მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი გოგონა, რომლის ფოტოც "თაიმ სქვერზე" გამოფინეს - ნინა ჭელიძის წარმატებული ამერიკული კარიერა
ქართველი გოგონა, რომლის ფოტოც "თაიმ სქვერზე" გამოფინეს - ნინა ჭელიძის წარმატებული ამერიკული კარიერა

ნინა ჭე­ლი­ძე ერთ-ერ­თია იმ ქარ­თვე­ლებს შო­რის, რო­მელ­თაც ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს. ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ის ბიზ­ნეს-მე­ნე­ჯე­რია. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­მა კომ­მა­ნი­ამ "View" წელს აშშ-ს უმ­სხვი­ლე­სი სა­ფონ­დო ბირ­ჟის NASDAQ-ის სი­ა­ში სა­პა­ტიო ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ამ მოვ­ლე­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ნიუ იორკში, "თაიმ სქვერ­ზე" "ნას­და­ქის" ბილ­ბორ­დზე კომ­პა­ნი­ის მა­ღა­ლი რგო­ლის მე­ნე­ჯე­რე­ბის ფო­ტო­ე­ბი გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­თა შო­რის იყო ნინა ჭე­ლი­ძეც.

ქარ­თვე­ლი მე­ნე­ჯე­რი AMBEBI.GE-ს მკი­თხველს ახ­დე­ნი­ლი ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის და წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ას უამ­ბობს:

- რო­გორ და­ი­წყო თქვე­ნი ამე­რი­კუ­ლი კა­რი­ე­რა?

- 11 წე­ლია ნიუ იორკში ვცხოვ­რობ. თბი­ლის­ში და­ვამ­თავ­რე თუ არა სკო­ლა, ჩა­მო­ვე­დი აქ, რათა სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა. "ქინგს კო­ლე­ჯში" თით­ქმის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით მი­მი­ღეს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, თა­ვი­დან არ ვი­ყა­ვი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი რა პრო­ფე­სია უნდა ამერ­ჩია, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე თა­ვი­სუ­ფალ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში ხა­რის­ხის (Liberal arts) მი­ღე­ბი­სათ­ვის მი­მე­მარ­თა მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა. ეს ხა­რის­ხი უფრო ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას მო­ი­ცავს. პო­ლი­ტი­კა, ფი­ლო­სო­ფია, ეკო­ნო­მი­კის გან­ხრით და­ვამ­თავ­რე სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ძა­ლე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­შიც ვცა­დე, მაგ­რამ მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ ეს ის არ იყო, რისი კე­თე­ბაც მინ­დო­და. გა­მი­მარ­თლა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო HR სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ეხ­მა­რე­ბო­და მე­ნე­ჯე­რე­ბის აყ­ვა­ნა­ში, ძი­რი­თა­დად ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მე ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც პი­რა­დად ამე­რი­კის ფი­ლი­ა­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა აიყ­ვა­ნა. მან მე პირ­ვე­ლი ოფი­სის გახ­სნა­ში დახ­მა­რე­ბა მთხო­ვა. ეს ჩემ­და­მი დიდი ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა იყო.

6 წელი ვი­მუ­შა­ვე ამ კომ­პა­ნი­ა­ში და იქე­დან წა­მო­ვე­დი, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გლო­ბა­ლუ­რი მარ­კე­ტინ­გის და ბიზ­ნეს გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯე­რი. მა­შინ ჩემი ოც­ნე­ბა იყო მე­მუ­შა­ვა ისეთ ზრდად, მსოფ­ლი­ოს დღის წეს­რი­გის შემ­ცვლელ კომ­პა­ნი­ებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა: Uber, Airbnb და Facebook. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მჭირ­დე­ბო­და კი­დევ მეს­წავ­ლა. ამი­ტომ NYU stern school of Business-ში ჩა­ვა­ბა­რე მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე. ჩემ­მა გეგ­მამ გა­ა­მარ­თლა და 2019 წელს მა­გის­ტრა­ტუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჩემს ამ­ჟა­მინ­დელ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე.

- რა პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობთ ახლა და რა შე­დის თქვენს მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში?

- ახლა ვმუ­შა­ობ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია View-ში და ამ­დე­ნი წლის შრო­მის შემ­დეგ პირ­ვე­ლად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მაქვს ის სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­ზეც მუ­დამ ვოც­ნე­ბობ­დი. ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი იმის­თვის ვმუ­შა­ობ­დი, რომ აქამ­დე მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ბირ­ჟა­ზე ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდის სულ უფრო მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ფიქ­სირ­დე­ბა, რა­შიც პი­რა­დად შე­მაქვს წვლი­ლი, რად­გან კომ­პა­ნი­ის ბიზ­ნეს­გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯე­რი ვარ.

ჩვე­ნი კომ­პა­ნია სრუ­ლი­ად უნი­კა­ლურ და ინო­ვა­ცი­ურ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ქმნის. ერთ-ერთი მათ­გა­ნია ე.წ. დი­ნა­მი­უ­რი ფან­ჯრე­ბი - ფან­ჯრე­ბი მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ფერს იც­ვლი­ან, რომ ბი­ნად­რე­ბი სი­ცხემ არ შე­ა­წუ­ხოს. კომ­პა­ნია View სა­კუ­თარ მომ­ხმა­რებ­ლებს ასე­ვე სთა­ვა­ზობს ფან­ჯა­რას, რო­მე­ლიც ეკ­რა­ნად შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ, ასე­ვე სხვა ტექ­ნო­ლო­გი­ურ სი­ახ­ლე­ებს.

- რამ­დე­ნად რთუ­ლია სამ­შობ­ლოს გა­რეთ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა, რა ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­გი­წი­ათ?

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის აწყო­ბა მარ­ტი­ვი არ­სად არის, არც სა­ქარ­თვე­ლო­ში. ყველ­გან ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და დის­ციპ­ლი­ნაა სა­ჭი­რო. ნიუ იორკში ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ ჩემ გარ­შე­მო აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი არის ჩემ­სა­ვით ან ჩემ­ზე მე­ტად ამ­ბი­ცი­უ­რი. ამი­ტომ დას­ვე­ნე­ბის და მო­დუ­ნე­ბის დრო არა­სო­დეს გაქვს. ნიუ იორ­კი ის ქა­ლა­ქია, რო­მე­ლიც მო­დუ­ნე­ბას არა­სო­დეს გპა­ტი­ობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში ეს ტემ­პი ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო, ამი­ტომ პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე წელი მო­ვუნ­დი ახალ რიტმს შევჩ­ვე­ო­დი.

გარ­და ამი­სა, ნიუ იორკში ისე­ვე რო­გორც ყველ­გან, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ჩემს კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში ძა­ლი­ან დიდი როლი ჩემ­მა პი­როვ­ნულ­მა თვი­სე­ბებ­მა ითა­მა­შა - შე­მიძ­ლია ყვე­ლა­ნა­ირ ადა­მი­ან­თან გა­მოვ­ნა­ხო სა­ერ­თო ენა... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილკარი
9

წარმატებებს გისურვებთ და გელით საქართველოში დიდი ინვესტიციებით. ქთხოვ ნუ დაივიწყებს შენს ქვეყანას, მისი მომავალი შენნაირი ადამიანების ხელშია... 

მმმ
23

არაფრისგან არაფრის კეთება....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ქართველი გოგონა, რომლის ფოტოც "თაიმ სქვერზე" გამოფინეს - ნინა ჭელიძის წარმატებული ამერიკული კარიერა

ქართველი გოგონა, რომლის ფოტოც "თაიმ სქვერზე" გამოფინეს - ნინა ჭელიძის წარმატებული ამერიკული კარიერა

ნინა ჭელიძე ერთ-ერთია იმ ქართველებს შორის, რომელთაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდ წარმატებას მიაღწიეს. ქართველი გოგონა მსოფლიოში ცნობილი ინოვაციური საერთაშორისო კომპანიის ბიზნეს-მენეჯერია. თანამედროვე ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომმანიამ "View" წელს აშშ-ს უმსხვილესი საფონდო ბირჟის NASDAQ-ის სიაში საპატიო ადგილი დაიკავა. ამ მოვლენის აღსანიშნავად ნიუ იორკში, "თაიმ სქვერზე" "ნასდაქის" ბილბორდზე კომპანიის მაღალი რგოლის მენეჯერების ფოტოები გამოჩნდა, რომელთა შორის იყო ნინა ჭელიძეც.

ქართველი მენეჯერი AMBEBI.GE-ს მკითხველს ახდენილი ამერიკული ოცნების და წარმატების ისტორიას უამბობს:

- როგორ დაიწყო თქვენი ამერიკული კარიერა?

- 11 წელია ნიუ იორკში ვცხოვრობ. თბილისში დავამთავრე თუ არა სკოლა, ჩამოვედი აქ, რათა საბაკალავრო პროგრამაზე გამეგრძელებინა სწავლა. "ქინგს კოლეჯში" თითქმის სრული დაფინანსებით მიმიღეს. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ ვიყავი ჩამოყალიბებული რა პროფესია უნდა ამერჩია, ამიტომ გადავწყვიტე თავისუფალ მეცნიერებებში ხარისხის (Liberal arts) მიღებისათვის მიმემართა მთელი ძალისხმევა. ეს ხარისხი უფრო ზოგად განათლებას მოიცავს. პოლიტიკა, ფილოსოფია, ეკონომიკის განხრით დავამთავრე საბაკალავრო პროგრამა.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ძალები ჟურნალისტიკაშიც ვცადე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ის არ იყო, რისი კეთებაც მინდოდა. გამიმართლა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა საერთაშორისო HR საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარებოდა მენეჯერების აყვანაში, ძირითადად ტექნოლოგიური გამოცდილების მიმართულებით. მე ვიყავი პირველი თანამშრომელი, რომელიც პირადად ამერიკის ფილიალის გენერალურმა დირექტორმა აიყვანა. მან მე პირველი ოფისის გახსნაში დახმარება მთხოვა. ეს ჩემდამი დიდი ნდობის გამოცხადება იყო.

6 წელი ვიმუშავე ამ კომპანიაში და იქედან წამოვედი, როგორც პროფესიონალი გლობალური მარკეტინგის და ბიზნეს განვითარების მენეჯერი. მაშინ ჩემი ოცნება იყო მემუშავა ისეთ ზრდად, მსოფლიოს დღის წესრიგის შემცვლელ კომპანიებში, როგორებიცაა: Uber, Airbnb და Facebook. ამ მიზნის მისაღწევად მჭირდებოდა კიდევ მესწავლა. ამიტომ NYU stern school of Business-ში ჩავაბარე მაგისტრატურაზე. ჩემმა გეგმამ გაამართლა და 2019 წელს მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ჩემს ამჟამინდელ სამსახურში მუშაობა დავიწყე.

- რა პოზიციაზე მუშაობთ ახლა და რა შედის თქვენს მოვალეობებში?

- ახლა ვმუშაობ საერთაშორისო კომპანია View-ში და ამდენი წლის შრომის შემდეგ პირველად შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს ის სამსახური, რომელზეც მუდამ ვოცნებობდი. ფაქტობრივად, მთელი ეს პერიოდი იმისთვის ვმუშაობდი, რომ აქამდე მოვსულიყავი. საერთაშორისო ბირჟაზე ჩვენი კომპანიის შემოსავლების ზრდის სულ უფრო მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაშიც პირადად შემაქვს წვლილი, რადგან კომპანიის ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვარ.

ჩვენი კომპანია სრულიად უნიკალურ და ინოვაციურ ტექნოლოგიებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანია ე.წ. დინამიური ფანჯრები - ფანჯრები მზის სხივების ზემოქმედების შესაბამისად ფერს იცვლიან, რომ ბინადრები სიცხემ არ შეაწუხოს. კომპანია View საკუთარ მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ფანჯარას, რომელიც ეკრანად შეგვიძლია გამოვიყენოთ, ასევე სხვა ტექნოლოგიურ სიახლეებს.

- რამდენად რთულია სამშობლოს გარეთ წარმატების მიღწევა, რა ბარიერების გადალახვა მოგიწიათ?

- წარმატებული კარიერის აწყობა მარტივი არსად არის, არც საქართველოში. ყველგან ძალიან დიდი შრომა და დისციპლინაა საჭირო. ნიუ იორკში ამას ისიც ემატება, რომ ჩემ გარშემო აბსოლუტურად ყველა ადამიანი არის ჩემსავით ან ჩემზე მეტად ამბიციური. ამიტომ დასვენების და მოდუნების დრო არასოდეს გაქვს. ნიუ იორკი ის ქალაქია, რომელიც მოდუნებას არასოდეს გპატიობს. საქართველოში, თბილისში ეს ტემპი ძალიან განსხვავებული იყო, ამიტომ პირველი რამდენიმე წელი მოვუნდი ახალ რიტმს შევჩვეოდი.

გარდა ამისა, ნიუ იორკში ისევე როგორც ყველგან, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები. ჩემს კარიერულ წინსვლაში ძალიან დიდი როლი ჩემმა პიროვნულმა თვისებებმა ითამაშა - შემიძლია ყველანაირ ადამიანთან გამოვნახო საერთო ენა... წაიკითხეთ ვრცლად

"საქართველოში ვაქცინის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა... მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა" - გამყრელიძის საგანგებო განცხადება

"ზოგიერთი ადამიანი "ფაიზერს" უცდის და ჰგონია, რომ კარგია..." - თენგიზ ცერცვაძე

პაატა იმნაძე განმარტავს, რატომ არ უქმდება "კომენდანტის საათი"