მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოპულარული და და სიძე, სკანდალები კალაძე-არეშიძის ოჯახთან - საინტერესო ფაქტები დეპუტატ ირაკლი ზარქუაზე
პოპულარული და და სიძე, სკანდალები კალაძე-არეშიძის ოჯახთან - საინტერესო ფაქტები დეპუტატ ირაკლი ზარქუაზე

ირაკ­ლი ზარ­ქუა ბოლო მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია. დე­პუ­ტატ­მა შე­მოდ­გო­მა­ზე თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო და­ტო­ვა, მისი ად­გილ­მო­ნაც­ვლე კი მომ­ღე­რალ სოფო ბე­დი­ას ქმა­რი მიშა მეს­ხი გახ­და. მა­შინ ამ­ბობ­დნენ, რომ ოც­ნე­ბის სი­ა­ში ზარ­ქუა კახი კა­ლა­ძის კვო­ტით მოხ­ვდა, რად­გან მისი მე­გობ­რის ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლის სიძე გახ­ლდათ.

ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას მე­უღ­ლე მა­რი­ამ თა­ვარ­თქი­ლა­ძე ერთ-ერთი ბან­კის სა­და­ზღვე­ვო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობს. წყვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი, 7 წლის ნინო და 4 წლის ანას­ტა­სია ჰყავთ.

ირაკ­ლი, სოფო და ნინა ზარ­ქუ­ე­ბი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხო­ლოდ ორ მათ­განს იც­ნობს. ნინა ზარ­ქუა სპორ­ტსმენ ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეა. სწო­რედ მისი და კა­ლა­ძის მე­გობ­რო­ბა აღ­მოჩ­ნდა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის და­წყე­ბის მი­ზე­ზი.

ნინა ზარ­ქუა რძალ­თან ერ­თად
დები, ნინი და სოფო ზარ­ქუ­ე­ბი

თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, ორი სპორ­ტსმე­ნი ახლო მე­გობ­რე­ბი გახ­ლდნენ, მე­გობ­რობ­დნენ მათი ცო­ლე­ბიც - ანუ­კი და ნინა, ორი­ვე ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და შემ­დეგ დი­ზა­ი­ნე­რე­ბი გახ­დნენ. ანუ­კი და ნინა ხში­რად შო­პინ­გობ­დნენ ერ­თად უცხო­ეთ­ში, მოგ­ზა­უ­რობ­დნენ, სტუმ­რობ­დნენ ერ­თმა­ნეთს და გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ.

ორი წლის წინ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ანუ­კის ადა ნი­ნას მე­გობ­რო­ბა დას­რულ­და. მას შემ­დეგ ორი­ვემ არა­ერთ მე­დი­ას მის­ცეს ინ­ტერ­ვიუ, მაგ­რამ მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დე­ბენ.

მარ­თა­ლია, დი­ზა­ი­ნე­რე­ბის გა­ბუტვის მი­ზე­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არ გამ­ხდა­რა, მაგ­რამ ვრცელ­დე­ბო­და ჭორი, რომ ანუ­კი არე­ში­ძემ ნინა ზარ­ქუ­ას ჩექ­მის მო­დე­ლის კო­პი­რე­ბა და­აბ­რა­ლა... ქა­ლე­ბის ჩხუბს კა­ცე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე არ უმოქ­მე­დია და ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი-კა­ლა­ძე ისევ აგ­რძე­ლე­ბენ მე­გობ­რო­ბას.

პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რას წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს ირაკ­ლი ზარ­ქუ­აც. ზა­ფხულ­ში კახი კა­ლა­ძე მე­უღ­ლის გა­რე­შე სტუმ­რობ­და ამი­სუ­ლაშ­ვილს გრან­დი­ო­ზულ და­ბა­დე­ბის დღე­ზე. სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ ფეხ­ბურ­თე­ლი ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი მე­უღ­ლით. ირაკ­ლი ზარ­ქუა აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს, რომ ხში­რად გა­მოჩ­ნდეს ტე­ლე­ვი­ზი­ით, გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ამომ­რჩევ­ლის­თვის ხან­და­ხან ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლიც იყო...

ცოტა ხნის წინ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა ნინა ზარ­ქუ­აც, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დროს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ქე­ი­ფობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დი­ზა­ი­ნერ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი გან­მარ­ტე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"მინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­რო მთა­ვა­რი არ­ხის ასეთ "მნიშ­ვნე­ლო­ვან" რე­პორ­ტაჟს. მინ­და გი­თხრათ, რომ მარ­თლაც ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩემი მე­გობ­რის უგემ­რი­ე­ლეს რეს­ტო­რან­ში Dining room- ში და ნამ­დვი­ლად აღ­ვნიშ­ნეთ 8 მარ­ტი, რო­გორც ვი­დე­ო­ებ­ში ჩანს, ნა­ყო­ფი­ე­რა­დაც) 9 სა­ათ­ზე ყვე­ლა­ნი ვი­ყა­ვით სახ­ლებ­ში, (მინ­და გი­თხრათ, რომ ყვე­ლა ვცხოვ­რობთ ძა­ლი­ან ახ­ლოს ამ რეს­ტო­რან­თან). რაც შე­ე­ხე­ბა ინ­სტაგ­რამ სთო­რებს, რა­მაც თქვენ ძა­ლი­ან აღ­გაშ­ფო­თათ, გა­და­ღე­ბუ­ლია 9 სა­ა­თამ­დე, და­დე­ბუ­ლია 9 სა­ა­თის შემ­დეგ)... ასე­ვე მინ­და გი­თხრათ, რომ არას­დროს არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია ჩემი ძმის სტა­ტუ­სი რა­მე­ნა­ი­რი ფორ­მით რა­მე­ნა­ირ საქ­მე­ში, პი­რი­ქით იმა­საც გე­ტყვით, რომ ძა­ლი­ან ბევ­რმა არც იცის ჩემი ძმა თუ არის ბარ­ტო­ნი ირაკ­ლი ზარ­ქუა, თქვე­ნი წყა­ლო­ბით ბევ­რიც გა­ი­გებს) მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბი­სათ­ვის და ბო­დი­ში, რომ ტყუ­ი­ლად გა­ი­ყი­ნეთ 8 მარტს Dining room -ის კა­რებ­თან... პ.ს ალ­ბათ ყვე­ლაფ­რის პო­ლი­ტი­კა­ში გა­რე­ვა არ მო­სუ­ლა?!“ - წერს ზარ­ქუა...

ჟურ­ნალ "ბო­მონდთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ნინა ზარ­ქუა ოჯახ­სა და ძმა­ზე ყვე­ბო­და:

"უდარ­დე­ლი ბავ­შვო­ბა მქონ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 90-იან წლებს და­ემ­თხვა. უფ­რო­სი და-ძმა მყავს, მე ნა­ბო­ლა­რა ვარ და ყვე­ლა მა­ნე­ბივ­რებ­და. ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, მა­ში­ნაც ვხვდე­ბო­დი. დედა ერი­დე­ბო­და ჩვენს ქუ­ჩა­ში გაშ­ვე­ბას.

გო­გო­ნე­ბი დამ­ყო­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ჩვე­ნი ძმა კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და მთე­ლი ოჯა­ხი სულ მის მო­ლო­დინ­ში ვი­ყა­ვით. მახ­სოვს, მეც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი... ჩემი ძმა მკაც­რი იყო. სა­დაც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სა­ღა­მოს შინ დრო­ზე უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი…“ - ჰყვე­ბა ნინა ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც ძმის სიმ­კაც­რის მი­უ­ხე­და­ვად ად­რე­ულ ასაკ­ში და­ქორ­წინ­და და ახლა სამი მოზ­რდი­ლი შვი­ლი ჰყავს...

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Murada
1

Რაც მეტი ადამიანი იქნება ბედნიერი საქართველოში, მით უკეთესი. Ოღონდ, სხვის გაუბედურების ხარჯზე, არა! Მე პირადად მხოლოდ დადებითი ვიცი ამ ოჯახზე. Ასე, რომ წერმატებებს ვუსურვებ. 

მასხარა
5

მადონას გონია ამას რომ დაწერს კალაძე უიო ეს ვინ არისო.. აბა ანუკი ერთი ამ ნემსაძეს ჩემი ერთი თვის ხელფასი და შენი კაბა გოუგზავნე პიარისთვის მჭირდება. სათვალე არ შგეშალოს, ბაზრობის რეიბანიც გააყოლეო....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პოპულარული და და სიძე, სკანდალები კალაძე-არეშიძის ოჯახთან - საინტერესო ფაქტები დეპუტატ ირაკლი ზარქუაზე

პოპულარული და და სიძე, სკანდალები კალაძე-არეშიძის ოჯახთან - საინტერესო ფაქტები დეპუტატ ირაკლი ზარქუაზე

ირაკლი ზარქუა ბოლო მოწვევის პარლამენტის წევრია. დეპუტატმა შემოდგომაზე თბილისის საკრებულო დატოვა, მისი ადგილმონაცვლე კი მომღერალ სოფო ბედიას ქმარი მიშა მესხი გახდა. მაშინ ამბობდნენ, რომ ოცნების სიაში ზარქუა კახი კალაძის კვოტით მოხვდა, რადგან მისი მეგობრის ალექსანდრე ამისულაშვილის სიძე გახლდათ.

ირაკლი ზარქუას მეუღლე მარიამ თავართქილაძე ერთ-ერთი ბანკის სადაზღვევო განყოფილებაში მუშაობს. წყვილს ორი ქალიშვილი, 7 წლის ნინო და 4 წლის ანასტასია ჰყავთ.

ირაკლი, სოფო და ნინა ზარქუებიდან საზოგადოება მხოლოდ ორ მათგანს იცნობს. ნინა ზარქუა სპორტსმენ ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლეა. სწორედ მისი და კალაძის მეგობრობა აღმოჩნდა ირაკლი ზარქუასთვის პოლიტიკური კარიერის დაწყების მიზეზი.

ნინა ზარქუა რძალთან ერთად
დები, ნინი და სოფო ზარქუები

თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ორი სპორტსმენი ახლო მეგობრები გახლდნენ, მეგობრობდნენ მათი ცოლებიც - ანუკი და ნინა, ორივე ყოფილი მოდელი და შემდეგ დიზაინერები გახდნენ. ანუკი და ნინა ხშირად შოპინგობდნენ ერთად უცხოეთში, მოგზაურობდნენ, სტუმრობდნენ ერთმანეთს და განუყრელი მეგობრები იყვნენ.

ორი წლის წინ, მოულოდნელად ანუკის ადა ნინას მეგობრობა დასრულდა. მას შემდეგ ორივემ არაერთ მედიას მისცეს ინტერვიუ, მაგრამ მიზეზებზე საუბარს თავს არიდებენ.

მართალია, დიზაინერების გაბუტვის მიზეზი საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა, მაგრამ ვრცელდებოდა ჭორი, რომ ანუკი არეშიძემ ნინა ზარქუას ჩექმის მოდელის კოპირება დააბრალა... ქალების ჩხუბს კაცების ურთიერთობაზე არ უმოქმედია და ამისულაშვილი-კალაძე ისევ აგრძელებენ მეგობრობას.

პოლიტიკურ კარიერას წარმატებით აგრძელებს ირაკლი ზარქუაც. ზაფხულში კახი კალაძე მეუღლის გარეშე სტუმრობდა ამისულაშვილს გრანდიოზულ დაბადების დღეზე. სტუმრებს შორის იყვნენ ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი მეუღლით. ირაკლი ზარქუა აქტიურად ცდილობს, რომ ხშირად გამოჩნდეს ტელევიზიით, გააკეთოს განცხადებები, რომლებიც შეიძლება ამომრჩევლისთვის ხანდახან ღიმილისმომგვრელიც იყო...

ცოტა ხნის წინ სკანდალში გაეხვა ნინა ზარქუაც, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიის ინფორმაციით, კომენდანტის საათის დროს მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობდა. მოგვიანებით დიზაინერმა სოციალურ ქსელში ვრცელი განმარტება გამოაქვეყნა:

"მინდა, გამოვეხმაურო მთავარი არხის ასეთ "მნიშვნელოვან" რეპორტაჟს. მინდა გითხრათ, რომ მართლაც ვიმყოფებოდი ჩემს მეგობრებთან ერთად ჩემი მეგობრის უგემრიელეს რესტორანში Dining room- ში და ნამდვილად აღვნიშნეთ 8 მარტი, როგორც ვიდეოებში ჩანს, ნაყოფიერადაც) 9 საათზე ყველანი ვიყავით სახლებში, (მინდა გითხრათ, რომ ყველა ვცხოვრობთ ძალიან ახლოს ამ რესტორანთან). რაც შეეხება ინსტაგრამ სთორებს, რამაც თქვენ ძალიან აღგაშფოთათ, გადაღებულია 9 საათამდე, დადებულია 9 საათის შემდეგ)... ასევე მინდა გითხრათ, რომ არასდროს არ გამომიყენებია ჩემი ძმის სტატუსი რამენაირი ფორმით რამენაირ საქმეში, პირიქით იმასაც გეტყვით, რომ ძალიან ბევრმა არც იცის ჩემი ძმა თუ არის ბარტონი ირაკლი ზარქუა, თქვენი წყალობით ბევრიც გაიგებს) მადლობა ყურადღებისათვის და ბოდიში, რომ ტყუილად გაიყინეთ 8 მარტს Dining room -ის კარებთან... პ.ს ალბათ ყველაფრის პოლიტიკაში გარევა არ მოსულა?!“ - წერს ზარქუა...

ჟურნალ "ბომონდთან" ინტერვიუში ნინა ზარქუა ოჯახსა და ძმაზე ყვებოდა:

"უდარდელი ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებს დაემთხვა. უფროსი და-ძმა მყავს, მე ნაბოლარა ვარ და ყველა მანებივრებდა. ის, რომ ქვეყანაში რთული პერიოდი იყო, მაშინაც ვხვდებოდი. დედა ერიდებოდა ჩვენს ქუჩაში გაშვებას.

გოგონები დამყოლები ვიყავით. ჩვენი ძმა კომაროვის სახელობის სკოლაში სწავლობდა და მთელი ოჯახი სულ მის მოლოდინში ვიყავით. მახსოვს, მეც ვნერვიულობდი... ჩემი ძმა მკაცრი იყო. სადაც უნდა ვყოფილიყავი, საღამოს შინ დროზე უნდა მივსულიყავი…“ - ჰყვება ნინა ინტერვიუში, რომელიც ძმის სიმკაცრის მიუხედავად ადრეულ ასაკში დაქორწინდა და ახლა სამი მოზრდილი შვილი ჰყავს...