პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმოუდგენელი იყო ირაკლი კობახიძის თავხედური განცხადება - ფაქტობრივად, სტუმარს წიხლი ჩააზილა, წადი აქედან, საკმარისია უკვეო" - ექსპერტი
"წარმოუდგენელი იყო ირაკლი კობახიძის თავხედური განცხადება - ფაქტობრივად, სტუმარს წიხლი ჩააზილა, წადი აქედან, საკმარისია უკვეო" - ექსპერტი

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის აბ­სო­ლუ­ტუ­რად თავ­ხე­დუ­რი გან­ცხა­დე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, სტუ­მარს წიხ­ლი ჩა­ა­ზი­ლა, წადი აქე­დან, საკ­მა­რი­სია უკ­ვეო, - ასე აფა­სებს პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის პი­რად წარ­მო­მად­გენლ­თან კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­თან მმარ­თვე­ლი გუნ­დის ლი­დე­რე­ბის გუ­შინ­დე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას.

მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აგ­რძე­ლებს მცდე­ლო­ბას არა შე­თან­ხმე­ბის მი­საღ­წე­ვად, არა­მედ ვი­თა­რე­ბის თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გარ­და­სა­ტე­ხად.

"წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო კო­ბა­ხი­ძის აბ­სო­ლუ­ტუ­რად თავ­ხე­დუ­რი გან­ცხა­დე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად სტუ­მარს წიხ­ლი ჩა­ა­ზი­ლა, წადი აქე­დან საკ­მა­რი­სია უკ­ვეო. ამის მერე და­ნი­ელ­სო­ნი ამ­ბობს, რომ არ­სად არ მი­დის. ვფიქ­რობ, ჩვენ ვართ იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აგ­რძე­ლებს მცდე­ლო­ბას არა მო­ლა­პა­რა­კე­ბის და შე­თან­ხმე­ბის მი­საღ­წე­ვად, არა­მედ მცდე­ლო­ბას ვი­თა­რე­ბის გა­და­ტეხ­ვის თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფიქ­რობს, რომ კუნ­თე­ბი მას უფრო მეტი აქვს და ძლი­ე­რია. ასე­თი პო­ლი­ტი­კით ცდი­ლობს გა­და­ა­გო­როს ეს პრო­ცე­სი და და­უბ­რუნ­დეს პირ­ველ ჩვე­ნე­ბას, რო­დე­საც თვი­თონ არის სტე­რი­ლუ­რი და აბ­სო­ლუ­ტუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლი და და­ნარ­ჩე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არის. და­ახ­ლო­ე­ბით, ასე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბენ და როცა დას­ჭირ­დე­ბათ, კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბა­ნას იმი­ტა­ცი­ას ახ­დე­ნენ“ , - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ხუ­ხაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ და­ნი­ელ­სო­ნის თბი­ლის­ში დარ­ჩე­ნამ და ვი­ზი­ტის გაგ­რძე­ლე­ბამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უნ­დობ­ლო­ბას ხაზი გა­უს­ვა და ის რჩე­ბა იმის­თვის, რომ რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი მისი თან­დას­წრე­ბით და­ი­დოს.

"და­ნი­ელ­სო­ნის გაფ­რე­ნის გა­და­დე­ბით ხაზი გა­ეს­ვა აბ­სო­ლუ­ტურ უნ­დობ­ლო­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ. გუ­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამის დე­მონ­სტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, რო­დე­საც წარ­მო­უდ­გენ­ლად სკან­და­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა ვნა­ხეთ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და და ამის შემ­დეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ნი­ელ­სო­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ეთ­ქვა, რომ ის კი­დევ ერთი დღით რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. რო­გორც ჩანს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კარ­გად ცნო­ბილ "ტრი­უკს“ ატა­რებ­და, ის, რაც ჩა­ა­ტა­რა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა შარლ მი­შე­ლის ვი­ზი­ტის დროს. რო­გორც ჩანს ევ­რო­პა­ში კარ­გად ხე­და­ვენ და მათი ეს "ტრი­უ­კე­ბი“ კარ­გად აქვთ გათ­ვლი­ლი. გუ­შინ კო­ბა­ხი­ძემ ცოტა იჩ­ქა­რა და დრო­ზე ადრე და­ი­წყო ისევ აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კა და და­ნი­ელ­სო­ნი ამის შემ­დეგ დარ­ჩა თბი­ლის­ში იმის­თვის, რომ რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი მი­სი­ვე თან­დას­წრე­ბით და­ი­დოს, რად­გან ნდო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი, რომ ისი­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლად რა­ღაც შე­თან­ხმე­ბა­ზე წავ­ლენ ვინ­მეს­თან, არ არის. დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტაქ­ტი­კა არის მარ­ტი­ვი, მათ­თვის პრობ­ლე­მაა რო­გორ­მე გა­და­ა­გო­რონ ბრი­უ­სე­ლის ვი­ზი­ტი. რე­ა­ლუ­რად, გან­ცდა რჩე­ბა ასე­თი, რომ ესე­ნი არ არინ მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი იმის­თვის, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შედ­გეს, უბ­რა­ლოდ, მათ­თვის პრობ­ლე­მა­ტუ­რი იყო ბრი­უ­სე­ლის ვი­ზი­ტის ჩა­ვარ­დნა ან სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ტი­კა ბრი­უ­სელ­ში.

ტაქ­ტი­კა არის ის, რომ რო­გორ­მე ეს ვი­ზი­ტი გა­წე­ლონ და გა­და­ა­გო­რონ და მერე ისევ და­უბ­რუნ­დნენ თა­ვის ცნო­ბილ სა­ო­მარ რი­ტო­რი­კას. ეს ტაქ­ტი­კა, რო­გორც ჩანს, ბრი­უ­სელ­მა გა­შიფ­რა და და­ნი­ელ­სო­ნი დარ­ჩა იმის­თვის, რომ ბრი­უ­სელ­ში ვი­ზი­ტამ­დე და­ი­დოს კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გი“ , - ამ­ბობს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

ასე­ვე, პო­ლი­ტო­ლო­გი ამ­ბობს, რომ თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გა, "ჩვენ ბრი­უ­სელ­ში და­ვი­ნა­ხავთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის არც თუ სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას“.

"ვფიქ­რობ, რომ შე­დე­გი უკვე იქ­ნე­ბა და გა­მოჩ­ნდე­ბა ბრი­უ­სელ­ში. თუ დღეს შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ისევ ბუნ­დო­ვან ფორ­მუ­ლი­რე­ბას და დრო­ის გა­წელ­ვის ტაქ­ტი­კას მი­მარ­თა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ბრი­უ­სელ­ში და­ვი­ნა­ხავთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის არც თუ სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ასე რომ, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ევ­რო­პუ­ლი ოპე­რა­ცია მშვი­დო­ბი­სათ­ვის. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ლო­დი­ნებს ბრი­უ­სე­ლის ვი­ზი­ტის შემ­დეგ, გა­აჩ­ნია რამ­დე­ნად პრინ­ცი­პუ­ლად გა­აგ­რძე­ლებს ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. თუ ევ­რო­პამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ცალ­სა­ხად უთხრა, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფა­სის გა­დახ­და მო­უ­წევთ, აი ამ თა­მა­შე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ამ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ შე­თან­ხმე­ბა შე­იძ­ლე­ბა შედ­გეს. რე­ა­ლუ­რად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ უნდა შე­თან­ხმე­ბა. მათი მხო­ლოდ იძუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა და ამ იძუ­ლე­ბის ფორ­მე­ბი რა­დი­კა­ლუ­რი უნდა იყოს“ , - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ "მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა ვი­ზი­ტის შემ­დეგ. შეხ­ვედ­რე­ბი დღეს დას­რუ­ლე­ბუ­ლია, დი­ა­ლო­გი გაგ­რძელ­დე­ბა მომ­დევ­ნო პე­რი­ოდ­ში“. ცოტა ხან­ში კი კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იმის­თვის, რომ პრო­ცე­სი წინ წა­ვი­დეს, კი­დევ ერთი დღით რჩე­ბა თბი­ლის­ში.

