მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორი შაქარაშვილის საქმეზე: "მაქსიმალური სასჯელი, რაც შეიძლება სასამართლომ არასრულწლოვან ბრალდებულებს განუსაზღვროს, 12 წელია"
პროკურორი შაქარაშვილის საქმეზე: "მაქსიმალური სასჯელი, რაც შეიძლება სასამართლომ არასრულწლოვან ბრალდებულებს განუსაზღვროს, 12 წელია"

მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სა­სა­მარ­თლომ და­ნიშ­ნოს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ, არის 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. ჩვენ, რა თქმა უნდა, სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე მო­ვი­თხო­ვეთ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად დას­ჯა“, - ამის შე­სა­ხებ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა და­ვით ყა­ზა­რაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მო­ლო­დი­ნი არის, რომ სა­სა­მარ­თლო მსჯავ­რდე­ბუ­ლებს მაქ­სი­მა­ლურ სას­ჯელს და­ა­კის­რებს.

„ვე­ლო­დე­ბით მაქ­სი­მა­ლურ სას­ჯელს. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ სას­ჯე­ლის ოდე­ნო­ბას, რა თქმა უნდა, სა­სა­მარ­თლო დღეს გა­მო­ა­ცხა­დებს და ყვე­ლა ერ­თად გა­ვი­გებთ. პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა რო­მელ საქ­მე­შიც არ არის, იმ საქ­მე­ში სა­ვა­რა­უ­დოდ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დგე­ბა, ეს არ არის ის საქ­მე, სა­დაც პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის, აქ არის უამ­რა­ვი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს და რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის მიერ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი,“- გა­ნა­ცხა­და შა­ქა­რაშ­ვილ­მა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­ი­წყე­ბა, სა­დაც გა­ირ­კვე­ვა, თუ რამ­დენ­წლი­ან სას­ჯელს მი­უს­ჯის მო­სა­მარ­თლე ბი­ძი­ნა სტუ­რუა მსჯავ­რდე­ბულ ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს.

ცნო­ბის­თვის, 9 მარტს, მცხე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ხუ­თი­ვე პირი: არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი, ზ.ხ. და ა.ქ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო. სრულ­წლო­ვან ბრალ­დე­ბუ­ლებს 16-16-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი მი­ე­სა­ჯათ, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის სხდო­მა კი ცალ­კე და­ი­ნიშ­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

პროკურორი შაქარაშვილის საქმეზე: "მაქსიმალური სასჯელი, რაც შეიძლება სასამართლომ არასრულწლოვან ბრალდებულებს განუსაზღვროს, 12 წელია"

პროკურორი შაქარაშვილის საქმეზე: "მაქსიმალური სასჯელი, რაც შეიძლება სასამართლომ არასრულწლოვან ბრალდებულებს განუსაზღვროს, 12 წელია"

მაქსიმალური სასჯელი, რომელიც შეიძლება სასამართლომ დანიშნოს ბრალდებულების მიმართ, არის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჩვენ, რა თქმა უნდა, სასამართლოს წინაშე მოვითხოვეთ მსჯავრდებულების მაქსიმალურად დასჯა“, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მოლოდინი არის, რომ სასამართლო მსჯავრდებულებს მაქსიმალურ სასჯელს დააკისრებს.

„ველოდებით მაქსიმალურ სასჯელს. რაც შეეხება უშუალოდ სასჯელის ოდენობას, რა თქმა უნდა, სასამართლო დღეს გამოაცხადებს და ყველა ერთად გავიგებთ. პირდაპირი მტკიცებულება რომელ საქმეშიც არ არის, იმ საქმეში სავარაუდოდ გამამართლებელი განაჩენი დგება, ეს არ არის ის საქმე, სადაც პირდაპირი მტკიცებულება არ არის, აქ არის უამრავი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს და რომელმაც დაადასტურა მსჯავრდებულების მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი,“- განაცხადა შაქარაშვილმა.

სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება, სადაც გაირკვევა, თუ რამდენწლიან სასჯელს მიუსჯის მოსამართლე ბიძინა სტურუა მსჯავრდებულ ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს.

ცნობისთვის, 9 მარტს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დამნაშავედ ცნო. სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16-წლიანი სასჯელი მიესაჯათ, არასრულწლოვნების სასჯელის დანიშვნის სხდომა კი ცალკე დაინიშნა.

"თუ გავიგე, რომ ვიღაცამ გამოიყვანა, მერე არ ვიცი, არ გაბედოს არავინ" - გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას შესახებ

ზურაბ ჟვანიას შვილს ბუსა ჟვანიას პატიმრობა მიესაჯა - რა გადაწყვიტა სასამართლომ?

"იყო კომუნიკაცია ბერას პირადი მცველის მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით ჩემი ოჯახის მისამართით" - მელაძის კომენტარი გამოკითხვის შემდეგ