მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ხელისუფლებას და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს მიმართავს, რათა მათ საზოგადოებას "ასტრაზენეკას" ვაქცინის შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.
"ჩვენ ვერ ჩავერევით ამაში, ჩვენი მხარე, ჩვენი პასუხიმსგებლობა, რაც არის, გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ადამიანებს თავისუფლებას არ შევუზღუდავთ, თუ აიცრება ადამიანი, ვაზიარებთ და თუ არ იცრება - ვაზიარებთ, აიცრა თუ არ აიცრა, ზიარებაზე ეს არ მოახდენს ზეგავლენას.
ერთი რამ მინდა ბატონ ამირანს ვთხოვო და ხელისუფლებასაც და მასმედიასაც, ჩაატარეთ საგანმანათლებლო გადაცემები, გაგვანათლეთ, შემოგვიტანეთ ინფორმაცია... ბრიტანეთის საიტებზე არ უნდა ვეძებდე მე "ასტრაზენეკას" შემადგენლობას. ბატონმა ამირანმაც და ხელისუფლებამაც უნდა მოგვაწოდოს... ერთი სიტყვა "ასტრაზენეკა" სულ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გავიგოთ რაზეა ლაპარაკი, ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდეთ, აგვიხსენით მოსახლეობას", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მეუფე ნიკოლოზმა.
გაეცანით ყველა სიახლეს: საქართველოში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცის შესახებ
მართალს ამბობს. ყველა მედიკამენტს მოყვება შემადგენლობა. ხომ შეიძლება გავიგოთ რას შეიცავს
არ მეგონა ეს თუ მოხდებოდა მაგრამ 100% ვეთანხმები გამოთქმულ აზრს. ნახირი ვგონივართ ამ ხელისუფლებას (ვინმეს გული რომ არ დაწყდეს, წინა ხელისუფლებასაც იგივე ვეგონეთ). იაფფასიანი პროპაგანდით და მოსყიდული ხალხით უნდათ დაგვარწმუნონ ვაქცინის სარგებლიანობაში, ინგლისურიდან თარგმნაც ეზარებათ.