საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანალგინს ვაქცინის ალერგიაზე 1000-ჯერ ხშირად აქვს სიცოცხლისთვის სახიფათო გართულება" - რას წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ვაქცინაციის მითებზე
"ანალგინს ვაქცინის ალერგიაზე 1000-ჯერ ხშირად აქვს სიცოცხლისთვის სახიფათო გართულება" - რას წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ვაქცინაციის მითებზე

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ნევ­რო­ლო­გი და­ვით მრე­ლაშ­ვი­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და იმ მი­თე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნას უკავ­შირ­დე­ბა:

"ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბა არის პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის და­სა­წყი­სი. გი­ლო­ცავთ!!! ახლა კი სე­რი­ი­დან #და­ვამ­სხვრი­ოთ­კო­ვიდ­მი­თე­ბი­ამ

ერთ პოსტსაც დავ­დებ ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს რომ რე­ა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ფაქ­ტე­ბი გა­ი­გოს რი­გი­თი ადა­მი­ა­ნის (არა ექი­მის­თვის) გა­სა­გებ ენა­ზე. იმე­დია ნაკ­ლე­ბად მო­უს­მე­ნენ ინ­ტერ­ნეტ-შა­მა­ნებს რომ­ლე­ბიც შარ­შან გა­მო­ი­ჩეკ­ნენ ამ სფე­რო­ში და მათ მი­მართ ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტის შე­სავ­სე­ბად ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რო­ბენ რომ დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც უფრო მე­ტად სენ­სა­ცი­უ­რად ჟღერს (და მათ პო­პუ­ლა­რო­ბას უწყობს ხელს) - მი­ა­წო­დონ მო­სახ­ლე­ო­ბას.

მე უფრო იმ ხალ­ხის გამ­კვირ­ვე­ბია რომ­ლე­ბიც ამ შა­მა­ნებს უს­მე­ნენ, და არა იმ ექი­მებს და მეც­ნი­ე­რებს რომ­ლე­ბიც 10,20 და ზო­გი­ერ­თი 40+ წელი სწავ­ლო­ბენ მე­დი­ცი­ნას და ლე­გი­ტი­მუ­რი ცოდ­ნა აქვთ სფე­რო­ში.

მითი #1:

"ას­ტრა­ზე­ნე­კა ცუდი ვაქ­ცი­ნაა, ევ­რო­პამ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ა­ჩე­რა" - მტკნა­რი ტყუ­ი­ლი (და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ­სე­ბუ­ლი ახა­ლი ამ­ბე­ბის დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და მცდა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია).პრე­პა­რა­ტის ან ვაქ­ცი­ნის დრო­ე­ბით და­პა­უ­ზე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრაქ­ტი­კა რაც ნე­ბის­მი­ე­რი წამ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას ხდე­ბა პრაქ­ტი­კა­ში, უბ­რა­ლოდ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას ამის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქვს (და ზო­გი­ერთ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­საც კი საკ­მა­ოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და ხის­ტი აქვს ეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა).

ზოგი აჩე­რებს, ზოგი მიმ­დი­ნა­რედ აკ­ვირ­დე­ბა, და ასე შემ­დეგ.არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტი - ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა უფრო მეტი სი­ცო­ცხლე დაგ­ვიჯ­დე­ბა (ის თრომ­ბო­ზის სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვე­ბი მარ­თა­ლიც რომ გა­მომ­დგა­რი­ყო უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში), თუ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა და შე­დე­გად გა­დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.მინ­და ასე­ვე გი­თხრათ რომ მე პი­რა­დად, ერთ ექიმს, უფრო მეტი თრომ­ბო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა მაქვს ნა­ნა­ხი თვი­თონ კო­ვი­დის­გან, ვიდ­რე ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნით მი­ლი­ო­ნო­ბით აც­რილ ადა­მი­ან­ში ჯამ­ში აღ­წე­რე­ი­ლი „სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვე­ბი“ (რო­მე­ლიც ბო­ლოს დამ­ტკიც­და რომ არ ყო­ფი­ლა კავ­შირ­ში). დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ასე­ვეა არა­ერ­თი ჩემი კო­ლე­გა სა­ქარ­თვე­ლო­შიც ვინც კო­ვი­დი­ან პა­ცი­ენ­ტებს ნა­ხუ­ლობს. ასე რომ ყვე­ლა­ფე­რი მი­უ­თი­თებს იმა­ზე რომ გა­ცი­ლე­ბით მეტი თრომ­ბო­ზი გგვე­ლის კო­ვი­დის­გან, ვიდ­რე ვაქ­ცი­ნის­გან.

მითი #2

- ვაქ­ცი­ნა კლავს, ბევ­რი ცუდი გარ­თუ­ლე­ბა აქვს, მათ შო­რის სი­ცო­ცხლეს­თან სა­ში­ში ალერ­გი­ა­პე­ნი­ცი­ლი­ნი - რო­მე­ლიც თით­ქმის ყვე­ლა ჩვენ­თა­განს აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ახა­სი­ა­თებს ანა­ფი­ლაქ­სია 10,000 ადა­მი­ან­ში 2-დან 5 შემ­თხვე­ვამ­დე (https://bit.ly/3ezpZMx ). ის ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნებს აქვს მი­ლი­ონ­ში 2-5-მდე.ანუ პე­ნი­ცი­ლინს 100-ჯერ უფრო ხში­რი გარ­თუ­ლე­ბა აქვს ვაქ­ცი­ნის ყვე­ლა­ზე ცუდი გარ­თუ­ლე­ბა­ზე!!! ყო­ველ წელს პე­ნი­ცი­ლი­ნის უე­ცა­რი ალერ­გია 500 ადა­მი­ანს კლავს აშშ-ში. რა­ტომ ვაგ­რძე­ლებთ მის გა­მო­ყე­ნე­ბას? და რა­ტოა პე­ი­ნი­ცი­ლი­ნი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე დიდი აღ­მო­ჩე­ნა მე­დი­ცი­ნა­ში? იმი­ტომ რომ ყო­ველ წელს 500 უიღ­ბლოს თუ კლავს - მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს გა­და­არ­ჩენს ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან.

ანალ­გი­ნი - რო­მე­ლიც ასე­ვე თით­ქმის ყვე­ლას გვაქვს "ნაყ­ლა­პი" (უკაც­რა­ვად ჟარ­გონ­ზე) ჩემი ჩათ­ვლით, ვაქ­ცი­ნის ალერ­გი­ა­ზე 1000-ჯერ უფრო ხში­რად აქვს სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო გარ­თუ­ლე­ბა აგ­რა­ნუ­ლო­ცი­ტო­ზი (ძვლის ტვი­ნის ფუნ­ქცი­ის და­კარ­გვა) https://bit.ly/3ewDjS1 , რის გა­მოც იგი წლე­ბია აკ­რძა­ლუ­ლია (და არა 2 კვი­რით და­პა­უ­ზე­ბუ­ლია) აშშ-ში, ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში, ია­პო­ნი­ა­ში და ასე შემ­დეგ.

ამის შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ თქვე­ნი სა­აფ­თი­ა­ქო ყუ­თი­დან ამო­ი­ღოთ ანალ­გი­ნი, და­ხე­დეთ რა­მო­დე­ნი­მე წამი, და შემ­დეგ გა­და­წყვი­ტეთ რომ­ლის მი­ღე­ბა გირ­ჩევ­ნი­ათ - ანალ­გი­ნის თუ ვაქ­ცი­ნის.ცოტა ლი­რი­ულ გა­დახ­ვე­ვას გა­ვა­კე­თებ მათ­თვის ვი­საც ეს მა­თე­მა­ტი­კა და „ნუ­ლი­ა­ნე­ბი“ აბ­ნევს. ამა­ზო­ნის ჯუნ­გლებ­ში ან აფ­რი­კის სა­ჰა­რა­ში თუ მოგ­ზა­უ­რობთ რკი­ნის გი­სო­სე­ბით გა­და­ხუ­რულ „ჯი­პით“, შე­იძ­ლე­ბა მძღო­ლი ხეს და­ე­ჯა­ხოს და ამის შე­დე­გად ხალ­ხი და­ი­ღუ­პოს. ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა ფე­ხით ია­როთ (ხეს სა­სიკ­ვდი­ლედ ვერ და­ე­ჯა­ხე­ბით ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე), თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­ცი­ლე­ბით დიდი შან­სია ლო­მის ან სხვა რო­მე­ლი­მე მტა­ცებ­ლის სა­დი­ლი გახ­დეთ ხო? აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე რკი­ნის გი­სო­სე­ბი­ან ჯიპს ირ­ჩევს ნე­ბის­მი­ე­რი ჭკვათ­მყო­ფე­ლი. ჰოდა აქ ჯიპი ვაქ­ცი­ნაა, და უვაქ­ცი­ნო­ბა ფე­ხით სი­ა­რუ­ლი კო­ვი­დის პან­დე­მი­ის ჯუნ­გლებ­ში .

მითი #3

ვაქ­ცი­ნა სულ რა­ღაც თვე­ე­ბის შექ­მნი­ლია, და არა­ვინ იცის რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი ექ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში. უკაც­რა­ვად, ჯერ ერთი კო­რო­ნა­ვირუ­სიც სულ ახა­ლი ვირუ­სია, და მისი და­მარ­თვის შე­დე­გა­დაც (თუ არ მოკ­ვდი) არა­ვინ არ იცის რა გარ­თუ­ლე­ბებს და­ტო­ვებს შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში... უფრო სწო­რედ ვი­ცით - ის ნამ­დვი­ლად ტო­ვებს პოსტ-კო­ვი­დურ გარ­თლე­ბებს. უახ­ლე­სი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად ლან­ცეტ­ში (https://bit.ly/2Q1gg7G ) ინ­ფექ­ცი­ი­დან 6 თვის მე­რეც კი 76%-ს ანუ ოთხი­დან სამ ადა­მი­ანს (უმე­ტე­სო­ბას!) მი­ნი­მუმ ერთი დარ­ჩე­ნი­ლი სიმპტო­მი ჰქონ­და, მათ შო­რის ორ­გა­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გულ­ში, ფილ­ტვში, ტვინ­ში, ზო­გი­ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბი იყო დაღ­ლი­ლო­ბა და სი­სუს­ტე - 63%, უძი­ლო­ბა - 26%, დეპ­რე­სია და შფოთ­ვა 23%, თმის ცვე­ნა 22%, და ასე შემ­დეგ. ვაქ­ცი­ნა­ცი­ას არ ახა­სი­ა­თებს ასე­თი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი. 6 თვე­ზე მეტი გა­ვი­და რაც ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი აიც­რა სა­წყის კვლე­ვებ­ში, და ეს ფაქ­ტია რომ ასეა, და არა ვა­რა­უ­დი ან იმე­დი.რაც შე­ე­ხე­ბა იმას თუ „წლე­ბის მერე რას და­ტო­ვებს“ ვაქ­ცი­ნა.

და ისევ - ამა­ზე ნერ­ვი­უ­ლობს ძი­რი­თა­დად ის ხალ­ხი ვინც არ იცის იმუ­ნო­ლო­გია და ფი­ზი­ო­ლო­გია. საქ­მე იმა­შია რომ ვაქ­ცი­ნა თა­ვის მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­მო­დე­ნი­მე თვე­ში უკვე ახალს არა­ფერს ჰმა­ტებს ორ­გა­ნიზმს, ანუ თუ რამე „მო­სახ­დე­ნი იყო აქამ­დე მოხ­დე­ბო­და“ 99.99% შემ­თხვე­ვა­ში.

ამი­ტომ ვამ­ბობთ რომ ეს კვლე­ვე­ბი რომ ჩა­ტარ­და და დას­რულ­და 2020-ში, საკ­მა­რი­სია რომ უსაფრ­თხოდ ავცრათ მო­სახ­ლე­ო­ბა. რა თქმა უნდა სი­ტყვა „უსაფრ­თხო“ ფარ­დო­ბი­თა, და თქვენ თვი­თონ ნა­ხეთ პე­ნი­ცი­ლი­ნის და ანალ­გი­ნის მა­გა­ლი­თი, მაგ­რამ ერთ რამ რაც მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნას შე­უძ­ლია თქვას ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნით, რომ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნა პე­ნი­ცილნზე და ანალ­გინ­ზე უსაფრ­თხოა გინდ გარ­თუ­ლე­ბე­ბით, გინდ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით. თუ ვინ­მეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი გაქვთ - გთხოვთ ფაქ­ტე­ბით მე­სა­უბ­როთ, და არა ემო­ცი­ე­ბით და შა­მა­ნე­ბის პოს­ტე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით .ჯან­მრთე­ლო­ბას და დრო­უ­ლად აც­რას გი­სურ­ვებთ!" - წერს მრე­ლაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hg
31

vinaa es shteri?)))))

მოქალაქე
22

ხუხასვილს არ უთხრა ტორემ გაუტყდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ანალგინს ვაქცინის ალერგიაზე 1000-ჯერ ხშირად აქვს სიცოცხლისთვის სახიფათო გართულება" - რას წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ვაქცინაციის მითებზე

"ანალგინს ვაქცინის ალერგიაზე 1000-ჯერ ხშირად აქვს სიცოცხლისთვის სახიფათო გართულება" - რას წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ვაქცინაციის მითებზე

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ნევროლოგი დავით მრელაშვილი ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იმ მითების შესახებ საუბრობს, რომელიც ვაქცინას უკავშირდება:

"ვაქცინაციის დაწყება არის პანდემიის დასრულების დასაწყისი. გილოცავთ!!! ახლა კი სერიიდან #დავამსხვრიოთკოვიდმითებიამ

ერთ პოსტსაც დავდებ ვისაც სურვილი აქვს რომ რეალური სამედიცინო ფაქტები გაიგოს რიგითი ადამიანის (არა ექიმისთვის) გასაგებ ენაზე. იმედია ნაკლებად მოუსმენენ ინტერნეტ-შამანებს რომლებიც შარშან გამოიჩეკნენ ამ სფეროში და მათ მიმართ ყურადღების დეფიციტის შესავსებად ყველა ღონეს ხმარობენ რომ დეფორმირებული ინფორმაცია, რომელიც უფრო მეტად სენსაციურად ჟღერს (და მათ პოპულარობას უწყობს ხელს) - მიაწოდონ მოსახლეობას.

მე უფრო იმ ხალხის გამკვირვებია რომლებიც ამ შამანებს უსმენენ, და არა იმ ექიმებს და მეცნიერებს რომლებიც 10,20 და ზოგიერთი 40+ წელი სწავლობენ მედიცინას და ლეგიტიმური ცოდნა აქვთ სფეროში.

მითი #1:

"ასტრაზენეკა ცუდი ვაქცინაა, ევროპამ მისი გამოყენება შეაჩერა" - მტკნარი ტყუილი (და სოციალურ ქსელში არსებული ახალი ამბების დეფორმირებული და მცდარი ინტერპრეტაცია).პრეპარატის ან ვაქცინის დროებით დაპაუზება აბსოლუტურად ჩვეულებრივი პრაქტიკა რაც ნებისმიერი წამლის გამოყენებისას ხდება პრაქტიკაში, უბრალოდ სხვადასხვა ქვეყანას ამისთვის განკუთვნილი კანონმდებლობა განსხვავებული აქვს (და ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანასაც კი საკმაოდ მოძველებული და ხისტი აქვს ეს კანონმდებლობა).

ზოგი აჩერებს, ზოგი მიმდინარედ აკვირდება, და ასე შემდეგ.არ უნდა დაგვავიწყდეს რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი - ვაქცინაციის შეჩერება უფრო მეტი სიცოცხლე დაგვიჯდება (ის თრომბოზის სავარაუდო შემთხვევები მართალიც რომ გამომდგარიყო უარეს შემთხვევაში), თუ ვაქცინაციის გაგრძელება და შედეგად გადარჩენილი სიცოცხლეების რაოდენობა.მინდა ასევე გითხრათ რომ მე პირადად, ერთ ექიმს, უფრო მეტი თრომბოზული გართულება მაქვს ნანახი თვითონ კოვიდისგან, ვიდრე ასტრაზენეკას ვაქცინით მილიონობით აცრილ ადამიანში ჯამში აღწერეილი „სავარაუდო შემთხვევები“ (რომელიც ბოლოს დამტკიცდა რომ არ ყოფილა კავშირში). დარწმუნებული ვარ ასევეა არაერთი ჩემი კოლეგა საქართველოშიც ვინც კოვიდიან პაციენტებს ნახულობს. ასე რომ ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ გაცილებით მეტი თრომბოზი გგველის კოვიდისგან, ვიდრე ვაქცინისგან.

მითი #2

- ვაქცინა კლავს, ბევრი ცუდი გართულება აქვს, მათ შორის სიცოცხლესთან საშიში ალერგიაპენიცილინი - რომელიც თითქმის ყველა ჩვენთაგანს აქვს მიღებული, ახასიათებს ანაფილაქსია 10,000 ადამიანში 2-დან 5 შემთხვევამდე (https://bit.ly/3ezpZMx ). ის ალერგიული რეაქცია რომელიც ვაქცინებს აქვს მილიონში 2-5-მდე.ანუ პენიცილინს 100-ჯერ უფრო ხშირი გართულება აქვს ვაქცინის ყველაზე ცუდი გართულებაზე!!! ყოველ წელს პენიცილინის უეცარი ალერგია 500 ადამიანს კლავს აშშ-ში. რატომ ვაგრძელებთ მის გამოყენებას? და რატოა პეინიცილინი გასული საუკუნის ალბათ ყველაზე დიდი აღმოჩენა მედიცინაში? იმიტომ რომ ყოველ წელს 500 უიღბლოს თუ კლავს - მილიონობით ადამიანს გადაარჩენს ინფექციებისგან.

ანალგინი - რომელიც ასევე თითქმის ყველას გვაქვს "ნაყლაპი" (უკაცრავად ჟარგონზე) ჩემი ჩათვლით, ვაქცინის ალერგიაზე 1000-ჯერ უფრო ხშირად აქვს სიცოცხლისთვის სახიფათო გართულება აგრანულოციტოზი (ძვლის ტვინის ფუნქციის დაკარგვა) https://bit.ly/3ewDjS1 , რის გამოც იგი წლებია აკრძალულია (და არა 2 კვირით დაპაუზებულია) აშშ-ში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ავსტრალიაში, იაპონიაში და ასე შემდეგ.

