პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევცვალოთ ძველი სანომრე ნიშანი - მომსახურების სააგენტო მძღოლებისთვის აქტუალურ კითხვებს პასუხობს
როგორ შევცვალოთ ძველი სანომრე ნიშანი - მომსახურების სააგენტო მძღოლებისთვის აქტუალურ კითხვებს პასუხობს

შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო მძღო­ლე­ბის­თვის აქ­ტუ­ა­ლურ კი­თხვებს პა­სუ­ხობს, რო­მე­ლიც ძვე­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის ახ­ლით შეც­ვლას უკავ­შირ­დე­ბა.

  • ნომ­რის შე­საც­ვლე­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლოა თუ არა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში ავ­ტო­მან­ქა­ნის მიყ­ვა­ნა?

- ძვე­ლი სა­რე­გის­ტრა­ციო ნიშ­ნის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რე­ბის ახ­ლით შეც­ვლი­სას, სა­ვალ­დე­ბუ­ლო აღარ არის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის სა­ა­გენ­ტოს ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში მოყ­ვა­ნა და დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა არ სხვის­დე­ბა და მისი მო­ნა­ცე­მე­ბი (მარ­კა, ძა­რის ტიპი, ფერი, საწ­ვა­ვის ტიპი, ძრა­ვის ნო­მე­რი ან მო­ცუ­ლო­ბა და ა.შ) არ არის შეც­ვლი­ლი.

  • რო­გორ გად­მოვ­წე­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია „SAGENCY“?

- ​მისი გად­მო­წე­რა ხდე­ბა „აი­ფო­ნით“ სარ­გებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში APP Store-დან, ხოლო ან­დრო­ი­დით სარ­გებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში - PLAY Store-დან. გად­მო­წე­რის შემ­დეგ, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი გა­ივ­ლის რე­გის­ტრა­ცი­ას, თუკი მა­ნამ­დე არ ყო­ფი­ლა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დზე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.დის­ტან­ცი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პირ­მა, სა­ა­გენ­ტოს მო­ბი­ლურ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში რე­გის­ტრა­ცი­ის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მის ველ­ში უნდა მი­უ­თი­თოს:

  • სა­ხე­ლი;
  • გვა­რი;
  • პი­რა­დი ნო­მე­რი;
  • მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი;
  • ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თი

რე­გის­ტრა­ცი­ის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი აპ­ლი­კა­ცი­ა­ში პირ­და­პირ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლის შემ­დეგ პი­რად გვერ­დზე გა­დას­ვლას შეძ­ლებს.მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ უკვე არ­სე­ბულ მო­ბი­ლურ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში (SAGENCY)და­ა­მა­ტა ძვე­ლი ნი­მუ­შის სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რის შეც­ვლის ფუნ­ქცია და მსუ­ბუ­ქი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მე­სა­კუთ­რე­ებს 24 თე­ბერ­ვლი­დან სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ დის­ტან­ცი­უ­რად, ონ­ლა­ინ შე­ე­ძი­ნათ ახა­ლი ნი­მუ­შის სა­ხელ­მწი­ფო სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი.

  • რო­გორ შევ­ცვა­ლო ნო­მე­რი მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის - "SAGENCY"-ის სა­შუ­ა­ლე­ბით?

-​პი­რა­დი გვერ­დის მთა­ვარ პა­ნელ­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა ნომ­რის შეც­ვლის ბა­ნე­რი. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს მას­ზე თი­თის და­ჭე­რით გა­მო­უჩ­ნდე­ბა მის სა­ხელ­ზე რი­ცხუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა. შემ­დეგ იგი უკვე აირ­ჩევს მის­თვის სა­სურ­ველ სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულს, სა­ი­და­ნაც სურს დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნი­სა და სა­რე­გის­ტრა­ციო მოწ­მო­ბის გა­ტა­ნა, ასე­ვე, ირ­ჩევს სა­სურ­ველ სა­ხელ­მწი­ფო სა­ნომ­რე ნი­შანს, იხ­დის სა­ფა­სურს და მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თზე, არა­უ­ად­რეს მე­ო­თხე და არა­უგ­ვი­ა­ნეს მე­ექ­ვსე სა­მუ­შაო დღეს, მი­ა­კი­თხავს წა­მო­სა­ღე­ბად.

  • სად შე­იძ­ლე­ბა ავი­ღოთ დის­ტან­ცი­უ­რად შეც­ვლი­ლი ნომ­რე­ბი?

-​ დის­ტან­ცი­უ­რად შეც­ვლი­ლი, ახა­ლი ნი­მუ­შის სა­ნომ­რე ნიშ­ნის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, შეკ­ვე­თი­სას მი­თი­თე­ბულ სა­ა­გენ­ტოს სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულ­ში. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო სა­ნომ­რე ნი­შანს ცვლის მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, არა­უ­ად­რეს მე­ო­თხე და არა­უგ­ვი­ა­ნეს მე­ექ­ვსე სა­მუ­შაო დღეს უნდა გა­მო­ცხად­დეს მი­თი­თე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრში, დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნი­სა და სა­რე­გის­ტრა­ციო მოწ­მო­ბის წა­სა­ღე­ბად. ასე­ვე, მო­ქა­ლა­ქემ სა­ა­გენ­ტოს უნდა ჩა­ა­ბა­როს ძვე­ლი სა­ნომ­რე ნი­შა­ნი და ძვე­ლი სა­რე­გის­ტრა­ციო მოწ­მო­ბა.

  • ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის გარ­და, იუ­რი­დი­ულ პი­რებს შე­უძ­ლი­ათ თუ არა, ისარ­გებ­ლონ მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ით?

-​მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის მე­სა­კუთ­რე ფი­ზი­კურ პირს შე­უძ­ლია მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის (SAGENCY) სა­შუ­ა­ლე­ბით, დის­ტან­ცი­უ­რად მო­ი­თხო­ვოს ძვე­ლი ნი­მუ­შის რე­გის­ტრა­ცი­ის ნომ­რის შეც­ვლა ახ­ლით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი არ სხვის­დე­ბა და მისი მო­ნა­ცე­მე­ბი (მარ­კა, ძა­რის ტიპი, ფერი, საწ­ვა­ვის ტიპი, ძრა­ვის ნო­მე­რი ან მო­ცუ­ლო­ბა და ა.შ.) არ არის შეც­ვლი­ლი.რაც შე­ე­ხე­ბათ იუ­რი­დი­ულ პი­რებს, მათ უწევთ ად­გილ­ზე, მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრებ­ში მოს­ვლა და ნომ­რის შეც­ვლა.

  • შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის გა­მოც­ვლა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით?

-​და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ხში­რად ჰგო­ნი­ათ, რომ მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა ძვე­ლი ნი­მუ­შის სა­ნომ­რე ნიშ­ნის შეც­ვლა. მათ შე­ვახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ან სა­ა­გენ­ტოს სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებ­ში.

  • მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის გარ­და, სად შე­იძ­ლე­ბა ძვე­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის შეც­ვლა?

-​ძვე­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის შეც­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულ­ში, გარ­და თბი­ლის­ში, ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე, N21-ში მდე­ბა­რე მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრი­სა. თბი­ლი­სის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით შეც­ვლი­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ნომ­რე ნიშ­ნის გა­ტა­ნა.ასე­ვე, ძვე­ლი ნი­მუ­შის სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის შეც­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია თბი­ლის­ში, ბა­ლან­ჩი­ნის ქუ­ჩა­ზე, N26-ში მდე­ბა­რე სა­რე­გის­ტრა­ციო სამ­სა­ხურ­ში. აღ­ნიშ­ნულ სერ­ვის­ცენ­ტრში მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტა­რი­ფი მოქ­მე­დებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ად­გილ­ზე მის­ვლით, აპ­ლი­კა­ცი­ით გა­ნა­ცხა­დის შევ­სე­ბი­სას ამ ფი­ლი­ა­ლის მი­თი­თე­ბა არ ხდე­ბა.

  • რა შემ­თხვე­ვა­ში ვერ შეც­ვლის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი სა­ხელ­მწი­ფო სა­ნომ­რე ნი­შანს დის­ტან­ცი­უ­რად, მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით?

- დის­ტან­ცი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა თუ:

  • მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას ითხოვს არა­უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პირი;
  • სა­ა­გენ­ტოს ელექტრო­ნულ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით ვერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა მე­სა­კუთ­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა;
  • მე­სა­კუთ­რის პი­რა­დო­ბის ან ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის მოქ­მე­დე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი ან გა­უქ­მე­ბუ­ლია;
  • მე­სა­კუთ­რის მიერ სრუ­ლად წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ არის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია;
  • მე­სა­კუთ­რე არ ადას­ტუ­რებს, რომ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ბოლო რე­გის­ტრა­ცი­ი­სას მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში ასა­ხუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი (მე­ქა­ნი­კუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის: მარ­კა; მო­დე­ლი; ძა­რის ტიპი; სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო (VIN) ნო­მე­რი; გა­მოშ­ვე­ბის წელი; ფერი; ძრა­ვის ნო­მე­რი; ძრა­ვის მო­ცუ­ლო­ბა; საწ­ვა­ვის ტიპი; ძა­რის ნო­მე­რი; შა­სის ნო­მე­რი; და­საშ­ვე­ბი წონა; და­უტვირ­თა­ვი წონა) არ არის შეც­ვლი­ლი;
  • მე­სა­კუთ­რე ან სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა იძებ­ნე­ბა;
  • მე­სა­კუთ­რე არ უზ­რუნ­ველ­ყოფს შე­საც­ვლე­ლი სა­რე­გის­ტრა­ციო ნიშ­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო­სათ­ვის ჩა­ბა­რე­ბას (გარ­და მათი და­კარ­გვის შემ­თხვე­ვი­სა);
  • მე­სა­კუთ­რე ან მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უარს აცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აქ­ტის ხელ­მო­წე­რა­ზე;• არ არის გა­დახ­დი­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რი;
  • არ­სე­ბობს მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა­ზე უა­რის თქმის სხვა სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი.

  • რო­გო­რია სე­რი­უ­ლი ნო­მე­რი და რა თან­ხის გა­დახ­და უწევს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს ნომ­რის შეც­ვლი­სას? რო­გო­რია ფა­სი­ა­ნი ნო­მე­რი ?

- სე­რი­უ­ლი სა­ნომ­რე ნი­შა­ნი არის იმ ტი­პის სა­ნომ­რე ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც მო­ცე­მუ­ლი მო­მენ­ტის­თვის, კონ­კრე­ტუ­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის სა­რე­გის­ტრა­ციო სამ­სა­ხურ­ში გა­ი­ცე­მა მიმ­დი­ნა­რე სე­რი­ით და მისი სა­ფა­სუ­რი შე­ად­გენს 35 ლარს, ასე­ვე, მას და­ე­მა­ტე­ბა ახა­ლი სა­რე­გის­ტრა­ციო მოწ­მო­ბის გა­ცე­მის სა­ფა­სუ­რი 35 ლარი.ფა­სი­ა­ნი სა­ნომ­რე ნი­შა­ნი კი არის იმ ტი­პის სა­ნომ­რე ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც არ მზად­დე­ბა და არ გა­ი­ცე­მა სე­რი­უ­ლად, ხოლო სა­ფა­სუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ნომ­რე ნი­შან­ში შე­მა­ვა­ლი ასო­ე­ბი­სა და ციფ­რე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ა­ზე, რო­მელ­საც და­ე­მა­ტე­ბა ახა­ლი სა­რე­გის­ტრა­ციო მოწ­მო­ბის გა­ცე­მის სა­ფა­სუ­რი 35 ლარი.

  • რო­გო­რია და­კარ­გუ­ლი/და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნის აღ­დგე­ნის სერ­ვი­სი?

- ​ძვე­ლი დი­ზა­ი­ნის სა­ნომ­რე ნიშ­ნის აღ­დგე­ნა არ ხდე­ბა, სა­ჭი­როა მოხ­დეს ახა­ლი ნი­მუ­შის სა­ნომ­რე ნიშ­ნის გა­ცე­მა.და­კარ­გუ­ლი ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ახა­ლი ნი­მუ­შის სა­ნომ­რე ნიშ­ნის აღ­დგე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია თბი­ლი­სის, რუს­თა­ვის, ქუ­თა­ი­სი­სა და ბა­თუ­მის სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებს, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, შე­უკ­ვე­თონ და რამ­დე­ნი­მე დღე­ში მი­ი­ღონ დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ნომ­რე ნი­შა­ნი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

როგორ შევცვალოთ ძველი სანომრე ნიშანი - მომსახურების სააგენტო მძღოლებისთვის აქტუალურ კითხვებს პასუხობს

როგორ შევცვალოთ ძველი სანომრე ნიშანი - მომსახურების სააგენტო მძღოლებისთვის აქტუალურ კითხვებს პასუხობს

შსს-ს მომსახურების სააგენტო მძღოლებისთვის აქტუალურ კითხვებს პასუხობს, რომელიც ძველი სანომრე ნიშნების ახლით შეცვლას უკავშირდება.

