აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, ექიმი-ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში ვაქცინაციის დაწყებას ეხმაურება და "ასტრაზენეკას" ვაქცინასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს:
"მინდა ყველა ჩემს კოლეგას, მეგობარს და ყოფილ სტუდენტს მივულოცო ამერიკის რეზიდენტურაში მოხვედრა, მეამაყება რომ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მოდის შტატებში განათლების მისაღებად!
რაც შეეხება ვაქცინებს, მგონია, რომ ბოლო წლის განმავლობაში ყველამ საკმარისად დავკარგეთ საყვარელი ადამიანები იმისთვის, რომ ამჯერად "ასტრაზენეკას" გამო არ დავინდოთ ერთმანეთი... მე არც მორალური და არც ეთიკური უფლება მაქვს და არ გავკადნიერდები, რომ რომელიმე ჩემს კოლეგას მოვუწოდო ან არ მოვუწოდო ვაქცინაციისკენ, რა თქმა უნდა, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ ემოციას ცოტა ხნით გვერდზე გავწევთ, არ არის ასე რთულად საქმე:
18 მილიონზე მეტი აცრილიდან „თრომბი“ დაუდგინდა 32 ადამიანს; ის, რომ კოვიდით გამოწვეული თრომბი ძალიან ხშირია ამ შემთხვევაში არ არის რელევანტური, რადგან ვაქცინა, თუ კოვიდისგან დაგიცავს, თრომბის რისკსაც შეამცირებს, ეს ისედაც ნათელია, აქ ვაქცინის უსაფრთხოებაზეა საუბარი. ამიტომ შესადარებელი ჯგუფი ამ შემთხვევაში არის ზოგადად „თრომბის“ ახალი შემთხვევები, რაც სქესის და ასაკის მიხედვით იცვლება, მაგრამ საშუალოდ 110-130 შემთხვევაა 100 ათასზე. ანუ რა გამოდის, ხვალ რომ თეორიულად მსოფლიოს მასშტაბით 18 მილიონი არავაქცინირებული შევამოწმოთ, 15 000-ზე მეტს შეიძლება დაუდგინდეს “თრომბი“, ანუ რეალურად გამოდის, რომ ვაქცინა თრომბის რისკს ამცირებს, რა თქმა უნდა, ვუტრირებ, უბრალოდ ამ რიცხვებით ვაქცინა რომ თრომბს დაუკავშირო, ჩემი აზრით სასაცილოა.
ამიტომ მე პირადად ძალიან მიკვირს, ეს რატომ გახდა მიზეზი თუნდაც 2 კვირით ვაქცინაციის შეჩერების (40-ზე მეტი ქვეყანა აგრძელებს სხვათა შორის), რა თქმა უნდა ეს მე თუ დავთვალე 3 წუთში როგორღაც გერმანია და საფრანგეთიც მოახერხებდა, ხოდა მალე გაირკვევა იმედია.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რატომ უნდა დავლოდებოდით ხარისხიან ვაქცინას, რამხელაზეა თამასა აწეული და რამდენ ფილტრს და მარეგულირებელს გადის, სანამ ჩვენამდე მოვა. ექსპერიმენტი ამერიკელ და ევროპელ მოხალისეებზე ჩატარდა, ასე რომ საცდელ ვირთხებად, რაც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენ ვერ გამოვდგებით.
600 აცრილი და 4000 დარეგისტრირებული ექიმი არის მედპერსონალის 7%, რაც საშინლად დაბალი რიცხვია, მაგრამ ამას უამრავი მიზეზი აქვს. ხოდა თუ ასე გაგრძელდა, ერთადერთ ლოგიკურ გზას ვხედავ, რომ პორტალი გაფართოვდეს შემდეგი რგოლისთვის.
ჩემზე ბერვად უფრო გამოცდილ და ჭკვიან კოლეგებს საქართველოში, ვინც აიცრა ან დარეგისტრიდა, არც კი ვაკადრებ, რომ დავამშვიდო, იმიტომ, რომ არ ჭირდებათ! წარმატებები!" - წერს მამუკა მაჩაიძე.
წამოვიდა მძიმე ალტილერია ))) გურული სადაა რაღაც აგვიანებს სრული შეტევაა მალადეც მალადეც ესე როგორ შეგეშინდათ?? აიცრებიან სად წავლენ სამსახურებიდან გაგდებით დამუქრებები არ გინდათ ვიცით და ჯერ ელოდებით იქნებ სასწაული კოხდეს მაგრამ ეკლესიასაც ალბათ მაგიტომ თხოვთ ამ პროპაგანდაში მიიღოს მონაწილეობა მაგრამ იმედი ნუ გაქვთ ქართველი ერი ბრძენია ტესტებზე რაც გამოგივიდათ ვაკცინებზე არ გამოგივათ... მადლობა ყველა ექიმს ვინც თავს იკავებს...
მე მოქალაქეს მაქვს უფლება თუ არა მოვითხოვო მკურნალობა აცრილი ექიმისგან. კი თუ არა. მე შემიძლია თუ არა მოვითხოვო აცრილი მასწავლებელი? აცრილი ოფიციანტი, აცრილი ჩინოვნიკი? ბოლო ბოლო ხომ მაქვს უფლება ვიცოდე, ჩემი ექიმი, პედაგოგი, მომსახურე პერსონალი აცრილია თუ არა. იქნებ მე ბავშვი მინდა ისეთ ბაღში წავიყვანო სადაც არ ეშინიათ აცრის ან დაჩიპვის. იქნებ მინდა ჯანმრთელი გამოვიდე სასტუმროდან, რესტორნიდან, სახინკლიდან, სკოლიდან, პოლიკნინიკიდან და ა.შ. განცხადება მაინც გამოაკრან, აქ აცრილი პერსონალი არ მუშაობს, ან პირიქით თქვენ გემსახურებათ კოვიდზე აცრილი კოლექტივი.