მოზაიკა
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისინი ერთმანეთს მალე დაშორდებიან...მეგანი ნარცისია, ჰარი კი მისი ზეგავლენის ქვეშაა" - მეგან მარკლის ნახევარდის სკანდალური ინტერვიუ
"ისინი ერთმანეთს მალე დაშორდებიან...მეგანი ნარცისია, ჰარი კი მისი ზეგავლენის ქვეშაა" - მეგან მარკლის ნახევარდის სკანდალური ინტერვიუ

მე­გან მარ­კლი­სა და პრინც ჰა­რის გარ­შე­მო სკან­და­ლი კვლავ გრძელ­დე­ბა. ოპრა უინ­ფის­თვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ, წყვი­ლის მი­მართ კრი­ტი­კა არ წყდე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მე­გან მარ­კლის ნა­ხე­ვარ­დამ, სა­მან­ტა მარ­კლი­მაც, რო­მელ­საც მე­გან­თან უკვე წლე­ბია და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

სა­მან­ტა ამ­ბობს, რომ პრინ­ცი ჰარი ცო­ლის გავ­ლე­ნის ქვე­შაა და რომ სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით ვერ მოქ­მე­დებს. ის მალე წყვი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბა­საც პროგ­ნო­ზი­რებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 56 წლის სა­მან­ტას აქამ­დეც არა­ერ­თხელ უთ­ქვამს თა­ვი­სი "წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის“ შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­მე­ფო წყვი­ლი მალე ერ­თმა­ნეთს გა­ეყ­რე­ბა.

სა­მან­ტა მარ­კლი ვა­რა­უ­დობს, რომ შე­საძ­ლოა, პრინ­ცი უკვე კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებ­დეს მე­გან­თან ქორ­წი­ნე­ბას.

ის წყვილს მო­უ­წო­დებს სა­მე­ფო ოჯახს ბო­დი­ში მო­უ­ხა­დოს იმის­თვის, რომ მათ რა­სიზ­მში დას­დეს ბრა­ლი.

ასე­ვე, აღ­ნიშ­ნავს, რომ მე­გან მარ­კლი გა­მო­ირ­ჩე­ვა ნარ­ცი­სიზ­მით და მას "პი­როვ­ნუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა აქვს. სა­მან­ტა ამ­ტკი­ცებს, რომ მე­გან­მა მა­მას, თო­მას მარ­კლს უდი­დე­სი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა, რის გა­მოც, მო­უ­წო­დებს მე­განს, რომ მა­მას სა­ჯა­როდ მო­უ­ხა­დოს ბო­დი­ში.

მე ვხე­დავ, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­დე­ბა, თუკი გულ­წრფე­ლე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან, მათ თა­ვი­ან­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ა­ზი­ა­ნეს. რო­მე­ლი კაცი იქ­ნე­ბო­და ბედ­ნი­ე­რი და რო­მე­ლი კაცი იგ­რძნობ­და თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ისე­თი ცხოვ­რე­ბა რომ ჰქონ­დეს, რო­გო­რიც ახლა ჰა­რის აქვს?! იმ წუ­თი­დან­ვე, როცა ჰარი მას რა­ი­მე­ზე შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, მე­გა­ნის­თვის ის სა­ზი­ზღა­რი გახ­დე­ბა, - ამ­ბობს სა­მან­ტა მარ­კლი.

მე­გან­სა და მის დას ძა­ლი­ან რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. ჰერ­ცო­გი­ა­ნია ამ­ბობს, რომ ის ისე გა­ი­ზარ­და, რომ სა­მან­ტა ნა­ნა­ხი არ ჰყავ­და, რომ ორი დე­კა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია, თუმ­ცა სა­მან­ტა სხვა რა­მეს ამ­ტკი­ცებს, მისი თქმით, ად­რე­ულ წლებ­ში დებს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ და ამის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, მე­გან მარ­კლმა და პრინცმა ჰა­რიმ ოპრა უინფრის ექ­სკლუ­ი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცეს.ინ­ტერ­ვი­უს დროს მათ სა­მე­ფო ოჯა­ხი რა­სიზ­მში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. პრინცმა ჰა­რიმ კი თქვა, რომ ოჯა­ხი მას მხარს არ უჭერ­და, ვერ უგებ­დნენ, გარ­და ამი­სა, სურ­და პრე­სის­გან და­ეც­ვა მე­გა­ნი. ყო­ვე­ლი­ვე კი სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­მე­ფო ოჯა­ხი­დან წას­ვლის მი­ზე­ზი გახ­და.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
emma
57

საწყალი მეგანი, ოჯახშიც გიჟები ყავს ყველა

zaza tbilisi
8

როცა შენს ყოველ სუნთქვასაც კი "ერის სიმბოლოს" ქცევის დატვირთვა აქვს, არ უნდა მოიყვანო "არღნის ჩიტი" ცოლად,...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ისინი ერთმანეთს მალე დაშორდებიან...მეგანი ნარცისია, ჰარი კი მისი ზეგავლენის ქვეშაა" - მეგან მარკლის ნახევარდის სკანდალური ინტერვიუ

"ისინი ერთმანეთს მალე დაშორდებიან...მეგანი ნარცისია, ჰარი კი მისი ზეგავლენის ქვეშაა" - მეგან მარკლის ნახევარდის სკანდალური ინტერვიუ

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის გარშემო სკანდალი კვლავ გრძელდება. ოპრა უინფისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, წყვილის მიმართ კრიტიკა არ წყდება. აღნიშნულის შემდეგ კომენტარი გააკეთა მეგან მარკლის ნახევარდამ, სამანტა მარკლიმაც, რომელსაც მეგანთან უკვე წლებია დაძაბული ურთიერთობა აქვს.

სამანტა ამბობს, რომ პრინცი ჰარი ცოლის გავლენის ქვეშაა და რომ საკუთარი გადაწყვეტილებების მიხედვით ვერ მოქმედებს. ის მალე წყვილის განქორწინებასაც პროგნოზირებს. აღსანიშნავია, რომ 56 წლის სამანტას აქამდეც არაერთხელ უთქვამს თავისი "წინასწარმეტყველების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც, სამეფო წყვილი მალე ერთმანეთს გაეყრება.

სამანტა მარკლი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, პრინცი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს მეგანთან ქორწინებას.

ის წყვილს მოუწოდებს სამეფო ოჯახს ბოდიში მოუხადოს იმისთვის, რომ მათ რასიზმში დასდეს ბრალი.

ასევე, აღნიშნავს, რომ მეგან მარკლი გამოირჩევა ნარცისიზმით და მას "პიროვნული აშლილობა აქვს. სამანტა ამტკიცებს, რომ მეგანმა მამას, თომას მარკლს უდიდესი ზიანი მიაყენა, რის გამოც, მოუწოდებს მეგანს, რომ მამას საჯაროდ მოუხადოს ბოდიში.

მე ვხედავ, რომ მათი ურთიერთობა განქორწინებით დასრულდება, თუკი გულწრფელები არ იქნებიან, მათ თავიანთი განცხადებებით ბევრი ადამიანი დააზიანეს. რომელი კაცი იქნებოდა ბედნიერი და რომელი კაცი იგრძნობდა თავს კომფორტულად ისეთი ცხოვრება რომ ჰქონდეს, როგორიც ახლა ჰარის აქვს?! იმ წუთიდანვე, როცა ჰარი მას რაიმეზე შეეწინააღმდეგება, მეგანისთვის ის საზიზღარი გახდება, - ამბობს სამანტა მარკლი.

მეგანსა და მის დას ძალიან რთული ურთიერთობა აქვთ. ჰერცოგიანია ამბობს, რომ ის ისე გაიზარდა, რომ სამანტა ნანახი არ ჰყავდა, რომ ორი დეკადის განმავლობაში დასთან ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა სამანტა სხვა რამეს ამტკიცებს, მისი თქმით, ადრეულ წლებში დებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ამის დასამტკიცებლად ფოტოებსაც აქვეყნებს.

ინფორმაციისთვის, მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ოპრა უინფრის ექსკლუიური ინტერვიუ მისცეს.ინტერვიუს დროს მათ სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულეს. პრინცმა ჰარიმ კი თქვა, რომ ოჯახი მას მხარს არ უჭერდა, ვერ უგებდნენ, გარდა ამისა, სურდა პრესისგან დაეცვა მეგანი. ყოველივე კი საბოლოო ჯამში, სამეფო ოჯახიდან წასვლის მიზეზი გახდა.

ჯარედ ლეტოს დაუჯერებელი გარდასახვა - ახალ როლში ფანებს მისი ამოცნობა უჭირთ (ფოტოები)

ოპერის მომღერალ დავით ღვინიანიძის გზა ქუთაისიდან ამერიკულ წარმატებამდე - "ყოველთვის მინდოდა, მშობლებისთვის დამემტკიცებინა, რომ ნამდვილი ხელოვანი ვიყავი"

"ეს თქვენი "პიარი" არაფერში მჭირდება... ამაში არავინ მიხდის ფულს" - სტეფანემ გადაწყვიტა, ჟურნალისტებს აღარ უპასუხოს