სამართლდამცავებმა პოლიტიკოსი გოგი წულაია დააკავეს. აღნიშნული "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას უკავშირდება. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.