სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„მეამაყება, რომ გლობალური სტარტაპ ფონდის საქმიანობაში მისი დაარსების დღიდან ჩართულები ვართ“ - რან გიდორი, ისრაელის ელჩი საქართველოში
„მეამაყება, რომ გლობალური სტარტაპ ფონდის საქმიანობაში მისი დაარსების დღიდან ჩართულები ვართ“ - რან გიდორი, ისრაელის ელჩი საქართველოში

გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დი პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტარ­ტაპ ფონ­დია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც 2019 წელს, ის­რა­ე­ლის სი­ლი­კონ ვა­დის­თან პარტნი­ო­რო­ბით სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ფუძნ­და და მიზ­ნად ისა­ხავს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი სტარ­ტა­პე­ბის მხარ­და­ჭე­რას გლო­ბა­ლურ ბაზ­რებ­ზე მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში.

გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა შეხ­ვედ­რა ქვეყ­ნის მო­წი­ნა­ვე სტარ­ტა­პებ­თან მათი შემ­დგო­მი და­ფი­ნან­სე­ბი­სა და პარტნი­ო­რო­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლის გან­სა­ხილ­ვე­ლად.

ღო­ნის­ძი­ე­ბა 2021 წლის მა­ის­ში მე­სა­მედ, გაზ­რდი­ლი მას­შტა­ბი­თჩა­ტარ­დე­ბა. ის გა­ა­ერ­თი­ა­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს, მსხვილ ინ­ვეს­ტო­რებს და სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის გა­მორ­ჩე­ულ მო­ნა­წი­ლე­ებს მსოფ­ლი­ო­დან.

რან გი­დო­რი, ის­რა­ე­ლის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში: „ის­რა­ე­ლის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში 1992 წელს გა­იხ­სნა და მას შემ­დეგ კერ­ძო და სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ეკო­სის­ტე­მის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტო­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ეკო­სის­ტე­მის შექ­მნა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და გლო­ბა­ლურ სტარ­ტაპ ფონდს. გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დი ქარ­თუ­ლი სტარ­ტაპ კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ძი­რი­თად საყ­რდენს წარ­მო­ად­გენს. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მისი და­არ­სე­ბის დღი­დან ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ. ის უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს ახალ­გაზ­რდა ინო­ვა­ტო­რებს და მე­წარ­მე­ებს, მი­ი­ღონ ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა და შე­ი­ძი­ნონ პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი, რათა შემ­დგომ­ში სა­კუ­თა­რი ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბა შეძ­ლონ.“

მენი ბე­ნი­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პა­ტიო კონ­სუ­ლი ის­რა­ელ­ში: „მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­დუსტრია ეკო­ნო­მი­კის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ამ ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბა გარ­დამ­ტე­ხი შე­იძ­ლე­ბა იყოს და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის კურ­სი რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს. ვიცი, რო­გო­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ის­რა­ე­ლის კომ­პა­ნი­ებს, ინ­ვეს­ტო­რებს, სტარ­ტა­პებს და სა­ქარ­ვე­ლოს სტარ­ტაპ ინ­დუსტრი­ას შო­რის. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და გა­მოვ­ყო გა­ნათ­ლე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის, ინ­ვეს­ტო­რე­ბის, ის­რა­ე­ლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დის მხარ­და­ჭე­რა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. 5-10 წლი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ გა­ნათ­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ალს, მო­ტი­ვი­რე­ბულ ახალ­გაზ­რდებს, აკა­დე­მი­ურ გა­რე­მოს. მა­გა­ლი­თის­თვის შეგ­ვიძ­ლია მო­ვიყ­ვა­ნოთ ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სხვა სა­ჯა­რო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გუ­ლის­ხმოა Webiz -თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ერ­თგვარ სათ­ბურს წარ­მო­ად­გენს ბევ­რი ქარ­თუ­ლი და ებ­რა­უ­ლი სტარ­ტა­პის­თვის. ჩემს უკან დგას ასზე მეტი დე­ვე­ლო­პე­რი სა­ქარ­თვე­ლო­დან, რომ­ლე­ბიც ის­რა­ე­ლის კომ­პა­ნი­ებ­ში არი­ან და­საქ­მე­ბულ­ნი. მათ ასე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით შე­უძ­ლი­ათ იმუ­შა­ონ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, გა­ა­ვი­თა­რონ სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბი, ოც­ნე­ბე­ბი, შექ­მნან პროგ­რა­მე­ბი და სა­ზღვრებს გას­ცდნენ. ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბულ კომ­პა­ნი­ე­ბად ვაქ­ცი­ოთ.“

ეალ ბა­რო­ზი, გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დი, Webiz: სა­ქარ­თვე­ლოს გა­აჩ­ნია პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ რე­გი­ო­ნის სი­ლი­კონ ველი გახ­დეს. მე აქ ორი წე­ლია ვიმ­ყო­ფე­ბი და ვთა­ნამ­შრომ­ლობ 150-ზე მეტ დე­ვე­ლო­პერ­თან, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი. ის­რა­ე­ლის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ცოდ­ნი­სა და ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ნი­ჭის კომ­ბი­ნა­ცია და შე­სა­ნიშ­ნა­ვი კულ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ასე ჰგავს ებ­რა­ულ კულ­ტუ­რას, სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს ხიდი გავ­დოთ, ერ­თბ­ლი­ვად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ ნამ­დვი­ლად კარ­გი სტარ­ტა­პე­ბი და მო­ვი­ზი­დოთ ინ­ვეს­ტო­რე­ბი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რა გა­და­სა­ხა­დე­ბის კუ­თხით. ვი­მე­დოვ­ნებთ, მხარ­და­ჭე­რა გაგ­რძელ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის, ასე­ვე ფონ­დე­ბის მო­ძი­ე­ბის კუ­თხი­თაც. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი სა­ქარ­თვე­ლოს მიმ­ზიდ­ველს გახ­დის ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის არა მხო­ლოდ ის­რა­ე­ლი­დან, არა­მედ მსოფ­ლი­ო­დან. ვფიქ­რობ, რომ მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე წელ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის და აქ სა­ცხოვ­რებ­ლად. ეს არის მო­მავ­ლის ტენ­დენ­ცია, რაც აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა. ქარ­თულ სტარ­ტა­პებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ ყვე­ლა იმ პრო­ცე­სის ნა­წი­ლი გახ­დნენ, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეს კი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და­აჩ­ქა­რებს და სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­იყ­ვანს. იმე­დი მაქვს, შევ­ხვდე­ბი ბევრ კარგ სტარ­ტაპს და მათ­ში არა მხო­ლოდ ფი­ნან­სურ, არა­მედ ცოდ­ნის და უნა­რე­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ა­საც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ.“

გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის ღო­ნის­ძი­ე­ბა წელს მე­სა­მედ ტარ­დე­ბა. ფონ­დის ინ­ვეს­ტო­რებ­მა რამ­დე­ნი­მე ინ­ვეს­ტი­ცია უკვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. პირ­ვე­ლი მსხვი­ლი და­ფი­ნან­სე­ბა 2019 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს მხარ­და­ჭე­რით, 1 300 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, სტარ­ტაპ Echolize-ში გა­ნა­ხორ­ცი­ელ­და. და­ფი­ნან­სე­ბა სტარ­ტა­პის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი აღ­მოჩ­ნდა და მიმ­დი­ნა­რე წელს უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე გას­ვლა­საც გეგ­მავს.

ლადი გა­ბუ­ნია, Echolize-ის თა­ნამ­და­ფუძ­ნე­ბე­ლი: „საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე ტექ­ნი­კუ­რი გუნ­დიც არ გვყავ­და. ინ­ვეს­ტო­რე­ბი ამა­შიც დაგ­ვეხ­მარ­ნენ. „ვე­ბი­ზი“ აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ჩვე­ნი გუნ­დის შექ­მნის პრო­ცეს­ში. მათი დახ­მა­რე­ბით გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში გა­მო­ვუშ­ვით პლატ­ფორ­მა Echolize, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ობს. 2021 წლის აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში კი ვუშ­ვებთ აპ­ლი­კა­ცი­ას კრე­ა­ტო­რე­ბი­სა და ინფლუ­ენ­სე­რე­ბის­თვის, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც უკ­რა­ნი­სა და სხვა ქვეყ­ნე­ბის ბა­ზარ­ზეც შე­ვალთ.“

სტარ­ტა­პებს მიმ­დი­ნა­რე წელს გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რებ­თან შე­სახ­ვედ­რად რე­გის­ტრა­ცია მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე შე­უძ­ლი­ათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

„მეამაყება, რომ გლობალური სტარტაპ ფონდის საქმიანობაში მისი დაარსების დღიდან ჩართულები ვართ“ - რან გიდორი, ისრაელის ელჩი საქართველოში

„მეამაყება, რომ გლობალური სტარტაპ ფონდის საქმიანობაში მისი დაარსების დღიდან ჩართულები ვართ“ - რან გიდორი, ისრაელის ელჩი საქართველოში

გლობალური სტარტაპ ფონდი პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდია საქართველოში, რომელიც 2019 წელს, ისრაელის სილიკონ ვადისთან პარტნიორობით სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე დაფუძნდა და მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას გლობალურ ბაზრებზე მდგრადი განვითარების პროცესში.

გლობალური სტარტაპ ფონდის ორგანიზებით, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მონაწილეობით, ყოველწლიურად იმართება შეხვედრა ქვეყნის მოწინავე სტარტაპებთან მათი შემდგომი დაფინანსებისა და პარტნიორობის პოტენციალის განსახილველად.

ღონისძიება 2021 წლის მაისში მესამედ, გაზრდილი მასშტაბითჩატარდება. ის გააერთიანებს საერთაშორისო პარტნიორებს, მსხვილ ინვესტორებს და სტარტაპ ეკოსისტემის გამორჩეულ მონაწილეებს მსოფლიოდან.

რან გიდორი, ისრაელის ელჩი საქართველოში: „ისრაელის საელჩო საქართველოში 1992 წელს გაიხსნა და მას შემდეგ კერძო და სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობით საქართველოში მაღალტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნის ინიციატორია. აღნიშნული ეკოსისტემის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და გლობალურ სტარტაპ ფონდს. გლობალური სტარტაპ ფონდი ქართული სტარტაპ კომპანიებისთვის ძირითად საყრდენს წარმოადგენს. მეამაყება, რომ გლობალური სტარტაპ ფონდის საქმიანობაში მისი დაარსების დღიდან ჩართულები ვართ. ის უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს ახალგაზრდა ინოვატორებს და მეწარმეებს, მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა და შეიძინონ პროფესიული უნარები, რათა შემდგომში საკუთარი ოცნებების ასრულება შეძლონ.“

მენი ბენიში, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში: „მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოსთვის ამ ინდუსტრიის განვითარება გარდამტეხი შეიძლება იყოს და ქვეყნის განვითარების კურსი რადიკალურად შეცვალოს. ვიცი, როგორი თანამშრომლობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ისრაელის კომპანიებს, ინვესტორებს, სტარტაპებს და საქარველოს სტარტაპ ინდუსტრიას შორის. განსაკუთრებით მინდა გამოვყო განათლების, განვითარების ცენტრის, ინვესტორების, ისრაელის საინვესტიციო ფონდის, საერთაშორისო საინვესტიციო ფონდის მხარდაჭერა და თანამშრომლობა. 5-10 წლიან პერსპექტივაში საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ განათლების პოტენციალს, მოტივირებულ ახალგაზრდებს, აკადემიურ გარემოს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და სხვა საჯარო უნივერსიტეტები. განსაკუთრებით საგულისხმოა Webiz -თან თანამშრომლობა, რომელიც ერთგვარ სათბურს წარმოადგენს ბევრი ქართული და ებრაული სტარტაპისთვის. ჩემს უკან დგას ასზე მეტი დეველოპერი საქართველოდან, რომლებიც ისრაელის კომპანიებში არიან დასაქმებულნი. მათ ასეთივე წარმატებით შეუძლიათ იმუშაონ საქართველოსთვის, საკუთარი თავისთვის, გაავითარონ საკუთარი იდეები, ოცნებები, შექმნან პროგრამები და საზღვრებს გასცდნენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქართული კომპანიები საერთაშორისო წარმატებულ კომპანიებად ვაქციოთ.“

