საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახელმწიფოს პირველმა პირებმა ვაქცინაცია საჯაროდ უნდა ჩაიტარონ... სხვანაირად "ასტრაზენეკას" მიმართ უნდობლობის ხარისხს ვერ შევამცირებთ" - კულუმბეგოვი
"სახელმწიფოს პირველმა პირებმა ვაქცინაცია საჯაროდ უნდა ჩაიტარონ... სხვანაირად "ასტრაზენეკას" მიმართ უნდობლობის ხარისხს ვერ შევამცირებთ" - კულუმბეგოვი

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პირ­ვე­ლი დღის მო­ნა­ცე­მე­ბით, აც­რი­ლია და­ახ­ლო­ებთ 600-ამდე მედ­პერ­სო­ნა­ლი. რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ისე ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბით, ეს აქ­ტი­ვო­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ექი­მე­ბის ამ "თავ­შე­კა­ვე­ბას" რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით ხნი­ან, მათ შო­რის "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ დღეს მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ თუ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი 43 000 დოზა ვაქ­ცი­ნის ათ­ვი­სე­ბა სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად არ მოხ­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან გა­უ­ჭირ­დე­ბათ იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ ქვე­ყა­ნას და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბი სჭირ­დე­ბა. მან იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის აქ­ტი­ვო­ბა და ტემ­პი მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში გა­იზ­რდე­ბა.

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ვაქ­ცი­ნა­ზე ექი­მე­ბის მო­ხოვ­ნა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ექი­მე­ბის აქ­ტი­ვო­ბა მო­ი­მა­ტებს, ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია რომ მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, ყვე­ლას, მათ შო­რის ჩვენ კო­ლე­გებს მი­ვა­წო­დოთ სწო­რი და გამ­ჭირ­ვა­ლე ინ­ფორ­მა­ცია. ვფიქ­რობ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს პირ­ველ­მა პი­რებ­მა პირ­და­პირ ეთერ­ში უნდა ჩა­ი­ტა­რონ ვაქ­ცი­ნა­ცია და მა­გა­ლი­თი მის­ცენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას. სხვა­ნა­ი­რად, უნ­დობ­ლო­ბის იმ ხა­რისხს , რო­მე­ლიც "ას­ტრა­ზე­ნე­კას" და ზო­გა­დად კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის მი­მართ არ­სე­ბობს, ვერ შე­ვამ­ცი­რებთ. მი­ნის­ტრი, პრე­მი­ე­რი, პარ­ლა­მენ­ტა­რი, თუ რა­ი­მე სა­მე­დი­ცი­ნო წი­ნა­ღო­ბა მათ არ აქვთ, უნდა აიც­რან სა­ჯა­როდ. მე მი­წევს ოთხშა­ბათს და სი­ა­მოვ­ნე­ბით ავიც­რე­ბი" - ამ­ბობს ექი­მი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნით 17 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია აც­რი­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ მათ გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში თავი იჩი­ნა მე­დი­კა­მენ­ტის გვერ­დით­მა მოვ­ლე­ნებ­მა. თუმ­ცა, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ მხრივ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და სა­ყუ­რა­დღე­ბო ჩვე­ნე­ბე­ბი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

"რა­ი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, რაც ზო­გა­დად ვაქ­ცი­ნას არ ახა­სი­ა­თებს, არ გვხვდე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გვერ­დი­თი ჩვე­ნე­ბია: ტკი­ვი­ლი ნა­ნემ­სა­რის უბან­ში, შე­შუ­პე­ბა იმა­ვე ად­გი­ლებ­ში,( 70-80 %-ში) . და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­აქ­ცია. ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაც (30 %-ში) ასე­ვე, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გვე­რი­დი­თი მოვ­ლე­ნაა სახ­სრე­ბი­სა და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი. თუმ­ცა ყვე­ლა ეს სიმპტო­მი აუ­ცი­ლებ­ლად უკ­ვა­ლოდ ქრე­ბა 24-48 სა­ათ­ში. რაც შე­ხე­ბა მძი­მე ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ას, ე.წ. ანა­ფი­ლაქ­სი­ურ შოკს, მისი რის­კი ძა­ლი­ან და­ბა­ლია და ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მი­ლი­ო­ნი­დან მხო­ლოდ 5 ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა გა­ნუ­ვი­თარ­დეს ის" - ამ­ბობს ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
10

ღუპავთ ტიკარაძეს?

ნიკოლოზი
7

მაგარი სასაცილო ხარ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"სახელმწიფოს პირველმა პირებმა ვაქცინაცია საჯაროდ უნდა ჩაიტარონ... სხვანაირად "ასტრაზენეკას" მიმართ უნდობლობის ხარისხს ვერ შევამცირებთ" - კულუმბეგოვი

"სახელმწიფოს პირველმა პირებმა ვაქცინაცია საჯაროდ უნდა ჩაიტარონ... სხვანაირად "ასტრაზენეკას" მიმართ უნდობლობის ხარისხს ვერ შევამცირებთ" - კულუმბეგოვი

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი დღის მონაცემებით, აცრილია დაახლოებთ 600-ამდე მედპერსონალი. როგორც რიგითი მოქალაქეების, ისე ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებით, ეს აქტივობის დაბალი მაჩვენებელია. ექიმების ამ "თავშეკავებას" რამდენიმე მიზეზით ხნიან, მათ შორის "ასტრაზენეკას" ვაქცინის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს მედიასთან განაცხადა, რომ თუ ქვეყანაში არსებული 43 000 დოზა ვაქცინის ათვისება სწრაფად და ეფექტურად არ მოხდა, საერთაშორისო პარტნიორებთან გაუჭირდებათ იმაზე საუბარი, რომ ქვეყანას დამატებითი დოზები სჭირდება. მან იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინაციის აქტივობა და ტემპი მომდევნო დღეებში გაიზრდება.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი დარწმუნებულია, რომ უახლოეს დღეებში ვაქცინაზე ექიმების მოხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

"დარწმუნებული ვარ ექიმების აქტივობა მოიმატებს, ამისთვის აუცილებელია რომ მედიის საშუალებით, ყველას, მათ შორის ჩვენ კოლეგებს მივაწოდოთ სწორი და გამჭირვალე ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს პირველმა პირებმა პირდაპირ ეთერში უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია და მაგალითი მისცენ, საზოგადოებას. სხვანაირად, უნდობლობის იმ ხარისხს , რომელიც "ასტრაზენეკას" და ზოგადად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ არსებობს, ვერ შევამცირებთ. მინისტრი, პრემიერი, პარლამენტარი, თუ რაიმე სამედიცინო წინაღობა მათ არ აქვთ, უნდა აიცრან საჯაროდ. მე მიწევს ოთხშაბათს და სიამოვნებით ავიცრები" - ამბობს ექიმი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ამჟამინდელი მონაცემებით, მსოფლიოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით 17 მილიონი ადამიანია აცრილი. ცნობილია, რომ მათ გარკვეულ ნაწილში თავი იჩინა მედიკამენტის გვერდითმა მოვლენებმა. თუმცა, ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული და საყურადღებო ჩვენებები არ გამოვლენილა.

"რაიმე განსხვავებული, რაც ზოგადად ვაქცინას არ ახასიათებს, არ გვხვდება. გავრცელებული გვერდითი ჩვენებია: ტკივილი ნანემსარის უბანში, შეშუპება იმავე ადგილებში,( 70-80 %-ში) . დამახასიათებელია ტემპერატურული რეაქცია. ზოგჯერ შეიძლება მაღალი ტემპერატურაც (30 %-ში) ასევე, გავრცელებული გვერიდითი მოვლენაა სახსრებისა და კუნთების ტკივილი. თუმცა ყველა ეს სიმპტომი აუცილებლად უკვალოდ ქრება 24-48 საათში. რაც შეხება მძიმე ალერგიულ რეაქციას, ე.წ. ანაფილაქსიურ შოკს, მისი რისკი ძალიან დაბალია და ამჟამინდელი მონაცემებით, მილიონიდან მხოლოდ 5 ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ის" - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს - როდიდან აცივდება?

აძლევენ თუ არა 55 წელს ქვემოთ მყოფ პირებს "ასტრაზენეკას" მეორე დოზით აცრის რეკომენდაციას? - რას აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი

ქუთაისი ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აკადემიას უმასპინძლებს