მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"AstraZeneca-ს გამოყენება არ შეაჩეროთ" - რას აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
"AstraZeneca-ს გამოყენება არ შეაჩეროთ" - რას აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ქვეყ­ნებს მო­უ­წო­და, არ შე­ა­ჩე­რონ AstraZeneca-ს გა­მო­ყე­ნე­ბით კო­რო­ნა­ვუ­რუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ვაქ­ცი­ნა­ცია, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნა­სა და სის­ხლში თრომ­ბის წარ­მოქ­მნას შო­რის კავ­ში­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

”დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ინ­ცი­დენ­ტე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლია ვაქ­ცი­ნით და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კამ­პა­ნი­ე­ბი გაგ­რძელ­დეს, რათა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე გა­და­ვარ­ჩი­ნოთ და შე­ვა­ჩე­როთ ვირუ­სის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრესს­პი­კერ­მა კრის­ტი­ან ლინდმა­ი­ერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ორ­გა­ნი­ზა­ცია მოკ­ვლე­ვას გა­ნაგ­რძობს და რო­გორც კი სრულ­ყო­ფი­ლად გა­ეც­ნო­ბა ფაქ­ტებს, ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­შინ­ვე გა­ა­სა­ჯა­რო­ებს.

"რო­გორც კი ჯან­მო სრულ­ყო­ფი­ლად გა­ეც­ნო­ბა ამ მოვ­ლე­ნებს, დას­კვნე­ბი და მიმ­დი­ნა­რე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ეც­ნო­ბე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას”, - აღ­ნიშ­ნა ლინდმა­ი­ერ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯან­მოს ვაქ­ცი­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი დღეს შე­იკ­რი­ბე­ბი­ან და ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით იმ­სჯე­ლე­ბენ. დღეს­ვე შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა ევ­რო­პის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ა­გენ­ტო­შიც, დას­კვნას კი ორ­გა­ნი­ზა­ცია ხუთ­შა­ბათს წა­რად­გენს.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ AstraZeneca-ს გა­მო­ყე­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ადა­მი­ან­ში სის­ხლის შე­დე­დე­ბის პრობ­ლე­მე­ბის წარ­მოქ­მნის გამო დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გლახუნა
2

ბიჭო! ჩალაძეს არ მოაქვს მალტიდან 500 ათასი დოზა? ფაიზერი? მე ასტრაზენეკა არ მინდა მალტას ველოდები!!

კახელი მიტუა
2

ეგ ჯანმო მთლიანად გასაყრელია და დასაპატიმრებელი! - ფაქტია რომ, თუ 17 მილიონ აცრილში 22 ფილტვის არტერიის ემბოლია იყო, ეს არის მისი სიხშირის მინიმუმ 6 ჯერ გაზრდა და ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება! მერე რა რომ მექანიზმი არ არის დადგენილი. ასტრაზენეკას შეჩერება კი არა ავტორიზაციის გაუქმებაა საჭირო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"AstraZeneca-ს გამოყენება არ შეაჩეროთ" - რას აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

"AstraZeneca-ს გამოყენება არ შეაჩეროთ" - რას აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებს მოუწოდა, არ შეაჩერონ AstraZeneca-ს გამოყენებით კორონავურუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინასა და სისხლში თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის მტკიცებულება არ არსებობს.

”დღეის მდგომარეობით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ინციდენტები გამოწვეულია ვაქცინით და მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის კამპანიები გაგრძელდეს, რათა ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ და შევაჩეროთ ვირუსისგან გამოწვეული მძიმე დაავადება,“ - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა.

მისივე თქმით, ორგანიზაცია მოკვლევას განაგრძობს და როგორც კი სრულყოფილად გაეცნობა ფაქტებს, ინფორმაციას მაშინვე გაასაჯაროებს.

"როგორც კი ჯანმო სრულყოფილად გაეცნობა ამ მოვლენებს, დასკვნები და მიმდინარე რეკომენდაციების ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას”, - აღნიშნა ლინდმაიერმა.

აღსანიშნავია, რომ ჯანმოს ვაქცინების უსაფრთხოების ექსპერტები დღეს შეიკრიბებიან და ვაქცინასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. დღესვე შეხვედრა გაიმართება ევროპის მედიკამენტების სააგენტოშიც, დასკვნას კი ორგანიზაცია ხუთშაბათს წარადგენს.

შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ AstraZeneca-ს გამოყენება რამდენიმე ვაქცინირებულ ადამიანში სისხლის შედედების პრობლემების წარმოქმნის გამო დროებით შეაჩერა.

"ევროპის წამლის სააგენტომ" AstraZeneca-ზე წინასწარი მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა - ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტურია"

ელისაბედ II ბრიტანეთის ტახტის უკანონო მემკვიდრეა? - ვინ იყო მამაკაცი, რომელსაც წესით სამეფო უნდა ემართა

"ევროპის წამლების სააგენტოს" დასკვნა - "AstraZeneca-ს ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტურია"