საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად უნდა დარეგისტრირდეთ, რომ კორონავირუსის ვაქცინაზე ადგილი დაჯავშნოთ
სად უნდა დარეგისტრირდეთ, რომ კორონავირუსის ვაქცინაზე ადგილი დაჯავშნოთ

შვე­დურ-ბრი­ტა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი, COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის "ას­ტრა­ზე­ნე­კას" პირ­ვე­ლი პარ­ტი­ის 43 200 დოზა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში დღეს დი­ლით ჩა­მო­ვი­და. COVAX პლატ­ფორ­მი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­თვის "ას­ტრა­ზე­ნე­კას" 129 600 დოზა, ხოლო "ფა­ი­ზე­რის“ 29 250 დო­ზაა გა­მო­ყო­ფი­ლი, რომ­ლის მო­წო­დე­ბა მა­ი­სის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა.

ვაქ­ცი­ნე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა და სრუ­ლად მი­წო­დე­ბა რე­გი­ო­ნებ­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მიმ­დი­ნა­რე შა­ბათ-კვი­რას დას­რულ­დე­ბა. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი ორ­შა­ბათს, 15 მარ­ტი­დან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ შერ­ჩე­ულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და­ი­წყე­ბა. ეროვ­ნუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, ვაქ­ცი­ნა­ცია სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლით და­ი­წყე­ბა.

იმის­თვის, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის ად­გი­ლი და­ჯავ­შნოთ, უნდა და­რე­გის­ტრირ­დეთ სა­იტ­ზე - booking.moh.gov.ge.

პირ­ველ ეტაპ­ზე აიც­რე­ბა ის პერ­სო­ნა­ლი, რო­მელ­თაც COVID-ინ­ფი­ცი­რე­ბის სტა­ტუ­სი ბოლო 120 დღის მან­ძილ­ზე არ აქვთ. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ელექტრო­ნულ პორ­ტალ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 64 051 პირი, რო­მელ­თა­გან აც­რას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 54 000-ს შე­ად­გენს.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის და­წყე­ბი­სათ­ვის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის და პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია. აცრა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია.

COVID-19-ით ვაქ­ცი­ნა­ცია ინ­ფექ­ცი­ი­სა­გან თავ­დაც­ვის ეფექ­ტუ­რი და უსაფრ­თხო სა­შუ­ა­ლე­ბაა!ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის უწყე­ბე­ბი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ COVID-19-ით ვაქ­ცი­ნა­ცი­ას!

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გამყრელიძე
13

ელოდეთ სანამ არ ჩავეწერო,,, ეს არის სიკვდილზე ხელმოწერა

ნიკა
3

გაწირეს ექიმები, გეხვეწება ვინმეო? არავინ შეგეხვეწება, უბრალოდ კოვიდ პასპორტის გარეშე ბომჟად გაქცევენ.

ავტორი:

სად უნდა დარეგისტრირდეთ, რომ კორონავირუსის ვაქცინაზე ადგილი დაჯავშნოთ

სად უნდა დარეგისტრირდეთ, რომ კორონავირუსის ვაქცინაზე ადგილი დაჯავშნოთ

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის "ასტრაზენეკას" პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა. COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის "ასტრაზენეკას" 129 600 დოზა, ხოლო "ფაიზერის“ 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.

ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება. ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

იმისთვის, რომ მოქალაქეებმა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ვაქცინაციისთვის ადგილი დაჯავშნოთ, უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე - booking.moh.gov.ge.

პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს.

ვაქცინაციის პროცესის დაწყებისათვის სამედიცინო პერსონალის და პროცესში ჩართული პირების ტრენინგები უკვე დასრულებულია. აცრა ნებაყოფლობითია.

COVID-19-ით ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ით ვაქცინაციას!

"ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების შესწავლაში გერმანელი გეოინჟინრები ჩაერთვებიან" - თბილისის მერის მოადგილე

სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

"დაძრულია, დაახლოებით, ნახევარი მილიონი კუბი მიწა... ეს არის მერიის არქიტექტურის სამსახურის პასუხისმგებლობა" - თეა გოდოლაძე