ავტორი:

მარინა კალიურანდი: "არჩევნები იყო სამართლიანი და დემოკრატიული, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, წერტილი"

მარინა კალიურანდი: "არჩევნები იყო სამართლიანი და დემოკრატიული, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, წერტილი"

რა თქმა უნდა, ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტმა ვერ მიიღო მონაწილეობა არჩევნების მონიტორინგის მისიაში, მაგრამ მე ვემხრობი და ვეყრდნობი ODIHR-ის შეფასებას, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და დემოკრატიული, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, წერტილი, - ამის შესახებ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა გამოხატა ნება და მიანიჭა მანდატი კონკრეტულ პოლიტიკოსებს, რათა ისინი შევიდნენ პარლამენტში, აიღონ თავიანთი მანდატები და იმუშაონ ქართველი ხალხის სასარგებლოდ.

"ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ნება და მიანიჭა მანდატი კონკრეტულ პოლიტიკოსებს „ქართული ოცნებიდან“, „ნაციონალური მოძრაობიდან“ და სხვა პარტიებიდან, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში, აიღონ თავიანთი მანდატები და იმუშაონ ქართველი ხალხის სასარგებლოდ”, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"პოლიტიკური მოვლენები საქართველოში წუხილს იწვევს - ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ..." - სტოლტენბერგის მიმართვა ღარიბაშვილს და დეტალები პრესკონფერენციიდან

"მჯერა ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილის, რომელიც შეუერთდება პარლამენტს, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს" - პრემიერი