  • ნომრის შესაცვლელად სავალდებულოა თუ არა მომსახურების სააგენტოში ავტომანქანის მიყვანა?

- ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.

  • როგორ გადმოვწერო მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაცია „SAGENCY“?

- ​მისი გადმოწერა ხდება „აიფონით“ სარგებლობის შემთხვევაში APP Store-დან, ხოლო ანდროიდით სარგებლობის შემთხვევაში - PLAY Store-დან. გადმოწერის შემდეგ, დაინტერესებული პირი გაივლის რეგისტრაციას, თუკი მანამდე არ ყოფილა მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე დარეგისტრირებული.დისტანციური მომსახურების მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა, სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის მიზნით, შესაბამის ველში უნდა მიუთითოს:

  • სახელი;
  • გვარი;
  • პირადი ნომერი;
  • მობილური ტელეფონის ნომერი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი

რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი აპლიკაციაში პირდაპირ ავტორიზაციის გავლის შემდეგ პირად გვერდზე გადასვლას შეძლებს.მომსახურების სააგენტომ უკვე არსებულ მობილურ აპლიკაციაში (SAGENCY)დაამატა ძველი ნიმუშის სახელმწიფო ნომრის შეცვლის ფუნქცია და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს 24 თებერვლიდან საშუალება მიეცათ დისტანციურად, ონლაინ შეეძინათ ახალი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნები.

  • როგორ შევცვალო ნომერი მობილური აპლიკაციის - "SAGENCY"-ის საშუალებით?

-​პირადი გვერდის მთავარ პანელზე გამოჩნდება ნომრის შეცვლის ბანერი. დაინტერესებულ პირს მასზე თითის დაჭერით გამოუჩნდება მის სახელზე რიცხული სატრანსპორტო საშუალება. შემდეგ იგი უკვე აირჩევს მისთვის სასურველ სტრუქტურულ ერთეულს, საიდანაც სურს დამზადებული სანომრე ნიშნისა და სარეგისტრაციო მოწმობის გატანა, ასევე, ირჩევს სასურველ სახელმწიფო სანომრე ნიშანს, იხდის საფასურს და მითითებულ მისამართზე, არაუადრეს მეოთხე და არაუგვიანეს მეექვსე სამუშაო დღეს, მიაკითხავს წამოსაღებად.

  • სად შეიძლება ავიღოთ დისტანციურად შეცვლილი ნომრები?

-​ დისტანციურად შეცვლილი, ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეკვეთისას მითითებულ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში. დაინტერესებული პირი, რომელიც სახელმწიფო სანომრე ნიშანს ცვლის მობილური აპლიკაციის საშუალებით, არაუადრეს მეოთხე და არაუგვიანეს მეექვსე სამუშაო დღეს უნდა გამოცხადდეს მითითებულ მომსახურების ცენტრში, დამზადებული სანომრე ნიშნისა და სარეგისტრაციო მოწმობის წასაღებად. ასევე, მოქალაქემ სააგენტოს უნდა ჩააბაროს ძველი სანომრე ნიშანი და ძველი სარეგისტრაციო მოწმობა.

  • ფიზიკური პირების გარდა, იურიდიულ პირებს შეუძლიათ თუ არა, ისარგებლონ მობილური აპლიკაციით?

-​მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრე ფიზიკურ პირს შეუძლია მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურად მოითხოვოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში, თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ.) არ არის შეცვლილი.რაც შეეხებათ იურიდიულ პირებს, მათ უწევთ ადგილზე, მომსახურების ცენტრებში მოსვლა და ნომრის შეცვლა.

  • შესაძლებელია თუ არა სანომრე ნიშნების გამოცვლა მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით?

-​დაინტერესებულ პირებს ხშირად ჰგონიათ, რომ მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით ხდება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის შეცვლა. მათ შევახსენებთ, რომ აღნიშნული სერვისის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის საშუალებით ან სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში.

  • მობილური აპლიკაციის გარდა, სად შეიძლება ძველი სანომრე ნიშნების შეცვლა?

-​ძველი სანომრე ნიშნების შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში, გარდა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, N21-ში მდებარე მომსახურების ცენტრისა. თბილისის სტრუქტურული ერთეულიდან შესაძლებელია მხოლოდ მობილური აპლიკაციის საშუალებით შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნის გატანა.ასევე, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლა შესაძლებელია თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე, N26-ში მდებარე სარეგისტრაციო სამსახურში. აღნიშნულ სერვისცენტრში მომსახურების მისაღებად განსხვავებული ტარიფი მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე მისვლით, აპლიკაციით განაცხადის შევსებისას ამ ფილიალის მითითება არ ხდება.

  • რა შემთხვევაში ვერ შეცვლის დაინტერესებული პირი სახელმწიფო სანომრე ნიშანს დისტანციურად, მობილური აპლიკაციის საშუალებით?

- დისტანციური მომსახურება არ განხორციელდება თუ:

  • მომსახურების გაწევას ითხოვს არაუფლებამოსილი პირი;
  • სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით ვერ ხორციელდება მესაკუთრის იდენტიფიცირება;
  • მესაკუთრის პირადობის ან ბინადრობის მოწმობის მოქმედება შეჩერებული ან გაუქმებულია;
  • მესაკუთრის მიერ სრულად წარმოდგენილი არ არის მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია;
  • მესაკუთრე არ ადასტურებს, რომ სატრანსპორტო საშუალების ბოლო რეგისტრაციისას მონაცემთა ბაზაში ასახული მონაცემები (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების: მარკა; მოდელი; ძარის ტიპი; საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი; გამოშვების წელი; ფერი; ძრავის ნომერი; ძრავის მოცულობა; საწვავის ტიპი; ძარის ნომერი; შასის ნომერი; დასაშვები წონა; დაუტვირთავი წონა) არ არის შეცვლილი;
  • მესაკუთრე ან სატრანსპორტო საშუალება იძებნება;
  • მესაკუთრე არ უზრუნველყოფს შესაცვლელი სარეგისტრაციო ნიშნების სააგენტოსათვის ჩაბარებას (გარდა მათი დაკარგვის შემთხვევისა);
  • მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი უარს აცხადებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აქტის ხელმოწერაზე;• არ არის გადახდილი მომსახურების საფასური;
  • არსებობს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძველი.

  • როგორია სერიული ნომერი და რა თანხის გადახდა უწევს დაინტერესებულ პირს ნომრის შეცვლისას? როგორია ფასიანი ნომერი ?

- სერიული სანომრე ნიშანი არის იმ ტიპის სანომრე ნიშანი, რომელიც მოცემული მომენტისთვის, კონკრეტული სტრუქტურული ერთეულის სარეგისტრაციო სამსახურში გაიცემა მიმდინარე სერიით და მისი საფასური შეადგენს 35 ლარს, ასევე, მას დაემატება ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის საფასური 35 ლარი.ფასიანი სანომრე ნიშანი კი არის იმ ტიპის სანომრე ნიშანი, რომელიც არ მზადდება და არ გაიცემა სერიულად, ხოლო საფასური დამოკიდებულია სანომრე ნიშანში შემავალი ასოებისა და ციფრების კომბინაციაზე, რომელსაც დაემატება ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის საფასური 35 ლარი.

  • როგორია დაკარგული/დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენის სერვისი?

- ​ძველი დიზაინის სანომრე ნიშნის აღდგენა არ ხდება, საჭიროა მოხდეს ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის გაცემა.დაკარგული ან დაზიანებული ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის აღდგენა შესაძლებელია თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის სტრუქტურულ ერთეულებში. რაც შეეხება სხვა სტრუქტურულ ერთეულებს, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, შეუკვეთონ და რამდენიმე დღეში მიიღონ დამზადებული სანომრე ნიშანი.

"საშინელი ამინდია, მაშველები ვერტმფრენით ვერ გადაადგილდებიან. გვითხრეს, რომ ახალგაზრდების ზურგჩანთები იპოვეს" - ბოლო ცნობები გომისმთიდან, სადაც მაშველები 3 ადამიანს ეძებენ

"უნდა ვუშველო გიგის, რომელიც ჩემს თვალწინ განადგურდა" - 24 წლის ახალგაზრდას საზოგადოების დახმარება სჭირდება

"ერთი სული გვაქვს, სამედიცინო პერსონალი როდის ავიცრებით - ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია" - ვახტანგ კალოიანი