სოციალურ ქსელში გუდაურში გადაღებული ფოტო ვრცელდება. კადრებზე ჩანს, ზამთრის კურორტზე შეკრებილი უამრავი დამსვენებელი, რომლებიც დისტანციას არ იცავენ.
ფოტოს სოციალურ ქსელში გიორგი ვარსიმაშვილი ავრცელებს.
"სოციალური დისტანცირება გუდაურში. ფოტო გადაღებულია დღეს" - წერს ვარსიმაშვილი.
ფოტოს კომენტარებში ეხმაურებიან დამსვენებლები, ასევე საზოგადოების ნაწილი:
"ყველა პირბადით არის, და რა საშიშროებაზე ლაპარაკობთ, რამ გაგაბოროტათ!"
"ისეთი აღჭურვილები ვსრიალებთ ექიმებსაც კი შეშურდებათ, ასე რომ, სანერვიულო არ არის. ვისაც ეუხერხულება ნუ ისრიალებს ძალიან მარტივია"
"და საღამოობით ბარებში და/ან ერთმანეთთან ოთახებში სტუმრობა..."
ინტრიგანი... კაცია ესეც.
იმის გამო რომ მაგათ ტრინცი-დრინცი მოუნდათ უამრავი ხალხი უნდა დაიხოცოს კოვიდით! სასწრაფოდ გადაკეტეთ გზა და თბილისისკენ აღარ გამოუშვათ, ვიდრე კოვიდი არ გაქრება!