სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას" - ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ნიკოლოზ ბასილაშვილს მადლობა გადაუხადა
"ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას" - ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ნიკოლოზ ბასილაშვილს მადლობა გადაუხადა

დე­პუ­ტატ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ყა­ტა­რის ღია პირ­ვე­ლო­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა და ჩემ­პი­ო­ნო­ბა მი­უ­ლო­ცა. მან ისა­უბ­რა ამ გა­მარ­ჯვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და ასე­ვე აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მო­ძა­ლა­დე­ო­ბის არ სჯე­რა.

"ამ ტრი­ბუ­ნი­და­ნაც მსურს მად­ლო­ბა ვუ­თხრა უკვე ლე­გენ­და­რულ სპორ­ტსმენს, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს, შე­იძ­ლე­ბა დიდ ქვეყ­ნებ­ში არც არა­ფე­რია, ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა აქვთ ხოლ­მე იქა­ურ სპორ­ტსმე­ნებს, მაგ­რამ ჩვენ­ნა­ი­რი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის, ეს სპორ­ტიც არის, პო­ლი­ტი­კაც არის, ხე­ლოვ­ნე­ბაც არის და კულ­ტუ­რაც არის ერ­თბა­შად. რო­გორც ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ ერთ მო­ქა­ლა­ქეს, რო­გორც ერ­თმა ქარ­თველ­მა ერთ ქარ­თველს მსურს, დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა იმ თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის­თვის და წარ­მა­ტე­ბის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი, ჩვე­ნი ერის სა­ხე­ლი ასე გა­ი­ტა­ნა მთელ მსოფ­ლი­ო­ში, მით უფრო იმ ფონ­ზე, რაც მას თავს და­ა­ტყდა,

რო­გორც კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია იტყო­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კაცი რომ გა­მოგ­ვე­რე­ვა ხოლ­მე, მერე მზად ვართ, რომ დავ­კორტნოთ ყვე­ლამ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჟი­ნით და შე­მარ­თე­ბით და ამ ახალ­გაზ­რდა კაც­საც ასე უტევ­და ძა­ლი­ან ბევ­რი.

ვე­რაფ­რით ვერ და­ვი­ჯე­რებ ამ კა­ცის მო­ძა­ლა­დე­ო­ბას, არც უჩანს, რომ ეს კაცი მო­ძა­ლა­დეა და პი­რი­ქით, ვნა­ხეთ კი­დე­ვაც, რომ მისი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან წა­მებ­ში მან სი­ტყვა წარ­მოთ­ქვა და პირ­ველ რიგ­ში თუ ვინ­მეს მი­მარ­თა და თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბა მი­უ­ლო­ცა, ეს არის მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი და ალ­ბათ, ყვე­ლა­ნი ამის მოს­მე­ნით გუ­ლა­ჩუ­ყე­ბულ­ნი ვი­ყა­ვით.

მად­ლო­ბა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს თავ­გან­წი­რუ­ლი ბრძო­ლის­თვის, შრო­მის­თვის და წარ­მა­ტე­ბის­თვის" - აღ­ნიშ­ნა ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
25

არც ჩვენ გვჯეროდა რომ გაგვყიდიდი,რომ გვცოდნოდა ხმებს ვერ მიიღებდი.

ლია
11

ჩვენც ვერ ვიფიქრებდით თქვენს ასეთ ნაბიჯს,,,მაგრამ ფაქტი სახეზეა..............

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას" - ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ნიკოლოზ ბასილაშვილს მადლობა გადაუხადა

"ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას" - ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ნიკოლოზ ბასილაშვილს მადლობა გადაუხადა

დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყატარის ღია პირველობის წარმატებით დასრულება და ჩემპიონობა მიულოცა. მან ისაუბრა ამ გამარჯვების მნიშვნელობაზე და ასევე აღნიშნა ისიც, რომ ბასილაშვილის მოძალადეობის არ სჯერა.

"ამ ტრიბუნიდანაც მსურს მადლობა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს, ნიკოლოზ ბასილაშვილს, შეიძლება დიდ ქვეყნებში არც არაფერია, ბევრი წარმატება აქვთ ხოლმე იქაურ სპორტსმენებს, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, ეს სპორტიც არის, პოლიტიკაც არის, ხელოვნებაც არის და კულტურაც არის ერთბაშად. როგორც ერთმა მოქალაქემ ერთ მოქალაქეს, როგორც ერთმა ქართველმა ერთ ქართველს მსურს, დიდი მადლობა ვუთხრა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის და წარმატებისთვის, რომ საქართველოს სახელი, ჩვენი ერის სახელი ასე გაიტანა მთელ მსოფლიოში, მით უფრო იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა,

როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა ხოლმე, მერე მზად ვართ, რომ დავკორტნოთ ყველამ, განსაკუთრებული ჟინით და შემართებით და ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი.

ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც უჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ კიდევაც, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი და ალბათ, ყველანი ამის მოსმენით გულაჩუყებულნი ვიყავით.

მადლობა ნიკოლოზ ბასილაშვილს თავგანწირული ბრძოლისთვის, შრომისთვის და წარმატებისთვის" - აღნიშნა ელისაშვილმა.

2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები - ასოცირების საბჭო

"ჰიგიენური საშუალებების წლიური ხარჯი არ მოიცავს მხოლოდ ქაღალდისა და საპნის ხარჯს..." - პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ხარჯებზე "TV პირველის" სიუჟეტს ეხმაურება

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"