სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ი­წყო. ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ზუგ­დიდ­ში აიც­რა. ვაქ­ცი­ნა "ევექ­სის“ ექიმ­მა გა­ი­კე­თა.

პირ­ველ ეტაპ­ზე, COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ყვე­ლა პირი - ექი­მი, ექთა­ნი, სა­ნი­ტა­რი, ლა­ბო­რან­ტი, სტო­მა­ტო­ლო­გი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მუ­შა­კე­ბი (მე­ნე­ჯე­რი, მძღო­ლი, რე­გის­ტრა­ტო­რი და ა.შ).

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 14 მარ­ტის 23:00 სა­ა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, პორ­ტალ­ზე, BOOKING.MOH.GOV.GE ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის 2067 მუ­შა­კია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

15 მარტს თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუს­ზე სა­ჯა­როდ აიც­რა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი პა­ა­ტა იმ­ნა­ძე. ასე­ვე COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ჩა­ი­ტა­რე­ბენ მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ია, მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე, და­ვით გა­დე­ლია და პირ­ვე­ლი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ექი­მი თა­მარ გი­ორ­გა­ძე.

გარ­და ამი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ექი­მე­ბი და მე­დი­კო­სე­ბი COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ჩა­ი­ტა­რე­ბენ თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში სხვა კლი­ნი­კებ­ში გან­თავ­სე­ბულ პუნ­ქტებ­ში.

COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცესს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე თბი­ლი­სის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და "მედ­კა­პი­ტალ­ში" და­ეს­წრე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის, „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ პირ­ვე­ლი პარ­ტია 13 მარტს შე­მო­ვი­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუდოლფი
4

არა ბილ გეითსის ვაკცინებს ნანო ჩიპიანს.

მოქალაქე
0

მთავარია ნებელობითი იყოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ქვეყანაში პირველი ადამიანი ზუგდიდში აიცრა. ვაქცინა "ევექსის“ ექიმმა გაიკეთა.

პირველ ეტაპზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 მარტის 23:00 საათის მონაცემებით, პორტალზე, BOOKING.MOH.GOV.GE ჯანდაცვის სექტორის 2067 მუშაკია დარეგისტრირებული.

15 მარტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე საჯაროდ აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე. ასევე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, დავით გადელია და პირველი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე.

გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმები და მედიკოსები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ თბილისსა და რეგიონებში სხვა კლინიკებში განთავსებულ პუნქტებში.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და "მედკაპიტალში" დაესწრება.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

27 167 ჩატარებული ტესტი და 382 ახალი ინფიცირებული - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები

"ბრიტანეთის საიტებზე არ უნდა ვეძებდე მე "ასტრაზენეკას" შემადგენლობას... მოგვაწოდეთ ინფორმაცია, აგვიხსენით" - რას სთხოვს მეუფე ნიკოლოზი ამირან გამყრელიძეს

საქართველოს რეგიონებისა და თბილისის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება