საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონ გოგის, რომელიც გულმტკივანი ადამიანია, სქესობრივი კავშირის დამყარების უნარი არ აქვს - პატრული რომ მოვიდა, მას ეძინა" - ადვოკატი
"ბატონ გოგის, რომელიც გულმტკივანი ადამიანია, სქესობრივი კავშირის დამყარების უნარი არ აქვს - პატრული რომ მოვიდა, მას ეძინა" - ადვოკატი

პო­ლი­ტი­კო­სი გოგი წუ­ლა­ია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნაც­ნობ ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ წუ­ლა­ი­ამ თბი­ლის­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში, ნაც­ნობ ქალ­ზე - 1979 წელს და­ბა­დე­ბულ ა.დ- ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და.

პო­ლი­ცი­ამ ა.დ. უკვე გა­მო­კი­თხა. გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ მან მე­დი­ას­თან მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა. რო­გორც აღ­ნიშ­ნა, გოგი წუ­ლა­ი­ას­თან წლე­ბის მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს.

"და­ლია, რა­ღაც ვერ მო­ზო­მა და მი­ვი­ღეთ ის შე­დე­გი, რაც მი­ვი­ღეთ. ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ვარ. ვფიქ­რობ, ძა­ლა­დო­ბას და ჟი­ნის მოკ­ვლას ცდი­ლობ­და. ბა­ტონ გო­გი­საც მოხ­ვდა ჩემ­გან, ვუ­თხა­რი პო­ლი­ცი­ას გა­მო­ვი­ძა­ხებ-თქო და ამან შე­ა­კა­ვა. ამის მერე გა­მო­ვი­ქე­ცი" - აღ­ნიშ­ნა ა.დ-მ.

წუ­ლა­ი­ას ინ­ტე­რე­სებს ად­ვო­კა­ტი ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ა­ნი იცავს. AMBEBI.GE გელ­ბა­ხი­ანს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კო­სის მხრი­დან ქალ­ბა­ტონ­ზე სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას არ ადას­ტუ­რებს.

- ბა­ტო­ნი გოგი წუ­ლა­ია ამ­ბობს, რომ არა­ნა­ირ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. მათ შო­რის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. რო­გორც ბა­ტონ­მა გო­გიმ მი­თხრა, ისი­ნი რა­ღაც სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით შე­კა­მათ­დნენ, ამ კა­მათს მოჰ­ყვა კონ­ფლიქ­ტი, რის გა­მოც გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა და­რე­კა პატ­რულ­ში. პატ­რუ­ლი როცა მო­ვი­და, წუ­ლა­ი­ას ეძი­ნა, გა­აღ­ვი­ძეს და და­ა­კა­ვეს, ეს არის მთე­ლი ის­ტო­რია. ის ქალ­ბა­ტო­ნი შე­იძ­ლე­ბა ბევრ რა­მეს აღიქ­ვამ­დეს თა­ვი­სე­ბუ­რად, მაგ­რამ ეგრე არ არის.

- მე­გობ­რე­ბი თუ იყ­ვნენ, რაში უნდა დას­ჭირ­დე­ბო­და მსგავ­სი აღ­ქმე­ბი და წარ­მო­სახ­ვე­ბი? იქ­ნებ, ბა­ტონ გო­გის არ ახ­სოვს, რად­გან ქალ­ბა­ტო­ნი ამ­ბობს, ბევ­რი და­ლია და „გა­და­ე­კე­ტაო“. გარ­და ამი­სა, მი­სი­ვე თქმით, ქალ­ბა­ტონს სხე­ულ­ზე აქვს სი­ლურ­ჯე­ე­ბი და ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა გა­დაყ­ვა­ნი­ლი...

- ის სი­ლურ­ჯე­ე­ბი რომ აქვს, შე­იძ­ლე­ბა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღოს, მაგ­რამ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას­თან იყო თუ არა ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია და სხვა საქ­მეა. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ისიც, რომ ბა­ტონ გო­გის 6 თვის წინ შუნ­ტი­რე­ბა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ მო­ძა­ლა­დეა და ძა­ლით უნ­დო­და სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა გულმტკი­ვან ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ამის უნა­რიც კი არ აქვს პო­ტენ­ცი­უ­რი, ცოტა ლო­გი­კას მოკ­ლე­ბუ­ლია და და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი. ბა­ტონ გო­გის ქალ­ბა­ტო­ნი არც უცე­მია, არ ვიცი, სი­ლურ­ჯე­ე­ბი სა­ი­დან აქვს, შე­იძ­ლე­ბა წა­იქ­ცა..

მკითხველის კომენტარები / 167 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
maka
41

ეხლა რატომაა ბაია ჩუმად, ბასილაშვილზე რომ ბოღმას ანთხევდა? თუ ბასილაშვილის ლანძღვა უფრო პოპულარობის მომტანია? 

ზურაბ
37

შენ ის მოყევი შენ რომ პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი იყავი და ელისო კილაძე პრესს ცენტრის ხელმძღვანელი, როგორ მოხდა ბადრის გარდაცვალება? 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ბატონ გოგის, რომელიც გულმტკივანი ადამიანია, სქესობრივი კავშირის დამყარების უნარი არ აქვს - პატრული რომ მოვიდა, მას ეძინა" - ადვოკატი

"ბატონ გოგის, რომელიც გულმტკივანი ადამიანია, სქესობრივი კავშირის დამყარების უნარი არ აქვს - პატრული რომ მოვიდა, მას ეძინა" - ადვოკატი

პოლიტიკოსი გოგი წულაია სამართალდამცველებმა ნაცნობ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე - 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა.

პოლიციამ ა.დ. უკვე გამოკითხა. გამოკითხვის შემდეგ მან მედიასთან მომხდარის დეტალები გაიხსენა. როგორც აღნიშნა, გოგი წულაიასთან წლების მეგობრობა აკავშირებს.

"დალია, რაღაც ვერ მოზომა და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. ვფიქრობ, ძალადობას და ჟინის მოკვლას ცდილობდა. ბატონ გოგისაც მოხვდა ჩემგან, ვუთხარი პოლიციას გამოვიძახებ-თქო და ამან შეაკავა. ამის მერე გამოვიქეცი" - აღნიშნა ა.დ-მ.

წულაიას ინტერესებს ადვოკატი ვალერი გელბახიანი იცავს. AMBEBI.GE გელბახიანს ესაუბრა, რომელიც პოლიტიკოსის მხრიდან ქალბატონზე სექსუალურ ძალადობას არ ადასტურებს.

- ბატონი გოგი წულაია ამბობს, რომ არანაირ სექსუალურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მათ შორის წლების განმავლობაში არსებობდა ძალიან მეგობრული ურთიერთობა. როგორც ბატონმა გოგიმ მითხრა, ისინი რაღაც საკითხთან დაკავშირებით შეკამათდნენ, ამ კამათს მოჰყვა კონფლიქტი, რის გამოც განაწყენებულმა ქალბატონმა დარეკა პატრულში. პატრული როცა მოვიდა, წულაიას ეძინა, გააღვიძეს და დააკავეს, ეს არის მთელი ისტორია. ის ქალბატონი შეიძლება ბევრ რამეს აღიქვამდეს თავისებურად, მაგრამ ეგრე არ არის.

- მეგობრები თუ იყვნენ, რაში უნდა დასჭირდებოდა მსგავსი აღქმები და წარმოსახვები? იქნებ, ბატონ გოგის არ ახსოვს, რადგან ქალბატონი ამბობს, ბევრი დალია და „გადაეკეტაო“. გარდა ამისა, მისივე თქმით, ქალბატონს სხეულზე აქვს სილურჯეები და ექსპერტიზაზეა გადაყვანილი...

- ის სილურჯეები რომ აქვს, შეიძლება დაზიანებები ნებისმიერმა ადამიანმა მიიღოს, მაგრამ სექსუალურ ძალადობასთან იყო თუ არა ეს დაკავშირებული, ძნელი სათქმელია და სხვა საქმეა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბატონ გოგის 6 თვის წინ შუნტირება აქვს გაკეთებული და ლაპარაკი იმაზე, რომ მოძალადეა და ძალით უნდოდა სქესობრივი კავშირის დამყარება გულმტკივან ადამიანს, რომელსაც ამის უნარიც კი არ აქვს პოტენციური, ცოტა ლოგიკას მოკლებულია და დასაფიქრებელი. ბატონ გოგის ქალბატონი არც უცემია, არ ვიცი, სილურჯეები საიდან აქვს, შეიძლება წაიქცა..

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორი მამაკაცი მოკლეს - არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ძმები არიან

საერთაშორისო თაღლითური სქემა და დაკავებული 11 პირი - ისრაელის მოქალაქე კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ძარცვავდა

თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს