პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტელეკომპანია "რუსთავი 2" და "პრაიმ თაიმი" ერთ ჰოლდინგად ერთიანდებიან - რას აცხადებენ კომპანიების ხელმძღვანელები?
ტელეკომპანია "რუსთავი 2" და "პრაიმ თაიმი" ერთ ჰოლდინგად ერთიანდებიან - რას აცხადებენ კომპანიების ხელმძღვანელები?

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" და "პრა­იმ თა­ი­მი" ერთ ჰოლ­დინ­გად ერ­თი­ან­დე­ბი­ან. "რუს­თა­ვი 2" -ის დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა სა­ლი­ამ ambebi.ge -სთან ამ პრო­ცე­სის მი­ზე­ზებ­სა და მიზ­ნებ­ზე ისა­უბ­რა. მისი თქმით, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ გა­სულ წლებ­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ი­ა­რა, რის გა­მოც კომ­პა­ნი­ის რე­სურ­სე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ი­სა და უფრო ეფექ­ტი­ა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის ჰოლ­დინ­გის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

სა­ლი­ას თქმით, "რუს­თა­ვი 2"- ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა - არხს ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი უბ­რუნ­დე­ბი­ან და სა­მა­უ­წყებ­ლო ბა­დეს ახა­ლი გა­და­ცე­მე­ბი და­ე­მა­ტე­ბა.

"იმ სირ­თუ­ლე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც 2019 წელს გა­მო­ვი­ა­რეთ, "რუს­თა­ვი- 2" -ს სჭირ­დე­ბო­და ეს პრო­ცე­სი. 2021 წლის­თვის გვაქვს ამ­ბი­ცია, რომ "რუს­თა­ვი 2" იყოს ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი მა­უ­წყე­ბე­ლი მე­დი­ა­ბა­ზარ­ზე. ამ ეტაპ­ზე ორი­ვე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბას ძვე­ლე­ბუ­რად გა­ნაგ­რძობს, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­ერ­თი­ან­დე­ბა, მათ შო­რის მე­ნე­ჯმენ­ტის ნა­წი­ლიც. სწო­რედ ეს მოგ­ვცემს პრო­ცე­სე­ბის უფრო ეფექ­ტი­ა­ნად წარ­მარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბას.

ამ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნი რე­სურ­სე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია და არ­ხის რე­ი­ტინ­გის გაზ­რდაა. უკვე და­ვი­წყეთ გარ­კვე­ულ ცვლი­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა. "რუს­თა­ვი 2" კვლავ გახ­და სა­ინ­ტე­რე­სო ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის - არხზე დაბ­რუნ­დე­ბი­ან: გი­ორ­გი ხა­ბუ­რძა­ნია და დემ­ნა ჯა­ფა­რი­ძე. ასე­ვე და­ვიბ­რუ­ნეთ ვა­შინგტო­ნის ბი­უ­რო და და­ვით ნი­კუ­რა­ძე ისევ ჩვენ­თვის მუ­შა­ობს. გვაქვს დიდი და ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი, რომ არხზე შე­იქ­მნას არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო და მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­და­ცე­მა. ამა­ზე მუ­შა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლია. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბადე შე­ივ­სე­ბა და შე­მოდ­გო­მი­დან სრულ­ფა­სო­ვა­ნი ბადე გვექ­ნე­ბა - სე­რი­ა­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი მე­გაპ­რო­ექ­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ნა­ი­რი მა­ყუ­რებ­ლის ინ­ტე­რესს და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ. რაც შე­ე­ხე­ბა "პრა­იმ თა­იმს", ის გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას, რო­გორც აქამ­დე მუ­შა­ობ­და, ჯერ­ჯე­რო­ბით ამ ნა­წილ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი არ არის", - გა­ნუ­ცხა­და ambebi.ge -ს პა­ა­ტა სა­ლი­ამ.

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ იგეგ­მე­ბა "პრა­იმ თა­ი­მის" რუს­თა­ვი 2"-ის ოფის­ში გა­დას­ვლა, თუმ­ცა ეს არ და­ა­დას­ტუ­რა "პრა­იმ თა­ი­მის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა თა­მარ ფხა­კა­ძემ. მისი თქმით, ისი­ნი ამ ეტაპ­ზე ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე გა­ნაგ­რძო­ბენ მუ­შა­ო­ბას. რო­გორც ფხა­კა­ძემ გვი­თხრა, ორი­ვე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა მუ­შა­ო­ბას სა­კუ­თა­რი ოფი­სე­ბი­დან გა­ნაგ­რძობს.

ამ ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პან­დე­მი­ის გამო გა­მოწ­ვე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლი­სა და არ­ხის რე­ი­ტინ­გის შემ­ცი­რე­ბის გამო "რუს­თა­ვი 2"-ში სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­მო­ცხად­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო კომ­პა­ნია გა­კოტ­რე­ბუ­ლა­დაც გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო.

ცნო­ბი­სათ­ვის, სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის 60%-ს ქი­ბარ ხალ­ვა­ში ფლობს, 40%-ს - შპს პა­ნო­რა­მა. თა­ვის მხრივ, "პა­ნო­რა­მას“ 100-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლიც ქი­ბარ ხალ­ვა­შია. რაც შე­ე­ხე­ბა "პრა­იმ თა­იმს“, მის 50-50%-იან წილს გი­ორ­გი ქუ­თა­თე­ლა­ძე და თა­მარ ფხა­კა­ძე ფლო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირა
4

ჩაიარა 2020-მა,,რაღა დროს რუსთავი-2-ია?

სრული დემოკრატიიისკენ ჰერი ჰერი
28

კიდევ ერთი ოპოზიციური მედია :))) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ტელეკომპანია "რუსთავი 2" და "პრაიმ თაიმი" ერთ ჰოლდინგად ერთიანდებიან - რას აცხადებენ კომპანიების ხელმძღვანელები?

ტელეკომპანია "რუსთავი 2" და "პრაიმ თაიმი" ერთ ჰოლდინგად ერთიანდებიან - რას აცხადებენ კომპანიების ხელმძღვანელები?

ტელეკომპანია "რუსთავი 2" და "პრაიმ თაიმი" ერთ ჰოლდინგად ერთიანდებიან. "რუსთავი 2" -ის დირექტორმა პაატა სალიამ ambebi.ge -სთან ამ პროცესის მიზეზებსა და მიზნებზე ისაუბრა. მისი თქმით, ტელეკომპანიამ გასულ წლებში რთული პერიოდი გამოიარა, რის გამოც კომპანიის რესურსების ოპტიმიზაციისა და უფრო ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ჰოლდინგის ჩამოყალიბება გახდა საჭირო.

სალიას თქმით, "რუსთავი 2"- ში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება - არხს ცნობილი სახეები უბრუნდებიან და სამაუწყებლო ბადეს ახალი გადაცემები დაემატება.

"იმ სირთულეების გათვალისწინებით, რაც 2019 წელს გამოვიარეთ, "რუსთავი- 2" -ს სჭირდებოდა ეს პროცესი. 2021 წლისთვის გვაქვს ამბიცია, რომ "რუსთავი 2" იყოს ყველაზე რეიტინგული მაუწყებელი მედიაბაზარზე. ამ ეტაპზე ორივე მედიასაშუალება საქმიანობას ძველებურად განაგრძობს, თუმცა გარკვეული პროცესები გაერთიანდება, მათ შორის მენეჯმენტის ნაწილიც. სწორედ ეს მოგვცემს პროცესების უფრო ეფექტიანად წარმართვის საშუალებას.

ამ რეორგანიზაციის მიზანი რესურსების ოპტიმიზაცია და არხის რეიტინგის გაზრდაა. უკვე დავიწყეთ გარკვეულ ცვლილებებზე მუშაობა. "რუსთავი 2" კვლავ გახდა საინტერესო ძალიან ბევრი ადამიანისთვის - არხზე დაბრუნდებიან: გიორგი ხაბურძანია და დემნა ჯაფარიძე. ასევე დავიბრუნეთ ვაშინგტონის ბიურო და დავით ნიკურაძე ისევ ჩვენთვის მუშაობს. გვაქვს დიდი და ამბიციური გეგმები, რომ არხზე შეიქმნას არაერთი საინტერესო და მაღალრეიტინგული გადაცემა. ამაზე მუშაობა დაწყებულია. უახლოეს მომავალში სატელევიზიო ბადე შეივსება და შემოდგომიდან სრულფასოვანი ბადე გვექნება - სერიალიდან დაწყებული მეგაპროექტებით დასრულებული, ყველანაირი მაყურებლის ინტერესს დავაკმაყოფილებთ. რაც შეეხება "პრაიმ თაიმს", ის განაგრძობს მუშაობას, როგორც აქამდე მუშაობდა, ჯერჯერობით ამ ნაწილში ცვლილებები არ არის", - განუცხადა ambebi.ge -ს პაატა სალიამ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგეგმება "პრაიმ თაიმის" რუსთავი 2"-ის ოფისში გადასვლა, თუმცა ეს არ დაადასტურა "პრაიმ თაიმის" დამფუძნებელმა თამარ ფხაკაძემ. მისი თქმით, ისინი ამ ეტაპზე ცვლილებების გარეშე განაგრძობენ მუშაობას. როგორც ფხაკაძემ გვითხრა, ორივე მედიასაშუალება მუშაობას საკუთარი ოფისებიდან განაგრძობს.

ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური სირთულისა და არხის რეიტინგის შემცირების გამო "რუსთავი 2"-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლებელი იყო კომპანია გაკოტრებულადაც გამოცხადებულიყო.

ცნობისათვის, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60%-ს ქიბარ ხალვაში ფლობს, 40%-ს - შპს პანორამა. თავის მხრივ, "პანორამას“ 100-იანი წილის მფლობელიც ქიბარ ხალვაშია. რაც შეეხება "პრაიმ თაიმს“, მის 50-50%-იან წილს გიორგი ქუთათელაძე და თამარ ფხაკაძე ფლობენ.

"დღეს ამ არხზე ჩემს 20 წლიან ისტორიას ვასრულებ... ბოლო გავდივარ" - მაია ასათიანი "რუსთავი 2"-იდან მიდის და მაყურებელს ატირებული ემშვიდობება

"ხათუნას დილითვე ვკითხე და არც ახსოვდა ამ კომპანიების არსებობა" - რა ხარვეზი უპოვეს ზურა ხაჩიძეს ქონებრივ დეკლარაციაში და რას პასუხობს მომღერალი კვლევას?

"გამოვლინდა მეწყრული ზონა, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება" - ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო გადაადგილება იზღუდება