Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოფელი რა იყო, არ ვიცოდი - ნაკვეთში მუშაობა არ მიყვარდა" - გაიცანით ახალგაზრდა ფერმერი, რომელიც მანდარინის ჩურჩხელას და სხვა ინოვაციურ ტკბილეულს ამზადებს
"სოფელი რა იყო, არ ვიცოდი - ნაკვეთში მუშაობა არ მიყვარდა" - გაიცანით ახალგაზრდა ფერმერი, რომელიც მანდარინის ჩურჩხელას და სხვა ინოვაციურ ტკბილეულს ამზადებს

ნინო გაბ­რი­ა­ძე გორ­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი იმე­რე­ლი ქა­ლია, რო­მელ­მაც აჭა­რა­ში დიდი შრო­მით და მონ­დო­მე­ბით წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. მას აქვს მშრა­ლი ხი­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია, აგ­რეთ­ვე, კენკრის პლან­ტა­ცი­აც.

ნინო გაბ­რი­ა­ძე:

- აჭა­რა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 15 წლის წინ გად­მო­ვე­დი, და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ. პრო­ფე­სი­ით სამ­სა­ხუ­რის მო­ძებ­ნა ვერ შევ­ძე­ლი, რად­გან აქა­უ­რო­ბის­თვის თა­ვი­დან უცხო ვი­ყა­ვი, არა­ვინ მიც­ნობ­და და არა­ვის ვიც­ნობ­დი... ორი შვი­ლი მყავს (ბიჭი 14 წლი­საა, გოგო - 8 წლის), მათი გაზ­რდა და ოჯა­ხი დიდ დრო­სა და ენერ­გი­ას მო­ი­თხოვ­და. შემ­დეგ არც ისე იოლი გზა გა­ვი­ა­რე, მაგ­რამ შრო­მა და­მი­ფას­და და ამ­ჟა­მად მე­წარ­მე ფერ­მე­რი ვარ. მაქვს კენკრო­ვა­ნი ხი­ლის - ჟო­ლო­სა და გო­ჯი­ბე­რის პლან­ტა­ცია. მე­ურ­ნე­ო­ბის გა­მარ­თვა სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით შევ­ძე­ლი.

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ კენკრა აჭა­რის­თვის ცოტა უცხო იყო. ახლა ბევ­რმა და­ი­წყო მისი მო­შე­ნე­ბა.

- ეს პრო­ექ­ტი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ სწო­რედ კენკრის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის წა­მო­ი­წყო აჭა­რა­ში. მსურ­ვე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ ჟოლო და გო­ჯი­ბე­რი უფა­სოდ გა­ე­შე­ნე­ბი­ნათ. მეც გა­ვა­შე­ნე. თუმ­ცა გო­ჯი­ბერ­ზე თა­ვი­დან უარს ვამ­ბობ­დი, ჟო­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, უცხო კენკრა იყო, მაგ­რამ აგ­რო­ნომ­მა მი­თხრა, რა­ტომ ამ­ბობ უარს, ეს ხომ სი­ცო­ცხლის ხეაო. 2018 წელს პირ­ვე­ლი მო­სა­ვა­ლი ავი­ღე. პრო­დუქ­ტი ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა, არ ვწამ­ლავ. მო­სა­ვა­ლიც მომ­ცა და ნერ­გებ­საც ვყი­დი.

დიდი სო­ფე­ლი გვაქვს. მო­სახ­ლე­ო­ბას ციტ­რუ­სი მოჰ­ყავს და 2014 წელს და­ი­წყო ციტ­რუ­სის და­ზღვე­ვა. ამის­თვის ხალ­ხი სჭირ­დე­ბო­დათ და ციტ­რუ­სის და­ზღვე­ვის­თვის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სი­ა­რუ­ლი და­ვი­წყე. ცხა­დია, ანა­ზღა­უ­რე­ბა იყო. ასე გა­ვი­ცა­ნი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი. მერე ხელ­ვა­ჩა­უ­რის "ქალ­თა ოთახ­ში" მოვ­ხვდი და იქი­დან და­ი­წყო ჩემი ამ­ბა­ვი. "ამაგ-ახალ­შე­ნის" (აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­თა ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა) თავ­მჯდო­მა­რედ ამირ­ჩი­ეს, სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რიც გავ­ხდი, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე ქალ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ექ­ტში, გა­ვი­ა­რე ტრე­ნინ­გე­ბი. ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი საგ­რან­ტო პრო­ექ­ტში. ბევ­რჯერ არ გა­მი­მარ­თლა გრან­ტის მო­სა­პო­ვე­ბე­ლი პრო­ექ­ტის წე­რი­სას, მაგ­რამ არ დავ­ნებ­დი და მი­ზანს მი­ვაღ­წიე. ამით ჩემი კენკროვ­ნის პლან­ტა­ცია შე­მოვ­ღო­ბე. კენკრა სულ 2100 კვმ-ზე მაქვს გა­შე­ნე­ბუ­ლი, 600 კვმ-ზე - გო­ჯი­ბე­რი, და­ნარ­ჩენ­ზე - ჟოლო. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ცოდ­ნა მომ­ცა და თავ­და­ჯე­რე­ბა შემ­მა­ტა, თან მსურ­და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა ბევ­რის­თვის მა­გა­ლი­თი ყო­ფი­ლი­ყო.

- აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ რას გვე­ტყვით?

- აჭა­რა­ში ასე­თი 46 გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შე­იქ­მნა, რომ­ლე­ბიც სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ მუ­შა­ო­ბენ. ვი­გებთ სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას მე­ურ­ნე­ო­ბის­თვის რა სჭირ­დე­ბა და ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­მი­ნის­ტრო­ში იყ­რის თავს. ხელ­ფა­სი არა გვაქვს, მაგ­რამ "ამა­დებ­მა" ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი გა­ვი­ა­რეთ "ემ­პარ­დის" ეგი­დით. ბევ­რი რამ შე­ვის­წავ­ლეთ, მათ შო­რის პრო­ექ­ტე­ბის წერა. შემ­დეგ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო გრან­ტე­ბი, საპ­რო­ექ­ტო წი­ნა­და­დე­ბე­ბი უნდა დაგ­ვე­წე­რა და მეც გა­ვი­მარ­ჯვე.

- რას მოხ­მარ­და გრან­ტი?

- ხი­ლის სა­წარ­მო მო­ვი­პო­ვე, 26.000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ოთხი და­ნად­გა­რი. და­ნარ­ჩე­ნი ინ­ვენ­ტა­რის შე­ძე­ნა და შე­ნო­ბის გა­რე­მონ­ტე­ბა ჩემი სახ­სრე­ბით მო­ვა­ხერ­ხე. ამ ყვე­ლა­ფერ­მა სტი­მუ­ლი მომ­ცა, ალ­ბათ, ხალ­ხის ნდო­ბაც მო­ვი­პო­ვე, მინ­დო­და მა­თაც ეა­მა­ყათ ჩე­მით და ყვე­ლა­ფე­რი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მი­მე­ღო. მგო­ნი, თავი გა­ვარ­თვი. ახლა პრო­ექ­ტე­ბის წე­რის დიდი ბუ­მია, ბევ­რი მი­რე­კავს და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვეხ­მა­რე­ბი.

- ჩი­რის სა­წარ­მო­ში რა პრო­დუქტს ამ­ზა­დებთ?

- მან­და­რი­ნის ძა­ლი­ან კარგ ჩურ­ჩხე­ლებს ვამ­ზა­დებ. მან­და­რი­ნის წვე­ნი დავ­წუ­რე, და­ვა­კონ­სერ­ვე და მას­ში ამოვ­ლე­ბით ვამ­ზა­დებ ჩურ­ჩხე­ლას. წვრი­ლი ხილი, რო­მე­ლიც იყ­რე­ბო­და, რად­გან არა­ვინ ყი­დუ­ლობ­და, არ გა­დავ­ყა­რე და გა­მოვ­წუ­რე. გა­ვა­კე­თე მან­და­რი­ნის ჩიფ­სე­ბიც. ჩურ­ჩხე­ლა­ში ნი­გოზ­თან ერ­თად მან­და­რი­ნის ჩიფ­სიც ჩა­ვა­ყო­ლე და გემ­რი­ე­ლი გა­მო­ვი­და. ხურ­მი­სა და ვაშ­ლის პა­ტა­რა ჩი­რებ­საც ნი­გოზ­თან ერ­თად ვას­ხამ და ჩურ­ჩხე­ლას ვავ­ლებ.

- ჩურ­ჩხე­ლას მხო­ლოდ მან­და­რი­ნის წვე­ნით აკე­თებთ?

