ნეკი დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე, ირმა ჭკადუას განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ომბუდსმენს მოუწოდებს, რომ ჩოგბურთელი მის მიმართ განხორციელებული სიძულვილის ენისგან დაიცვას.
მისი თქმით, ჭკადუა საზოგადოებას არასწორ წარმოდგენას უქმნის.
"ჩემმა კოლეგამ ქალბატონმა ჭკადუამ ძალიან კარგად იცის რომ ადვოკატი სამართლებრივადაც ვერ დაარღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. ისიც იცის, რომ ბატონი ნიკოლოზი და მისი მშობლები სასამართლო გადაწყვეტილებით ოჯახში მოძალადედ არიან ცნობილები ორი მსხვერპლის მიმართ (შემაკავებელი ორდერებია გამოცემული). ეს გადამოწმებადი ფაქტებია.
მაგრამ მაინც არწმუნებს ნიკოლოზს, რომ რაღაც სამართლებრივი გზა არსებობს ადვოკატების გასაჩუმებლად. რატომ ატყუებს? ამავდროულად საზოგადოებას უქმნის წარმოდგენას რომ დიდი უსამართლობა ხდება ბასილაშვილის მიმართ. ამით სურს შეინარჩუნოს მხარდაჭერა ოჯახში მოძალადის მიმართ. დიახ, სამწუხაროდ ნიკოლოზმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა და მას ამის გამო მთელი რიგი ქმედებები გქონდა აკრძალული სახელმწიფოს მიერ!" - წერს აბაშიძე.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ომბუდსმენს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ჩოგბურთელი მის მიმართ განხორციელებული სიძულვილის ენისგან დაიცვას.
როგორც ჭკადუა ამბობს, გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილის მიმართ უამრავი შეურაცხმყოფელი პოსტი დაიწერა და მოუწოდებს ნინო ლომჯარიას, ფაქტით დაინტერესდეს.
"ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ უფლებადამცველებს, არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და კონსტიტუციურ უფლებას, რადგან სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ბასილაშვილი არის მოძალადე.
მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართ გამოყენებეულია სიძულვილის ენა. ის, რომ ბრალდებულია, არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს უფლება მიიღოს ამა თუ იმ პროფესიულ საქმიანობაში მონაწილეობა. ადამიანები, ვინც ცდილობენ ბასილაშვილს იმიჯი შეულახონ, გაწბილებულები დარჩებიან" - აღნიშნა ჭკადუამ.
ნაცებო მოისვენეთ რატო არ გიხარიათ ქართველი კაცის წარმატება ეს ხომ საქართველოს წარმატებაც არის წადით რუსეთში ან რუსეთის აკრაინა აკრაინაში და გვაცალეთ ქართველებს ერთმანეთისთვის ვიცხოვროდ თან წაიყვანეთ პეტრე ცაავა ახალაიას აგენტი
სამართლიანია ბასილაშვილის ადვოკატის განმარტება. ბაიამ იმის მაგივრად,რომ მიელოცა ბასილაშვილისთვის გამარჯვება დაიწყო ოჯახური საქმეების მიკერება. ყურადღება უნდა გაემახვილებინა ნიკოლოზის წარმატებაზე და არა დაებულინგებინა ის ამ დიდი გამარჯვების დროს. ყველაფერს ხომ მისი ადგილი აქვს. თუ არ გაგეხარდა გაჩერდი მაინც,ნუ დაწერ იმას,რაც ბოლომდე არ არის გარკვეული. რატომ ცდილობ გაასაჯაროო ის,რაც ოჯახს ეკუთვნის სათქმელად...ყოფილ მეუღლეს არ უთქვამს ამ დროს ცუდი,პირიქით ვუყურებ მატჩსო და შენ რატომ აძლევ ამდენის უფლებას თავს.?