ამბები სჭირდებათ იმისთვის, რომ მეტად განვითარდნენ.

- რა მოლოდინი გაქვთ, რას ამბობენ თქვენი მეგობრები NASA-ში - რას იზამს მარსზე დაშვებული მარსმავალი?

- კრატერში იმიტომ დასვეს, რომ მდინარის ნაკვალევი ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მრავალი მილიონი წლის წინ მდინარე იყო, რომელიც იმ კრატერში მიედინებოდა. როგორც მოგეხსენებათ, სადაც წყალია, იქ ყველაზე რეალურია სიცოცხლის არსებობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ვიღაც გაირბენს და გამოირბენს. აქ მიკროსკოპულ დონის სიცოცხლეზეა ლაპარაკი. ახალ მარსმავალს ბორტზე რამდენიმე ლაბორატორია აქვს, მას შეუძლია, გაბურღოს მიწა, მისი ანალიზი გააკეთოს და ამ ანალიზის შედეგები დედამიწაზე გამოგზავნოს. დიდი იმედი მაქვს, რომ იქ მიკრობების დონეზე სიცოცხლე ნამდვილად აღმოჩნდება - ეს არის მთავარი. ამიტომ ახლა იწყება დიდი თავგადასავლები.

ახალციხეში, აცრის შემდეგ, ექთანს, სავარაუდოდ, ალერგიული შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა

"პროცესი დაწყებულია, უზარმაზარი მასაა დაძრული, ახლა გინდ გერმანელი სპეციალისტი ჩამოიყვანონ, გინდა ფრანგი, იგივეს იტყვის ყველა" - გეოლოგი

"ლელოს" ყოფილი მორაგბე, გიორგი ლომთაძე 27 წლის ასაკში გარდაიცვალა