პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოლოდინი, რომ 100%-ით ავად არავინ გახდება, არ უნდა გვქონდეს" - თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაზე
"მოლოდინი, რომ 100%-ით ავად არავინ გახდება, არ უნდა გვქონდეს" - თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაზე

გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი კონ­ტრაქ­ტი გამ­ზად­და "ნო­ვო­ვაქსთან", სა­დღაც ივ­ნის­ში გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა სი­ა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ონ დო­ზა­ზეა სა­უ­ბა­რი,- ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ვიდ 19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ცერ­ცვა­ძის თქმით, წლის ბო­ლომ­დე ვაქ­ცი­ნე­ბის საკ­მა­რის რა­ო­დე­ნო­ბას მი­ვი­ღებთ, რათა მო­სახ­ლე­ო­ბის 60% აიც­რას კო­რო­ნა­ვირუს­ზე.

"22 მარტს შე­მო­ვა "ფა­ი­ზე­რი", შემ­დეგ ისევ "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ 80 000 დოზა, კი­დევ სხვა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი მოგ­ვი­წევს, მიმ­დი­ნა­რე­ობს ორ­მხრი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა მთავ­რო­ბას­თან და მწარ­მო­ე­ბელ­თან. გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი კონ­ტრაქ­ტი გამ­ზად­და "ნო­ვო­ვაქსთან", რო­მე­ლიც ახა­ლი მო­თა­მა­შეა ვაქ­ცი­ნე­ბის ბა­ზარ­ზე, ამე­რი­კუ­ლი ფირ­მაა, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უკე­თეს ვაქ­ცი­ნას. სა­დღაც ივ­ნის­ში გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა სი­ა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ონ დო­ზა­ზეა სა­უ­ბა­რი. წლის ბო­ლომ­დე საკ­მა­რის რა­ო­დე­ნო­ბას მი­ვი­ღებთ, რომ ავცრათ მო­სახ­ლე­ო­ბის 60%“, - აცხა­დებს ცერ­ცვა­ძე.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე აცხა­დებს, ვაქ­ცი­ნა მო­სახ­ლო­ე­ბას ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან 100%-ით ვერ იცავს.

"ვაქ­ცი­ნა­ცია რამ­დე­ნი­მე კე­თილ საქ­მეს გა­ა­კე­თებს, მკვეთ­რად შემ­ცირ­დე­ბა ახა­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. რა თქმა უნდა, თვე­ე­ბი დას­ჭირ­დე­ბა დღეს­ვე არ მოხ­დე­ბა. ვაქ­ცი­ნა მო­სახ­ლო­ე­ბას ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან 100%-ით ვერ იცავს, მაგ­რამ იგი იცავს მძი­მე და სა­სიკ­ვდი­ლო შემ­თხვე­ვე­ბის­გან, ასე­ვე ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის­გან. მისი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცი­აა სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვე­ბი და­ვი­დეს მი­ნი­მუმ­ზე, მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და­ვი­დეს მი­ნი­მუმ­ზე. ასე­ვე შემ­ცირ­დე­ბა შემ­თხვე­ვის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბაც. იმის მო­ლო­დი­ნი, რომ 100%-ით ავად არა­ვინ გახ­დე­ბა, არ უნდა გვქონ­დეს“,-აცხა­დებს ცერ­ცვა­ძე.

?
0

ბრიტანულ ვარიანტს რითი ვამარცხებთ? ასტრა ზენეკა რომ არ შველის? მიტომაა ფაიზერი საჭირო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მოლოდინი, რომ 100%-ით ავად არავინ გახდება, არ უნდა გვქონდეს" - თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაზე

"მოლოდინი, რომ 100%-ით ავად არავინ გახდება, არ უნდა გვქონდეს" - თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაზე

განსაკუთრებით დიდი კონტრაქტი გამზადდა "ნოვოვაქსთან", სადღაც ივნისში გახდება შესაძლებელი ამ ვაქცინის მიღება. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა სიაში, დაახლოებით მილიონ დოზაზეა საუბარი,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, წლის ბოლომდე ვაქცინების საკმარის რაოდენობას მივიღებთ, რათა მოსახლეობის 60% აიცრას კორონავირუსზე.

"22 მარტს შემოვა "ფაიზერი", შემდეგ ისევ "ასტრაზენეკას“ 80 000 დოზა, კიდევ სხვა ხელშეკრულებები მოგვიწევს, მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა მთავრობასთან და მწარმოებელთან. განსაკუთრებით დიდი კონტრაქტი გამზადდა "ნოვოვაქსთან", რომელიც ახალი მოთამაშეა ვაქცინების ბაზარზე, ამერიკული ფირმაა, რომელიც აწარმოებს ერთ-ერთ ყველაზე უკეთეს ვაქცინას. სადღაც ივნისში გახდება შესაძლებელი ამ ვაქცინის მიღება. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა სიაში, დაახლოებით მილიონ დოზაზეა საუბარი. წლის ბოლომდე საკმარის რაოდენობას მივიღებთ, რომ ავცრათ მოსახლეობის 60%“, - აცხადებს ცერცვაძე.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, ვაქცინა მოსახლოებას ინფიცირებისგან 100%-ით ვერ იცავს.

"ვაქცინაცია რამდენიმე კეთილ საქმეს გააკეთებს, მკვეთრად შემცირდება ახალი ინფექციების რაოდენობა. რა თქმა უნდა, თვეები დასჭირდება დღესვე არ მოხდება. ვაქცინა მოსახლოებას ინფიცირებისგან 100%-ით ვერ იცავს, მაგრამ იგი იცავს მძიმე და სასიკვდილო შემთხვევებისგან, ასევე ჰოსპიტალიზაციისგან. მისი ძირითადი ფუნქციაა სიკვდილის შემთხვევები დავიდეს მინიმუმზე, მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია დავიდეს მინიმუმზე. ასევე შემცირდება შემთხვევის საერთო რაოდენობაც. იმის მოლოდინი, რომ 100%-ით ავად არავინ გახდება, არ უნდა გვქონდეს“,-აცხადებს ცერცვაძე.

"ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“, გთხოვთ, გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ" - ამირან გამყრელიძე

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის TUM-თან თანამშრომლობა მაძლევს შესაძლებლობას მშობლიურ ქალაქში მივიღო ევროპული დონის განათლება“ - მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი

"პირბადის ტარება სავალალოდ შემცირებულია.. ვთხოვოთ ყველას, რომ საკითხს შეგნებით მოეკიდონ" - კულუმბეგოვი მოსალოდნელ "მესამე ტალღაზე"