ჯერჯერობით დადასტურებულია, რომ უშუალოდ ვაქცინაციას სიკვდილის არცერთი შემთხვევა არ გამოუწვევია, თუმცა არის ალერგიული რეაქციების შემთხვევები, რის სამართავადაც ჩვენ მზად ვართ, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ცერცვაძემ განმარტა, “ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილია 16 მილიონი ადამიანი. მათგან 30 შემთხვევაა, როცა თრომბოემბოლიური გართულება განვითარდა, ხოლო 4-5 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ოფიციალურად დადასტურდა, რომ ეს ვაქცინაციის გამო არ მომხდარა.
“პირველი ასეთი შემთხვევა ავსტრიაში დაფიქსირდა, შემდეგ დანიაში, იტალიაში და რამდენიმე ქვეყანამ ვაქცინაცია შეაჩერა, ოღონდ მათ ხაზი გაუსვეს, რომ შეჩერდა დროებით - ორი კვირით, იმის გარკვევამდე თრომბოემბოლიზმის განვითარების და გარდაცვალების შემთხვევები იყო თუ არა ვაქცინასთან დაკავშირებული. ამაზე ინტენსიურად იმუშავა, ჯანმოს სპეციალურმა ვაქცინაციის უსაფრთხოების კომისიამ, ევროპის წამლის სააგენტომ და უამრავმა ორგანიზაციამ საკუთარი ინიციატივით. მათ ოფიციალური დასკვნა უკვე გამოაქვეყნეს - არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ თრომბოემბოლიზმის განვითარება დაკავშირებული იყო "ასტრაზენეკას" ვაქცინის მიღებასთან. როცა პოპულაციურად დაითვალეს და ნახეს 16 მილიონი არავაქცინირებული ადამიანი, აღმოჩნდა, რომ 16 მილიონ, არავაქცინირებულ ადამიანში იმდენივე ან მეტი თრომბოემბოლიური გართულებაა, ყოვეგვარი ვაქცინის გარეშე“, - განაცხადა თენგზიც ცერცვაძემ.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა ისიც, რომ “ასტრაზენეკას“ ვაქცინა თავისი ხარისხით არანაკლებად ფასობს, ვიდრე “ფაიზერი“ და მეორე ვაქცინაციის შედეგად, 90%-იან დაცვას იძლევა.
ხო აბა კოვიდ დადასტურებუკი ავარიაში რო მოყვება და დაიღუპება კოვიდით გარდაცვლილებში ითვლება და აცრიდან 2 3 დღეში სიკვდილი და უკუჩვენებბი აცრის ბრალი არაა ესაა ამათი ორმაგი სტანდარტი .
რომ იწვევდეს, მერე რა? რატომ არ იცის 21-ე საუკუნეში ადამიანმა თრომბოებოლია და რატომაა ამაზე ის ცერცვაძე ან კრებსით ცერცვაძეზე დამოკიდებული? სხეული ამას თავად გეუბნება, ხოლო მისი გაუვნებელყოფა უმარტივესია, გაუსწორე სხეულს სხეულის წყალი. შედეგად გასწორდება სისხლის მიმოქცევა, თუ სისხლძარღვთა სისტემა. რატომაა 21-ე საუკუნის ადამიანი გონებაჩლუნგი? მაშინ ეს მედიცინა კი არ გექნებათ, არამედ უფაქიზესი და უზუსტესი, რადგან ასეთებზე ადამიანს არ სჭირდება ცერცვაძე-გამყრელიძის სიმპტომატიკის მედიცინა. ამას რატომ არ იხილავთ ჟურნალისტიკა, თუ უფრო საინტერესო ბუაძე-ბიწაძის სიბრძნეთა მოსმენა. ასეთებს რომ ვუყურებ, გული მისკდება, რადგან ეს კომკავშირზე გაცილებით დაბალი მომზადებისა და უნარის ხალხია. გაცილებით!