საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეიქ ნიუსებს" დავანებოთ... ვიყოთ სოლიდარული" - რას ამბობენ გამყრელიძე და იმნაძე "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე გავრცელებულ ინფორმაციებზე?
"ფეიქ ნიუსებს" დავანებოთ... ვიყოთ სოლიდარული" - რას ამბობენ გამყრელიძე და იმნაძე "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე გავრცელებულ ინფორმაციებზე?

პირ­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე ავიც­რე­ბი, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ჩა­მო­სუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი დღეს და ხვალ რე­გი­ო­ნებ­ში გა­და­ნა­წილ­დე­ბა.

"იმე­დია, ჩემი კო­ლე­გე­ბი კარ­გად ათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბენ, რა რის­კი აქვთ. მე პი­რა­დად, რაც პან­დე­მია და­ი­წყო, ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და დღე­ში ალ­ბათ, ორ პა­ცი­ენტს ვნა­ხუ­ლობ, დღემ­დე თავი ისე მო­ვი­ტა­ნე, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ ვარ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პირ­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე ავიც­რე­ბი, დავ­რე­გის­ტრირ­დე­ბი და ავიც­რე­ბი. ახლა მან­ქა­ნე­ბი იტ­ვირ­თე­ბა, რე­გი­ო­ნებ­ში მი­დის და დღეს, ხვალ, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნა­ლურ ცენ­ტრში ვაქ­ცი­ნა ჩა­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი არის დიდი ბრი­ტა­ნე­თი, სა­ი­და­ნაც ჩა­მო­სუ­ლი მგზავ­რე­ბი, ან ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ ნამ­ყო­ფი პი­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­რან­ტინს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან. ამას გარ­და, იმ­ნა­ძის თქმით, ლუ­გა­რის ცენ­ტრი გა­მო­ყო­ფილ შტა­მებს შეს­წავ­ლის და კვლე­ვე­ბი ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა. იმ­ნა­ძე ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს იმა­საც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ელექ­ტორ­ნულ სის­ტე­მა­ში მოხ­დე­ბა ვაქ­ცი­ნის შემ­დგო­მი მოვ­ლე­ნე­ბის აღ­რი­ცხვა.

„სტა­ტის­ტი­კუ­რად ტრომ­ბო­ემ­ბე­ო­ლი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმ პო­პუ­ლა­ცი­ა­ში არა­ფე­რით გან­სხვავ­დე­ბა არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ პო­პუ­ლა­ცი­ა­ში ტრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ე­ბის სიხ­ში­რი­სა­გან, ამა­ზე დას­კვნა გა­მო­აქ­ვეყ­ნა რო­გორც ევ­რო­პის წამ­ლის სა­აგ­ნე­ტომ, ასე­ვე ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ. ვაქ­ცი­ნა­ცია არ შე­უ­ჩე­რე­ბია ძა­ლი­ან ბევრ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ იყე­ნებს, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი მოხ­დე­ბა - ვი­ღაც რა­ღა­ცას და­უ­კავ­ში­რებს.

გახ­სოვთ ალ­ბათ, რა ამ­ბა­ვი იყო ატე­ხი­ლი, როცა „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნის შემ­დეგ 20-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა ნორ­ვე­გი­ა­ში, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი იქ­ნე­ბა, რა თქმა უნდა, სიფრ­თხი­ლის გამო, ვი­ღა­ცამ შე­იძ­ლე­ბა შე­ა­ჩე­როს, მაგ­რამ ფაქ­ტი ერ­თია, უკვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ათე­ულ-მი­ლი­ო­ნო­ბით დოზა, რო­მელ­ზეც არა­ფე­რია აღ­წე­რი­ლი, რაც გა­მო­არ­ჩევ­და ამის რის­კებს. ერთი რამ კარ­გად და­ვი­მახ­სოვ­როთ, ეს ვაქ­ცი­ნე­ბი ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბას არ კურ­ნავს და არ იცავს ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბის­გან, ეს კო­რო­ნას­გან იცავს, სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან ხომ არ იცავს? კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ეს დას­კვნა ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ - ევ­რო­პის წამ­ლის სა­ა­გენ­ტომ, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც შა­ვით თეთრზე წე­რია, რომ ვაქ­ცი­ნა კო­რო­ნას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან არ იცავს, ამი­ტომ რა­ღაც და­ა­ვა­დე­ბა თუ ჰქონ­და ადა­მი­ანს, ვაქ­ცი­ნის შემ­დეგ, თუ რა­ღაც უიშ­ვი­ა­თე­სად მოხ­და, ეს ვაქ­ცი­ნის გამო მოხ­დას არ ნიშ­ნავს“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფეიქ ნი­უ­სებს" თავი უნდა და­ა­ნე­ბოს.

“ვაქ­ცი­ნა­ცია არის კა­ცობ­რი­ო­ბის ყველ­ზე დიდი მო­ნა­პო­ვა­რი. ბოლო 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლომ 4 ახა­ლი ვაქ­ცი­ნა და­ნერ­გა და ეს არის მე-5, რო­მე­ლიც ინერ­გე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი ვაქ­ცი­ნის და­ნერგვის პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნია. თვი­თონ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა გა­მოს­ვლა­ში, ბრი­ფინ­გებ­ზე სა­უ­ბა­რია, თუ რას ნიშ­ნავს ვაქ­ცი­ნა, რას აკე­თებს ვაქ­ცი­ნა, რო­გორ იცავს ის ადა­მი­ა­ნის ჯანმთე­ლო­ბას და ა.შ. ეს კამ­პა­ნია მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს და ახლა კი­დევ უფრო მე­ტად გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა. სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა საკ­მა­ოდ კარ­გად იცის ის სი­კე­თე, რაც მო­აქვს ვაქ­ცი­ნა­ცი­ას. დღეს უკვე აც­რი­ლია 300 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და არ­ცერ­თი ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ არ არის დამ­დგა­რი.

მა­შინ, როცა 120 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ა­ვად­და ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და სამ­წუ­ხა­როდ, 2,6 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა და­ა­ვა­დე­ბას. სარ­გე­ბე­ლი და გვერ­დი­თი მოქ­მე­დე­ბა, რაც ნე­ბის­მი­ერ წა­მალს აქვს, ხე­დავთ, თუ რამ­დე­ნად დი­დია. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი, ჩვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი იყო ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. მე მო­გი­წო­დებთ ყვე­ლას, რომ ვი­ყოთ სო­ლი­და­რუ­ლი და “ფეიქ ნი­უ­სებს” და­ვა­ნე­ბოთ თავი იმი­ტომ, რომ კა­ცობ­რი­ო­ბას ვაქ­ცი­ნა­ზე უკე­თე­სი ჯერ არ მო­უ­გო­ნია. ვაქ­ცი­ნებ­მა გა­და­არ­ჩი­ნა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე, აღარ კვდე­ბა 500 000 ბავ­შვი “წი­თე­ლა­თი”, რაც ხდე­ბო­და 90-იან წლებ­ში, ეს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ჩა­მო­სუ­ლია 100 000-ზე დაბ­ლა. ორ ქვე­ყა­ნა­შია დარ­ჩე­ნი­ლი პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტი, ამა­ზე კარ­გი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბი რა გნე­ბავთ კამ­პა­ნი­ის­თვის, გა­მა­გე­ბი­ნეთ? ვაქ­ცი­ნა­ცია და­ას­რუ­ლებს კო­ვიდს, ამი­ტომ მხო­ლოდ გვერ­დში დაგ­ვი­დე­ქით”,- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გამყრელიძე
0

ავსტრიაში რომ ქალი გარდაიცვალა ამ ვაქცინით, და ქვეყანამ შეაჩერა ვაქცინაცია, იქნებ ესეც განმარტოთ,,,, თუ ისევ თანმხლებ დაავადებებს დავაბრალებთ როგორც ადრე? საკუთარ ოჯახის წევრებს აუცერით თუ ასე მონდომებულები ხართ,

დ გ
0

ეს სამი მუშკეტერი თუ გაიკეთებს მაგრამ ნურას უკაცრავად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ფეიქ ნიუსებს" დავანებოთ... ვიყოთ სოლიდარული" - რას ამბობენ გამყრელიძე და იმნაძე "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე გავრცელებულ ინფორმაციებზე?

"ფეიქ ნიუსებს" დავანებოთ... ვიყოთ სოლიდარული" - რას ამბობენ გამყრელიძე და იმნაძე "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე გავრცელებულ ინფორმაციებზე?

პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ჩამოსული ვაქცინები დღეს და ხვალ რეგიონებში გადანაწილდება.

"იმედია, ჩემი კოლეგები კარგად ათვითცნობიერებენ, რა რისკი აქვთ. მე პირადად, რაც პანდემია დაიწყო, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და დღეში ალბათ, ორ პაციენტს ვნახულობ, დღემდე თავი ისე მოვიტანე, რომ ინფიცირებული არ ვარ, აქედან გამომდინარე, პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები, დავრეგისტრირდები და ავიცრები. ახლა მანქანები იტვირთება, რეგიონებში მიდის და დღეს, ხვალ, საქართველოს ყველა რეგიონალურ ცენტრში ვაქცინა ჩატანილი იქნება“, - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი გამონაკლისი არის დიდი ბრიტანეთი, საიდანაც ჩამოსული მგზავრები, ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში იქ ნამყოფი პირები საქართველოში კარანტინს დაექვემდებარებიან. ამას გარდა, იმნაძის თქმით, ლუგარის ცენტრი გამოყოფილ შტამებს შესწავლის და კვლევები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. იმნაძე ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოში ელექტორნულ სისტემაში მოხდება ვაქცინის შემდგომი მოვლენების აღრიცხვა.

„სტატისტიკურად ტრომბოემბეოლიების რაოდენობა იმ პოპულაციაში არაფერით განსხვავდება არავაქცინირებულ პოპულაციაში ტრომბოემბოლიების სიხშირისაგან, ამაზე დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროპის წამლის სააგნეტომ, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ. ვაქცინაცია არ შეუჩერებია ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას, რომელიც „ასტრაზენეკას“ იყენებს, ასეთი რაღაცები მოხდება - ვიღაც რაღაცას დაუკავშირებს.

გახსოვთ ალბათ, რა ამბავი იყო ატეხილი, როცა „ფაიზერის“ ვაქცინის შემდეგ 20-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ნორვეგიაში, ასეთი რაღაცები იქნება, რა თქმა უნდა, სიფრთხილის გამო, ვიღაცამ შეიძლება შეაჩეროს, მაგრამ ფაქტი ერთია, უკვე გამოყენებულია ათეულ-მილიონობით დოზა, რომელზეც არაფერია აღწერილი, რაც გამოარჩევდა ამის რისკებს. ერთი რამ კარგად დავიმახსოვროთ, ეს ვაქცინები ყველა დაავადებას არ კურნავს და არ იცავს ყველა დაავადებისგან, ეს კორონასგან იცავს, სხვა დაავადებებისგან ხომ არ იცავს? კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დასკვნა ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ - ევროპის წამლის სააგენტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ვაქცინა კორონას საწინააღმდეგო სხვა დაავადებებისგან არ იცავს, ამიტომ რაღაც დაავადება თუ ჰქონდა ადამიანს, ვაქცინის შემდეგ, თუ რაღაც უიშვიათესად მოხდა, ეს ვაქცინის გამო მოხდას არ ნიშნავს“, - განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საზოგადოებამ ვაქცინასთან დაკავშირებით "ფეიქ ნიუსებს" თავი უნდა დაანებოს.

“ვაქცინაცია არის კაცობრიობის ყველზე დიდი მონაპოვარი. ბოლო 7 წლის განმავლობაში, საქართველომ 4 ახალი ვაქცინა დანერგა და ეს არის მე-5, რომელიც ინერგება. ნებისმიერი ვაქცინის დანერგვის პერიოდში მიმდინარეობს სერიოზული საკომუნიკაციო კამპანია. თვითონ ერთი წლის განმავლობაში, ყველა გამოსვლაში, ბრიფინგებზე საუბარია, თუ რას ნიშნავს ვაქცინა, რას აკეთებს ვაქცინა, როგორ იცავს ის ადამიანის ჯანმთელობას და ა.შ. ეს კამპანია მუდმივად მიმდინარეობს და ახლა კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება. სამედიცინო პერსონალმა საკმაოდ კარგად იცის ის სიკეთე, რაც მოაქვს ვაქცინაციას. დღეს უკვე აცრილია 300 მილიონზე მეტი ადამიანი და არცერთი ლეტალური შედეგი ვაქცინაციის შემდეგ არ არის დამდგარი.

მაშინ, როცა 120 მილიონი ადამიანი დაავადდა ამ ერთი წლის განმავლობაში და სამწუხაროდ, 2,6 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა დაავადებას. სარგებელი და გვერდითი მოქმედება, რაც ნებისმიერ წამალს აქვს, ხედავთ, თუ რამდენად დიდია. ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჩვენი სამედიცინო საზოგადოება, ძალიან აქტიური იყო ამ ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით. მე მოგიწოდებთ ყველას, რომ ვიყოთ სოლიდარული და “ფეიქ ნიუსებს” დავანებოთ თავი იმიტომ, რომ კაცობრიობას ვაქცინაზე უკეთესი ჯერ არ მოუგონია. ვაქცინებმა გადაარჩინა მილიონობით ადამიანების სიცოცხლე, აღარ კვდება 500 000 ბავშვი “წითელათი”, რაც ხდებოდა 90-იან წლებში, ეს სიკვდილიანობა ჩამოსულია 100 000-ზე დაბლა. ორ ქვეყანაშია დარჩენილი პოლიომიელიტი, ამაზე კარგი დამადასტურებელი საბუთები რა გნებავთ კამპანიისთვის, გამაგებინეთ? ვაქცინაცია დაასრულებს კოვიდს, ამიტომ მხოლოდ გვერდში დაგვიდექით”,- განაცხადა გამყრელიძემ.

მილიარდ რუბლზე მეტი კადიროვის ოჯახის დაცვისთვის - "საფრთხე გაიზარდა და ჩეჩნეთის ლიდერის რეზიდენციასა და სასახლეებს 400-ზე მეტი სამხედრო იცავდა"

3 შეზღუდვა, რომელიც ორშაბათიდან მოიხსნება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?