ავტორი:

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 100 წლის იუბილესთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 100 წლის იუბილესთვის მზადება დაიწყო

2022 წლის იანვარში საქართველოს უმთავრესსა და უძველეს საინჟინრო სკოლას დაარსებიდან 100 წლისთავი შეუსრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოსტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კარლო კოპალიანიდა სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კულტურის სფეროს სხვადასხვა თაობის იმცნობილ სახეებს შეხვდნენ, რომელთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის გარკვეული პერიოდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უკავშირდება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სამხატვრო-შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელები. პირველი ზოგადი ხასიათის შეხვედრაზე უნივერსიტეტის კანცლერმა მოწვეულ სტუმრებს ის მრავალმხრივი გეგმები გააცნო, რომელთა განხორციელებასაც 100 წლისთავის აღსანიშნად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საიუბილეო წელს გეგმავს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს ის ხედვები და შესაძლებლობები, რაც კულტურის მოღვაწეეებმა საქართველოსტექნიკურ უნივერსიტეტს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაუზიარეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კულტურის მიმართულებით ჩასატარებელ ღონისძიებებს კურირებასსაქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი გაუწევს.

ამ მიზნით,საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კულტურის ცენტრი შეიქმნება, რომელიცუნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, საიუბილეო პროგრამის შექმნასა დადახვეწაზე იმუშავებს.შეხვედრის დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისრექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მიესალმა და უნივერსიტეტის მიმართ გულწრფელისიყვარულისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველი და უძველესი უმაღლესი საინჟინრო სკოლააარა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიის რეგიონში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ,საიუბილეო თარიღი მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ასწლოვანი უნივერსიტეტისთვის, ასევე,მთლიანად საქართველოსთვის.

საინჟინრო-ტექნიკური მიმართულების უმაღლესი სკოლისდაარსება, თავის დროზე, ერთ-ერთი საკვანძო და პროგრესული მოვლენა იყო და ათწლეულებისმანძილზე ის ქვეყნის საინჟინრო, ტექნოლოგიური და ინდუსტრიული განვითარების მყარფუნდამენტს ქმნიდა და ქმნის. მიგვაჩნია, რომ დღესაც, საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტის განვითარებაზე მრავალმხრივ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურიკეთილდღეობა და აღმავლობა“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.როგორც რექტორმა აღნიშნა, დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ფარგლებში, უკვე დაწყებულიამუშაობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოების შესაქმნელად. საზოგადოების

უმთავრესი მიზანი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა, მხარდამჭერთა დაგულშემატკივართა გაერთიანება, უნივერსიტეტისა და ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე ზრუნვაა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, 100 წლის იუბილეს აღნიშვნასმრავალფეროვანი და საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური ღონისძიებების ციკლიმიეძღვნება. უნივერსიტეტის მიერ აღზრდილი თაობების ის ღირსეული წარმომადგენლები,რომლებმაც თავიანთი საქმიანობითა და მოღვაწეობით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტ სსახელი გაუთქვეს, აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საზეიმო სამზადისსა და ღონისძიებებში.

"წარმოდგენილი მაქვს, რა გლოვა აქვთ ამ ტელევიზიებს და როგორ სჭირდებოდათ "ორი გვამი" - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

"ლუკას, მამიკო, დაიმახსოვრე, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მენატრები" - ბასილაშვილმა გამარჯვების შემდეგ შვილს მიმართა

"გილოცავთ!" - რას წერს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბასილაშვილის გამარჯვებაზე?