პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველას შევახსენებ, რომ მინისტრის დანიშვნა, ან გადაყენება პრემიერის პრეროგატივაა და არა რომელიმე აქტივისტის..." - ნათია თურნავა
"ყველას შევახსენებ, რომ მინისტრის დანიშვნა, ან გადაყენება პრემიერის პრეროგატივაა და არა რომელიმე აქტივისტის..." - ნათია თურნავა

"მო­წო­დე­ბე­ბი, რომ ჩა­ი­შა­ლოს! გა­ვაგ­დოთ ინ­ვეს­ტო­რი! გა­ჩერ­დეს! არ ავა­შე­ნოთ! - არ არის ჩვე­ნი ლექ­სი­კა. გან­სა­კუთ­რე­ბით პოსტპან­დე­მი­ურ წელს ჩვენ ყვე­ლა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ უნდა ვის­წრაფ­ვო­დეთ", - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს "ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხზე მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტეს­ტის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ნა­თია თურ­ნა­ვამ აღ­ნიშ­ნა, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბის­თვის ულ­ტი­მა­ტუ­მის ენა მი­უ­ღე­ბე­ლია.

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბა სულ უფრო რა­დი­კა­ლუ­რი ხდე­ბა, რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ის­კენ მი­დის და ამის დას­ტუ­რია ის, რომ აქ­ცი­ა­ზე გა­ის­მო­და წმინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი, რა­საც არ აქვს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი ეკო­ლო­გი­ას­თან და პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­თან. ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ულ­ტი­მა­ტუ­მის ენა.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მას ან და­ნიშ­ვნას, ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წევ­რის და­ნიშ­ვნა, ან გა­და­ყე­ნე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრე­რო­გა­ტი­ვაა და არა რომ­ლი­მე აქ­ტი­ვის­ტის აქ­ცი­ა­ზე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა. ჩვენ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ვა­წო­დეთ მო­სახ­ლე­ო­ბა­საც და ექ­სპერ­ტებ­საც.

ეს არის 4-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა, მათ შო­რის ხე­ლა­ხა­ლი კვლე­ვე­ბის გა­და­ხედ­ვა და მა­ნამ­დე კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბის გა­და­წე­ვა, არ­და­წყე­ბა, ეს არის ხე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის შექ­მნა, მეტი ჩარ­თუ­ლო­ბა რო­გორც ფონ­დის მარ­თვის, ასე­ვე მშე­ნებ­ლო­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის პრო­ცეს­ში. ჩვე­ნი კარი კვლა­ვაც ღიაა დი­ა­ლო­გის­თვის, ოღონდ კონ­სტრუქ­ცი­ულ პლატ­ფორ­მა­ზე.

ვე­ლით მო­სახ­ლე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ვე­ლით ექ­სპერ­ტებს, იმის­თვის, რომ ჩა­ერ­თონ პრო­ცეს­ში, გა­ა­კე­თონ პრო­ექ­ტის რე­ვი­ზია, გა­და­ა­მოწ­მონ ის კვლე­ვე­ბი, რაც ჩა­ტა­რე­ბუ­ლია. ყვე­ლამ ერ­თად ვიზ­რუ­ნოთ, რომ ჩვე­ნი ენერ­გე­ტი­კა, ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა გახ­დეს უფრო ძლი­ე­რი. მო­წო­დე­ბე­ბი, რომ ჩა­ი­შა­ლოს! გა­ვაგ­დოთ ინ­ვეს­ტო­რი! გა­ჩერ­დესს! არ ავა­შე­ნოთ! - არ არის ჩვე­ნი ლექ­სი­კა. გან­სა­კუთ­რე­ბით პოსტპან­დე­მი­ურ წელს ჩვენ ყვე­ლა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ უნდა ვის­წრაფ­ვო­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 76 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სას
7

Თურნავა დეიდა ...რას ბოდილიალობ პრემიერი ვინ დანიᲨნა რატო არ ფიქრობ კობახიᲫემ და ᲗალაკვაᲫემ....ᲗიკარაᲫე ვინ დანიᲨნა გახარიას დაანიᲨნინეს მმარᲗველმა გუნდმა და ბიᲫინიმ...ასეა ეს Თქვენ ინიᲨნებიᲗ კობახიᲫე ᲗალაკვაᲫეს ხაზიᲗ

beso
23

ქ-ნ ნათია სხვაა ამის პასუხი და სასურველია გაიცეს გაბმარტება მასზე, ტუ არა აქტივისტსა და აქტივისტებს იმ მინისტრის დამნიშნავებიც გადაუყენებია ხოლმე. რა, ისტორიის გაგებას ცვლი? რად გინდათ ამ ქვეყნისათვის არასტანდარტული გაგების მიცემა, ფიქრობთ გატარება ექნება? თუ ასე ფიქრობთ კაია, ანუ მუდმივობა საქმის გაგებისა არ იცვლება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ყველას შევახსენებ, რომ მინისტრის დანიშვნა, ან გადაყენება პრემიერის პრეროგატივაა და არა რომელიმე აქტივისტის..." - ნათია თურნავა

"ყველას შევახსენებ, რომ მინისტრის დანიშვნა, ან გადაყენება პრემიერის პრეროგატივაა და არა რომელიმე აქტივისტის..." - ნათია თურნავა

"მოწოდებები, რომ ჩაიშალოს! გავაგდოთ ინვესტორი! გაჩერდეს! არ ავაშენოთ! - არ არის ჩვენი ლექსიკა. განსაკუთრებით პოსტპანდემიურ წელს ჩვენ ყველანი განვითარებისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს "ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობისთვის ულტიმატუმის ენა მიუღებელია.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის და ამის დასტურია ის, რომ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არ აქვს არანაირი კავშირი ეკოლოგიასთან და პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან. ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა.

რაც შეეხება მინისტრის გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის დანიშვნა, ან გადაყენება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და არა რომლიმე აქტივისტის აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები და გადაწყვეტილებები მივაწოდეთ მოსახლეობასაც და ექსპერტებსაც.

ეს არის 4-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის ხელახალი კვლევების გადახედვა და მანამდე კაშხლის მშენებლობის გადაწევა, არდაწყება, ეს არის ხეობის განვითარების ფონდის შექმნა, მეტი ჩართულობა როგორც ფონდის მართვის, ასევე მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში. ჩვენი კარი კვლავაც ღიაა დიალოგისთვის, ოღონდ კონსტრუქციულ პლატფორმაზე.

ველით მოსახლეობის წარმომადგენლებს, ველით ექსპერტებს, იმისთვის, რომ ჩაერთონ პროცესში, გააკეთონ პროექტის რევიზია, გადაამოწმონ ის კვლევები, რაც ჩატარებულია. ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ენერგეტიკა, ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო ძლიერი. მოწოდებები, რომ ჩაიშალოს! გავაგდოთ ინვესტორი! გაჩერდესს! არ ავაშენოთ! - არ არის ჩვენი ლექსიკა. განსაკუთრებით პოსტპანდემიურ წელს ჩვენ ყველანი განვითარებისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ“, - განაცხადა თურნავამ.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ღარიბაშვილის გავლენები პარტიაშიც იზრდება... კალაძეს მასთან და ლილუაშვითან ცუდი ურთიერთობა აქვს" - რა ხდება "ქართულ ოცნებაში"?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"