ავტორი:

"მონდომებული ვართ, რომ თბილისსა და ბრიუსელში დიალოგი იყოს შედეგიანი...ოპოზიციამ იგრძნოს პასუხისმგებლობა და შემოვიდეს პარლამენტში" - ნათია თურნავა

"მონდომებული ვართ, რომ თბილისსა და ბრიუსელში დიალოგი იყოს შედეგიანი...ოპოზიციამ იგრძნოს პასუხისმგებლობა და შემოვიდეს პარლამენტში" - ნათია თურნავა

"თქვენ ხედავთ ნამდვილად უპრეცედენტო ჩართულობას ჩვენი ევროპელი მეგობრების და პარტნიორების მხრიდან იმისთვის, რომ საქართველოში სუფევდეს მშვიდობა, იყოს პოლიტიკური დიალოგი და ყველა პოლიტიკურმა აქტორმა, პირველ რიგში, ოპოზიციამ იგრძნოს პასუხისმგებლობა, შემოვიდეს პარლამენტში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ხელისუფლება იმედიანადაა განწყობილი, რომ დიალოგი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შედეგით დასრულდება.

"თქვენ ხედავთ, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ძალიან დიდი ჩართულობით დიალოგი თბილისსა და ბრიუსელში და ეს ყველაფერი კავშირშია. ყველანი მონდომებულები ვართ იმისთვის, რომ ეს შეხვედრები იყოს შედეგიანი. თქვენ ხედავთ ნამდვილად უპრეცედენტო ჩართულობას ჩვენი ევროპელი მეგობრების და პარტნიორების იმისთვის, რომ საქართველოში სუფევდეს მშვიდობა, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური დიალოგი და ყველა პოლიტიკურმა აქტორმა, პირველ რიგში, ოპოზიციამ იგრძნოს პასუხისმგებლობა, შემოვიდეს პარლამენტში. ის პასუხისმგებლობა, რაც მას დააკისრა მათმა ამომრჩეველმა, განახორციელონ კონსტიტუციური, კანონიერი, ევროპული გზით. ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილები“, - განაცხადა თურნავამ.

"ჩემი თვალით ვნახე, ვინ ჩაშალა მოლაპარაკება - მათ განაცხადეს, რომ დოკუმენტი იყო კოჭლი" - შალვა პაპუაშვილი

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობისა“ და "ქართული ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"აშშ-ს საქართველოსთვის მილიარდობით დოლარის დახმარება აქვს გაწეული, ქვეყნის მთავრობა რისკავს სენატორების კეთილ ნებას" - ჯორჯ კენტი