სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 უცნობი ფაქტი ვან გოგის ცხოვრებიდან
7 უცნობი ფაქტი ვან გოგის ცხოვრებიდან

მსოფ­ლი­ო­ში ცნ;ობი­ლი მხატ­ვრის ვან გო­გის ნა­მუ­შევ­რებს სხვა ნა­ხა­ტე­ბის­გან აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­არ­ჩევთ, მაგ­რამ თა­ვად მის შე­სა­ხებ რა იცით? პირ­ვე­ლი, რაც ვან გო­გის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ახ­სენ­დე­ბათ, ის არის, რომ მხატ­ვარ­მა ყური მო­იჭ­რა და ის საყ­ვა­რელ ქალს გა­უგ­ზავ­ნა. შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეს ლე­გენ­და სი­ნამ­დვი­ლეს?

რას საქ­მი­ა­ნობ­და ვან გოგი, სა­ნამ თა­ვის ცხოვ­რე­ბას მხატ­ვრო­ბას და­უ­კავ­ში­რებ­და; სად შე­იქ­მნა მისი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ხა­ტე­ბი და მარ­თლაც მო­იჭ­რა თუ არა ყური - წა­ი­კი­თხეთ 7 ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ფაქ­ტი დიდი მხატ­ვრის შე­სა­ხებ.

1. სა­ნამ მხატ­ვა­რი გახ­დე­ბო­და, მისი ბევ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა კრა­ხით დას­რულ­და

16 წლის ასაკ­ში ბი­ძა­მის­მა ჰა­ა­გის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­დი­ლე­რო­ში და­ა­წყე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა, სა­დაც ნა­ხა­ტებს ჰყიდ­და. იმა­ვე კომ­პა­ნი­ის ლონ­დო­ნი­სა და პა­რი­ზის ფი­ლი­ა­ლებ­შიც მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა 1876 წელს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამის შემ­დეგ ჯერ ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლებ­ლად იწყებს მუ­შა­ო­ბას, შემ­დეგ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში ცდის ბედს. 1878 წელს ბელ­გი­ა­ში, კერ­ძოდ ბო­რი­ნაჟ­ში, წა­ვი­და. გა­ა­ჩუ­ქა თა­ვი­სი ნივ­თე­ბი, ია­ტაკ­ზე ეძი­ნა,სუ­ლი­ერ დახ­მა­რე­ბას უწევ­და გლე­ხებს, მა­ღა­რო­ე­ლებს - მო­ძღვა­რი გახ­ლდათ. გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო წე­ლი­წად­ზე ნაკ­ლე­ბი დრო­ის შემ­დეგ ვან გოგი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ახა­ლი კა­რი­ე­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი კი ხე­ლოვ­ნე­ბაა - სფე­რო, რო­მელ­მაც სა­მუ­და­მუდ უკ­ვდავ­ყო ვან გო­გის სა­ხე­ლი... თუმ­ცა მხო­ლოდ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ.

2. მისი, რო­გორც მხატ­ვრის, კა­რი­ე­რა საკ­მა­ოდ ხან­მოკ­ლე იყო

ვან გო­გის სამ­ხატ­ვრო კა­რი­ე­რა 1880 წლი­დან იღებს სა­თა­ვეს, რო­დე­საც თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი ნი­დერ­ლან­დებ­ში დაბ­რუნ­და და ხე­ლოვ­ნე­ბის შეს­წავ­ლა და­ი­წყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფი­ნან­სუ­რად და ემო­ცი­უ­რად ვან გოგს ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა უმ­ცრო­სი ძმა თეო, რო­მელ­თან ერ­თა­დაც მხატ­ვა­რი 1886 წელს პა­რიზ­ში გა­ემ­გზავ­რა. საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ორი წელი გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდა. იქ ვან გოგი გა­ეც­ნო იმპრე­სი­ო­ნის­ტი და ნეო-იმპრე­სი­ო­ნის­ტი მხატ­ვრე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას, და­ი­წყო სა­კუ­თა­რი სტი­ლი­სა და ტექ­ნი­კის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბა. 1888 წელს ვან გოგი საფ­რან­გე­თის სამ­ხრეთ­ში გა­და­დის სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც მისი შე­მოქ­მე­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­დის. 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს მხატ­ვა­რი ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვად­და, 1890 წელს კი გარ­და­იც­ვა­ლა. მხატ­ვარ­მა აღი­ა­რე­ბა მხო­ლოდ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მო­ი­პო­ვა. 1990 წელს, ვან გო­გის გარ­დაც­ვა­ლებ­დან 100 წლის შემ­დეგ, მისი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ნა­ხა­ტი „დოქ­ტორ გა­ჩე­ტის პორ­ტრე­ტი“ აუქ­ცი­ონ­ზე რე­კორ­დულ ფა­სად - 82.5 მლნ დო­ლა­რად - გა­ი­ყი­და.

3. სა­ეჭ­ვოა, რომ მას მარ­თლაც მო­ეჭ­რა ყური

საფ­რან­გე­თის სამ­ხრეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­სუ­ლი ვან გოგი იმე­დოვ­ნებ­და, რომ მხატ­ვარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებ­და. ამ მიზ­ნით მო­იწ­ვია მხატ­ვა­რი პოლ გო­გე­ნი, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში ვან გო­გის მსგავ­სად ჯერ კი­დევ არ იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი. რა­ტომ­ღაც, მხატ­ვრებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ვი­დან­ვე და­ი­ძა­ბა.1888 წლის 23 დე­კემ­ბერს ისე იკა­მა­თეს, რომ გო­გენ­მა ვან გო­გის სახ­ლი და­ტო­ვა. სა­მარ­თებ­ლით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ვან გოგი კო­ლე­გას გაჰ­ყვა, თუმ­ცა მას­ზე თავ­დას­ხმის ნაც­ვლად შინ დაბ­რუნ­და, მარ­ცხე­ნა ყუ­რის ნა­წი­ლი მო­იჭ­რა, გა­ზეთ­ში გა­ახ­ვია და მე­ძავს მის­ცა. ეს გახ­ლავთ ვან გო­გის ყუ­რის მოჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სია, თუმ­ცა 2009 წელს გა­მო­ცე­მულ ერთ-ერთ წიგნ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ გო­გენ­მა, რო­მე­ლიც ნი­ჭი­ე­რი მო­ფა­რი­კა­ვე გახ­ლდათ, კა­მა­თის დროს ვან გოგს ყუ­რის ნა­წი­ლი მო­აჭ­რა. ვან გოგ­მა კი იმი­სათ­ვის, რომ მე­გო­ბა­რი და­ეც­ვა და ცი­ხე­ში არ გა­ეშ­ვა, სი­მარ­თლის თქმის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა. მითი და რე­ა­ლო­ბა ერ­თმა­ნეთ­ში აი­რია და ამი­ტო­მაა, რომ დღემ­დე არა­ერ­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვერ­სია არ­სე­ბობს ვან გო­გის ყურ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

4. სა­უ­კე­თე­სო ნა­ხატ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნის დროს შექ­მნა

ვან გოგს სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის ნიშ­ნე­ბი ჰქონ­და. მან ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში ერთი წელი გა­ა­ტა­რა. ამ პე­რი­ოდ­ში შექ­მნი­ლი 100-მდე ნა­ხა­ტი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია „ვარ­სკვლა­ვე­ბი­ა­ნი ღამე“, „ზამ­ბა­ხე­ბი“ და სხვ.

5. არა­სო­დეს და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა და არც შვი­ლე­ბი ჰყო­ლია

ცნო­ბილ მხატ­ვარს სიყ­ვა­რულ­ში არ გა­უ­მარ­თლა. 1880-ია­ნი­წლე­ბის­და­სა­წყის­ში, რო­დე­საცმხატ­ვრო­ბა­სი­წყებ­და­დამ­შობ­ლებ­თა­ნერ­თად­ნი­დერ­ლან­დებ­ში­ცხოვ­რობ­და, თა­ვი­სიქვრი­ვი­ბი­ძაშ­ვი­ლი­შე­უყ­ვარ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქალ­მა ვან გოგს უარი უთხრა, მხატ­ვა­რი და­ნე­ბე­ბას არ აპი­რებ­და, რა­ზეც მისი მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არც ვა­ჟის კა­რი­ე­რუ­ლი არ­ჩე­ვა­ნით იყ­ვნენ კმა­ყო­ფილ­ნი, ძა­ლი­ან ბრა­ზობ­დნენ. შემ­დე­გი ქალი ვან გო­გის ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ფი­ლი მე­ძა­ვი იყო, რო­მელ­საც მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი ჰყავ­და და მხატ­ვრის მო­დე­ლად მუ­შა­ობ­და. მშობ­ლებ­მა ვან გოგს არ­ჩე­ვა­ნი და­უ­წუ­ნეს და შეყ­ვა­რე­ბულ­თა ურ­თი­ერ­თო­ბაც მა­ლე­ვე დას­რულ­და. მხატ­ვარს კი­დევ რამ­დე­ნი­მე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, რო­მელ­თა­გან ოჯა­ხის შექ­მნით ვერ­ცერ­თი ვერ დაგ­ვირ­გვინ­და.

6. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ მისი სიკ­ვდი­ლი არ იყო თვით­მკვლე­ლო­ბა

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, ვან გოგ­მა 1890 წლის 27 ივ­ლისს პუ­რის ყა­ნა­ში ხატ­ვი­სას მუც­ლის არე­ში ჭრი­ლო­ბა მი­ი­ყე­ნა, შემ­დეგ სახ­ლში წა­ვი­და და ორი დღის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა... 2011 წელს ვან გო­გის შე­სა­ხებ ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი გა­მო­ი­ცა, რომ­ლის ავ­ტო­რებ­მაც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი თე­ო­რია შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს: ვან გოგი შემ­თხვე­ვით დაჭ­რა ყმაწ­ვილ­მა, მაგ­რამ მხატ­ვარ­მა სი­მარ­თლე და­მა­ლა, რათა მის­თვის და მისი ოჯა­ხის­თვის პო­ტენ­ცი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა თა­ვი­დან აე­რი­დე­ბი­ნა. ამ მო­საზ­რე­ბის სან­დო­ო­ბას რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი უწყობს ხელს: ია­რა­ღი, რომ­ლი­თაც ვან გოგ­მა „ჭრი­ლო­ბა მი­ი­ყე­ნა“ პუ­რის ყა­ნა­ში სა­ხა­ტავ მა­სა­ლებ­თან ერ­თად არ აღ­მოჩ­ნდა. ამას­თან ერ­თად, ვან გო­გის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და ყა­ნი­დან თა­ვის სახ­ლამ­დე მის­ვლა. თა­ნაც ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სრო­ლის ხმა გა­ი­გო­ნა, აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ხმა არა­თუ ყა­ნი­დან, არა­მედ იმ ად­გი­ლი­დან ნა­ხე­ვარ მი­ლამ­დე მან­ძი­ლი­დან ის­მო­და, სა­დაც მხატ­ვა­რი ცხოვ­რობ­და. იქამ­დე მის­ვლას კი დაჭ­რი­ლი ვან გოგი ნამ­დვი­ლად შეძ­ლებ­და.

7. ვან გო­გის ნა­ხა­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში დიდი როლი ითა­მა­შა მის­მა რძალ­მა

1891 წლის იან­ვარ­ში, ვან გო­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 6 თვის შემ­დეგ, მისი ძმა, თეოც, გარ­და­იც­ვა­ლა. ვან გო­გის ნა­ხა­ტე­ბი და წე­რი­ლე­ბი მის რძალს, ჯო ვან გოგ-ბონ­გერს, დარ­ჩა მემ­კვიდ­რე­ო­ბით. ქალ­მა მიზ­ნად და­ი­სა­ხა ვან გო­გის ნა­მუ­შევ­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და მათი გა­მო­ფე­ნებ­ზე გა­ტა­ნა და­ი­წყო. გარ­და ამი­სა, 1914 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა მხატ­ვრის წე­რი­ლე­ბის კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მკი­თხველს მკა­ფიო წარ­მოდ­გე­ნას უქ­მნი­და ვან გო­გის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. ჯოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მხატ­ვრის მემ­კვიდ­რე­ო­ბა მისი ძმის­შვი­ლის ხელ­ში გა­და­ვი­და, რო­მელ­მაც 1973 წელს ამ­სტერ­დამ­ში ვან გო­გის სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უ­მი და­ა­არ­სა.

ეს მხო­ლოდ 7 ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ფაქ­ტი იყო დიდი მხატ­ვრის შე­სა­ხებ. რე­ა­ლუ­რად, კი­დევ ბევ­რი იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ამ­ბა­ვია, რომ­ლე­ბიც დროს­თან ერ­თად ან აშ­კა­რავ­დე­ბა, ან უფრო იდუ­მა­ლი ხდე­ბა. მა­ნამ­დე კი მხატ­ვრე­ბი­სა და მხატ­ვრო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი, რაც დღე­ი­სათ­ვის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და უტყუ­ა­რია, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ სე­რი­ა­ში „დიდი მხატ­ვრე­ბი“ შე­გიძ­ლი­ათ წა­ი­კი­თხოთ.

„დიდი მხატ­ვრე­ბის“ ალ­ბო­მე­ბით ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვრე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას გა­ეც­ნო­ბით, რო­გო­რი­ცაა: ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი, ვან გოგი, სალ­ვა­დორ დალი, ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნი, პი­კა­სო და სხვ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ციფ­რუ­ლი ბეჭდ­ვის დამ­სა­ხუ­რე­ბით, მხატ­ვრე­ბის უნი­კა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი წიგ­ნებ­ში თით­ქმის სრუ­ლი სი­ზუს­ტი­თაა გა­და­ტა­ნი­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რებს ზედ­მი­წევ­ნი­თი სი­ზუს­ტით და­ი­ნა­ხავთ.

ტექ­ნი­კურ სა­კი­თხთან ერ­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ალ­ბო­მე­ბის ში­ნა­არ­სიც. „დიდი მხატ­ვრე­ბის“ სე­რია თქვენ­თვის ერ­თგვა­რი გზამ­კვლე­ლი გახ­დე­ბა და მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მხატ­ვრე­ბის შე­სა­ხებ აქამ­დე უც­ნობ ბი­ოგ­რა­ფი­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­გაც­ნობთ. მათი პი­რა­დი თუ პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა ორ­მა­გად სა­ინ­ტე­რე­სოა იმი­ტო­მაც, რომ არა­ერთ ნა­ხატს სწო­რედ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ფაქ­ტე­ბი თუ მოვ­ლე­ნე­ბი უდევს სა­ფუძ­ვლად.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის. შე­გიძ­ლი­ათ ყო­ველ­თვი­უ­რად თა­ვად შე­არ­ჩი­ოთ, რო­მე­ლი მხატ­ვრის ალ­ბო­მის მი­ღე­ბა გსურთ თვის ბო­ლოს, ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა სა­იტ­ზე თქვენს საყ­ვა­რელ მხატ­ვარს მის­ცე­თხმა.

მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის მი­ხედ­ვით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მხატ­ვრის ალ­ბო­მი 2021 წლის მა­ი­სი­დან ყო­ველ­თვე გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ი­ცე­მა. მისი შე­ძე­ნა გა­მო­ცე­მი­დან ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

7 უცნობი ფაქტი ვან გოგის ცხოვრებიდან

7 უცნობი ფაქტი ვან გოგის ცხოვრებიდან

მსოფლიოში ცნ;ობილი მხატვრის ვან გოგის ნამუშევრებს სხვა ნახატებისგან აუცილებლად გამოარჩევთ, მაგრამ თავად მის შესახებ რა იცით? პირველი, რაც ვან გოგის ცხოვრების შესახებ ახსენდებათ, ის არის, რომ მხატვარმა ყური მოიჭრა და ის საყვარელ ქალს გაუგზავნა. შეესაბამება ეს ლეგენდა სინამდვილეს?

რას საქმიანობდა ვან გოგი, სანამ თავის ცხოვრებას მხატვრობას დაუკავშირებდა; სად შეიქმნა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნახატები და მართლაც მოიჭრა თუ არა ყური - წაიკითხეთ 7 ნაკლებად ცნობილი ფაქტი დიდი მხატვრის შესახებ.

1. სანამ მხატვარი გახდებოდა, მისი ბევრი საქმიანობა კრახით დასრულდა

16 წლის ასაკში ბიძამისმა ჰააგის ხელოვნების სადილეროში დააწყებინა მუშაობა, სადაც ნახატებს ჰყიდდა. იმავე კომპანიის ლონდონისა და პარიზის ფილიალებშიც მუშაობდა, თუმცა 1876 წელს გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ჯერ ინგლისურის მასწავლებლად იწყებს მუშაობას, შემდეგ წიგნის მაღაზიაში ცდის ბედს. 1878 წელს ბელგიაში, კერძოდ ბორინაჟში, წავიდა. გააჩუქა თავისი ნივთები, იატაკზე ეძინა,სულიერ დახმარებას უწევდა გლეხებს, მაღაროელებს - მოძღვარი გახლდათ. გარკვეული მიზეზების გამო წელიწადზე ნაკლები დროის შემდეგ ვან გოგი გაათავისუფლეს. ახალი კარიერული გაჩერება და ცხოვრებისეული არჩევანი კი ხელოვნებაა - სფერო, რომელმაც სამუდამუდ უკვდავყო ვან გოგის სახელი... თუმცა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ.

2. მისი, როგორც მხატვრის, კარიერა საკმაოდ ხანმოკლე იყო

ვან გოგის სამხატვრო კარიერა 1880 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც თვითნასწავლი მხატვარი ნიდერლანდებში დაბრუნდა და ხელოვნების შესწავლა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ფინანსურად და ემოციურად ვან გოგს ძალიან დაეხმარა უმცროსი ძმა თეო, რომელთან ერთადაც მხატვარი 1886 წელს პარიზში გაემგზავრა. საფრანგეთის დედაქალაქში გატარებული ორი წელი გარდამტეხი აღმოჩნდა. იქ ვან გოგი გაეცნო იმპრესიონისტი და ნეო-იმპრესიონისტი მხატვრების შემოქმედებას, დაიწყო საკუთარი სტილისა და ტექნიკის ჩამოყალიბება-განვითარება. 1888 წელს ვან გოგი საფრანგეთის სამხრეთში გადადის საცხოვრებლად, სადაც მისი შემოქმედება განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 80-იანი წლების ბოლოს მხატვარი ფსიქიკურად დაავადდა, 1890 წელს კი გარდაიცვალა. მხატვარმა აღიარება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა. 1990 წელს, ვან გოგის გარდაცვალებდან 100 წლის შემდეგ, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი „დოქტორ გაჩეტის პორტრეტი“ აუქციონზე რეკორდულ ფასად - 82.5 მლნ დოლარად - გაიყიდა.

3. საეჭვოა, რომ მას მართლაც მოეჭრა ყური

საფრანგეთის სამხრეთში საცხოვრებლად გადასული ვან გოგი იმედოვნებდა, რომ მხატვართა საზოგადოებას ჩამოაყალიბებდა. ამ მიზნით მოიწვია მხატვარი პოლ გოგენი, რომელიც იმ პერიოდში ვან გოგის მსგავსად ჯერ კიდევ არ იყო აღიარებული. რატომღაც, მხატვრებს შორის ურთიერთობა თავიდანვე დაიძაბა.1888 წლის 23 დეკემბერს ისე იკამათეს, რომ გოგენმა ვან გოგის სახლი დატოვა. სამართებლით შეიარაღებული ვან გოგი კოლეგას გაჰყვა, თუმცა მასზე თავდასხმის ნაცვლად შინ დაბრუნდა, მარცხენა ყურის ნაწილი მოიჭრა, გაზეთში გაახვია და მეძავს მისცა. ეს გახლავთ ვან გოგის ყურის მოჭრასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსია, თუმცა 2009 წელს გამოცემულ ერთ-ერთ წიგნში ვკითხულობთ, რომ გოგენმა, რომელიც ნიჭიერი მოფარიკავე გახლდათ, კამათის დროს ვან გოგს ყურის ნაწილი მოაჭრა. ვან გოგმა კი იმისათვის, რომ მეგობარი დაეცვა და ციხეში არ გაეშვა, სიმართლის თქმისგან თავის შეკავება გადაწყვიტა. მითი და რეალობა ერთმანეთში აირია და ამიტომაა, რომ დღემდე არაერთი განსხვავებული ვერსია არსებობს ვან გოგის ყურთან დაკავშირებით.

4. საუკეთესო ნახატთა უმრავლესობა ფსიქიატრიულ კლინიკაში ყოფნის დროს შექმნა

ვან გოგს სიცოცხლის ბოლო წლებში ფსიქიკური აშლილობის ნიშნები ჰქონდა. მან ფსიქიატრიულ კლინიკაში ერთი წელი გაატარა. ამ პერიოდში შექმნილი 100-მდე ნახატიდან აღსანიშნავია „ვარსკვლავებიანი ღამე“, „ზამბახები“ და სხვ.

5. არასოდეს დაქორწინებულა და არც შვილები ჰყოლია

ცნობილ მხატვარს სიყვარულში არ გაუმართლა. 1880-იანიწლებისდასაწყისში, როდესაცმხატვრობასიწყებდადამშობლებთანერთადნიდერლანდებშიცხოვრობდა, თავისიქვრივიბიძაშვილიშეუყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალმა ვან გოგს უარი უთხრა, მხატვარი დანებებას არ აპირებდა, რაზეც მისი მშობლები, რომლებიც არც ვაჟის კარიერული არჩევანით იყვნენ კმაყოფილნი, ძალიან ბრაზობდნენ. შემდეგი ქალი ვან გოგის ცხოვრებაში ყოფილი მეძავი იყო, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავდა და მხატვრის მოდელად მუშაობდა. მშობლებმა ვან გოგს არჩევანი დაუწუნეს და შეყვარებულთა ურთიერთობაც მალევე დასრულდა. მხატვარს კიდევ რამდენიმე წარუმატებელი ურთიერთობა ჰქონდა, რომელთაგან ოჯახის შექმნით ვერცერთი ვერ დაგვირგვინდა.

6. არსებობს ვარაუდი, რომ მისი სიკვდილი არ იყო თვითმკვლელობა

გავრცელებული თეორიის მიხედვით, ვან გოგმა 1890 წლის 27 ივლისს პურის ყანაში ხატვისას მუცლის არეში ჭრილობა მიიყენა, შემდეგ სახლში წავიდა და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა... 2011 წელს ვან გოგის შესახებ ბიოგრაფიული წიგნი გამოიცა, რომლის ავტორებმაც ალტერნატიული თეორია შემოგვთავაზეს: ვან გოგი შემთხვევით დაჭრა ყმაწვილმა, მაგრამ მხატვარმა სიმართლე დამალა, რათა მისთვის და მისი ოჯახისთვის პოტენციური უბედურება თავიდან აერიდებინა. ამ მოსაზრების სანდოობას რამდენიმე ფაქტი უწყობს ხელს: იარაღი, რომლითაც ვან გოგმა „ჭრილობა მიიყენა“ პურის ყანაში სახატავ მასალებთან ერთად არ აღმოჩნდა. ამასთან ერთად, ვან გოგის მდგომარეობაში რთული იქნებოდა ყანიდან თავის სახლამდე მისვლა. თანაც ადამიანი, რომელმაც სროლის ხმა გაიგონა, აღნიშნავდა, რომ ხმა არათუ ყანიდან, არამედ იმ ადგილიდან ნახევარ მილამდე მანძილიდან ისმოდა, სადაც მხატვარი ცხოვრობდა. იქამდე მისვლას კი დაჭრილი ვან გოგი ნამდვილად შეძლებდა.

7. ვან გოგის ნახატების პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა მისმა რძალმა

1891 წლის იანვარში, ვან გოგის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ, მისი ძმა, თეოც, გარდაიცვალა. ვან გოგის ნახატები და წერილები მის რძალს, ჯო ვან გოგ-ბონგერს, დარჩა მემკვიდრეობით. ქალმა მიზნად დაისახა ვან გოგის ნამუშევრების პოპულარიზაცია და მათი გამოფენებზე გატანა დაიწყო. გარდა ამისა, 1914 წელს გამოაქვეყნა მხატვრის წერილების კრებული, რომელიც მკითხველს მკაფიო წარმოდგენას უქმნიდა ვან გოგის ცხოვრების შესახებ. ჯოს გარდაცვალების შემდეგ მხატვრის მემკვიდრეობა მისი ძმისშვილის ხელში გადავიდა, რომელმაც 1973 წელს ამსტერდამში ვან გოგის სახელობის მუზეუმი დააარსა.

ეს მხოლოდ 7 ნაკლებად ცნობილი ფაქტი იყო დიდი მხატვრის შესახებ. რეალურად, კიდევ ბევრი იდუმალებით მოცული ამბავია, რომლებიც დროსთან ერთად ან აშკარავდება, ან უფრო იდუმალი ხდება. მანამდე კი მხატვრებისა და მხატვრობის შესახებ ყველაფერი, რაც დღეისათვის დადასტურებული და უტყუარია, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სერიაში „დიდი მხატვრები“ შეგიძლიათ წაიკითხოთ.

„დიდი მხატვრების“ ალბომებით ყველა დროის საუკეთესო მხატვრების შემოქმედებას გაეცნობით, როგორიცაა: ლეონარდო და ვინჩი, ვან გოგი, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი, პიკასო და სხვ.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული ბეჭდვის დამსახურებით, მხატვრების უნიკალური ხელოვნების ნიმუშები წიგნებში თითქმის სრული სიზუსტითაა გადატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი საყვარელი მხატვრების ნამუშევრებს ზედმიწევნითი სიზუსტით დაინახავთ.

ტექნიკურ საკითხთან ერთად მნიშვნელოვანია ალბომების შინაარსიც. „დიდი მხატვრების“ სერია თქვენთვის ერთგვარი გზამკვლელი გახდება და მსოფლიოში აღიარებული მხატვრების შესახებ აქამდე უცნობ ბიოგრაფიულ ინფორმაციას გაგაცნობთ. მათი პირადი თუ პროფესიული ცხოვრება ორმაგად საინტერესოა იმიტომაც, რომ არაერთ ნახატს სწორედ ცხოვრებისეული ფაქტები თუ მოვლენები უდევს საფუძვლად.

ეს ყველაფერი არ არის. შეგიძლიათ ყოველთვიურად თავად შეარჩიოთ, რომელი მხატვრის ალბომის მიღება გსურთ თვის ბოლოს, ამისათვის საჭიროა საიტზე თქვენს საყვარელ მხატვარს მისცეთხმა.

მიღებული ხმების მიხედვით გამარჯვებული მხატვრის ალბომი 2021 წლის მაისიდან ყოველთვე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა. მისი შეძენა გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი.

ნეტავ, გულის გულამდე გვეგრძნოს საკუთარი დაცემულობა და ცოდვების სიმრავლე -დღეს დიდმარხვა იწყება!

უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის მესამე ტომი ჟურნალ „გზასთან“ ერთად

18 მარტიდან New York Times-ის ბესტსელერი - რუტა სეპეტისის „რუხ ჩრდილებს შორის“ -ჟურნალ „გზასთან“ ერთად