- ყუ­რძნის წვე­ნი­თაც, მაგ­რამ მან­და­რი­ნის ჩურ­ჩხე­ლა ყვე­ლას რა­ტომ­ღაც ყუ­რძნის წვე­ნი ჰგო­ნია. ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია, ვე­რა­ვინ ხვდე­ბა, რომ მან­და­რი­ნის­გან მზად­დე­ბა.

- საქ­მეს მარ­ტო აკე­თებთ?

- ოჯა­ხის წევ­რებს ვიხ­მარ, როცა სა­ჭი­როა, სხვებ­საც ვა­საქ­მებ. ჩი­რის სა­წარ­მო­ში მაქვს ხი­ლის სა­რე­ცხი და­ნად­გა­რი, ხი­ლის საჭ­რე­ლი, ვა­კუ­უ­მუ­რი სა­ფუ­თი აპა­რა­ტი. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ჩურ­ჩხე­ლებს ვფუ­თავ, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ჩუქ­რად მი­დის. იმე­დია, ჩვენს პრო­დუქტს უცხო­ეთ­ში ექ­სპორტზეც მალე გა­ვი­ტანთ. პრო­დუქტზე მო­თხოვ­ნამ მო­ი­მა­ტა, ვე­ღარ ავუ­დი­ვარ და წარ­მო­ე­ბის გაზ­რდა­სა და აქა­უ­რე­ბის და­საქ­მე­ბას ვფიქ­რობ.

ჩემი მშრა­ლი ხი­ლის ბრენ­დი და ლოგო, რო­მელ­შიც გო­ჯი­ბე­რის ნა­ყო­ფია ჩას­მუ­ლი, ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მი­კე­თა. რად­გან ამ კენკრის მოყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ინო­ვა­ცი­უ­რია, ლო­გო­შიც ის ჩაჯ­და.

- მან­და­რი­ნის­გან ასე­თი ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტის დამ­ზა­დე­ბაც იშ­ვი­ა­თი საქ­მეა.

- გული მწყდე­ბო­და, რომ ვხე­დავ­დი, ამ­დე­ნი ციტ­რუ­სი ნა­გავ­ში იყ­რე­ბო­და. სულ ვფიქ­რობ­დი, ნე­ტავ რამე არ არ­სე­ბობს, რომ ეს ხილი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ-მეთ­ქი. ეს გზა გა­მოვ­ძებ­ნე...

ვამ­ზა­დებ ხურ­მის ჩიფ­სებ­საც, იმის­გან, რაც ხეზე რჩე­ბა, და ისიც სა­ოც­რად გემ­რი­ე­ლია. ცხა­დია, ხურ­მა­საც ვჩი­რავ. პა­ტარ-პა­ტა­რა ხურ­მებს ჩურ­ჩხე­ლა­შიც ვი­ყე­ნებ. კურ­კა­გა­მოც­ლი­ლი მუშ­მა­ლას ჩი­რიც გა­ვა­კე­თე.

- რა ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენ­თვის?

- ვფიქ­რობ, საქ­მე­ში წინ და წინ წა­ვი­წიო, ახალ-ახა­ლი პრო­დუქ­ტი შევ­ქმნა, თან უწყვე­ტად, მსურ­ვე­ლე­ბი მი­რე­კა­ვენ და აღარ მაქვს ხოლ­მე ჩურ­ჩხე­ლა, ისე მალე თავ­დე­ბა.

ერთი შე­ხედ­ვით ჩურ­ჩხე­ლა მარ­ტი­ვი გა­სა­კე­თე­ბე­ლია, მაგ­რამ ორი 40-ლიტ­რი­ა­ნი ქვა­ბი უნდა დად­გა, რომ ერთ ჯერ­ზე 480 ცალი ჩურ­ჩხე­ლა ამო­ავ­ლო. საქ­მემ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გამ­ხა­და. მი­ხა­რია, რომ ოც­ნე­ბე­ბი ნელ-ნელა მის­რულ­დე­ბა. ხალ­ხის ნდო­ბაც და­ვიმ­სა­ხუ­რე, ბევ­რი ჯილ­დო გად­მომ­ცეს.

- გო­რე­ლის აჭა­რა­ში ადაპ­ტა­ცია, რო­გორც ჩანს, მშვე­ნივ­რად მოხ­და.

