სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის TUM-თან თანამშრომლობა მაძლევს შესაძლებლობას მშობლიურ ქალაქში მივიღო ევროპული დონის განათლება“ - მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის  TUM-თან თანამშრომლობა მაძლევს შესაძლებლობას მშობლიურ ქალაქში მივიღო ევროპული დონის განათლება“ - მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი

ვიკა ბო­დო­კია ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტია. ის მე­ნე­ჯმენ­ტის პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლობს და დატ­ვირ­თუ­ლი სას­წავ­ლო რე­ჟი­მის პა­რა­ლე­ლუ­რად აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებ­შიც. იგი KIU-ს ერთ-ერთი ელ­ჩია და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებ­შიც.

ვი­კამ ქუ­თა­ი­სის N31-ე სა­ჯა­რო სკო­ლა წარ­ჩი­ნე­ბით, ოქ­როს მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა. პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან მო­ნა­წი­ლე­ობ­და მა­თე­მა­ტი­კი­სა და ინ­გლი­სუ­რის სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­ში, მათ შო­რი­საა: „Everest”, „Kings”, „Smart”. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბით, კერ­ძოდ ქი­მი­ით. ჯერ კი­დევ 13 წლის ასაკ­ში ეროვ­ნულ სა­სახ­ლე­ში და­ი­ცა­ვა ნაშ­რო­მი თე­მა­ზე - „ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზემო შუ­ხუ­თის წყა­როს წყლებ­ში Mg2+, Ca2+, HCO3- და CL- იო­ნე­ბის გან­სა­ზღვრა”, სა­დაც დიპ­ლო­მი მო­ი­პო­ვა. ასე­ვე, ჩარ­თუ­ლი იყო “eTwinning”_ის პრო­ექ­ტში - „სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა”. სკო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად “eti”-ს სას­წავ­ლო ცენ­ტრში გა­დი­ო­და ენის შემ­სწავ­ლელ კურსს. გარ­და სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­დე­ბი­სა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და „ბავ­შვთა და მო­ზარ­დთა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტრის” მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა­ში.

გო­გო­ნას სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის გამო სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სურ­და ჩა­ბა­რე­ბა, თუმ­ცა 2019 წელს „ბიზ­ნეს ან­ბა­ნის პრო­ექ­ტში” ჩა­ერ­თო, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა. სა­მე­დი­ცი­ნო­სა და მე­ნე­ჯმენტს შო­რის სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვა­ნის გა­ა­კე­თე­ბა­ში გარ­დამ­ტე­ხი როლი ქუ­თა­ი­სის სა­ე­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­სნის და­ა­ნონ­სე­ბამ ითა­მა­შა. ვი­კას ყუ­რა­დღე­ბა იმ­თა­ვით­ვე მი­იქ­ცია სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­მა, გერ­მა­ნულ­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მო­დელ­მა, აკა­დე­მი­ურ­მა და სო­ცი­ა­ლურ­მა გრან­ტებ­მა, გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის არ­სე­ბო­ბამ.

„დღეს მე ვსწავ­ლობ KIU-ს მე­ნე­ჯმენ­ტის პროგ­რა­მა­ზე. ყო­ველ­დღე ვრწმუნ­დე­ბი ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სის­წო­რე­ში. ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის TUM-თან თა­ნამ­შრო­მო­ბა მაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში მი­ვი­ღო ევ­რო­პუ­ლი დო­ნის გა­ნათ­ლე­ბა. სწავ­ლა რთუ­ლია, თუმ­ცა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი გვეხ­მა­რე­ბა და­სა­ხუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის ამოხ­სნა­ში. სკო­ლა­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის წყა­ლო­ბით ვარ KIU-ს სტი­პენ­დი­ან­ტი, მო­პო­ვე­ბუ­ლი მაქვს ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე კამ­პუს­ზე ცხოვ­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ვარ KIU-ს ერთ-ერთი ელჩი და სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად ვცდი­ლობ კი­დევ მეტი სი­ახ­ლე შევ­მა­ტო უნი­ვერ­სი­ტეტს. ასე­ვე, ახ­ლა­ხანს ჩა­ვერ­თე ღია კა­რის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩემი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში KIU მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ითა­მა­შებს და უდი­დეს გა­მოც­დი­ლე­ბას მომ­ცემს. ეს კი და­მეხ­მა­რე­ბა ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან მარ­ტი­ვად ადაპ­ტი­რე­ბა­ში.“ - გა­ნა­ცხა­და ვიკა ბო­დო­კი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2021-2022 აკა­დე­მი­უ­რი სას­წავ­ლო წლის­თვის სტუ­დენ­ტე­ბის ახა­ლი ნა­კა­დის მი­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბა.

KIU სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, რო­მე­ლიც ქარ­თველ და უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს უნი­კა­ლურ კამ­პუსს, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს სთა­ვა­ზობს. სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ იცხოვ­რონ და ის­წავ­ლონ კე­თილ­მო­წყო­ბილ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში, მი­ი­ღონ ხა­რის­ხი­ა­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და ქარ­თველ და უცხო­ელ პრო­ფე­სო­რებ­თან ერ­თად ჩა­ერ­თონ ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში. სტუ­დენ­ტე­ბი გარ­და აკა­დე­მი­უ­რი და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­სა, აქ­ტი­უ­რად იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ულ კლუბ­ში, შიდა კონ­კურსსა და ოლიმ­პი­ა­და­ში. უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ნამ­შრომ­ლობს ევ­რო­პის წამ­ყვან მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს სა­ო­პე­რა­ციო მო­დე­ლი და პროგ­რა­მე­ბი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია TUM და TUM International GmbH-თან პარტნი­ო­რო­ბით. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტია TUM-ი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი ვოლ­ფგანგ ა. ჰერ­მა­ნი. KIU-ში სწავ­ლა ინ­გლი­სურ ენა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სტუ­დენ­ტებს ქარ­თვე­ლი და ევ­რო­პე­ლი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან.

NS

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მადლიანი!
10

მადლობა ბიძინას!!!

ნინო
23

გავა დრო და მეტად დაფასდება ივანიშვილების ღვაწლი ამ ქვეყანაში, ჯერ ბევრი კიდევ ვერ ხედავს რა გააკეთეს საერთოდ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის TUM-თან თანამშრომლობა მაძლევს შესაძლებლობას მშობლიურ ქალაქში მივიღო ევროპული დონის განათლება“ - მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის  TUM-თან თანამშრომლობა მაძლევს შესაძლებლობას მშობლიურ ქალაქში მივიღო ევროპული დონის განათლება“ - მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი

ვიკა ბოდოკია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია. ის მენეჯმენტის პროგრამაზე სწავლობს და დატვირთული სასწავლო რეჟიმის პარალელურად აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებშიც. იგი KIU-ს ერთ-ერთი ელჩია და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა აქტივობებშიც.

ვიკამ ქუთაისის N31-ე საჯარო სკოლა წარჩინებით, ოქროს მედალზე დაამთავრა. პირველივე კლასიდან მონაწილეობდა მათემატიკისა და ინგლისურის სასკოლო ოლიმპიადებში, მათ შორისაა: „Everest”, „Kings”, „Smart”. სკოლის პერიოდში გატაცებული იყო საბუნებისმეტყველო საგნებით, კერძოდ ქიმიით. ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში ეროვნულ სასახლეში დაიცავა ნაშრომი თემაზე - „ლანჩხუთის რაიონის სოფელ ზემო შუხუთის წყაროს წყლებში Mg2+, Ca2+, HCO3- და CL- იონების განსაზღვრა”, სადაც დიპლომი მოიპოვა. ასევე, ჩართული იყო “eTwinning”_ის პროექტში - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა”. სკოლის პარალელურად “eti”-ს სასწავლო ცენტრში გადიოდა ენის შემსწავლელ კურსს. გარდა სასწავლო ოლიმპიადებისა, მონაწილეობას იღებდა „ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის” მიერ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობაში.

გოგონას საბუნებისმეტყველო საგნებისადმი განსაკუთრებული ინტერესის გამო სამედიცინოზე სურდა ჩაბარება, თუმცა 2019 წელს „ბიზნეს ანბანის პროექტში” ჩაერთო, რომლის დასრულების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. სამედიცინოსა და მენეჯმენტს შორის საბოლოო არჩევანის გააკეთებაში გარდამტეხი როლი ქუთაისის საეთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის დაანონსებამ ითამაშა. ვიკას ყურადღება იმთავითვე მიიქცია საუნივერსიტეტო ქალაქმა, გერმანულმა საგანმანათლებლო მოდელმა, აკადემიურმა და სოციალურმა გრანტებმა, გაცვლითი პროგრამების არსებობამ.

„დღეს მე ვსწავლობ KIU-ს მენეჯმენტის პროგრამაზე. ყოველდღე ვრწმუნდები ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის TUM-თან თანამშრომობა მაძლევს შესაძლებლობას მშობლიურ ქალაქში მივიღო ევროპული დონის განათლება. სწავლა რთულია, თუმცა პროფესიონალი აკადემიური პერსონალი გვეხმარება დასახული ამოცანების ამოხსნაში. სკოლაში მიღწეული წარმატების წყალობით ვარ KIU-ს სტიპენდიანტი, მოპოვებული მაქვს ულტრათანამედროვე კამპუსზე ცხოვრების დაფინანსება. სწავლის პარალელურად ვარ KIU-ს ერთ-ერთი ელჩი და სტუდენტებთან ერთად ვცდილობ კიდევ მეტი სიახლე შევმატო უნივერსიტეტს. ასევე, ახლახანს ჩავერთე ღია კარის დღესთან დაკავშირებულ აქტივობებში.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მიზნების განხორციელებაში KIU მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და უდიდეს გამოცდილებას მომცემს. ეს კი დამეხმარება ევროპულ სტანდარტებთან მარტივად ადაპტირებაში.“ - განაცხადა ვიკა ბოდოკიამ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება.

KIU სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ი ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

NS

რატომ დარჩა გლდანში 5 000 აბონენტი გაზის გარეშე?

"განვიცდით და საგანგაშოდ მიგვაჩნია ეს მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი" - ჩოგბურთელთა ნაკრები ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

BTU-ს და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლობით ჩატარებული ჰაკათონი Fintech-integrator დასრულდა