ამის შემდეგ შეგიძლიათ თქვენი სააფთიაქო ყუთიდან ამოიღოთ ანალგინი, დახედეთ რამოდენიმე წამი, და შემდეგ გადაწყვიტეთ რომლის მიღება გირჩევნიათ - ანალგინის თუ ვაქცინის.ცოტა ლირიულ გადახვევას გავაკეთებ მათთვის ვისაც ეს მათემატიკა და „ნულიანები“ აბნევს. ამაზონის ჯუნგლებში ან აფრიკის საჰარაში თუ მოგზაურობთ რკინის გისოსებით გადახურულ „ჯიპით“, შეიძლება მძღოლი ხეს დაეჯახოს და ამის შედეგად ხალხი დაიღუპოს. ალტერნატივაა ფეხით იაროთ (ხეს სასიკვდილედ ვერ დაეჯახებით ფეხით მოსიარულე), თუმცა ამ შემთხვევაში გაცილებით დიდი შანსია ლომის ან სხვა რომელიმე მტაცებლის სადილი გახდეთ ხო? აქედან გამომდინარე რკინის გისოსებიან ჯიპს ირჩევს ნებისმიერი ჭკვათმყოფელი. ჰოდა აქ ჯიპი ვაქცინაა, და უვაქცინობა ფეხით სიარული კოვიდის პანდემიის ჯუნგლებში .

მითი #3

ვაქცინა სულ რაღაც თვეების შექმნილია, და არავინ იცის რა გართულებები ექნება მომავალში. უკაცრავად, ჯერ ერთი კორონავირუსიც სულ ახალი ვირუსია, და მისი დამართვის შედეგადაც (თუ არ მოკვდი) არავინ არ იცის რა გართულებებს დატოვებს შორეულ მომავალში... უფრო სწორედ ვიცით - ის ნამდვილად ტოვებს პოსტ-კოვიდურ გართლებებს. უახლესი გამოქვეყნებული კვლევის შედეგად ლანცეტში (https://bit.ly/2Q1gg7G ) ინფექციიდან 6 თვის მერეც კი 76%-ს ანუ ოთხიდან სამ ადამიანს (უმეტესობას!) მინიმუმ ერთი დარჩენილი სიმპტომი ჰქონდა, მათ შორის ორგანული დაზიანებები გულში, ფილტვში, ტვინში, ზოგიერთი კონკრეტული სიმპტომები იყო დაღლილობა და სისუსტე - 63%, უძილობა - 26%, დეპრესია და შფოთვა 23%, თმის ცვენა 22%, და ასე შემდეგ. ვაქცინაციას არ ახასიათებს ასეთი გვერდითი ეფექტები. 6 თვეზე მეტი გავიდა რაც ათიათასობით ადამიანი აიცრა საწყის კვლევებში, და ეს ფაქტია რომ ასეა, და არა ვარაუდი ან იმედი.რაც შეეხება იმას თუ „წლების მერე რას დატოვებს“ ვაქცინა.

და ისევ - ამაზე ნერვიულობს ძირითადად ის ხალხი ვინც არ იცის იმუნოლოგია და ფიზიოლოგია. საქმე იმაშია რომ ვაქცინა თავის მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, რამოდენიმე თვეში უკვე ახალს არაფერს ჰმატებს ორგანიზმს, ანუ თუ რამე „მოსახდენი იყო აქამდე მოხდებოდა“ 99.99% შემთხვევაში.

ამიტომ ვამბობთ რომ ეს კვლევები რომ ჩატარდა და დასრულდა 2020-ში, საკმარისია რომ უსაფრთხოდ ავცრათ მოსახლეობა. რა თქმა უნდა სიტყვა „უსაფრთხო“ ფარდობითა, და თქვენ თვითონ ნახეთ პენიცილინის და ანალგინის მაგალითი, მაგრამ ერთ რამ რაც მსოფლიო მედიცინას შეუძლია თქვას ამ ეტაპზე არსებული ცოდნით, რომ დამტკიცებული და ხარისხიანი კოვიდის ვაქცინა პენიცილნზე და ანალგინზე უსაფრთხოა გინდ გართულებებით, გინდ სიკვდილიანობით. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი გაქვთ - გთხოვთ ფაქტებით მესაუბროთ, და არა ემოციებით და შამანების პოსტების გაზიარებით .ჯანმრთელობას და დროულად აცრას გისურვებთ!" - წერს მრელაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს ვაქცინაციის კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს

არემჯის საზაფხულო სკოლა 2021 იწყება

"არც ერთი პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს... ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე