სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუკი რომელიმე კომპანია რუსულ ვაქცინას შემოიტანს, რეგისტრაციაზე უარის თქმის უფლება სახელმწიფოს არ ექნება" - სერგეენკო
"თუკი რომელიმე კომპანია რუსულ ვაქცინას შემოიტანს, რეგისტრაციაზე უარის თქმის უფლება სახელმწიფოს არ ექნება" - სერგეენკო

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი, და­ვით სერ­გე­ენ­კო გან­მარ­ტავს, რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა შე­მო­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა.

რო­გორც სერ­გე­ენ­კო „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ აღ­ნიშ­ნავს, „თუკი რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნია შე­მო­ი­ტანს რუ­სულ ვაქ­ცი­ნას, რე­გის­ტრა­ცი­ის უა­რის თქმა­ზე უა­რის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს, თუმ­ცა გარ­თუ­ლე­ბებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ეს კომ­პა­ნია იქ­ნე­ბა“.

„სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას გა­ცხა­დე­ბუ­ლი აქვს, რომ კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში და­უშ­ვებს თა­ვის ნა­ყიდს ან კერ­ძო კომ­პა­ნი­ის ნა­ყიდს, მაგ­რამ და­უშ­ვებს მხო­ლოდ იმ ვაქ­ცი­ნას, ვი­საც თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში რე­გის­ტრა­ცი­ას­თან ერ­თად აქვს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია.

თუკი რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნია შე­მო­ი­ტანს რუ­სულ ვაქ­ცი­ნას, რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე უა­რის თქმის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს და დიდი ალ­ბა­თო­ბით მი­ი­ღებს რე­გის­ტრა­ცი­ას, თუმ­ცა გარ­თუ­ლე­ბებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა ეს კომ­პა­ნია. თუკი ესა თუ ის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა, მათ შო­რის ვაქ­ცი­ნა, აღი­ა­რე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში, ამე­რი­კა­ში, კა­ნა­და­სა და ია­პო­ნი­ა­ში, მა­შინ რე­გის­ტრა­ცი­ას იღებს ძა­ლი­ან მოკ­ლე ქვეყ­ნებ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად ავ­ტო­მა­ტუ­რად. თუ სხვა ქვეყ­ნებ­შია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ არ აქვს ჯან­მო-ს კვა­ლი­ფი­კა­ცია, მა­შინ სჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს მის უსაფრ­თხო­ე­ბას და ეფექ­ტი­ა­ნო­ბას და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში უფ­ლე­ბა არ აქვთ რომ რე­გის­ტრა­ცია არ გა­უ­კე­თონ, თუნ­დაც ისეთ ვაქ­ცი­ნას, რო­მე­ლიც ჯან­მო-ს მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ მათ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ვერ გახ­დე­ბა, ეს იქ­ნე­ბა იმ კერ­ძო კომ­პა­ნი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე“, - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

...
5

ამბობენ, რომ ,,СПУТНИК - 5,, ყველას სჯობიაო, დრო გვიჩვენებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"თუკი რომელიმე კომპანია რუსულ ვაქცინას შემოიტანს, რეგისტრაციაზე უარის თქმის უფლება სახელმწიფოს არ ექნება" - სერგეენკო

"თუკი რომელიმე კომპანია რუსულ ვაქცინას შემოიტანს, რეგისტრაციაზე უარის თქმის უფლება სახელმწიფოს არ ექნება" - სერგეენკო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სერგეენკო განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება შემოვიდეს საქართველოში რუსული ვაქცინა.

როგორც სერგეენკო „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნავს, „თუკი რომელიმე კომპანია შემოიტანს რუსულ ვაქცინას, რეგისტრაციის უარის თქმაზე უარის უფლება არ ექნება სახელმწიფოს, თუმცა გართულებებზე პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე ეს კომპანია იქნება“.

„საქართველოს მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ კოვიდის ვაქცინასთან დაკავშირებით ქვეყანაში დაუშვებს თავის ნაყიდს ან კერძო კომპანიის ნაყიდს, მაგრამ დაუშვებს მხოლოდ იმ ვაქცინას, ვისაც თავის ქვეყანაში რეგისტრაციასთან ერთად აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული კვალიფიკაცია.

თუკი რომელიმე კომპანია შემოიტანს რუსულ ვაქცინას, რეგისტრაციაზე უარის თქმის უფლება არ ექნება სახელმწიფოს და დიდი ალბათობით მიიღებს რეგისტრაციას, თუმცა გართულებებზე პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე იქნება ეს კომპანია. თუკი ესა თუ ის სამკურნალო საშუალება, მათ შორის ვაქცინა, აღიარებულია ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკაში, კანადასა და იაპონიაში, მაშინ რეგისტრაციას იღებს ძალიან მოკლე ქვეყნებში, პრაქტიკულად ავტომატურად. თუ სხვა ქვეყნებშია რეგისტრირებული, მაგრამ არ აქვს ჯანმო-ს კვალიფიკაცია, მაშინ სჭირდება დამატებითი დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებს მის უსაფრთხოებას და ეფექტიანობას და ასეთ შემთხვევაში უფლება არ აქვთ რომ რეგისტრაცია არ გაუკეთონ, თუნდაც ისეთ ვაქცინას, რომელიც ჯანმო-ს მიერ აღიარებული არ არის, მაგრამ მათ გამოყენებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ვერ გახდება, ეს იქნება იმ კერძო კომპანიის პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე“, - განაცხადა სერგეენკომ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ისინი ელოდნენ, რომ ბრიუსელი ხელისუფლებას ხელების გადაგრეხვით დაუწყებდა ლაპარაკს" - რატომ მიიჩნევს ექსპერტი, რომ გუშინდელი დღე ოპოზიციის "დამარცხებად გაფორმდა"

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი