პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილიარდ რუბლზე მეტი კადიროვის ოჯახის დაცვისთვის - "საფრთხე გაიზარდა და ჩეჩნეთის ლიდერის რეზიდენციასა და სასახლეებს 400-ზე მეტი სამხედრო იცავდა"
მილიარდ რუბლზე მეტი კადიროვის ოჯახის დაცვისთვის - "საფრთხე გაიზარდა და ჩეჩნეთის ლიდერის რეზიდენციასა და სასახლეებს 400-ზე მეტი სამხედრო იცავდა"

ერთი მი­ლი­არდ რუბ­ლზე მეტი რამ­ზან კა­დი­რო­ვის ოჯა­ხის დაც­ვის­თვის - ასე­თია openmedia.io-ის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ან­გა­რი­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც კა­დი­რო­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და მისი გა­რე­მოც­ვის დაც­ვა­ში ბოლო ხუთ წე­ლი­წად­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა და­ი­ხარ­ჯა. აქამ­დე მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის დაც­ვა­ში გა­დახ­დი­ლი თან­ხა 200 მი­ლი­ონ რუბლს შე­ად­გენ­და.

"თუმ­ცა, ბოლო ხა­ნებ­ში, ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის შე­ფა­სე­ბით, საფრ­თხე გა­ი­ზარ­და... ამი­ტომ მათ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბას, რე­ზი­დენ­ცი­ა­სა და ორ კერ­ძო სახ­ლს, რო­მელ­საც სა­სახ­ლე უფრო ეთ­ქმის და მისი ბი­ნად­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას "როსგვარ­დი­ის" 400-ზე მეტი სამ­ხედ­რო იცავ­და, რო­მელ­თაც კა­დი­რო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ყო­ველ­წლი­უ­რი კონ­ტრაქ­ტი აქვთ" - წე­რენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რო­მელ­თა ცნო­ბი­თაც, 2021 წლის 11 მარ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, კონ­ტრაქ­ტო­რე­ბის­თვის გა­დახ­დილ­მა თან­ხამ 201,4 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი შე­ად­გი­ნა.

გა­სუ­ლი წლე­ბის სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის თა­ნახ­მად, თუნ­დაც 2017 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, კა­დი­რო­ვე­ბის სამ­ფლო­ბე­ლოს 430 მე­ო­მა­რი იცავ­და, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა შე­ნო­ბებ­ში იყ­ვნენ გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაც­ვა ჰყავ­და გროზ­ნოს რე­ზი­დენ­ცი­ას. შე­სა­ბა­მი­სად, დაც­ვის უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ იქ იყო გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, კა­დი­რო­ვის ოჯა­ხის დაც­ვას ფი­ნან­სუ­რად ორი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს, ისი­ნი ჩე­ჩენ­თის ლი­დე­რის მა­მის, ჩეჩ­ნე­თის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, აჰ­მად კა­დი­რო­ვის სახ­ლსაც იცა­ვენ, რო­მელ­საც დრო­დად­რო სტუმ­რობს კა­დი­რო­ვი უმ­ცრო­სი.

Transparency Internationa-ის ცნო­ბით, სრუ­ლი თან­ხა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ბი­უ­ჯე­ტი­დან ირი­ცხე­ბა, რაც ად­გი­ლობ­რი­ვი ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის კრი­ტი­კის სა­გა­ნია.

2019 წელს, კა­დი­რო­ვის ცო­ლის მიერ შევ­სე­ბულ ფი­ნან­სურ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მისი შე­მო­სავ­ლე­ბი 147, 9 მი­ლი­ონ რუბლს შე­ად­გენ­და. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი რა­ო­დე­ნო­ბა 40-ჯერ გა­ი­ზარ­და. ტე­ლე­კომ­პა­ნია "Дождь"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­დი­რო­ვის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ბიზ­ნეს-ჯე­ტის შე­მო­სა­ვა­ლი, ორი მი­ლი­არდ რუბლს შე­ად­გენ­და.

2020 წლის ივ­ლის­ში, და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა გა­მო­ცე­მა "პრო­ექ­ტმა" ის აქ­ტი­ვე­ბი გა­მო­ი­ძია, რო­მე­ლიც რამ­ზან კა­დი­როვ­სა და მის მრჩე­ველს, დუ­მის დე­პუ­ტატ ადამ დე­ლიმ­ხა­ნოვს ეკუთ­ვნის, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად, მათ მი­ნი­მა­ლურ მფლო­ბე­ლე­ბად ით­ვლე­ბი­ან. კომ­პა­ნი­ის შე­მო­სა­ვა­ლი ასო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია. ჩე­ჩე­ნი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი პარტნი­ო­რებს კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან და წი­ლებს აქე­და­ნაც იღე­ბენ. კა­დი­რო­ვის გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბი და ჩეჩ­ნე­თის ე.წ. ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უძ­რავ ქო­ნე­ბას ფლო­ბენ მოს­კო­ვის ელი­ტა­რულ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექ­სებ­ში.

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან და მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ან დაც­ვას ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­ში კრი­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბე­ბი მოჰ­ყვა. ზო­გი­ე­რი მი­იჩ­ნევს, რომ კა­დი­რო­ვი დღეს თუ ხვალ ისე­ვე და­ას­რუ­ლებს, რო­გორც სხვა დიქ­ტა­ტო­რებ­მა და­ას­რუ­ლეს.

"კა­დაფს უფრო ძლი­ე­რი დაც­ვა ჰყავ­და. მეტი ფი­ნან­სე­ბით და ძლი­ე­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბა, მაგ­რამ მა­ინც და­ე­ცა... სხვა უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თიც არ­სე­ბობს, რო­დე­საც თუნ­დაც 20 წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ, დიქ­ტა­ტო­რი და­მარ­ცხდა."

"სა­ნამ პუ­ტი­ნია, კა­დი­რო­ვიც იქ­ნე­ბა, ამი­ტომ რუს­მა ხალ­ხმა ჯერ მთა­ვა­რი დიქ­ტა­ტო­რი უნდა მო­ი­შო­როს... სხვა შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სე­თის ისე­დაც დან­გრე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კი­დან ფი­ნან­სე­ბი და­უ­ნა­ნებ­ლად გა­და­ი­რი­ცხე­ბა ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის კომ­ფორ­ტულ სა­სახ­ლე­ებ­ში..." - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ის­მა­ილ ბელი".

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Luka
6

Vainaxebis samarcxvino kaci

ივდითი
36

ძია რამზანი! 400 კაცი კი არა, მთელი პროგრესული სამყარო უნდა იცავდეს და პატრონობდეს კავკასიის ამ ობოლ მარგალიტს! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

მილიარდ რუბლზე მეტი კადიროვის ოჯახის დაცვისთვის - "საფრთხე გაიზარდა და ჩეჩნეთის ლიდერის რეზიდენციასა და სასახლეებს 400-ზე მეტი სამხედრო იცავდა"

მილიარდ რუბლზე მეტი კადიროვის ოჯახის დაცვისთვის - "საფრთხე გაიზარდა და ჩეჩნეთის ლიდერის რეზიდენციასა და სასახლეებს 400-ზე მეტი სამხედრო იცავდა"

ერთი მილიარდ რუბლზე მეტი რამზან კადიროვის ოჯახის დაცვისთვის - ასეთია openmedia.io-ის მიერ მომზადებული ანგარიში, რომლის მიხედვითაც კადიროვის ოჯახის წევრებისა და მისი გარემოცვის დაცვაში ბოლო ხუთ წელიწადში უპრეცედენტო რაოდენობის თანხა დაიხარჯა. აქამდე მისი ოჯახის წევრების დაცვაში გადახდილი თანხა 200 მილიონ რუბლს შეადგენდა.

"თუმცა, ბოლო ხანებში, ჩეჩნეთის ლიდერის შეფასებით, საფრთხე გაიზარდა... ამიტომ მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რეზიდენციასა და ორ კერძო სახლს, რომელსაც სასახლე უფრო ეთქმის და მისი ბინადრების უსაფრთხოებას "როსგვარდიის" 400-ზე მეტი სამხედრო იცავდა, რომელთაც კადიროვის ხელისუფლებასთან ყოველწლიური კონტრაქტი აქვთ" - წერენ ჟურნალისტები, რომელთა ცნობითაც, 2021 წლის 11 მარტის მონაცემებით, კონტრაქტორებისთვის გადახდილმა თანხამ 201,4 მილიონი რუბლი შეადგინა.

გასული წლების სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, თუნდაც 2017 წლის მონაცემებით, კადიროვების სამფლობელოს 430 მეომარი იცავდა, რომლებიც სხვადასხვა შენობებში იყვნენ გადანაწილებული. განსაკუთრებული დაცვა ჰყავდა გროზნოს რეზიდენციას. შესაბამისად, დაცვის უმეტესობა სწორედ იქ იყო გადანაწილებული.

გამოცემის ცნობით, კადიროვის ოჯახის დაცვას ფინანსურად ორი სახელმწიფო უწყება უზრუნველყოფს, ისინი ჩეჩენთის ლიდერის მამის, ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, აჰმად კადიროვის სახლსაც იცავენ, რომელსაც დროდადრო სტუმრობს კადიროვი უმცროსი.

Transparency Internationa-ის ცნობით, სრული თანხა რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან ირიცხება, რაც ადგილობრივი ანტიკორუფციული სამსახურების კრიტიკის საგანია.

2019 წელს, კადიროვის ცოლის მიერ შევსებულ ფინანსურ დეკლარაციაში მისი შემოსავლები 147, 9 მილიონ რუბლს შეადგენდა. ბოლო მონაცემებით, მისი რაოდენობა 40-ჯერ გაიზარდა. ტელეკომპანია "Дождь"-ის ინფორმაციით, კადიროვის მფლობელობაში არსებული ბიზნეს-ჯეტის შემოსავალი, ორი მილიარდ რუბლს შეადგენდა.

2020 წლის ივლისში, დამოუკიდებელმა გამოცემა "პროექტმა" ის აქტივები გამოიძია, რომელიც რამზან კადიროვსა და მის მრჩეველს, დუმის დეპუტატ ადამ დელიმხანოვს ეკუთვნის, თუმცა ოფიციალურად, მათ მინიმალურ მფლობელებად ითვლებიან. კომპანიის შემოსავალი ასობით მილიონი დოლარია. ჩეჩენი მაღალჩინოსნები პარტნიორებს კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაში ეხმარებიან და წილებს აქედანაც იღებენ. კადიროვის გარემოცვის წევრები და ჩეჩნეთის ე.წ. ელიტის წარმომადგენლები უძრავ ქონებას ფლობენ მოსკოვის ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსებში.

ჩეჩნეთის ლიდერის მრავალრიცხოვან და მაღალბიუჯეტიან დაცვას ადგილობრივ მოსახლეობის ნაწილში კრიტიკული განწყობები მოჰყვა. ზოგიერი მიიჩნევს, რომ კადიროვი დღეს თუ ხვალ ისევე დაასრულებს, როგორც სხვა დიქტატორებმა დაასრულეს.

"კადაფს უფრო ძლიერი დაცვა ჰყავდა. მეტი ფინანსებით და ძლიერი შეიარაღება, მაგრამ მაინც დაეცა... სხვა უამრავი მაგალითიც არსებობს, როდესაც თუნდაც 20 წლიანი მმართველობის შემდეგ, დიქტატორი დამარცხდა."

"სანამ პუტინია, კადიროვიც იქნება, ამიტომ რუსმა ხალხმა ჯერ მთავარი დიქტატორი უნდა მოიშოროს... სხვა შემთხვევაში, რუსეთის ისედაც დანგრეული ეკონომიკიდან ფინანსები დაუნანებლად გადაირიცხება ჩეჩნეთის ლიდერის კომფორტულ სასახლეებში..." - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი "ისმაილ ბელი".

"13 ივნისი არის დღე, რომელიც დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება" - კახა კალაძე

"ჩემს ქვეყანას რომ დასჭირდეს, ახლაც იმავეს გავაკეთებდი“: აფხაზეთის ომში დაჭრილი ბიჭის სულისშემძვრელი ამბავი - მას საზოგადოების თანადგომა სჭირდება

საქართველოში კორონავირუსის 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი გაკეთდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში