მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მშვიდად ძილი უნდათ, მყრალი სუნის გამოწვევისგან თავი შეიკავონ" - კიმ ჩენ ინის და აშშ-ს აფრთხილებს და რჩევას აძლევს
"თუ მშვიდად ძილი უნდათ, მყრალი სუნის გამოწვევისგან თავი შეიკავონ" - კიმ ჩენ ინის და აშშ-ს აფრთხილებს და რჩევას აძლევს

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რის, კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჩენიაშშ-ის ახალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას აფრ­თხი­ლებს, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნით არ და­ი­წყოს.

"რჩე­ვა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ახალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, რო­მე­ლიც ოკე­ა­ნის გა­დაღ­მი­დან ცდი­ლობს, ჩვენს მი­წა­ზე დენ­თის სუნი გა­ავ­რცე­ლოს. თუ მო­მა­ვა­ლი ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მშვი­დად ძილი სურს, უმ­ჯო­ბე­სია, თავი შე­ი­კა­ვოს იმის­გან, რომ მისი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი მყრა­ლი სუ­ნის გა­მოწ­ვე­ვა იყოს,“- გა­ნა­ცხა­და კიმ იო ჩენ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კიმ იო ჩენ­მა ეს გან­ცხა­დე­ბა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან ან­ტო­ნი ბლინ­კე­ნი­სა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ლოიდ ოს­ტი­ნის სე­ულ­ში და­გეგ­მილ ვი­ზი­ტამ­დე ერთი დღით ადრე გა­ა­კე­თა. ამას­თან ყო­ვე­ლი­ვე წინ უძღო­და აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გან­ცხა­დე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა შე­ერ­თხე­ბულ შტა­ტებ­თან კონ­ტაქ­ტზე ვერ გა­დის და რომ მცდე­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ოფი­ცი­ა­ლურ ფხე­ნი­ანს ვერ უკავ­შირ­დე­ბი­ან.

ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას­თან კავ­შირ­ზე გას­ვლას თე­ბერ­ვლი­დან ცდი­ლო­ბენ, თუმ­ცა მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამას ვერ ახერ­ხე­ბენ და ფხე­ნი­ა­ნი­დან არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი არ არის.

რო­გორც BBC წერს, ვა­შინგტონ­მა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ­თან, კიმ ჩენ ინ­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად სხვა­დას­ხვა გზე­ბი სცა­და, მათ შო­რის, გა­ე­რო­ში ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბი­თაც.

მთა­ვა­რი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ორ ქვე­ყა­ნას შო­რის შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბას იწ­ვევს, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ბირ­თვუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბაა. ბა­ი­დე­ნის წი­ნა­მორ­ბე­დი სამ­ჯერ შეხ­ვდა კიმ ჩენ ინს, თუმ­ცა იმ შეხ­ვედ­რებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია. ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ვერ შეძ­ლო და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა, უარი ეთ­ქვა ბირ­თვულ ია­რაღ­ზე, რაც აშშ-სა და სხვა და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბამ­დე ჯო ბა­ი­დენ­მა კიმ ჩენ ინს თაღ­ლი­თი უწო­და და ხაზი გა­უს­ვა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ბირ­თვუ­ლი გა­ნი­ა­რა­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად კი, კიმ ჩენ ინმა თა­ვი­სი ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ხაზ­გას­მა გა­აგ­რძე­ლა და სხვა­დას­ხვა ახა­ლი სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბა გა­მოს­ცა­და და ამა­ვე დროს, მან მო­უ­წო­და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, უარი ეთ­ქვა "მტრულ პო­ლი­ტი­კა­ზე."

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ქალი, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას კუ­ლი­სე­ბი­დან მარ­თავს - დიქ­ტა­ტო­რი კიმ ჩენ ინი დის გა­რე­შე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არ იღებს

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
shalva
60

ასეთი უნდა იყოს სახელმწიფროებრივი აზროვნება და არა დასავლეთთან კეკლუცობა

გლახუნას
19

ნუ აქ ჩალაძე თუ არ ჩაერია ამ საქმეს არაფერი ეშველება,ის ხომ დიდი პოლიტიკოსია და მალტიდან მოაქვს ვაქცინა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"თუ მშვიდად ძილი უნდათ, მყრალი სუნის გამოწვევისგან თავი შეიკავონ" - კიმ ჩენ ინის და აშშ-ს აფრთხილებს და რჩევას აძლევს

"თუ მშვიდად ძილი უნდათ, მყრალი სუნის გამოწვევისგან თავი შეიკავონ" - კიმ ჩენ ინის და აშშ-ს აფრთხილებს და რჩევას აძლევს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჩენი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას აფრთხილებს, პირველი ნაბიჯის გადადგმა პრობლემების შექმნით არ დაიწყოს.

"რჩევა შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, რომელიც ოკეანის გადაღმიდან ცდილობს, ჩვენს მიწაზე დენთის სუნი გაავრცელოს. თუ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად ძილი სურს, უმჯობესია, თავი შეიკავოს იმისგან, რომ მისი პირველი ნაბიჯი მყრალი სუნის გამოწვევა იყოს,“- განაცხადა კიმ იო ჩენმა.

აღსანიშნავია, რომ კიმ იო ჩენმა ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივან ანტონი ბლინკენისა და თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის სეულში დაგეგმილ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე გააკეთა. ამასთან ყოველივე წინ უძღოდა აშშ-ის საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში განცხადებები იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეა შეერთხებულ შტატებთან კონტაქტზე ვერ გადის და რომ მცდელობების მიუხედავად ოფიციალურ ფხენიანს ვერ უკავშირდებიან.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისინი ჩრდილოეთ კორეასთან კავშირზე გასვლას თებერვლიდან ცდილობენ, თუმცა მცდელობის მიუხედავად, ამას ვერ ახერხებენ და ფხენიანიდან არანაირი ოფიციალური პასუხი არ არის.

როგორც BBC წერს, ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან დასაკავშირებლად სხვადასხვა გზები სცადა, მათ შორის, გაეროში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლების მეშვეობითაც.

მთავარი საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის შეუთანხმებლობას იწვევს, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღებაა. ბაიდენის წინამორბედი სამჯერ შეხვდა კიმ ჩენ ინს, თუმცა იმ შეხვედრებს მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია. ტრამპის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო დაერწმუნებინა ჩრდილოეთ კორეა, უარი ეთქვა ბირთვულ იარაღზე, რაც აშშ-სა და სხვა დასავლური ქვეყნების მთავარი მოთხოვნაა.

აღსანიშნავია, რომ გაპრეზიდენტებამდე ჯო ბაიდენმა კიმ ჩენ ინს თაღლითი უწოდა და ხაზი გაუსვა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების აუცილებლობას. ბაიდენის განცხადების პარალელურად კი, კიმ ჩენ ინმა თავისი ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების ხაზგასმა გააგრძელა და სხვადასხვა ახალი სამხედრო შეიარაღება გამოსცადა და ამავე დროს, მან მოუწოდა შეერთებულ შტატებს, უარი ეთქვა "მტრულ პოლიტიკაზე."

ასევე დაგაინტერესებთ: ქალი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას კულისებიდან მართავს - დიქტატორი კიმ ჩენ ინი დის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებს

კიმ ჩენ ინი ჯინსის შარვლების წინააღმდეგ - რატომ აუკრძალა დიქტატორმა ქალებს ტანზე მომდგარი შარვლის ჩაცმა

ინდოეთში მდინარე განგის ნაპირებთან ასობით გვამია ნაპოვნი - რას უკავშირებენ ადგილობრივები ყოველივეს

ისრაელმა "ჰამასის" სამი მეთაურის სახლები დაბომბა - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია?