Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ციხეში რომ ინტერნეტი იყოს, აქ შეიძლება კაცს დიდი ხნით დარჩენაზეც ეფიქრა" - ნიკა მელიას წერილი რუსთავის ციხიდან
"ციხეში რომ ინტერნეტი იყოს, აქ შეიძლება კაცს დიდი ხნით დარჩენაზეც ეფიქრა" - ნიკა მელიას წერილი რუსთავის ციხიდან

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი, რუს­თა­ვის ცი­ხი­დან "ფე­ის­ბუქ­ზე" წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გა­მარ­ჯო­ბა ყვე­ლას. მგო­ნი, ყვე­ლა­ზე მე­ტად facebook სივ­რცე­ში ყოფ­ნა მო­მე­ნატ­რა. ცი­ხე­ში რომ ინ­ტერ­ნე­ტი იყოს, აქ შე­იძ­ლე­ბა კაცს დიდი ხნით დარ­ჩე­ნა­ზეც ეფიქ­რა სა­კან­ში პირ­ვე­ლი 3-4 დღე გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს ვე­ძებ­დი... მერე კი, შე­ვე­გუე, რომ ოფის­ში დამ­რჩა ერთი სი­ტყვით, ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რეთ...

ბევ­რს აღარ დავ­წერ, ისე­დაც გრძე­ლი წე­რი­ლი გა­მო­მი­ვი­და.

ცი­ხი­დან ვა­დევ­ნებ თვალს იმ უზარ­მა­ზარ მხარ­და­ჭე­რას, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი ამი­რე­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბის­გან იღებს. მათ სჯე­რათ ქარ­თვე­ლე­ბის კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და სჯე­რათ, რომ შევ­ძლებთ ამ კრი­ზი­სი­დან უფრო ძლი­ე­რე­ბი გა­მო­ვი­დეთ.ეს მხარ­და­ჭე­რა ძა­ლას და მო­ტი­ვა­ცი­ას მმა­ტებს, აქ ცი­ხე­ში.

პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც შარლ მი­შე­ლის მე­დი­ა­ცი­ით და­ი­წყო, უდი­დე­სი შან­სია, რომ პო­ლი­ტი­კურ ჩიხს თავი და­ვაღ­წი­ოთ და ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ახა­ლი ფან­ჯა­რა გავ­ხსნათ. ამის­თვის სა­ჭი­როა, ამ მხარ­და­ჭე­რას ბო­ლომ­დე ჩა­ვე­ჭი­დოთ, სწო­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის ძა­ლის­ხმე­ვა, რო­მელ­საც ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­სარ­ჩე­ნად იჩე­ნენ და ეს კე­თილ­გან­წო­ბა არ გავფლან­გოთ. ამის­თვის სა­ჭი­როა, ოლი­გარ­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უპი­რო­ბოდ გა­დად­გას ის ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლის­კე­ნაც მას ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ.

ჩვენ რე­ა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა უნდა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად რე­ა­ლუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი შე­ვი­მუ­შა­ვოთ. ეს უნი­კა­ლუ­რი შან­სი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ და ის რე­ფორ­მე­ბი გა­ვა­ტა­როთ, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფოს შტო­ებს ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბელს გახ­დის, რაც მოგ­ვცემს იმის გა­რან­ტი­ას, რომ, ვინც არ უნდა მო­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ოპო­ზი­ცი­ას პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად ბერ­კე­ტე­ბი ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ვე­ღარ მო­ექ­ცე­ვი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის გავ­ლე­ნის ქვეშ. და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ამ რე­ფორ­მე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა.

ქარ­თულ ოც­ნე­ბას ქვეყ­ნის უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­საყ­ვა­ნად, სო­ცი­ა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და ჯან­დაც­ვის კრი­ზი­სე­ბის და­საძ­ლე­ვად, რო­მელ­თაც დრა­მა­ტუ­ლად მძი­მე მას­შტა­ბებს მი­აღ­წი­ეს აღა­რა­ნა­ი­რი რე­სურ­სი აღარ დარ­ჩა. ჩვენ გვჭირ­დე­ბა ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად არ­ჩე­უ­ლი ახა­ლი კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა, რო­მელ­საც მო­სახ­ლე­ო­ბის ნდო­ბის მან­და­ტი ექ­ნე­ბა და ახა­ლი ძა­ლი­თა და ენერ­გი­ით უმ­ძი­მე­სი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას შეძ­ლებს.

ჩვენ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ურ­თუ­ლე­სი ოც­და­ა­თწ­ლი­ა­ნი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რეთ, ენით აღუ­წე­რელ სირ­თუ­ლე­ებს გა­ვუ­ძე­ლით და ყო­ველ­თვის წინ მივ­დი­ო­დით - ზოგ­ჯერ პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბით, ზოგ­ჯერ დიდი ნახ­ტო­მე­ბით. ჩვენ შევ­ძე­ლით არ­შემ­დგა­რი სა­ხელ­მწი­ფო­დან რე­გი­ონ­ში სა­მა­გა­ლი­თო ქვე­ყა­ნა გავმხდა­რი­ყა­ვით. ამ გზა­ზე ბევ­რი ძა­ლი­ან მძი­მე შეც­დო­მაც და­ვუშ­ვით, მაგ­რამ მათ­მა გა­ა­ნა­ლი­ზე­ბამ, დიდ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და სიბ­რძნეს­თან ერ­თად, ცოდ­ნა შეგვძი­ნა, რო­გორ აღარ უნდა გა­ვი­მე­ო­როთ ისი­ნი. ჩვენ ჯერ კი­დევ გვაქვს ძლი­ე­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი და გვყავს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის ახა­ლი თა­ო­ბა - თა­ვი­ანთ სფე­რო­ებ­ში ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი.

ამი­ტომ, ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს იმის­თვის, რომ ერ­თმა­ნეთს ხელი ჩავ­ჭი­დოთ და ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის იმ ღრმა უფსკრულ­ში არ გა­და­ვეშ­ვათ, რო­მელ­საც ერთი ნა­ბი­ჯი გვა­შო­რებს. ამი­ტომ, კი­დევ უფრო მე­ტად უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ, უარი ვთქვათ იმ­პულ­სურ და ემო­ცი­ურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე, ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგათ და კრი­ზი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბად ვაქ­ცი­ოთ.

რუს­თა­ვის ციხე, სა­კა­ნი #224

13.03.21. 01:40 სთ.

P.S.100 წლის წინ, ზუს­ტად ამ დროს, ჩვენ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა დავ­კარ­გეთ. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა იყო, რო­მე­ლიც უბ­რძოლ­ვე­ლად არ და­ნებ­და და 5 კვი­რა და­სავ­ლე­თის­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი წი­თელ ურჩხულ­თან უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში იბ­რძო­და.დღეს, ჩვენ მარ­ტო არ ვართ, ჩვენს გვერ­დით ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი არი­ან. ისი­ნი, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბის სჯე­რათ, მაგ­რამ, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ჩვენ უნდა ვირ­წმუ­ნოთ", - წერს ნიკა მე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მელიას
158

კაია არა, ხოდა იჯექი, შენი ადგილი მანდ არის, დაურეკე იმ დორბლიანსაც და მოისვი გვერდზე...

ლია
162

შენ რომ იმ პირობებში იყო, როგორიც თქვენი ხელისუფლების დროს იყო ციხეში ხალხი, შენ რომ ისევე გექცეოდნენ, როგორც თქვენ სულხან მოლაშვილს მოექეცით, ნეტავ მერე თუ იქნებოდი ამ მხიარული პოსტების წერის ხასიათზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ციხეში რომ ინტერნეტი იყოს, აქ შეიძლება კაცს დიდი ხნით დარჩენაზეც ეფიქრა" - ნიკა მელიას წერილი რუსთავის ციხიდან

"ციხეში რომ ინტერნეტი იყოს, აქ შეიძლება კაცს დიდი ხნით დარჩენაზეც ეფიქრა" - ნიკა მელიას წერილი რუსთავის ციხიდან

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, რუსთავის ციხიდან "ფეისბუქზე" წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გამარჯობა ყველას. მგონი, ყველაზე მეტად facebook სივრცეში ყოფნა მომენატრა. ციხეში რომ ინტერნეტი იყოს, აქ შეიძლება კაცს დიდი ხნით დარჩენაზეც ეფიქრა საკანში პირველი 3-4 დღე გაღვიძებისთანავე მობილურ ტელეფონს ვეძებდი... მერე კი, შევეგუე, რომ ოფისში დამრჩა ერთი სიტყვით, ძალიან მომენატრეთ...

ბევრს აღარ დავწერ, ისედაც გრძელი წერილი გამომივიდა.

ციხიდან ვადევნებ თვალს იმ უზარმაზარ მხარდაჭერას, რასაც საქართველო ჩვენი ამირეკელი და ევროპელი მეგობრებისგან იღებს. მათ სჯერათ ქართველების კეთილგონიერების, დემოკრატიული ინსტიტუტების და სჯერათ, რომ შევძლებთ ამ კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვიდეთ.ეს მხარდაჭერა ძალას და მოტივაციას მმატებს, აქ ციხეში.

პროცესი, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით დაიწყო, უდიდესი შანსია, რომ პოლიტიკურ ჩიხს თავი დავაღწიოთ და ქვეყნის მომავლისთვის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გავხსნათ. ამისთვის საჭიროა, ამ მხარდაჭერას ბოლომდე ჩავეჭიდოთ, სწორად გამოვიყენოთ ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი მეგობრები საქართველოს სახელმწიფოს გადასარჩენად იჩენენ და ეს კეთილგანწობა არ გავფლანგოთ. ამისთვის საჭიროა, ოლიგარქის ხელისუფლებამ უპირობოდ გადადგას ის ნაბიჯები, რომლისკენაც მას ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ.

ჩვენ რეალური საარჩევნო რეფორმა უნდა განვახორციელოთ და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური გავლენისგან გასათავისუფლებლად რეალური მექანიზმები შევიმუშავოთ. ეს უნიკალური შანსი უნდა გამოვიყენოთ და ის რეფორმები გავატაროთ, რომლებიც სახელმწიფოს შტოებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელს გახდის, რაც მოგვცემს იმის გარანტიას, რომ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ოპოზიციას პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად ბერკეტები ყოველთვის ექნება და დამოუკიდებელი ინსტიტუტები ვეღარ მოექცევიან ხელისუფლების პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ. და რაც ყველაზე მთავარია, ამ რეფორმების პარალელურად, სასიცოცხლოდ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

ქართულ ოცნებას ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსაყვანად, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისების დასაძლევად, რომელთაც დრამატულად მძიმე მასშტაბებს მიაღწიეს აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა. ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნების შედეგად არჩეული ახალი კოალიციური მთავრობა, რომელსაც მოსახლეობის ნდობის მანდატი ექნება და ახალი ძალითა და ენერგიით უმძიმესი პრობლემების მოგვარებას შეძლებს.

ჩვენ დამოუკიდებლობის ურთულესი ოცდაათწლიანი პერიოდი გამოვიარეთ, ენით აღუწერელ სირთულეებს გავუძელით და ყოველთვის წინ მივდიოდით - ზოგჯერ პატარა ნაბიჯებით, ზოგჯერ დიდი ნახტომებით. ჩვენ შევძელით არშემდგარი სახელმწიფოდან რეგიონში სამაგალითო ქვეყანა გავმხდარიყავით. ამ გზაზე ბევრი ძალიან მძიმე შეცდომაც დავუშვით, მაგრამ მათმა გაანალიზებამ, დიდ გამოცდილებასა და სიბრძნესთან ერთად, ცოდნა შეგვძინა, როგორ აღარ უნდა გავიმეოროთ ისინი. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ძლიერი თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი და გვყავს სამოქალაქო აქტივისტების ახალი თაობა - თავიანთ სფეროებში ძალიან წარმატებული ახალგაზრდები.

ამიტომ, ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ და ავტორიტარიზმის იმ ღრმა უფსკრულში არ გადავეშვათ, რომელსაც ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ამიტომ, კიდევ უფრო მეტად უნდა გავერთიანდეთ, უარი ვთქვათ იმპულსურ და ემოციურ გადაწყვეტილებებზე, ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადავდგათ და კრიზისი შესაძლებლობად ვაქციოთ.

რუსთავის ციხე, საკანი #224

13.03.21. 01:40 სთ.

P.S.100 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, ჩვენ დამოუკიდებლობა და თავისუფლება დავკარგეთ. მაშინ საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც უბრძოლველად არ დანებდა და 5 კვირა დასავლეთისგან მიტოვებული წითელ ურჩხულთან უთანასწორო ბრძოლაში იბრძოდა.დღეს, ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენს გვერდით ჩვენი მეგობრები არიან. ისინი, ვისაც საქართველოს წარმატების სჯერათ, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების ჩვენ უნდა ვირწმუნოთ", - წერს ნიკა მელია.

"მთავრობის გადაწყვეტილებით, ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება" - პრემიერი

"ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა პოზნერს და პირიდან ლუკმა გააგდებინა" - ალეკო ელისაშვილი

"არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს" - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პოზნერის ვიზიტზე