მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქონლის სადგომში მონასავით ექცეოდა... ცემის შემდეგ გარდაიცვალა" - კახეთში მოტყუებით ჩაყვანილი რუსეთის მოქალაქის საქმე და პროკურატურის განცხადება
"საქონლის სადგომში მონასავით ექცეოდა... ცემის შემდეგ გარდაიცვალა" - კახეთში მოტყუებით ჩაყვანილი რუსეთის მოქალაქის საქმე და პროკურატურის განცხადება

კა­ხეთ­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე მო­ტყუ­ე­ბით ჩა­იყ­ვა­ნეს, მას­ზე იძა­ლა­დეს, რის შემ­დე­გაც იგი გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სი­ცო­ცხლის­თვის და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის (ტრე­ფი­კინ­გის) ფაქ­ტზე, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, ჯ.ნ.-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ჯ.ნ. - მ, 2019 წელს, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე ა.ფ. სა­მუ­შა­ოდ მას­თან ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გა­ვაზ­ში დრო­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ში მქო­ნე ფერ­მა­ში მი­იწ­ვია და სა­ცხოვ­რებ­ლად სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებს დაჰ­პირ­და.

მი­უ­ხე­და­ვად და­პი­რე­ბი­სა, ჯ.ნ.-მ მას­თან სა­მუ­შა­ოდ მი­სულ ა.ფ.-ს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი ჩა­მო­არ­თვა, მკაც­რად უკონ­ტრო­ლებ­და თა­ვი­სუ­ფალ გა­და­ად­გი­ლე­ბას, სა­ცხოვ­რებ­ლად გა­ნა­თავ­სა სა­ქონ­ლის­თვის გან­კუთ­ვნილ სად­გომ­ში და მო­ნო­ბის მსგავს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნა.

ასე­ვე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და მას­ზე. 2021 წლის 10 თე­ბერ­ვალს ჯ.ნ.-მ კვლავ ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და ა.ფ.-ზე, რის შე­დე­გა­დაც ამ უკა­ნას­კნელ­მა ნეკ­ნე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა მი­ი­ღო. ნაც­ვლად იმი­სა, რომ ჯ.ნ.-ს უზ­რუნ­ვე­ლე­ყო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თვის გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა, აგ­რძე­ლებ­და მას­ზე ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას და აი­ძუ­ლებ­და მუ­შა­ო­ბას, რის გა­მოც 7 მარტს კვლავ ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და მას. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ა.ფ. 10 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჯ.ნ. 11 მარტს და­ა­კა­ვეს.

მას ბრალ­დე­ბა 143-ე პრი­მა მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „დ“ და მე-4 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბა (ტრე­ფი­კინ­გი), ჩა­დე­ნი­ლი სი­ცო­ცხლის­თვის და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 15-დან 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ჯ.ნ.-ს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
6

mkacrad unda daisajos mnishvneloba ar akvs romeli kveknis mokalake aris gardacvlili mxecurad velurad daundoblad moekca da mouspo sicocxle ar unda epatios radgan iseti chans kvelas visac ki miikvans samushaod egre araadamianurad moekceva mkacri sasjeli ekutvnis

მარკი
37

უნდა ამოხადო სული საზიზღარს მსგავსად ან მუდმივი პატიმრობა რუსეთში ექსტრადიციით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"საქონლის სადგომში მონასავით ექცეოდა... ცემის შემდეგ გარდაიცვალა" - კახეთში მოტყუებით ჩაყვანილი რუსეთის მოქალაქის საქმე და პროკურატურის განცხადება

"საქონლის სადგომში მონასავით ექცეოდა... ცემის შემდეგ გარდაიცვალა" - კახეთში მოტყუებით ჩაყვანილი რუსეთის მოქალაქის საქმე და პროკურატურის განცხადება

კახეთში რუსეთის მოქალაქე მოტყუებით ჩაიყვანეს, მასზე იძალადეს, რის შემდეგაც იგი გარდაიცვალა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"საქართველოს პროკურატურამ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჯ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ.ნ. - მ, 2019 წელს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ფ. სამუშაოდ მასთან ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში დროებით სარგებლობაში მქონე ფერმაში მიიწვია და საცხოვრებლად სათანადო პირობებს დაჰპირდა.

მიუხედავად დაპირებისა, ჯ.ნ.-მ მასთან სამუშაოდ მისულ ა.ფ.-ს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი ჩამოართვა, მკაცრად უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, საცხოვრებლად განათავსა საქონლისთვის განკუთვნილ სადგომში და მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა.

ასევე ფიზიკურად ძალადობდა მასზე. 2021 წლის 10 თებერვალს ჯ.ნ.-მ კვლავ ფიზიკურად იძალადა ა.ფ.-ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა მიიღო. ნაცვლად იმისა, რომ ჯ.ნ.-ს უზრუნველეყო დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა, აგრძელებდა მასზე ფიზიკურ ძალადობას და აიძულებდა მუშაობას, რის გამოც 7 მარტს კვლავ ფიზიკურად გაუსწორდა მას. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ფ. 10 მარტს გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჯ.ნ. 11 მარტს დააკავეს.

მას ბრალდება 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ჯ.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება" - ნათქვამია განცხადებაში.

"10 წლის გოგონამ თქვა, რომ ოჯახის ახლობელმა მამაკაცმა მის მიმართ სექსუალური სახის გარყვნილი ქმედება განახორციელა" - "იალქანი"

დაკავებულია "ყასაბიჩი", "ჩიჟიკა", "მღვდელოვიჩი"... -  შსს-მ "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 25 პირი დააკავა, 4-ს ბრალი წარედგინა, იძებნება 2 პირი

ქმრის მიერ მოკლული 33 წლის მარიამ წივწივაძის საქმე ოჯახმა სტრასბურგში მოიგო - "მან ტრაგედიამდე, სულ ცოტა,11-ჯერ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის"