პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკში ღია კარის დღე გაიმართა
სემეკში ღია კარის დღე გაიმართა

მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­ში (სე­მეკ) ღია კა­რის დღე გა­ი­მარ­თა. სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ნარ­მა­ნია, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი და ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნი სა­ლო­მე ვარ­დი­აშ­ვი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ებს შეხ­ვდნენ, მო­ის­მი­ნეს მათი შე­ფა­სე­ბა კო­მუ­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ გა­წე­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე.

სე­მეკ­ში ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად ტარ­დე­ბა სა­ჯა­რო სხდო­მე­ბი, სა­დაც სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს მომ­ხმა­რებ­ლებ­სა და კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ებს შო­რის არ­სე­ბულ და­ვებს. სა­და­ვო სა­კი­თხე­ბი, ძი­რი­თა­დად, შე­ე­ხე­ბა ქსელ­ზე მი­ერ­თე­ბის ვა­დებ­სა და პრო­ცე­დუ­რებს, უსა­ფუძ­ვლოდ და­რი­ცხულ თან­ხებ­სა და ხან­დაზ­მულ და­ვა­ლი­ა­ნე­ბებს. არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად, სა­და­ვო სა­კი­თხე­ბის უმე­ტე­სო­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­თა სა­სარ­გებ­ლოდ წყდე­ბა. 2020 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მუ­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე უსა­ფუძ­ვლოდ და­რი­ცხუ­ლი და შემ­დგომ სე­მე­კის მიერ ჩა­მო­წე­რი­ლი თან­ხე­ბის ოდე­ნო­ბამ 1 462 000 ლარი შე­ად­გი­ნა.

„ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. სე­მე­კი, წლე­ბია, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. კომ­პა­ნი­ებ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით, სხვა­დას­ხვა პრო­ექტთან ერ­თად, ჩვე­ნი დაკ­ვე­თით ხორ­ცი­ელ­დე­ბა „იდუ­მა­ლი მომ­ხმა­რებ­ლის“ კვლე­ვა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მოწ­მდე­ბა კო­მუ­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და სე­მე­კის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცე­სი. კო­მი­სი­ა­ში გვაქვს უნი­კა­ლუ­რი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც რე­ა­ლურ დრო­ში აფიქ­სი­რებს კომ­პა­ნი­ებ­ში შე­სულ მომ­ხმა­რე­ბელ­თა გან­ცხა­დე­ბებს და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის ვა­დებს, ინ­ფორ­მა­ცი­ას გეგ­მუ­რი და არა­გეგ­მუ­რი წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ, ახა­ლი მომ­ხმა­რებ­ლის ქსელ­ზე მი­ერ­თე­ბი­სა და და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბი­სათ­ვის გა­თი­შუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის მო­მა­რა­გე­ბის აღ­დგე­ნის დრო­სა და ვა­დებს. გვაქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა კომ­პა­ნი­ე­ბი­სათ­ვის. 2020 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში „მომ­სა­ხუ­რე­ბის კო­მერ­ცი­უ­ლი ხა­რის­ხის წე­სე­ბის“ დარ­ღვე­ვის გამო კო­მუ­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გა­ი­ცა კომ­პენ­სა­ცი­ე­ბი, ჯამ­ში 200 ათას ლა­რამ­დე. მინ­და ვთხო­ვო მო­ქა­ლა­ქე­ებს, თუ თვლი­ან რომ კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან ირ­ღვე­ვა მათი უფ­ლე­ბე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ვმარ­თონ, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

სე­მე­კი შე­ახ­სე­ნებს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და სას­მე­ლი წყლის მომ­ხმა­რებ­ლებს, თუ ად­გი­ლი აქვს მათი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან, მი­მარ­თონ სე­მეკს ან სე­მეკ­თან არ­სე­ბულ ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნის სამ­სა­ხურს. კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც ქოლ ცენ­ტრში ნო­მერ­ზე 16 216, ასე­ვე სე­მე­კის Facebook გვერ­დზე.

NS

ზურაბ
0

მიმიღეთ სემეკში სამუშაოდ, რასაც ეგენი ხელფასს იღებენ მე იმის ნახავრად ვიმუშავებ. დაგეზოგებათ ფული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

სემეკში ღია კარის დღე გაიმართა

სემეკში ღია კარის დღე გაიმართა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ღია კარის დღე გაიმართა. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, კომისიის წევრები და ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მოქალაქეებს შეხვდნენ, მოისმინეს მათი შეფასება კომუნალური კომპანიების მიერ გაწეულ მომსახურებებზე.

სემეკში ყოველკვირეულად ტარდება საჯარო სხდომები, სადაც სხვა საკითხებთან ერთად კომისია განიხილავს მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. სადავო საკითხები, ძირითადად, შეეხება ქსელზე მიერთების ვადებსა და პროცედურებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებსა და ხანდაზმულ დავალიანებებს. არსებული პრაქტიკის შესაბამისად, სადავო საკითხების უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ წყდება. 2020 წლის განმავლობაში კომუნალური კომპანიების მიერ მომხმარებლებზე უსაფუძვლოდ დარიცხული და შემდგომ სემეკის მიერ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 1 462 000 ლარი შეადგინა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. სემეკი, წლებია, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს კომუნალური მომსახურებების გასაუმჯობესებლად. კომპანიებში მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მიზნით, სხვადასხვა პროექტთან ერთად, ჩვენი დაკვეთით ხორციელდება „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევა, რომლის ფარგლებშიც მოწმდება კომუნალური კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაწეული მომსახურებისა და სემეკის რეგულაციების შესრულების პროცესი. კომისიაში გვაქვს უნიკალური პროგრამა, რომელიც რეალურ დროში აფიქსირებს კომპანიებში შესულ მომხმარებელთა განცხადებებს და მათზე რეაგირების ვადებს, ინფორმაციას გეგმური და არაგეგმური წყვეტების შესახებ, ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთებისა და დავალიანების გადაუხდელობისათვის გათიშული მომხმარებლებისათვის მომარაგების აღდგენის დროსა და ვადებს. გვაქვს შემუშავებული სტანდარტები, რომლის შესრულებაც სავალდებულოა კომპანიებისათვის. 2020 წლის განმავლობაში „მომსახურების კომერციული ხარისხის წესების“ დარღვევის გამო კომუნალური კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაიცა კომპენსაციები, ჯამში 200 ათას ლარამდე. მინდა ვთხოვო მოქალაქეებს, თუ თვლიან რომ კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან ირღვევა მათი უფლებები, აუცილებლად მოგვმართონ, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზე.

NS

"ვაქცინა რადგან დაიძრა, ერთიმეორის მიყოლებით წამოვა, წყვეტა ჩვენთან აღარ იქნება" - თენგიზ ცერცვაძე

ქართველი გოგონა, რომლის ფოტოც "თაიმ სქვერზე" გამოფინეს - ნინა ჭელიძის წარმატებული ამერიკული კარიერა

როდის მოიხსნება სრულად ე.წ. კომენდანტის საათი ან გადაიწევს დრო? - ამირან გამყრელიძის კომენტარი