მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს დაფინანსების სხვადასხვა მოდელს სთავაზობს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს დაფინანსების სხვადასხვა მოდელს სთავაზობს

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა (KIU) სტუ­დენ­ტე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი 2020 წელს ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სამ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან პროგ­რა­მა­ზე (მე­ნე­ჯმენ­ტი, მა­თე­მა­ტი­კა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა) მი­ი­ღო. უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ბა­რი­ე­რი მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე 244-მა ახალ­გაზ­რდამ გა­და­ლა­ხა. სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში KIU ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, რო­მე­ლიც ქარ­თველ და უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს უნი­კა­ლურ კამ­პუსს, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს სთა­ვა­ზობს. სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ იცხოვ­რონ და ის­წავ­ლონ კე­თილ­მო­წყო­ბილ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში, მი­ი­ღონ ხა­რის­ხი­ა­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და ქარ­თველ და უცხო­ელ პრო­ფე­სო­რებ­თან ერ­თად ჩა­ერ­თონ ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში. KIU არის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო-საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „ქარ­თუ“ აფი­ნან­სებს.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით სტუ­დენ­ტებს სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ფი­ნან­სე­ბა­სა და სტი­პენ­დი­ას სთა­ვა­ზობს. KIU-ში უკვე ერთი წე­ლია მოქ­მე­დებს სტუ­დენ­ტუ­რი გრან­ტე­ბის ფონ­დი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს 240-მა ახალ­გაზ­რდამ მი­ი­ღო და­ფი­ნან­სე­ბა. ფონდმა წელს 900,000 ლა­რამ­დე თან­ხა გა­მო­ყო სტუ­დენ­ტუ­რი და­ფი­ნან­სე­ბის­თვის.

2020-2021 სას­წავ­ლო წელს ფონ­დი­დან სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი 208 სტუ­დენ­ტის­თვის და­ფი­ნანსდა. კამ­პუს­ზე ცხოვ­რე­ბის საგ­რან­ტო პროგ­რა­მით სარ­გებ­ლობს 126 სტუ­დენ­ტი. KIU-ს სტი­პენ­დი­ის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო 62-მა სტუ­დენ­ტმა. და­მა­ტე­ბით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის ფონ­დი­დან სხვა­დას­ხვა სა­ხის სტი­პენ­დია/ჯილ­დო მი­ი­ღო 15-მა სტუ­დენ­ტმა, ხოლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­რა­თი (ყო­ველ­თვი­უ­რი თან­ხა) 20-მა სტუ­დენ­ტმა.

KIU-ს საგ­რან­ტო ფონ­დის შე­სა­ხებ

სტუ­დენ­ტუ­რი გრან­ტე­ბის ფარ­გლებ­ში KIU-ს სტუ­დენ­ტებს გრან­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა შე­უძ­ლი­ათ შემ­დე­გი კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით:

  • სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სწავ­ლობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ სკო­ლებ­ში;
  • სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავთ მშო­ბე­ლი/მშობ­ლე­ბი;
  • სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში და­ღუ­პულ­თა და უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა შვი­ლე­ბი;
  • შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბი;
  • სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის (ოთხი და მეტი შვი­ლით) წევ­რე­ბი;
  • სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის ქვეშ;
  • სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი (ოჯა­ხი 70 000-ზე ნაკ­ლე­ბი სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლით).

სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­ა­ბა­რე­ბენ KIU-ში და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბას შეძ­ლე­ბენ გან­ცხა­დე­ბის და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე. სა­უ­კე­თე­სო კან­დი­და­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა შე­სა­ბა­მის კა­ტე­გო­რი­ა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი ბი­უ­ჯე­ტის ფარ­გლებ­ში კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე, ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. დე­ტა­ლე­ბის­თვის ეწ­ვი­ეთ: https://www.kiu.edu.ge/geo/admission

NS

kika
0

მარტო ეს რომ გაეკეთებია ბიძინას ეს ეყოფოდა მის სახელს საქართველოში! მადლობა ქართუს! ამ ამბავს გვარამიასთან და მელაძესთან კი ვერ მოისმენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს დაფინანსების სხვადასხვა მოდელს სთავაზობს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს დაფინანსების სხვადასხვა მოდელს სთავაზობს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი მისაღებ გამოცდებზე 244-მა ახალგაზრდამ გადალახა. სამხრეთ კავკასიაში KIU ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. KIU არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სტუდენტებს სხვადასხვა სახის დაფინანსებასა და სტიპენდიას სთავაზობს. KIU-ში უკვე ერთი წელია მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი, რომლის ფარგლებშიც, მიმდინარე სასწავლო წელს 240-მა ახალგაზრდამ მიიღო დაფინანსება. ფონდმა წელს 900,000 ლარამდე თანხა გამოყო სტუდენტური დაფინანსებისთვის.

2020-2021 სასწავლო წელს ფონდიდან სწავლის გადასახადი 208 სტუდენტისთვის დაფინანსდა. კამპუსზე ცხოვრების საგრანტო პროგრამით სარგებლობს 126 სტუდენტი. KIU-ს სტიპენდიის მოპოვება შეძლო 62-მა სტუდენტმა. დამატებით, უნივერსიტეტის რექტორის ფონდიდან სხვადასხვა სახის სტიპენდია/ჯილდო მიიღო 15-მა სტუდენტმა, ხოლო უნივერსიტეტის ბარათი (ყოველთვიური თანხა) 20-მა სტუდენტმა.

KIU-ს საგრანტო ფონდის შესახებ

სტუდენტური გრანტების ფარგლებში KIU-ს სტუდენტებს გრანტების მოპოვება შეუძლიათ შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

  • სტუდენტები, რომლებიც სწავლობდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში;
  • სტუდენტები, რომლებსაც გარდაცვლილი ჰყავთ მშობელი/მშობლები;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;
  • სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები (ოჯახი 70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით).

სტუდენტები, რომლებიც ჩააბარებენ KIU-ში დაფინანსების მოპოვებას შეძლებენ განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. საუკეთესო კანდიდატების დაფინანსება განისაზღვრება შესაბამის კატეგორიაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით. დეტალებისთვის ეწვიეთ: https://www.kiu.edu.ge/geo/admission

NS

"კოვიდმა ძველი დაავადებები გააქტიურა" - კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რას ამბობს ექიმი?

"ეს მეორე შვილია ჩემი დაღუპული, ბიჭი მაკლია... ჩემს მდგომარეობაში ყოფნას არავის არ ვუსურვებ" - მეგი ბაქრაძის მამა

"ახლა მოსალოდნელია წვიმები და მთაც უფრო სწრაფად დაეშვება... სამუშაოები დროულად უნდა დაიწყოს" - რაში ხედავენ გამოსავალს სპეციალისტები?