მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ნებართვა გასცა? როგორ მოქმედებდა რუსეთი ტრამპის მხარდასაჭერად - აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რუსეთის პასუხი
პუტინმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ნებართვა გასცა? როგორ მოქმედებდა რუსეთი ტრამპის მხარდასაჭერად - აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რუსეთის პასუხი

"რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­სულ წელს აშშ-ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე დო­ნალდ ტრამ­პის სა­სარ­გებ­ლოდ ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის ნე­ბარ­თვა გას­ცა", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის დი­რექ­ტო­რის ოფი­სის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი.

15-გვერ­დი­ან დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მოს­კო­ვი ავ­რცე­ლებ­და "შეც­დო­მა­ში შემყვან, ან და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ბრალ­დე­ბებს" სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის, ჯო ბა­ი­დე­ნის შე­სა­ხებ.

ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის დი­რექ­ტო­რის ოფი­სის გან­მარ­ტე­ბით, 3 ნო­ემ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის წინ პრე­ზი­დენტ ბა­ი­დე­ნის შე­სა­ხებ და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბი რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა პი­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს. ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა ბა­ი­დე­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნა­რა­ტი­ვის­კენ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­სა და დო­ნალდ ტრამ­პის მო­კავ­ში­რე­ებს უბიძ­გა. ამას­თან, ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი ფარ­თო სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მი­მართ ნდო­ბის შერ­ყე­ვა იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა ირან­სა და ჩი­ნეთს, დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რუ­სე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც დო­ნალდ ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბის შან­სე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ცდი­ლობ­და, ირა­ნი აწარ­მო­ებ­და "მრა­ვალ­მხრივ ფა­რულ გავ­ლე­ნის კამ­პა­ნი­ას" მისი მხარ­და­ჭე­რის შე­სუს­ტე­ბის მიზ­ნით.

ან­გა­რიშ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით", ჩი­ნეთს რო­მელ­საც ვა­შინგტო­ნი დიდი ხა­ნია კი­ბერ ჯა­შუ­შო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, არ­ჩევ­ნე­ბის წინ "ჩა­რე­ვის მცდე­ლო­ბე­ბი" არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია. დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ხმის მი­ცე­მის პრო­ცეს­სა და სა­ბო­ლოო შე­დე­გებ­ში უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი არ ჩა­რე­უ­ლან.

  • რუ­სე­თის პა­სუ­ხი

ან­გა­რი­შის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, სა­პა­სუ­ხო გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­და აშშ-ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­ში. სა­ელ­ჩოს ცნო­ბით, აშშ-ის დაზ­ვერ­ვის მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი 2020 წლის ფე­დე­რა­ლურ არ­ჩევ­ნებ­ში რუ­სე­თის სა­ვა­რა­უ­დო ჩა­რე­ვის შე­სა­ხებ უსა­ფუძ­ვლოა.

"აშშ-ის დაზ­ვერ­ვის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი კი­დევ ერთი უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. ამ­გვა­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბის არ­ცერ­თი ფაქ­ტი, ან კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს,“- ნათ­ქვა­მია სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, სა­დაც ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვა­შინგტო­ნი ”მე­გა­ფო­ნის დიპ­ლო­მა­ტი­ის” პრაქ­ტი­კას გა­ნაგ­რძობს.

"ჩვენ ვა­ცხა­დებთ, რომ ვა­შინგტო­ნი ”მე­გა­ფო­ნის დიპ­ლო­მა­ტი­ის” პრაქ­ტი­კას გა­ნაგ­რძობს, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი რუ­სე­თის ნე­გა­ტი­უ­რი იმი­ჯის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ქვეყ­ნის შიგ­ნით სი­ტუ­ა­ცი­ის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში გარე ძა­ლე­ბის მო­თა­მა­შე­ე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბაა,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ვა­შინგტო­ნის ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბი ხელს არ შე­უ­წყობს ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

პუტინმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ნებართვა გასცა? როგორ მოქმედებდა რუსეთი ტრამპის მხარდასაჭერად - აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რუსეთის პასუხი

პუტინმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ნებართვა გასცა? როგორ მოქმედებდა რუსეთი ტრამპის მხარდასაჭერად - აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რუსეთის პასუხი

"რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სავარაუდოდ, გასულ წელს აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებზე დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ზეგავლენის მოხდენის ნებართვა გასცა", - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

15-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსკოვი ავრცელებდა "შეცდომაში შემყვან, ან დაუსაბუთებელ ბრალდებებს" საბოლოო გამარჯვებულის, ჯო ბაიდენის შესახებ.

ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის განმარტებით, 3 ნოემბრის არჩევნების წინ პრეზიდენტ ბაიდენის შესახებ დაუსაბუთებელი ბრალდებები რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებულმა პირებმა გაავრცელეს. ზოგიერთმა მათგანმა ბაიდენის საწინააღმდეგო ნარატივისკენ მედიასაშუალებებს, მაღალჩინოსნებსა და დონალდ ტრამპის მოკავშირეებს უბიძგა. ამასთან, ანგარიშის თანახმად, დეზინფორმაციის კამპანიის მიზანი ფართო საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შერყევა იყო.

რაც შეეხება ირანსა და ჩინეთს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთისგან განსხვავებით, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვების შანსების გაძლიერებას ცდილობდა, ირანი აწარმოებდა "მრავალმხრივ ფარულ გავლენის კამპანიას" მისი მხარდაჭერის შესუსტების მიზნით.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ "მაღალი ალბათობით", ჩინეთს რომელსაც ვაშინგტონი დიდი ხანია კიბერ ჯაშუშობაში ადანაშაულებს, არჩევნების წინ "ჩარევის მცდელობები" არ განუხორციელებია. დოკუმენტის თანახმად, ხმის მიცემის პროცესსა და საბოლოო შედეგებში უცხო სახელმწიფოები არ ჩარეულან.

  • რუსეთის პასუხი

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, საპასუხო განცხადებები გაკეთდა აშშ-ში რუსეთის საელჩოში. საელჩოს ცნობით, აშშ-ის დაზვერვის მიერ გაჟღერებული ბრალდებები 2020 წლის ფედერალურ არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ უსაფუძვლოა.

"აშშ-ის დაზვერვის მიერ მომზადებული დოკუმენტი კიდევ ერთი უსაფუძვლო ბრალდებაა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამგვარი პრეტენზიების არცერთი ფაქტი, ან კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს,“- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი ”მეგაფონის დიპლომატიის” პრაქტიკას განაგრძობს.

"ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვაშინგტონი ”მეგაფონის დიპლომატიის” პრაქტიკას განაგრძობს, რომლის მთავარი მიზანი რუსეთის ნეგატიური იმიჯის შენარჩუნება და ქვეყნის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაციაში გარე ძალების მოთამაშეების დადანაშაულებაა,“- აღნიშნულია განცხადებაში.

რუსი დიპლომატები ირწმუნებიან, რომ ვაშინგტონის ამგვარი ქმედებები ხელს არ შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას.

"განადგურდა მოქალაქეთა ქონება..." - მასშტაბური ხანძარი თურქეთში და 50-ზე მეტი დამწვარი სახლი (ვიდეო)

"მჯერა, რომ პუტინი მკვლელია...ის ყველაფრის საფასურს გადაიხდის და ამას თქვენ მალე დაინახავთ“ - ჯო ბაიდენი

მკვლელობების სერია აშშ-ის სალონებსა და სპა ცენტრებში - მოკლულია 8 ადამიანი, მათ შორის, 6 აზიელი ქალი