შე­გახ­სნე­ბეთ, რომ შარლ მი­შე­ლის პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სამი დღის წინ ეს­ტუმ­რა. მან რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ასე­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gabo
98

შენ მოგეცა ბიძინა ჩვენი ცოდვა რომ ეს კაცი ასე გაათამამე,დგეტოვებია მისთვის ეს დასალოცი კვერცხის ბიზნესი და იქნებოდა თავისთვის!!!

mmg
9

და შენ როგორ გინდა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"წარმოუდგენელი იყო ირაკლი კობახიძის თავხედური განცხადება - ფაქტობრივად, სტუმარს წიხლი ჩააზილა, წადი აქედან, საკმარისია უკვეო" - ექსპერტი

"წარმოუდგენელი იყო ირაკლი კობახიძის თავხედური განცხადება - ფაქტობრივად, სტუმარს წიხლი ჩააზილა, წადი აქედან, საკმარისია უკვეო" - ექსპერტი

წარმოუდგენელი იყო ირაკლი კობახიძის აბსოლუტურად თავხედური განცხადება. ფაქტობრივად, სტუმარს წიხლი ჩააზილა, წადი აქედან, საკმარისია უკვეო, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ინტერპრესნიუსთან“, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენლთან კრისტიან დანიელსონთან მმართველი გუნდის ლიდერების გუშინდელი შეხვედრის შემდეგ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, ხელისუფლება აგრძელებს მცდელობას არა შეთანხმების მისაღწევად, არამედ ვითარების თავის სასარგებლოდ გარდასატეხად.

"წარმოუდგენელი იყო კობახიძის აბსოლუტურად თავხედური განცხადება. ფაქტობრივად სტუმარს წიხლი ჩააზილა, წადი აქედან საკმარისია უკვეო. ამის მერე დანიელსონი ამბობს, რომ არსად არ მიდის. ვფიქრობ, ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ხელისუფლება აგრძელებს მცდელობას არა მოლაპარაკების და შეთანხმების მისაღწევად, არამედ მცდელობას ვითარების გადატეხვის თავის სასარგებლოდ. ხელისუფლება ფიქრობს, რომ კუნთები მას უფრო მეტი აქვს და ძლიერია. ასეთი პოლიტიკით ცდილობს გადააგოროს ეს პროცესი და დაუბრუნდეს პირველ ჩვენებას, როდესაც თვითონ არის სტერილური და აბსოლუტური ძალაუფლების მფლობელი და დანარჩენი პოლიტიკური ელიტა თამაშგარე მდგომარეობაში არის. დაახლოებით, ასეთი მიმართულებით მოძრაობენ და როცა დასჭირდებათ, კონსტრუქციულობანას იმიტაციას ახდენენ“ , - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ დანიელსონის თბილისში დარჩენამ და ვიზიტის გაგრძელებამ ხელისუფლების უნდობლობას ხაზი გაუსვა და ის რჩება იმისთვის, რომ რეალური შედეგი მისი თანდასწრებით დაიდოს.

"დანიელსონის გაფრენის გადადებით ხაზი გაესვა აბსოლუტურ უნდობლობას ხელისუფლების მიმართ. გუშინ ხელისუფლებამ ამის დემონსტრირება მოახდინა, როდესაც წარმოუდგენლად სკანდალური განვითარება ვნახეთ და ხელისუფლებამ მოლაპარაკებები დასრულებულად გამოაცხადა და ამის შემდეგ, ფაქტობრივად, დანიელსონი იძულებული გახდა ეთქვა, რომ ის კიდევ ერთი დღით რჩება საქართველოში. როგორც ჩანს ხელისუფლება კარგად ცნობილ "ტრიუკს“ ატარებდა, ის, რაც ჩაატარა ღარიბაშვილმა შარლ მიშელის ვიზიტის დროს. როგორც ჩანს ევროპაში კარგად ხედავენ და მათი ეს "ტრიუკები“ კარგად აქვთ გათვლილი. გუშინ კობახიძემ ცოტა იჩქარა და დროზე ადრე დაიწყო ისევ აგრესიული რიტორიკა და დანიელსონი ამის შემდეგ დარჩა თბილისში იმისთვის, რომ რეალური შედეგი მისივე თანდასწრებით დაიდოს, რადგან ნდობა ხელისუფლებისადმი, რომ ისინი დამოუკიდებლად რაღაც შეთანხმებაზე წავლენ ვინმესთან, არ არის. დღეს ხელისუფლების ტაქტიკა არის მარტივი, მათთვის პრობლემაა როგორმე გადააგორონ ბრიუსელის ვიზიტი. რეალურად, განცდა რჩება ასეთი, რომ ესენი არ არინ მონდომებულები იმისთვის, რომ მოლაპარაკებები შედგეს, უბრალოდ, მათთვის პრობლემატური იყო ბრიუსელის ვიზიტის ჩავარდნა ან სერიოზული კრიტიკა ბრიუსელში.

ტაქტიკა არის ის, რომ როგორმე ეს ვიზიტი გაწელონ და გადააგორონ და მერე ისევ დაუბრუნდნენ თავის ცნობილ საომარ რიტორიკას. ეს ტაქტიკა, როგორც ჩანს, ბრიუსელმა გაშიფრა და დანიელსონი დარჩა იმისთვის, რომ ბრიუსელში ვიზიტამდე დაიდოს კონკრეტული შედეგი“ , - ამბობს ხუხაშვილი.

ასევე, პოლიტოლოგი ამბობს, რომ თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა, "ჩვენ ბრიუსელში დავინახავთ ხელისუფლებისთვის არც თუ სასიამოვნო პროცესების განვითარებას“.

"ვფიქრობ, რომ შედეგი უკვე იქნება და გამოჩნდება ბრიუსელში. თუ დღეს შეთანხმება ვერ შედგა და ხელისუფლებამ ისევ ბუნდოვან ფორმულირებას და დროის გაწელვის ტაქტიკას მიმართა, ამ შემთხვევაში ჩვენ ბრიუსელში დავინახავთ ხელისუფლებისთვის არც თუ სასიამოვნო პროცესების განვითარებას. ასე რომ, ეს არის ჩვეულებრივი ევროპული ოპერაცია მშვიდობისათვის. რაც შეეხება მოლოდინებს ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ, გააჩნია რამდენად პრინციპულად გააგრძელებს ევროპული პოლიტიკა ხელისუფლებასთან კომუნიკაციას. თუ ევროპამ ხელისუფლებას ცალსახად უთხრა, რომ ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ, აი ამ თამაშების სანაცვლოდ, ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება შეიძლება შედგეს. რეალურად ხელისუფლებას არ უნდა შეთანხმება. მათი მხოლოდ იძულება შეიძლება და ამ იძულების ფორმები რადიკალური უნდა იყოს“ , - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიზიტის შემდეგ. შეხვედრები დღეს დასრულებულია, დიალოგი გაგრძელდება მომდევნო პერიოდში“. ცოტა ხანში კი კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, კიდევ ერთი დღით რჩება თბილისში.

შეგახსნებეთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს სამი დღის წინ ესტუმრა. მან რამდენიმე შეხვედრა გამართა როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან.

"ყველა შესაძლო გზებით"ოცნებაზე" ზეწოლას გავაგრძელებთ" - სალომე სამადაშვილი

"არ იქნება მისაღები არცერთი ხედვა, რომელიც პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხს არ ამოწურავს" - ბოკერია

"გაქვთ პასუხი კითხვაზე, რა კავშირი აქვს რურუას პოლიტიკასთან? - თუ ვიღაც არალეგალური წყაროებით აფინანსებს პოლიტიკას, ეს უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე იარაღის უკანონო ტარება" - კობახიძე