მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვალ აქცია ნამახვანჰესის ტერიტორიაზე გაიმართება, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდება ხელმოწერებიც - ქუთაიში აქცია დასრულდა
ხვალ აქცია ნამახვანჰესის ტერიტორიაზე გაიმართება, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდება ხელმოწერებიც - ქუთაიში აქცია დასრულდა

ქუ­თა­ის­ში, ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე, „ნა­მახ­ვა­ნის ჰე­სე­ბის კას­კა­დის" სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­წყვე­ტის მო­თხოვ­ნით მიმ­დი­ნა­რე აქ­ცია დას­რულ­და. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი ად­გილ­ზე დარ­ჩე­ნას და სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფე­ბის შექ­მნას გეგ­მავს. ამას­თან, ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხელ­მო­წე­რე­ბიც შეგ­როვ­დე­ბა.

ხვა­ლინ­დე­ლი აქ­ცია ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არის და­გეგ­მი­ლი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ მო­თხოვ­ნებს არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან აქ­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თა­ნაც გა­მარ­თა­ვენ.

"ჩვენ, ვინც ვა­პი­რებთ დარ­ჩე­ნას აქ უნდა დავ­რჩეთ და შევ­ქმნათ ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და გა­უ­წე­ვენ კონ­სტრუქ­ცი­ულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას კომ­პა­ნია „ენ­კას“, თუ ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­ბას არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. შემ­დე­გი აქ­ცია იქ­ნე­ბა მას­შტა­ბუ­რი, აქ იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხდი­ან ხალ­ხი და ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი, რა სა­ხი­თაც ახლა გვაქვს, იქ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით მძი­მე და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­უჯ­დე­ბა ძვი­რად. მათ ეთხო­ვე­ბათ მარ­ტი­ვი რამ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ სა­კუ­თა­რი ხალ­ხის ნება და გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წყა­რო არის ხალ­ხი, დაგ­ვიბ­რუ­ნონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხალ­ხს. და­ი­წყე­ბა ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა აქ, ინ­ტერ­ნეტ­შიც დავ­დებთ ელექტრო­ნულ პე­ტი­ცი­ას. დავ­სა­ხავთ ხვა­ლინ­დე­ლი მოქ­მე­დე­ბის გეგ­მას, რა იქ­ნე­ბა ნა­მახ­ვან­ში“, - აღ­ნიშ­ნა ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა.

დღე­ვან­დელ აქ­ცი­ას მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად გა­რე­მოს დამ­ცვე­ლე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი შე­უ­ერ­თდნენ მათი ოთხი ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნი­დან ერთ-ერთს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის, ნა­თია თურ­ნა­ვას გა­დად­გო­მა წარ­მო­ად­გენ­და.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kato
20

თბილისში მეტროებთან გამოაცხადეთ ხელმოწერები

დეა
20

ძალიან კარგია რომ ხალხი გამოფხიზლდა.ერთი კია,სოფელში სტუმრად მიმავლებს ყველა ეზოს რომ გაპარტახებულს და ჩაბნელებულს ჩავუვლიდით ხოლმე,მაშინ იყო განგაში ასატეხი!მთელი ხეობის სოფლებს გაივლიდი და კანტი-კუნტად დაინახავდით ვინმეს!...დაუბრუნდეს ყველა,აახმაურეთ მიტოვებული სოფლები და ვეღარავინ გაბედავს ჩვენი საკუთრების გასზვისებას.

ავტორი:

ხვალ აქცია ნამახვანჰესის ტერიტორიაზე გაიმართება, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდება ხელმოწერებიც - ქუთაიში აქცია დასრულდა

ხვალ აქცია ნამახვანჰესის ტერიტორიაზე გაიმართება, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდება ხელმოწერებიც - ქუთაიში აქცია დასრულდა

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, „ნამახვანის ჰესების კასკადის" სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით მიმდინარე აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეების ნაწილი ადგილზე დარჩენას და საორგანიზაციო ჯგუფების შექმნას გეგმავს. ამასთან, ცენტრალურ მოედანზე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერებიც შეგროვდება.

ხვალინდელი აქცია ნამახვანჰესის ტერიტორიაზე არის დაგეგმილი. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ფართომასშტაბიან აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთანაც გამართავენ.

"ჩვენ, ვინც ვაპირებთ დარჩენას აქ უნდა დავრჩეთ და შევქმნათ ჯგუფები, რომლებიც გადაინაცვლებენ ნამახვანჰესის ტერიტორიაზე და გაუწევენ კონსტრუქციულ წინააღმდეგობას კომპანია „ენკას“, თუ ისინი საზოგადოების ნებას არ გაითვალისწინებენ. შემდეგი აქცია იქნება მასშტაბური, აქ იქნება საქართველოს ყველა კუთხდიან ხალხი და ჩვენი მოთხოვნები, რა სახითაც ახლა გვაქვს, იქნება გაცილებით მძიმე და ხელისუფლებას დაუჯდება ძვირად. მათ ეთხოვებათ მარტივი რამ, გაითვალისწინონ საკუთარი ხალხის ნება და გააცნობიერონ, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, დაგვიბრუნონ ხელისუფლება ხალხს. დაიწყება ხელმოწერების შეგროვება აქ, ინტერნეტშიც დავდებთ ელექტრონულ პეტიციას. დავსახავთ ხვალინდელი მოქმედების გეგმას, რა იქნება ნამახვანში“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

დღევანდელ აქციას მოსახლეობასთან ერთად გარემოს დამცველები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ მათი ოთხი ძირითადი მოთხოვნიდან ერთ-ერთს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომა წარმოადგენდა.

"პუტინმა უნდა იცოდეს თავისი ქმედებების ფასი" - მანფრედ ვებერი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას

"ფორმულა“ და "მთავარი არხი“ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს თუ დაამტკიცებენ, დავტოვებ დეპუტატის მანდატს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოიხადონ ბოდიში ცილისწამებისთვის" - ანრი ოხანაშვილი

11 თვიანი პაუზის შემდე, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს