პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოგი გაქცევის მცდელობისას დახვრიტეს ან წამებაში შემოაკვდათ - მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების ახალი სიები
ზოგი გაქცევის მცდელობისას დახვრიტეს ან წამებაში შემოაკვდათ - მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების ახალი სიები

AMBEBI.GE-ს მკი­თხვე­ლის­თვის გან­ვაგ­რძობთ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას. გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, მეგი სტემ­პე­ნი ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ბა­ნა­კის არ­ქივ­ში ეძებს ცნო­ბებს, რომ­ლის და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ, ეტა­პობ­რი­ვად გვაწ­ვდის მათ ვი­ნა­ო­ბას, ვის შე­სა­ხე­ბაც ოჯახს ინ­ფორ­მა­ცია დღემ­დე არ ჰქონ­და.

"და­ი­კარ­გა უგზო-უკვლოდ" - ეს მი­ნა­წე­რი ნიშ­ნავ­და, რომ მათ შე­სა­ხებ რა­ი­მე ცნო­ბე­ბის მო­ძი­ე­ბის იმე­დი, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ არ­სე­ბობ­და.

გთა­ვა­ზობთ, იმ ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლებს, რომ­ლებ­საც აუშ­ვი­ცი­სა და ბო­ხოლ­თის ტყვე­თა ბა­ნა­კებ­ში არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში მო­უ­წი­ათ ყოფ­ნა. ქარ­თვე­ლი ტყვე­ე­ბის ნა­წი­ლი გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბი­სას დახ­ვრი­ტეს, ან წა­მე­ბა­ში შე­მო­აკ­ვდათ. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ტყვე­ე­ბი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კე­ბის ლა­ზა­რეთ­ში ან უმ­ძი­მე­სი სა­მუ­შა­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას იღუ­პე­ბოდ­ნენ.

გი­ორ­გი ილი­ას ძე შა­ქა­რაშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1910 წლის 15 აგ­ვის­ტოს, სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მა­ჩხა­ან­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 22 ივ­ლისს, კი­ევ­ში. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 7866. გარ­და­იც­ვა­ლა 1941 წლის 22 ნო­ემ­ბერს. პირ­ვე­ლად და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი იყო აუშ­ვიც­ში.

ნი­კო­ლოს კონ­დრა­ტის ძე გვა­სა­ლია, და­ბა­დე­ბუ­ლი 1921 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს, სე­ნა­კის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხორ­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 22 ივ­ლისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII F (318). ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 10316. გარ­და­იც­ვა­ლა 1941 წლის 13 ნო­ემ­ბერს. პირ­ვე­ლად და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი იყო აუშ­ვიც­ში.

ვა­ლე­რი­ან ტრი­ფო­ნის ძე ყვა­ვა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წლის 14 ოქ­ტომ­ბერს თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზედა სა­ზა­ნო­ში. დე­დის სა­ხე­ლი ტა­ტი­ა­ნა. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 26 ივ­ლისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII F (318). ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 7366. გარ­და­იც­ვა­ლა ტყვე­ო­ბა­ში, 1951 წლის 14 დე­კემ­ბერს. პირ­ვე­ლად და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი იყო აუშ­ვიც­ში.

გი­ორ­გი პავ­ლეს ძე შო­ში­აშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წელს ონის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ღებ­ში, დე­დის სა­ხე­ლი ნინა. ტყვედ ჩა­ვარ­დნის თა­რი­ღი 1941 წლის 15 ივ­ლი­სი. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII F (318). ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 7320. გარ­და­იც­ვა­ლა ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით 1942 წლის 18 თე­ბერ­ვალს. პირ­ვე­ლად და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი იყო აუშ­ვიც­ში.

ალექ­სან­დრე სამ­სო­ნის ძე და­ნე­ლია, და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წლის 12 იან­ვარს, მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ნა­ჯა­ხა­ვო, დე­დის სა­ხე­ლი თეკ­ლე. ტყვედ ჩა­ვარ­დნის თა­რი­ღი: 15.07.1941. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII F (318) ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 7369. გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღი: 19.11.1941. გარ­და­იც­ვა­ლა ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით. პირ­ვე­ლად და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი იყო აუშ­ვიც­ში.

ბო­ხოლ­თის და ბერ­გენ-ბელ­ზე­ნის ბა­ნა­კე­ბი:

ვარ­ლა­მი მე­ლი­ტო­ნის ძე ჩარ­გე­იშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1906 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს, ხო­ნის რა­ი­ო­ნის კონ­ტუ­ა­თი. დე­დის სა­ვა­რა­უ­დო გვა­რი - ფირ­ცხა­ლა­ძე. წო­დე­ბა: უმ­ცრო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი 367. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 11177. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 20 მარტს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ბო­ხოლ­თი

ვა­სი­ლი ილი­ას ძე ჭა­ბაშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1910 წელს, ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩა­დუ­ნი­ან­ში. მე­უღ­ლე: ჭა­ბაშ­ვი­ლი მა­რია... ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 15 მა­ისს ქერჩში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VI კ (326). ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 69541. გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წლის ნო­ემ­ბერ­ში. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ბო­ხოლ­თი.

ად­გი­ლი, სა­დაც სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის კრე­მა­ცი­ის შემ­დეგ, ფერ­ფლის ნა­წილს ყრიდ­ნენ. და­ღუ­პულ­თა შთა­მო­მავ­ლე­ბი სიმ­ბო­ლუ­რად ამ ად­გი­ლას მი­დი­ან

ხა­რი­ტონ მალ­ხა­ზის ძე თო­დუა, და­ბა­დე­ბუ­ლი 1906 წელს, ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­რა­ზენ­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 18 მა­ისს ყი­რიმ­ში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VI კ (326). ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 68308. გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წლის 17 ნო­ემ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ბო­ხოლ­თი.

კაკო (აკა­კი) ბე­სა­რი­ო­ნის ძე არ­სე­ნი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1906 წელს ტყი­ბუ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სო­ჩხე­თი. მე­უღ­ლის სა­ხე­ლი ნინა... ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 15 მა­ისს, ყი­რიმ­ში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VI K (326). ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 120838. გარ­და­იც­ვა­ლა 1944 წლის 16 ივ­ნისს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ძლი­ე­რი ცე­მის შე­დე­გად. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ბერ­გენ ბელ­ზე­ნი. ჯისი პი­რა­დი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, ჰყავ­და ცოლი და ორი შვი­ლი.

ნი­კო­ლოზ სი­მო­ნის ძე წიკ­ლა­უ­რი, დე­დის სა­ხე­ლი - ნინა, და­ბა­დე­ბუ­ლი 1922 წლის 10 მა­ისს, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ბურ­სა­ჭი­რი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 10 ივ­ნისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VI K (326). ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 85382. გარ­და­იც­ვა­ლა 1944 წლის 26 მა­ისს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით. დაკ­რძა­ლუ­ლია ბერ­გენ-ბელ­ზენ­ში.

გრი­გო­რი გრი­გო­რის ძე თა­ყა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1902 წელს, გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი კირ­ბალ­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 5 მა­ისს, ქერჩში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VI კ (326). ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 98827. გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 15 აგ­ვის­ტოს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: #ბო­ხოლ­თი.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მადინა.
0

ჩემი ბიძები ვალოდია და ონისი თუშიშვილები ითვლებიან ომში დაკარგულებათ. გთხოვთ დამეხმაროთ მათ მოძებნაში. გმადლობთ.

მარგოშვილი-რამაზ
0

ვა­ლე­რი­ან ტრი­ფო­ნის ძე ყვა­ვა­ძე ვერ მივხვდი ომი რომ დასრულდა რატომ იყო 1951 წლამდე კიდევ დაკავებული? ეს რაღაც იშვიათი შემთხვევაა მაგრად უწვალია ამ კაცს მთელი 10 წელი ჯოჯოხეთში როგორ გაძლო.ასევე მაინტერესებს გარდაცვლილების დედის სახელი ან მეუღლის სახელი უწერიათ და მამის სახელს აბა რატო ამბობენ ამჟამად? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

ზოგი გაქცევის მცდელობისას დახვრიტეს ან წამებაში შემოაკვდათ - მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების ახალი სიები

ზოგი გაქცევის მცდელობისას დახვრიტეს ან წამებაში შემოაკვდათ - მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების ახალი სიები

AMBEBI.GE-ს მკითხველისთვის განვაგრძობთ მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების გვარ-სახელების იდენტიფიცირებას. გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მეგი სტემპენი ერთდროულად რამდენიმე ბანაკის არქივში ეძებს ცნობებს, რომლის დამუშავების შემდეგ, ეტაპობრივად გვაწვდის მათ ვინაობას, ვის შესახებაც ოჯახს ინფორმაცია დღემდე არ ჰქონდა.

"დაიკარგა უგზო-უკვლოდ" - ეს მინაწერი ნიშნავდა, რომ მათ შესახებ რაიმე ცნობების მოძიების იმედი, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა.

გთავაზობთ, იმ ქართველების გვარ-სახელებს, რომლებსაც აუშვიცისა და ბოხოლთის ტყვეთა ბანაკებში არაადამიანურ პირობებში მოუწიათ ყოფნა. ქართველი ტყვეების ნაწილი გაქცევის მცდელობისას დახვრიტეს, ან წამებაში შემოაკვდათ. იყო შემთხვევები, როდესაც ტყვეები საკონცენტრაციო ბანაკების ლაზარეთში ან უმძიმესი სამუშაობის შესრულებისას იღუპებოდნენ.

გიორგი ილიას ძე შაქარაშვილი, დაბადებული 1910 წლის 15 აგვისტოს, სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 22 ივლისს, კიევში. ბანაკის ნომერი: 7866. გარდაიცვალა 1941 წლის 22 ნოემბერს. პირველად დასაფლავებული იყო აუშვიცში.

ნიკოლოს კონდრატის ძე გვასალია, დაბადებული 1921 წლის 7 ოქტომბერს, სენაკის რაიონის სოფელ ხორში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 22 ივლისს. ბანაკი: შტალაგი VIII F (318). ბანაკის ნომერი: 10316. გარდაიცვალა 1941 წლის 13 ნოემბერს. პირველად დასაფლავებული იყო აუშვიცში.

ვალერიან ტრიფონის ძე ყვავაძე, დაბადებული 1920 წლის 14 ოქტომბერს თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა საზანოში. დედის სახელი ტატიანა. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 26 ივლისს. ბანაკი: შტალაგი VIII F (318). ბანაკის ნომერი: 7366. გარდაიცვალა ტყვეობაში, 1951 წლის 14 დეკემბერს. პირველად დასაფლავებული იყო აუშვიცში.

გიორგი პავლეს ძე შოშიაშვილი, დაბადებული 1920 წელს ონის რაიონის სოფელ ღებში, დედის სახელი ნინა. ტყვედ ჩავარდნის თარიღი 1941 წლის 15 ივლისი. ბანაკი: შტალაგი VIII F (318). ბანაკის ნომერი: 7320. გარდაიცვალა ფილტვების ანთებით 1942 წლის 18 თებერვალს. პირველად დასაფლავებული იყო აუშვიცში.

ალექსანდრე სამსონის ძე დანელია, დაბადებული 1916 წლის 12 იანვარს, მარტვილის რაიონის სოფელი ნაჯახავო, დედის სახელი თეკლე. ტყვედ ჩავარდნის თარიღი: 15.07.1941. ბანაკი: შტალაგი VIII F (318) ბანაკის ნომერი: 7369. გარდაცვალების თარიღი: 19.11.1941. გარდაიცვალა ფილტვების ანთებით. პირველად დასაფლავებული იყო აუშვიცში.

ბოხოლთის და ბერგენ-ბელზენის ბანაკები:

ვარლამი მელიტონის ძე ჩარგეიშვილი, დაბადებული 1906 წლის 17 ოქტომბერს, ხონის რაიონის კონტუათი. დედის სავარაუდო გვარი - ფირცხალაძე. წოდება: უმცროსი ლეიტენანტი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 25 ოქტომბერს. ბანაკი: შტალაგი 367. ბანაკის ნომერი: 11177. დაიღუპა 1943 წლის 20 მარტს. პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ბოხოლთი

ვასილი ილიას ძე ჭაბაშვილი, დაბადებული 1910 წელს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნიანში. მეუღლე: ჭაბაშვილი მარია... ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 15 მაისს ქერჩში. ბანაკი: შტალაგი VI კ (326). ბანაკის ნომერი: 69541. გარდაიცვალა 1942 წლის ნოემბერში. პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ბოხოლთი.

ადგილი, სადაც სამხედრო ტყვეების კრემაციის შემდეგ, ფერფლის ნაწილს ყრიდნენ. დაღუპულთა შთამომავლები სიმბოლურად ამ ადგილას მიდიან

ხარიტონ მალხაზის ძე თოდუა, დაბადებული 1906 წელს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 18 მაისს ყირიმში. ბანაკი: შტალაგი VI კ (326). ბანაკის ნომერი: 68308. გარდაიცვალა 1942 წლის 17 ნოემბერს. პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ბოხოლთი.

კაკო (აკაკი) ბესარიონის ძე არსენიძე, დაბადებული 1906 წელს ტყიბულის რაიონის სოფელ სოჩხეთი. მეუღლის სახელი ნინა... ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 15 მაისს, ყირიმში. ბანაკი: შტალაგი VI K (326). ბანაკის ნომერი: 120838. გარდაიცვალა 1944 წლის 16 ივნისს, სავარაუდოდ, ძლიერი ცემის შედეგად. პირველადი დაკრძალვის ადგილი: ბერგენ ბელზენი. ჯისი პირადი დოკუმენტების თანახმად, ჰყავდა ცოლი და ორი შვილი.

ნიკოლოზ სიმონის ძე წიკლაური, დედის სახელი - ნინა, დაბადებული 1922 წლის 10 მაისს, დუშეთის რაიონის სოფელი ბურსაჭირი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 10 ივნისს. ბანაკი: შტალაგი VI K (326). ბანაკის ნომერი: 85382. გარდაიცვალა 1944 წლის 26 მაისს ტუბერკულოზით. დაკრძალულია ბერგენ-ბელზენში.

გრიგორი გრიგორის ძე თაყაძე, დაბადებული 1902 წელს, გორის რაიონის სოფელი კირბალში. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 5 მაისს, ქერჩში. ბანაკი: შტალაგი VI კ (326). ბანაკის ნომერი: 98827. გარდაიცვალა 1943 წლის 15 აგვისტოს. პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: #ბოხოლთი.