პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკა ასათიანის პოლიტიკური აქტივობები - როდის ვის უჭერდა მხარს დიზაინერი
მაკა ასათიანის პოლიტიკური აქტივობები - როდის ვის უჭერდა მხარს დიზაინერი

მაკა ასა­თი­ა­ნის პერ­სო­ნის გარ­შე­მო ინ­ტე­რე­სი არა­სო­დეს ნელ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ულა­მა­ზეს ქა­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი წლე­ბია, რაც მე­ო­რე ქმარ­თან, ბიზ­ნეს­მენ კოტე გო­გე­ლი­ას­თან ერ­თად შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი ყო­ვე­ლი ვი­ზი­ტი მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად შუქ­დე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად პო­ლი­ტი­კა­ში არა­სო­დეს უც­დია ბედი, მუდ­მი­ვად ჩნდე­ბო­და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გვერ­დით, რო­გორც მხარ­დამ­ჭე­რი. სხვა­თა შო­რის, ასა­თი­ა­ნი პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თუ გა­ვიხ­სე­ნებთ "მა­ესტროს" წილს, რო­მელ­საც მისი ოჯა­ხი ფლობ­და და მა­შინ ტე­ლე­ვი­ზია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი არხი იყო ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ.

AMBEBI.GE-მ თვა­ლი გა­და­ავ­ლო დი­ზა­ი­ნე­რის პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბებს და მკი­თხველს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს შე­ვახ­სე­ნებთ.

მაკა ასა­თი­ა­ნი ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ფი­გუ­რა არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მათი მოს­ვლის დროს ყო­ფი­ლა, თუმ­ცა არ­ქივ­ში იძებ­ნე­ბა ფოტო, რო­მე­ლიც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას­თან აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი.

მე­რაბ ჟორ­და­ნია ჯერ კი­დევ მაკა ასა­თი­ა­ნის ქმა­რი იყო, რო­დე­საც წლე­ბის წინ, მშობ­ლი­ურ ლან­ჩხუთ­ში სცა­და ბედი და მა­ჟო­რი­ტა­რად იყა­რა კენ­ჭი. თუმ­ცა რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რი­დან ჩანს, პლა­კატ­ზე და­სა­ბეჭ­დად არ­ჩე­ვა­ნი შვი­ლებ­სა და საყ­ვა­რელ ძმის­შვილ­ზე ნინი ქარ­სე­ლა­ძე­ზე გა­ა­კე­თა, რომ­ლე­ბიც მა­შინ ჯერ კი­დევ ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ.

დი­ზა­ი­ნე­რი წლე­ბის მან­ძილ­ზე მე­გობ­რობ­და ძმებ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ებ­თან. ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მე­უღ­ლე ნინო მი­ქე­ლა­ძე და მაკა ასა­თი­ა­ნი ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი არი­ან. მაკა აქ­ტი­უ­რად გულ­შე­მატ­კივ­რობ­და ძმებს, რო­დე­საც ისი­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ებ­რძოდ­ნენ. ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" წილ­საც, უმ­ცროს გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან ერ­თად ფლობ­და.

მაკა ასა­თი­ა­ნი ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მე­უღ­ლეს­თან

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მათ შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­ძა­ბა და ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­თე­სა­ვე­ბი არ შე­რი­გე­ბუ­ლან. 2015 წელს, "მა­ესტროს" მა­შინ­დელ­მა დი­რექ­ტორ­მა ბაია გა­და­ბა­ძემ კომ­პა­ნია გა­კოტ­რე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და. ამ ფაქტს 25%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა და პარტნი­ო­რე­ბის სა­ეჭ­ვო გა­რი­გე­ბებ­ზე ისა­უბ­რა. გია ასე­ვე ამ­ბობ­და, რომ მა­კამ მის­გან არ­სე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ფარ­ვა მო­ი­თხო­ვა.

მა­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "მა­ესტროს“ ყიდ­ვას ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი გეგ­მავ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე აცხა­დებ­და:

"მაკა ჩემ­თვის დღე­საც ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნია, მის უკან მდგო­მი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი კი ჩემ­თვის უც­ნო­ბია, თუმ­ცა, ფაქ­ტია, "მა­ესტრო" გო­გე­ლი­ას გამო რამ­დე­ნი­მე და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა და­ტო­ვა. სად არის ამ დროს სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი "მა­ესტრო"? ვერ ვა­დას­ტუ­რებ, თუმ­ცა მო­ვის­მი­ნე ვერ­სია, რომ "მა­ესტროს" და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ყი­დუ­ლობს. ამ ეჭვს ისიც მიმ­ყა­რებს, რომ დღეს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას კე­ზე­რაშ­ვი­ლი­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი გი­ორ­გი ისა­კა­ძეც მარ­თავს...".

2010 წელს მა­შინ­დელ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის გვერ­დით გა­მოჩ­ნდა მაკა ასა­თი­ა­ნი. ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რომ ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი დი­ზა­ი­ნე­რის მხარ­და­ჭე­რით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია. მა­შინ ძი­ძი­გუ­რი და­მარ­ცხდა, თუმ­ცა ფო­ტო­ე­ბი ის­ტო­რი­ას შე­მორ­ჩა.

წლე­ბის შემ­დეგ, ამ­ჯე­რად უკვე 2020 წელს მაკა ასა­თი­ა­ნი ვარ­კე­თილ­ში, სო­ზარ სუ­ბა­რის მხარ­და­სა­ჭერ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­მოჩ­ნდა. უც­ნო­ბია, სა­ი­დან მოხ­ვდა სუ­ბა­რის გვერ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე თვით ჩა­მო­სუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი. ბო­ლომ­დე სა­ი­დუმ­ლოდ დარ­ჩა, პარ­ტი­ამ შე­არ­ჩია სუ­ბა­რის მხარ­დამ­ჭე­რად ვა­კე­ლი ასა­თი­ა­ნი ვარ­კე­თილ­ში, თუ უბ­რა­ლოდ პი­რა­დი ნაც­ნო­ბო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სცა პა­ტი­ვი სო­ზარს. მა­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხუმ­რობ­დნენ, რომ ასა­თი­ა­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ პირ­ვე­ლად სტუმ­რობ­და ვარ­კე­თილს და წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და, რას სთა­ვა­ზობ­და ხალ­ხს.

მაკა ასა­თი­ა­ნის გა­მო­ჩე­ნა ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე მისი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი­დან ალ­ბათ მა­ინც ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი აღ­მოჩ­ნდა.

ის 2021 წელს, რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში, ნა­მახ­ვა­ნის ჰე­სე­ბის კას­კა­დის სამ­შე­ნებ­ლო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზეც გა­მოჩ­ნდა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან სა­უბ­რის ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბა რაი
1

ლამაზია ,ულამაზესია მაგრამ ცალტვინა.აბა სუბარს როგორ შეიძლება ვინმე მხარს უჭერდეს

დ გ
24

ვის რაში დარჩენია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

მაკა ასათიანის პოლიტიკური აქტივობები - როდის ვის უჭერდა მხარს დიზაინერი

მაკა ასათიანის პოლიტიკური აქტივობები - როდის ვის უჭერდა მხარს დიზაინერი

მაკა ასათიანის პერსონის გარშემო ინტერესი არასოდეს ნელდება. საქართველოში ულამაზეს ქალად აღიარებული დიზაინერი წლებია, რაც მეორე ქმართან, ბიზნესმენ კოტე გოგელიასთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს, მაგრამ საქართველოში მისი ყოველი ვიზიტი მედიაში აქტიურად შუქდება.

მიუხედავად იმისა, რომ თავად პოლიტიკაში არასოდეს უცდია ბედი, მუდმივად ჩნდებოდა პოლიტიკოსების გვერდით, როგორც მხარდამჭერი. სხვათა შორის, ასათიანი პოლიტიკურ პროცესებშიც მონაწილეობდა, თუ გავიხსენებთ "მაესტროს" წილს, რომელსაც მისი ოჯახი ფლობდა და მაშინ ტელევიზია ერთ-ერთი ყველაზე ოპოზიციურად განწყობილი არხი იყო ვარდების ხელისუფლების მიმართ.

AMBEBI.GE-მ თვალი გადაავლო დიზაინერის პოლიტიკურ აქტივობებს და მკითხველს საინტერესო ამბებს შევახსენებთ.

მაკა ასათიანი ვარდების ხელისუფლებასთან დაახლოებული ფიგურა არც ხელისუფლებაში მათი მოსვლის დროს ყოფილა, თუმცა არქივში იძებნება ფოტო, რომელიც ზურაბ ჟვანიასთან აქვს გადაღებული.

მერაბ ჟორდანია ჯერ კიდევ მაკა ასათიანის ქმარი იყო, როდესაც წლების წინ, მშობლიურ ლანჩხუთში სცადა ბედი და მაჟორიტარად იყარა კენჭი. თუმცა როგორც საარჩევნო ბანერიდან ჩანს, პლაკატზე დასაბეჭდად არჩევანი შვილებსა და საყვარელ ძმისშვილზე ნინი ქარსელაძეზე გააკეთა, რომლებიც მაშინ ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ.

დიზაინერი წლების მანძილზე მეგობრობდა ძმებ გაჩეჩილაძეებთან. ლევან გაჩეჩილაძის მეუღლე ნინო მიქელაძე და მაკა ასათიანი ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. მაკა აქტიურად გულშემატკივრობდა ძმებს, როდესაც ისინი სააკაშვილის ხელისუფლებას ებრძოდნენ. ტელეკომპანია "მაესტროს" წილსაც, უმცროს გაჩეჩილაძესთან ერთად ფლობდა.

მაკა ასათიანი ლევან გაჩეჩილაძის მეუღლესთან

მოგვიანებით, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა და ბოლო ინფორმაციით, ნათესავები არ შერიგებულან. 2015 წელს, "მაესტროს" მაშინდელმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ კომპანია გაკოტრებულად გამოაცხადა. ამ ფაქტს 25%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა და პარტნიორების საეჭვო გარიგებებზე ისაუბრა. გია ასევე ამბობდა, რომ მაკამ მისგან არსებული კრედიტების დაუყოვნებლივ დაფარვა მოითხოვა.

მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მაესტროს“ ყიდვას ყოფილი მაღალჩინოსანი დავით კეზერაშვილი გეგმავდა. მოგვიანებით, "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გია გაჩეჩილაძე აცხადებდა:

"მაკა ჩემთვის დღესაც ძვირფასი ადამიანია, მის უკან მდგომი პოლიტიკური ძალის ინტერესები კი ჩემთვის უცნობია, თუმცა, ფაქტია, "მაესტრო" გოგელიას გამო რამდენიმე დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა დატოვა. სად არის ამ დროს სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი "მაესტრო"? ვერ ვადასტურებ, თუმცა მოვისმინე ვერსია, რომ "მაესტროს" დავით კეზერაშვილი ყიდულობს. ამ ეჭვს ისიც მიმყარებს, რომ დღეს ტელეკომპანიას კეზერაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებელი გიორგი ისაკაძეც მართავს...".

2010 წელს მაშინდელ თბილისის მერობის კანდიდატის გვერდით გამოჩნდა მაკა ასათიანი. ერთ-ერთ ღონისძიებაზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ზვიად ძიძიგური დიზაინერის მხარდაჭერით აღფრთოვანებულია. მაშინ ძიძიგური დამარცხდა, თუმცა ფოტოები ისტორიას შემორჩა.

წლების შემდეგ, ამჯერად უკვე 2020 წელს მაკა ასათიანი ვარკეთილში, სოზარ სუბარის მხარდასაჭერ ღონისძიებაზე გამოჩნდა. უცნობია, საიდან მოხვდა სუბარის გვერდით საქართველოში რამდენიმე თვით ჩამოსული დიზაინერი. ბოლომდე საიდუმლოდ დარჩა, პარტიამ შეარჩია სუბარის მხარდამჭერად ვაკელი ასათიანი ვარკეთილში, თუ უბრალოდ პირადი ნაცნობობის საფუძველზე სცა პატივი სოზარს. მაშინ სოციალურ ქსელში ხუმრობდნენ, რომ ასათიანი სავარაუდოდ პირველად სტუმრობდა ვარკეთილს და წარმოდგენა არ ჰქონდა, რას სთავაზობდა ხალხს.

მაკა ასათიანის გამოჩენა ნამახვანჰესის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე მისი პოლიტიკური წარსულიდან ალბათ მაინც ყველაზე უცნაური აღმოჩნდა.

ის 2021 წელს, რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარე აქციებზეც გამოჩნდა და ორგანიზატორებთან საუბრის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.