ეალ ბაროზი, გლობალური სტარტაპ ფონდი, Webiz: საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რომ რეგიონის სილიკონ ველი გახდეს. მე აქ ორი წელია ვიმყოფები და ვთანამშრომლობ 150-ზე მეტ დეველოპერთან, რომლებიც საერთაშორისო პროექტებში არიან ჩართული. ისრაელის ტექნოლოგიების ინდუსტრიის წარმომადგენლების ცოდნისა და ქართველი ახალგაზრდების ნიჭის კომბინაცია და შესანიშნავი კულტურა, რომელიც ასე ჰგავს ებრაულ კულტურას, საშუალებას მოგვცემს ხიდი გავდოთ, ერთბლივად ჩამოვაყალიბოთ ნამდვილად კარგი სტარტაპები და მოვიზიდოთ ინვესტორები. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა გადასახადების კუთხით. ვიმედოვნებთ, მხარდაჭერა გაგრძელდება განათლების, ასევე ფონდების მოძიების კუთხითაც. ეს ყველაფერი კი საქართველოს მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის არა მხოლოდ ისრაელიდან, არამედ მსოფლიოდან. ვფიქრობ, რომ მომდევნო რამდენიმე წელში საქართველოში ათასობით ადამიანი ჩამოვა ინვესტიციების განხორციელებისთვის და აქ საცხოვრებლად. ეს არის მომავლის ტენდენცია, რაც აუცილებლად მოხდება. ქართულ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ ყველა იმ პროცესის ნაწილი გახდნენ, რომელიც მსოფლიოში ამჟამად მიმდინარეობს. ეს კი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააჩქარებს და საქართველოს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. იმედი მაქვს, შევხვდები ბევრ კარგ სტარტაპს და მათში არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ ცოდნის და უნარების ინვესტიციასაც განვახორციელებთ.“

გლობალური სტარტაპ ფონდის ღონისძიება წელს მესამედ ტარდება. ფონდის ინვესტორებმა რამდენიმე ინვესტიცია უკვე განახორციელეს. პირველი მსხვილი დაფინანსება 2019 წელს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 1 300 000 ლარის ოდენობით, სტარტაპ Echolize-ში განახორციელდა. დაფინანსება სტარტაპისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა და მიმდინარე წელს უკვე საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც გეგმავს.

ლადი გაბუნია, Echolize-ის თანამდაფუძნებელი: „საქმიანობის დაწყების საწყის ეტაპზე ტექნიკური გუნდიც არ გვყავდა. ინვესტორები ამაშიც დაგვეხმარნენ. „ვებიზი“ აქტიურად იყო ჩართული ჩვენი გუნდის შექმნის პროცესში. მათი დახმარებით გასული წლის ივლისში გამოვუშვით პლატფორმა Echolize, რომელიც საქართველოში მუშაობს. 2021 წლის აპრილის დასაწყისში კი ვუშვებთ აპლიკაციას კრეატორებისა და ინფლუენსერებისთვის, რომლის საშუალებითაც უკრანისა და სხვა ქვეყნების ბაზარზეც შევალთ.“

სტარტაპებს მიმდინარე წელს გლობალური სტარტაპ ფონდის ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან შესახვედრად რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე შეუძლიათ.

თბილისში 9 ადამიანი, სავარაუდოდ, შაურმით მოიწამლა

"ხალხო, ავიცერი! ერთადერთი რაც შეიცვალა, ვაიფაის რაღაცნაირად თავისით ვუკავშირდები" - კამპანია #მეავიცერი და ვაქცინირებულთა პოსტები

ხვალიდან დათბება - სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს