მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ გავიგე, რომ ვიღაცამ გამოიყვანა, მერე არ ვიცი, არ გაბედოს არავინ" - გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას შესახებ
"თუ გავიგე, რომ ვიღაცამ გამოიყვანა, მერე არ ვიცი, არ გაბედოს არავინ" - გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას შესახებ

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვილს, ბუსა ჟვა­ნი­ას, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, ლე­ვან თო­ფა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, სა­სა­მარ­თლომ 3-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მის­ჯი­ლი 3 წლი­დან ბუსა ჟვა­ნია პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარს გა­ა­ტა­რებს, და­ნარ­ჩე­ნი წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი კი პი­რო­ბი­თად ჩა­ეთ­ვლე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბუსა ჟვა­ნი­ას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლი­დან - განხზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­დან 117-ე მუხ­ლით გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და, რაც სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

და­ზა­რა­ლე­ბულ ლე­ვან თო­ფა­ძის ბა­ბუა, გოგი თო­ფა­ძე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ბუსა ჟვა­ნი­ამ მის­ჯილ წლებ­ზე ადრე პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ უნდა და­ტო­ვოს.

"სამი წელი მი­უ­სა­ჯეს, წა­ვე­დი იმა­ზე, რომ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი მი­ე­ცათ, ამ წლის ბო­ლოს გავა წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი. თუ გა­ვი­გე, რომ წლის ბო­ლომ­დე ვი­ღა­ცამ გა­მო­იყ­ვა­ნა, მერე არ ვიცი, არ გა­ბე­დოს არა­ვინ!“ - გა­ნა­ცხა­და თო­ფა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე 2020 წლის 2 აგ­ვის­ტოს დაჭ­რეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი, ბუსა ჟვა­ნია და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ლე­ვან თო­ფა­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის აი­ვან­ზე, ბუსა ჟვა­ნი­ამ ლე­ვან თო­ფა­ძეს გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით და­ნის რამ­დენ­ჯერ­მე დარ­ტყმით, სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, მათ შო­რის შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი სა­ხით გულ­მკერ­დის წინა და უკა­ნა ზე­და­პირ­ზე. ასე­ვე ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბა კის­რის გვერ­დი­თა ზე­და­პირ­ზე და ყუ­რის ნი­ჟა­რა­ზე. მსუ­ბუ­ქად დაჭ­რი­ლი იყო თა­ვად ჟვა­ნი­აც.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mdaa
40

მადლობას იმსახურებს გოგი თოფაძე, ყველამ საკუთარ თავზე წარმოიდგინოს ასეთი რამის პატიება. ბუსასთვისაც კარგი ფიქრის დრო ექნება. ზურაბ ჟვანიას სულსაც სცეს პატივი, მისი შვილის შებრალებით.

???
3

ეხლა წარმოიგინეთ ჩვეულებრივი მოკვდავის შვილი რომ ყოფილიყო დამნაშავე.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"თუ გავიგე, რომ ვიღაცამ გამოიყვანა, მერე არ ვიცი, არ გაბედოს არავინ" - გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას შესახებ

"თუ გავიგე, რომ ვიღაცამ გამოიყვანა, მერე არ ვიცი, არ გაბედოს არავინ" - გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას შესახებ

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია პენიტენციურ დაწესებულებაში წელიწადნახევარს გაატარებს, დანარჩენი წელიწადნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.

როგორც ცნობილია, ბუსა ჟვანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან - განხზრახ მკვლელობის მცდელობიდან 117-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაზარალებულ ლევან თოფაძის ბაბუა, გოგი თოფაძე "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ბუსა ჟვანიამ მისჯილ წლებზე ადრე პენიტენციური დაწესებულება არ უნდა დატოვოს.

"სამი წელი მიუსაჯეს, წავედი იმაზე, რომ წელიწადნახევარი მიეცათ, ამ წლის ბოლოს გავა წელიწადნახევარი. თუ გავიგე, რომ წლის ბოლომდე ვიღაცამ გამოიყვანა, მერე არ ვიცი, არ გაბედოს არავინ!“ - განაცხადა თოფაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2020 წლის 2 აგვისტოს დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2 აგვისტოს, გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე. მსუბუქად დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.

"ქალბატონს ბოდიშს უხდის კოცნის გამო" - წულაიას ადვოკატის თქმით, პოლიტიკოსი ლოყაზე კოცნის გამოა დაკავებული

შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო

შაქარაშვილზე ძალადობის საქმეზე მორაგბე ვასილ მახარაძეს 9-წლიანი პატიმრობა, 4 სრულწლოვან ბრალდებულს კი თავისუფლების 5-5 წლით აღკვეთა მიესაჯა