მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უთქვამს, კარანტინში არ გამიშვათ, ცუდად ვარ, მოვკვდები იქო... სასწრაფო დაგვიანებით გამოიძახეს" - რას ამბობენ მხარეები ანაკლიის კოვიდსასტუმროში ქალის გარდაცვალებაზე
"უთქვამს, კარანტინში არ გამიშვათ, ცუდად ვარ, მოვკვდები იქო... სასწრაფო დაგვიანებით გამოიძახეს" - რას ამბობენ მხარეები ანაკლიის კოვიდსასტუმროში ქალის გარდაცვალებაზე

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, გა­ლის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი, 62 წლის ქალი, ანაკ­ლი­ის ერთ-ერთ კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში მო­თავ­სე­ბი­დან 2 სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. აფხა­ზე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ქე­თე­ვან ბაქ­რა­ძე Ambebi.ge-სთან აცხა­დებს, რომ ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლია მოკ­ვლე­ვა. მისი თქმით, საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი ერ­თობ­ლი­ვად ცდი­ლო­ბენ და­ად­გი­ნონ, რა გახ­და პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი და იკ­ვე­თე­ბა თუ არა მომ­ხდარ­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

"ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი გა­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში მედ­დად მუ­შა­ობ­და. მას ჰქონ­და გუ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა. ვი­ნა­ი­დან გა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ არის სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა, ქალ­ბა­ტო­ნი პე­რი­ო­დუ­ლად გად­მო­დი­ო­და ზუგ­დიდ­ში და გეგ­მი­ურ გა­მოკ­ვლე­ვებს იტა­რებ­და. 16 მარტს, ერთ-ერთი ასე­თი ვი­ზი­ტის დროს, მას შემ­დეგ, რაც პა­ცი­ენ­ტი გა­სინ­ჯეს და დად­გინ­და, რომ არ იყო მძი­მედ, თა­ვი­სით გა­და­ად­გი­ლე­ბო­და, გა­და­ა­ნა­წი­ლეს კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში, რო­გორც წე­სია. მძი­მედ რომ ყო­ფი­ლი­ყო, სას­ტუმ­რო­ში არა­ვინ მი­ი­ღებ­და", - ამ­ბობს ქე­თე­ვან ბაქ­რა­ძე.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ყვე­ბი­ან ამ­ბავს „ტვ პირ­ველ­თან“ სა­უ­ბარ­ში გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნარ­გი­ზა აბუ­თი­ძე სამ­სა­ხურ­ში შე­უძ­ლოდ გახ­და. გა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მებ­მა მას მი­ო­კარ­დის ინ­ფარ­ქტი და­უდ­გი­ნეს. რად­გან კლი­ნი­კას სა­თა­ნა­დო რე­სურ­სი არ გა­აჩ­ნდა, ოჯახს ე.წ. სა­ზღვარ­ზე გად­მოს­ვლა ურ­ჩი­ეს.

"გალ­ში მის­ცეს ანა­ლი­ზე­ბის პა­სუ­ხე­ბი, რომ ცუ­დად იყო, ინ­ფარ­ქტი ჰქონ­და. ამის შემ­დეგ გად­მო­იყ­ვა­ნეს ენ­გუ­რის ხიდ­ზე, ე.წ. სა­ზღვარ­ზე, ავად­მყოფს უთხრეს, ავად არ ხარ, კო­რო­ნა არ გჭირს და კა­რან­ტინ­ში უნდა გა­დახ­ვი­დეო. ნარ­გიზს უთ­ქვამს, კა­რან­ტინ­ში არ გა­მიშ­ვათ, ცუ­დად ვარ, მოვ­კვდე­ბი იქო. და კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან 2 სა­ათ­ში გარ­დაც­ვა­ლა", - აცხა­დებს „ტვ პირ­ველ­თან“ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რი.

აფხა­ზე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ანაკ­ლი­ის კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ი­ძა­ხეს. რო­გორც ქე­თე­ვან ბაქ­რა­ძე Ambebi.ge-ს ეუბ­ნე­ბა, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია დრო­უ­ლად არ ფლობ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ პა­ცი­ენტს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და.

"ჩვენ მიერ მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­ბა­ტონს ურე­კავ­დნენ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და რომ ვერ და­უ­კავ­შირ­დნენ, შემ­დეგ და­უ­რე­კეს სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. ამის შემ­დეგ შე­ვი­და პერ­სო­ნა­ლი პა­ლა­ტა­ში და ნახა, რომ ქალი ძა­ლი­ან მძი­მედ იყო. გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო და ექი­მე­ბის რომ მი­ვიდ­ნენ, პა­ცი­ენტს გული გა­ჩე­რე­ბუ­ლი ჰქონ­და", - უთხრა Ambebi.ge-ს აფხა­ზე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნელ­მა.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო 2020 წლის მარ­ტში, მდი­ნა­რე ენ­გურ­თან და­კე­ტი­ლი ე.წ. სა­ზღვა­რი 2021 წლის 11 თე­ბერ­ვალს გახ­სნა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
24

დააწესეთ შეზღუდვები! ხალხს ნუ ხოცავთ!

ნინი
8

ასეთი ადამიანებით მთავრობა კოვიდსასტუმროებს ამუშავებს და ფულს აკეთებინებს ხალხი ვის ედარდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"უთქვამს, კარანტინში არ გამიშვათ, ცუდად ვარ, მოვკვდები იქო... სასწრაფო დაგვიანებით გამოიძახეს" - რას ამბობენ მხარეები ანაკლიის კოვიდსასტუმროში ქალის გარდაცვალებაზე

"უთქვამს, კარანტინში არ გამიშვათ, ცუდად ვარ, მოვკვდები იქო... სასწრაფო დაგვიანებით გამოიძახეს" - რას ამბობენ მხარეები ანაკლიის კოვიდსასტუმროში ქალის გარდაცვალებაზე

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში მცხოვრები, 62 წლის ქალი, ანაკლიის ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში მოთავსებიდან 2 საათში გარდაიცვალა. აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაქრაძე Ambebi.ge-სთან აცხადებს, რომ ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა. მისი თქმით, საქმეში ჩართული სახელმწიფო უწყებები ერთობლივად ცდილობენ დაადგინონ, რა გახდა პაციენტის გარდაცვალების მიზეზი და იკვეთება თუ არა მომხდარში სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი.

"ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი გალის სამედიცინო ცენტრში მედდად მუშაობდა. მას ჰქონდა გულის ქრონიკული უკმარისობა. ვინაიდან გალის საავადმყოფოში არ არის სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება, ქალბატონი პერიოდულად გადმოდიოდა ზუგდიდში და გეგმიურ გამოკვლევებს იტარებდა. 16 მარტს, ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, მას შემდეგ, რაც პაციენტი გასინჯეს და დადგინდა, რომ არ იყო მძიმედ, თავისით გადაადგილებოდა, გადაანაწილეს კოვიდ-სასტუმროში, როგორც წესია. მძიმედ რომ ყოფილიყო, სასტუმროში არავინ მიიღებდა", - ამბობს ქეთევან ბაქრაძე.

განსხვავებულად ყვებიან ამბავს „ტვ პირველთან“ საუბარში გარდაცვლილის ოჯახის წევრები. მათი ინფორმაციით, ნარგიზა აბუთიძე სამსახურში შეუძლოდ გახდა. გალის საავადმყოფოს ექიმებმა მას მიოკარდის ინფარქტი დაუდგინეს. რადგან კლინიკას სათანადო რესურსი არ გააჩნდა, ოჯახს ე.წ. საზღვარზე გადმოსვლა ურჩიეს.

"გალში მისცეს ანალიზების პასუხები, რომ ცუდად იყო, ინფარქტი ჰქონდა. ამის შემდეგ გადმოიყვანეს ენგურის ხიდზე, ე.წ. საზღვარზე, ავადმყოფს უთხრეს, ავად არ ხარ, კორონა არ გჭირს და კარანტინში უნდა გადახვიდეო. ნარგიზს უთქვამს, კარანტინში არ გამიშვათ, ცუდად ვარ, მოვკვდები იქო. და კოვიდ-სასტუმროში გადაყვანიდან 2 საათში გარდაცვალა", - აცხადებს „ტვ პირველთან“ გარდაცვლილის ოჯახის წევრი.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ანაკლიის კოვიდ-სასტუმროში სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაგვიანებით გამოიძახეს. როგორც ქეთევან ბაქრაძე Ambebi.ge-ს ეუბნება, დაწესებულების ადმინისტრაცია დროულად არ ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პაციენტს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.

"ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ქალბატონს ურეკავდნენ საკუთარი ოჯახის წევრები და რომ ვერ დაუკავშირდნენ, შემდეგ დაურეკეს სასტუმროს ადმინისტრაციას. ამის შემდეგ შევიდა პერსონალი პალატაში და ნახა, რომ ქალი ძალიან მძიმედ იყო. გამოიძახეს სასწრაფო და ექიმების რომ მივიდნენ, პაციენტს გული გაჩერებული ჰქონდა", - უთხრა Ambebi.ge-ს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტში, მდინარე ენგურთან დაკეტილი ე.წ. საზღვარი 2021 წლის 11 თებერვალს გახსნა.

სამძიმარი საოკუპაციო ხაზთან და ყვავილებით მორთული მავთულხლართები: როგორ ემშვიდობებიან დათა პაპას - ემოციური ფოტოები ხურვალეთიდან

"ხელებზე მაკოცა...მითხრა, ჩვენ ერთად დავბერდითო, აბა შენ იცი შენმა ქალობამო, არსად არ წახვიდეო, ქართველები დაგეხმარებიანო“ - დათა ვანიშვილის მეუღლე

კლდესავით იდგა და ამაგრებდა ქართულ მიწა-წყალს - ოკუპირებული სამაჩაბლოს სიმბოლოდ ქცეული დათა პაპა აღარ გვყავს