სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხო, ავიცერი! ერთადერთი რაც შეიცვალა, ვაიფაის რაღაცნაირად თავისით ვუკავშირდები" - კამპანია #მეავიცერი და ვაქცინირებულთა პოსტები
"ხალხო, ავიცერი! ერთადერთი რაც შეიცვალა, ვაიფაის რაღაცნაირად თავისით ვუკავშირდები" - კამპანია #მეავიცერი და ვაქცინირებულთა პოსტები

დღეს, 15 მარტს სა­ქარ­თვე­ლო­ში AstraZeneca-ს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აცრა და­ი­წყო. პირ­ველ რიგ­ში, ვაქ­ცი­ნას კლი­ნი­კე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს გა­უ­კე­თე­ბენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ექი­მე­ბის ნა­წილ­მა ვაქ­ცი­ნა პირ­და­პირ ეთერ­ში მი­ი­ღო.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს კამ­პა­ნია #მე­ა­ვი­ცე­რი და ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სწო­რედ ამ ჰეშ­თე­გით აქ­ვეყ­ნე­ბენ პოს­ტებს და სხვებ­საც მო­უ­წო­დე­ბენ ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის­კენ, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, "ვაქ­ცი­ნა­ცია პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი გზაა."

ვნა­ხოთ, რას წე­რენ "ფე­ის­ბუქ­ში" ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა უკვე მი­ი­ღეს.

დი­მიტ­რი კო­ჩა­ძე:

"ხალ­ხო ავი­ცე­რი! არა­ფე­რი სა­ში­ში არაა, არც გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი, არც არა­ფე­რი. ერ­თა­დერ­თი რაც შე­იც­ვა­ლა, სახ­ლში რომ შევ­დი­ვარ, ვა­ი­ფა­ის რა­ღაც­ნა­ი­რად თა­ვი­სით ვუ­კავ­შირ­დე­ბი."

ბექა ჩა­ფი­ჩა­ძე:

#მე­ა­ვი­ცე­რი #მე­და­ვი­ჩი­პე...არა­ფე­რი სა­ში­ში თავს მშვე­ნივ­რად ვგრძნობ პ.ს. ნუ მა­ინც და­მაკ­ვირ­დით თუ არ წა­ვიქ­ციე თავი, მა­შინ ყვე­ლა­ნი ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე!"

შო­თი­კო მუნ­ჯიშ­ვი­ლი:

"1st shot, პირ­ვე­ლი დოზა ! ერ­თად და­ვას­რუ­ლოთ პან­დე­მია!"

ნინო კან­დე­ლა­კი:

"ახლა კლი­ნი­კა­ში ვარ. ცოტა ხანს კი­დევ აქ უნდა ვიყო... 10:00 სა­ათ­ზე ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი ალ­ბათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინც აიც­რა (აცრა მე­კუთ­ვნო­და, რო­გორც კლი­ნი­კის თა­ნამ­შრო­მელს, ექი­მი არ ვარ) თავს კარ­გად ვგრძნობ, მე­ო­რე დო­ზას ოთხი­დან-ექვს კვი­რა­ში გა­ვი­კე­თებ".

ტა­ტი­ა­ნა გვე­ნე­ტა­ძე:

"15.03.21, 11:10 აც­რის დღე ჩი­პის დამ­ტე­ნიც მო­მა­წი­ეთ... მე ავი­ცე­რი კო­ვიდ­ზე. იმუ­ნი­ზა­ცია პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სია, მალე ყვე­ლას ჩა­გე­ხუ­ტე­ბით".

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბრავისიმოო
19

ese dascinodnen ucxoeli eqimebic samcxarod bevri gardaicvala

beso
9

ვიცინე, კარგია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ხალხო, ავიცერი! ერთადერთი რაც შეიცვალა, ვაიფაის რაღაცნაირად თავისით ვუკავშირდები" - კამპანია #მეავიცერი და ვაქცინირებულთა პოსტები

"ხალხო, ავიცერი! ერთადერთი რაც შეიცვალა, ვაიფაის რაღაცნაირად თავისით ვუკავშირდები" - კამპანია #მეავიცერი და ვაქცინირებულთა პოსტები

დღეს, 15 მარტს საქართველოში AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყო. პირველ რიგში, ვაქცინას კლინიკების თანამშრომლებს, სამედიცინო პერსონალს გაუკეთებენ. საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმების ნაწილმა ვაქცინა პირდაპირ ეთერში მიიღო.

სოციალურ ქსელში კი აქტიურად მიმდინარეობს კამპანია #მეავიცერი და ვაქცინირებული ადამიანები სწორედ ამ ჰეშთეგით აქვეყნებენ პოსტებს და სხვებსაც მოუწოდებენ ამ ნაბიჯის გადადგმისკენ, ვინაიდან, როგორც სპეციალისტები ამბობენ, "ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა."

ვნახოთ, რას წერენ "ფეისბუქში" ის ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე მიიღეს.

დიმიტრი კოჩაძე:

"ხალხო ავიცერი! არაფერი საშიში არაა, არც გვერდითი ეფექტები, არც არაფერი. ერთადერთი რაც შეიცვალა, სახლში რომ შევდივარ, ვაიფაის რაღაცნაირად თავისით ვუკავშირდები."

ბექა ჩაფიჩაძე:

#მეავიცერი #მედავიჩიპე...არაფერი საშიში თავს მშვენივრად ვგრძნობ პ.ს. ნუ მაინც დამაკვირდით თუ არ წავიქციე თავი, მაშინ ყველანი ვაქცინაციაზე!"

შოთიკო მუნჯიშვილი:

"1st shot, პირველი დოზა ! ერთად დავასრულოთ პანდემია!"

ნინო კანდელაკი:

"ახლა კლინიკაში ვარ. ცოტა ხანს კიდევ აქ უნდა ვიყო... 10:00 საათზე ერთ-ერთი პირველი ვიყავი ალბათ საქართველოში ვინც აიცრა (აცრა მეკუთვნოდა, როგორც კლინიკის თანამშრომელს, ექიმი არ ვარ) თავს კარგად ვგრძნობ, მეორე დოზას ოთხიდან-ექვს კვირაში გავიკეთებ".

ტატიანა გვენეტაძე:

"15.03.21, 11:10 აცრის დღე ჩიპის დამტენიც მომაწიეთ... მე ავიცერი კოვიდზე. იმუნიზაცია პანდემიის დასასრულის დასაწყისია, მალე ყველას ჩაგეხუტებით".

პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

"ჩემთვის ამხელა გამოხმაურება მოულოდნელი იყო" - ვინ არის ულამაზესი გოგონა "ბოლო ზარიდან", რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა

შეაჩერე არჩევანი სფეის სესხზე, რატომ?