ავტორი:

"წინ წავიწიეთ... ძალიან სერიზოული დისკუსია იყო" - რა შედეგით დასრულდა შეხვედრა "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის?

"წინ წავიწიეთ... ძალიან სერიზოული დისკუსია იყო" - რა შედეგით დასრულდა შეხვედრა "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის?

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით ჩატარდა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორი კრისტიან დანიელსონია, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თბილისში საკუთარ წარმომადგენლად დანიშნა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა განცხადებები გააკეთეს. "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე შედეგებზე საუბარი არ შეიძლება.

“გრძელი, ძალიან რთული და მძიმე შეხვედრა იყო. ეს არის რაც შემიძლია ვთქვა. შეხვედრა ხვალ გაგრძელდება. ამ ეტაპზე, არანაირ შედეგებზე არ შეიძლება ლაპარაკი, როგორც გითხარით, რთული და მძიმე შეხვედრა იყო. ჩვენი ამოცანა რჩება ის, რაც თქვენთვის იყო ცნობილი, ჩვენ გვინდა მოლაპარაკება.

გუშინდელი განცხადებების შემდეგ, დღეს რომ შედგა შეხვედრა და პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინვესტიცია ამ პროცესში, რომ ძალიან დიდია, ეს კარგია. ის რომ მისი მედიატორი აქ არის და მუშაობს, ეს მნიშნველოვანია, მისი მადლიერი ვართ. ამ შეხვედრის შინაარსი იყო რთული და მძიმე ”,-აცხადებს ბოკერია.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის სერიოზული დისკუსია იყო და პროგრესი არის.

როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება.

"ძალიან სერიზოული დისკუსია იყო, დეტალებზე იყო ძალიან ბევრი საუბარი, პროგრესი არის. წინ წავიწიეთ, დეტალებზე ვიმუშავეთ, წინსვლა გვაქვს. ეს არის და ეს! ხვალ განვაგრძობთ შეხვედრას. საუბარია საერთო შეთანხმების დოკუმენტზე. რა საკითხებზეც ვიმუშავეთ, მხარეებს შორის პოზიციები დაახლოებულია. მე, ზოგადად, ოპტიმისტი ვარ და ვანახოთ, როგორ დასრულება, მალევე გაირკვევა ყველაფერი",- განაცხადა ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.

"მთავარი რაზეც შევთანხმდით, ეს არის პრინციპი, არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული. ანუ, ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება. დღეს გვქონდა საკმაოდ რთული სამუშაო, ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, მარტივად არ მიდის პროცესი, ხვალ ვაგრძელებთ მოლაპარაკების პროცესს. იმედი მაქვს, ამ კვირაში 6 პუნქტიანი გეგმის ხუთივე საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდებით“, - აცხადებს ვაშაძე.

"გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იყო რთული საუბარი და პოზიციები დაახლოვდა, თუმცა, ჯერ საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია.

როგორც ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, უფრო პოზიტიურად დასრულდა დღევანდელი შეხვედრა, ვიდრე ელოდა.

“იყო საკმაოდ რთული საუბარი ბევრ საკითხზე. არის საკითხები, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი დასრულებული არ არის, ხვალ გაგრძელდება შეხვედრები. დეტალებში ვერ შევალ. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ იყო რთული საუბარი და პოზიციები დაახლოვდა. ჯერ საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია. უფრო პოზიტიურად დასრულდა დღევანდელი შეხვედრა, ვიდრე ველოდი. ჯერჯერობით დათმობაზე საუბარი საერთოდ არ არის. ხდება საკითხების განხილვა. კონკრეტულ ბიულეტებზე, რომელიც დატოვა შარლ მიშელმა, ვერაფერს გეტყვით. არაფერი დასრულებულა, ყველაფერი წინ არის",- განაცხადა ჯაფარიძემ. .

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"