მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ არას­რულ­წლოვ­ნებს ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 14-14 წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი მი­ე­სა­ჯათ. თუმ­ცა, არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ სას­ჯე­ლი ერთი მე­ო­თხე­დით შე­უმ­ცირ­დათ და სა­ბო­ლო­ოდ, ისი­ნი პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 10 წელ­სა 6 თვეს გა­ა­ტა­რე­ბენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ბი­ძი­ნა სტუ­რუ­ამ გა­მო­ა­ცხა­და.

ცნო­ბის­თვის, 9 მარტს, მცხე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ხუ­თი­ვე პირი: არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი, ზ.ხ. და ა.ქ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო. სრულ­წლო­ვან ბრალ­დე­ბუ­ლებს 16-16-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი მი­ე­სა­ჯათ.

ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 2020 წლის 22 ივ­ნისს, მდი­ნა­რე არაგ­ვში იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულს წინ უს­წრებ­და მცხე­თა­ში მდე­ბა­რე აგა­რაკ­ზე, და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე მყოფ სტუმ­რებს შო­რის და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა, რო­მე­ლიც ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა დრო­საც სცე­მეს და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს მსჯავ­რდე­ბულ ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს.

მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო, და­ბა­დე­ბის დღე სხვებ­თან ერ­თად გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მაც და­ტო­ვა და თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­მარ­თა. შა­ქა­რაშ­ვილ­სა და მის თან­მხლებ პი­რებს ჯერ, თბი­ლი­სი­დან წა­მო­სუ­ლი „მერ­სე­დე­სის“ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი პი­რე­ბი და­ესხნენ თავს, შემ­დეგ კი, „ტო­ი­ო­ტა­ში“ მყო­ფე­ბი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შა­ქა­რაშ­ვილ­სა და მას­თან ერ­თად მყო­ფებს თავს და­ესხნენ ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი, ვა­სილ მა­ხა­რა­ძე, ა.ქ. და ზ.ხ., არ­ჩილ გაგ­ნი­ძე და ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი, რომ­ლებ­მაც სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს მათ და ცდი­ლობ­დნენ მათ­ზე ძა­ლა­დო­ბას. საფრ­თხის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და და­ნარ­ჩე­ნე­ბი, გა­იქ­ცნენ. გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ახვლე­დი­ა­ნი და გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე და­ი­მალ­ნენ მდი­ნა­რე არაგ­ვის მიმ­დე­ბა­რედ, ბუჩ­ქნარ­ში. ხოლო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გა­იქ­ცა მდი­ნა­რე არაგ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს და ვახ­ტანგ ახვლე­დი­ანს იმა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­კიდ­ნენ ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი, ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო არ­ჩილ გაგ­ნი­ძემ და ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილ­მა, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მხა­რეს, გა­ნაგ­რძეს სირ­ბი­ლი გზის მარ­ცხე­ნა მხა­რეს არ­სე­ბულ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან გზა­ზე იმ მიზ­ნით, რომ პი­რის­პირ დახ­ვედ­როდ­ნენ იმა­ვე გზა­ზე სა­პი­რის­პი­რო მხრი­დან გა­მოქ­ცე­ულ პი­რებს და გზა გა­და­ე­ღო­ბათ მათ­თვის. ვახ­ტანგ ახვლე­დი­ა­ნი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან გზა­ზე სირ­ბი­ლი­სას და­ი­მა­ლა გზის პი­რად არ­სე­ბულ ბუჩ­ქებ­ში, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა კი გა­ნაგ­რძო გა­და­ად­გი­ლე­ბა. რო­დე­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი მი­უ­ახ­ლოვ­და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გზის იმ მო­ნაკ­ვეთს, რო­მე­ლიც არაგ­ვის ხი­დის ბურ­ჯებს შო­რის გა­დის, სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან მას გზა გა­და­უ­ღო­ბეს არ­ჩილ გაგ­ნი­ძემ და ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილ­მა.

ასე­ვე, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ორი­ვე მხრი­დან მო­ექ­ცა თავ­დამ­სხმე­ლებს შო­რის, რა­მაც მას მო­უს­პო თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და გარ­და­უ­ვა­ლი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ჩა­სუ­ლი­ყო გზის მარ­ცხე­ნა მხა­რეს არ­სე­ბულ ხევ­ში, სა­დაც მას ჩაჰ­ყვა ხუ­თი­ვე თავ­დამ­სხმე­ლი. თავ­დამ­სხმე­ლებ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს მი­ა­ყე­ნეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩე­ბის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში. სას­ტი­კად ნა­ცე­მი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი თავ­დამ­სხმე­ლებ­მა გა­და­აგ­დეს მდი­ნა­რე არაგ­ვში, რის შე­დე­გა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იყო რა­ი­მე მკვრი­ვი-ბლაგ­ვი მატ­რავ­მი­რე­ბე­ლი საგ­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით, რო­გო­რი­ცაა ხელ­კე­ტის მსგავ­სი სა­გა­ნი, ფეხი, ქვა, მუშ­ტი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
0

ცოტაა 10 წელი ამ არაკაცებისთვის. გამოვლენ 27 წლის იქნებიან და გააგრძელებენ ცხოვრებას ეს ავაზაკები. უდანაშაულო ბიჭი მიწას ამაოაფარეს და კიდევ დიდ გულზე არიან.

ეხ ლუკა
0

მთელი ქვეყნის ნორმალური ხალხის ტკივილია ეს ბიჭი. მკვლელები კი გამოვლენ ციხიდან, ლუკას და მის ოჯახს რა ეშველება :(

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 14-14 წლიანი სასჯელი მიესაჯათ. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და საბოლოოდ, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს გაატარებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბიძინა სტურუამ გამოაცხადა.

ცნობისთვის, 9 მარტს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დამნაშავედ ცნო. სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16-წლიანი სასჯელი მიესაჯათ.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. აღნიშნულს წინ უსწრებდა მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს მსჯავრდებულ ვახტანგ ჩიქოვანს.

მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაბადების დღე სხვებთან ერთად გიორგი შაქარაშვილმაც დატოვა და თბილისის მიმართულებით გაემართა. შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს ჯერ, თბილისიდან წამოსული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში მყოფი პირები დაესხნენ თავს, შემდეგ კი, „ტოიოტაში“ მყოფები.

პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფებს თავს დაესხნენ ვახტანგ ჩიქოვანი, ვასილ მახარაძე, ა.ქ. და ზ.ხ., არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და დანარჩენები, გაიქცნენ. გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში. ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით.

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილს და ვახტანგ ახვლედიანს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვახტანგ ჩიქოვანი, ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის. ვახტანგ ახვლედიანი მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირად არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება. როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა.

ასევე, გამოძიების ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. თავდამსხმელებმა გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.