- მამა წარ­მო­შო­ბით ტყი­ბუ­ლი­დან არის. ხი­დე­ბის ინ­ჟი­ნერ-მშე­ნე­ბე­ლი გორ­ში თა­ვის დრო­ზე სა­მუ­შა­ოდ გა­ა­ნა­წი­ლეს და ბი­ნაც მის­ცეს. იქ და­ვი­ბა­დე, სო­ფე­ლი რა იყო, არ ვი­ცო­დი და არც მი­ფიქ­რია, თუ ოდეს­მე იმას შევ­ძლებ­დი, რა­საც ახლა ვა­კე­თებ. არა­და, მა­მას ძა­ლი­ან უყ­ვარს მი­წა­ზე შრო­მა, გო­რის ძველ სამ­ხედ­რო რა­ი­ონ­ში პა­ტა­რა ნაკ­ვეთს ამუ­შა­ვებს. მე კი არ მიყ­ვარ­და და, ალ­ბათ, რა­ღა­ცამ გა­იღ­ვი­ძა ჩემ­ში. ახლა აქ თავს ისე ვგრძნობ, რო­გორც თევ­ზი წყალ­ში. ბევ­რს მო­ტი­ვა­ცი­აც მი­ვე­ცი.

- რას ეტყვით მკი­თხველს, ვინც ვერ რის­კავს მე­ურ­ნე­ო­ბის და­წყე­ბას...

- თუ არ გა­რის­კე, ვერ მიხ­ვდე­ბი, საქ­მე გა­მო­ვა თუ არა. ბევ­რი რამ გა­მო­ვი­ა­რე, ვიწ­ვა­ლე, მაგ­რამ არ დავ­ნებ­დი. ერთხელ არ გა­მო­ვა, ორ­ჯერ და, თუ გინ­და, მი­ზანს მა­ინც მი­აღ­წევ. ქა­ლებს მივ­მარ­თავ, ნუ დაბ­რკოლ­დე­ბი­ან, მთა­ვა­რია, მი­ზა­ნი ჰქონ­დეთ და მის­თვის იმოქ­მე­დონ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კობი
0

ყოჩაღ, ნინო!

@
0

გაიხარე!!! სამაგალითო ადამიანი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"სოფელი რა იყო, არ ვიცოდი - ნაკვეთში მუშაობა არ მიყვარდა" - გაიცანით ახალგაზრდა ფერმერი, რომელიც მანდარინის ჩურჩხელას და სხვა ინოვაციურ ტკბილეულს ამზადებს

"სოფელი რა იყო, არ ვიცოდი - ნაკვეთში მუშაობა არ მიყვარდა" - გაიცანით ახალგაზრდა ფერმერი, რომელიც მანდარინის ჩურჩხელას და სხვა ინოვაციურ ტკბილეულს ამზადებს

ნინო გაბრიაძე გორში დაბადებულ-გაზრდილი იმერელი ქალია, რომელმაც აჭარაში დიდი შრომით და მონდომებით წარმატებას მიაღწია. მას აქვს მშრალი ხილის მწარმოებელი კომპანია, აგრეთვე, კენკრის პლანტაციაც.

ნინო გაბრიაძე:

- აჭარაში საცხოვრებლად 15 წლის წინ გადმოვედი, დაოჯახების შემდეგ. პროფესიით სამსახურის მოძებნა ვერ შევძელი, რადგან აქაურობისთვის თავიდან უცხო ვიყავი, არავინ მიცნობდა და არავის ვიცნობდი... ორი შვილი მყავს (ბიჭი 14 წლისაა, გოგო - 8 წლის), მათი გაზრდა და ოჯახი დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. შემდეგ არც ისე იოლი გზა გავიარე, მაგრამ შრომა დამიფასდა და ამჟამად მეწარმე ფერმერი ვარ. მაქვს კენკროვანი ხილის - ჟოლოსა და გოჯიბერის პლანტაცია. მეურნეობის გამართვა სახელმწიფო გრანტის საშუალებით შევძელი.

- რამდენიმე წლის წინ კენკრა აჭარისთვის ცოტა უცხო იყო. ახლა ბევრმა დაიწყო მისი მოშენება.

- ეს პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სწორედ კენკრის პოპულარიზაციისთვის წამოიწყო აჭარაში. მსურველებს საშუალება ჰქონდათ ჟოლო და გოჯიბერი უფასოდ გაეშენებინათ. მეც გავაშენე. თუმცა გოჯიბერზე თავიდან უარს ვამბობდი, ჟოლოსგან განსხვავებით, უცხო კენკრა იყო, მაგრამ აგრონომმა მითხრა, რატომ ამბობ უარს, ეს ხომ სიცოცხლის ხეაო. 2018 წელს პირველი მოსავალი ავიღე. პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, არ ვწამლავ. მოსავალიც მომცა და ნერგებსაც ვყიდი.

დიდი სოფელი გვაქვს. მოსახლეობას ციტრუსი მოჰყავს და 2014 წელს დაიწყო ციტრუსის დაზღვევა. ამისთვის ხალხი სჭირდებოდათ და ციტრუსის დაზღვევისთვის მოსახლეობაში სიარული დავიწყე. ცხადია, ანაზღაურება იყო. ასე გავიცანი უამრავი ადამიანი. მერე ხელვაჩაურის "ქალთა ოთახში" მოვხვდი და იქიდან დაიწყო ჩემი ამბავი. "ამაგ-ახალშენის" (აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანება) თავმჯდომარედ ამირჩიეს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრიც გავხდი, სადაც მონაწილეობა მივიღე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში, გავიარე ტრენინგები. ვმონაწილეობდი საგრანტო პროექტში. ბევრჯერ არ გამიმართლა გრანტის მოსაპოვებელი პროექტის წერისას, მაგრამ არ დავნებდი და მიზანს მივაღწიე. ამით ჩემი კენკროვნის პლანტაცია შემოვღობე. კენკრა სულ 2100 კვმ-ზე მაქვს გაშენებული, 600 კვმ-ზე - გოჯიბერი, დანარჩენზე - ჟოლო. ამ ყველაფერმა ცოდნა მომცა და თავდაჯერება შემმატა, თან მსურდა ჩემი საქმიანობა ბევრისთვის მაგალითი ყოფილიყო.

- აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანების შესახებ რას გვეტყვით?

- აჭარაში ასეთი 46 გაერთიანება შეიქმნა, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ მუშაობენ. ვიგებთ სოფლის მოსახლეობას მეურნეობისთვის რა სჭირდება და ეს ინფორმაცია სამინისტროში იყრის თავს. ხელფასი არა გვაქვს, მაგრამ "ამადებმა" ძვირად ღირებული ტრენინგები გავიარეთ "ემპარდის" ეგიდით. ბევრი რამ შევისწავლეთ, მათ შორის პროექტების წერა. შემდეგ გამოცხადებული იყო გრანტები, საპროექტო წინადადებები უნდა დაგვეწერა და მეც გავიმარჯვე.

- რას მოხმარდა გრანტი?

- ხილის საწარმო მოვიპოვე, 26.000 ლარის ღირებულების ოთხი დანადგარი. დანარჩენი ინვენტარის შეძენა და შენობის გარემონტება ჩემი სახსრებით მოვახერხე. ამ ყველაფერმა სტიმული მომცა, ალბათ, ხალხის ნდობაც მოვიპოვე, მინდოდა მათაც ეამაყათ ჩემით და ყველაფერი დამსახურებულად მიმეღო. მგონი, თავი გავართვი. ახლა პროექტების წერის დიდი ბუმია, ბევრი მირეკავს და შეძლებისდაგვარად ვეხმარები.

- ჩირის საწარმოში რა პროდუქტს ამზადებთ?

- მანდარინის ძალიან კარგ ჩურჩხელებს ვამზადებ. მანდარინის წვენი დავწურე, დავაკონსერვე და მასში ამოვლებით ვამზადებ ჩურჩხელას. წვრილი ხილი, რომელიც იყრებოდა, რადგან არავინ ყიდულობდა, არ გადავყარე და გამოვწურე. გავაკეთე მანდარინის ჩიფსებიც. ჩურჩხელაში ნიგოზთან ერთად მანდარინის ჩიფსიც ჩავაყოლე და გემრიელი გამოვიდა. ხურმისა და ვაშლის პატარა ჩირებსაც ნიგოზთან ერთად ვასხამ და ჩურჩხელას ვავლებ.

- ჩურჩხელას მხოლოდ მანდარინის წვენით აკეთებთ?

- ყურძნის წვენითაც, მაგრამ მანდარინის ჩურჩხელა ყველას რატომღაც ყურძნის წვენი ჰგონია. ძალიან გემრიელია, ვერავინ ხვდება, რომ მანდარინისგან მზადდება.

- საქმეს მარტო აკეთებთ?

- ოჯახის წევრებს ვიხმარ, როცა საჭიროა, სხვებსაც ვასაქმებ. ჩირის საწარმოში მაქვს ხილის სარეცხი დანადგარი, ხილის საჭრელი, ვაკუუმური საფუთი აპარატი. მისი საშუალებით ჩურჩხელებს ვფუთავ, რომლებიც საზღვარგარეთ საჩუქრად მიდის. იმედია, ჩვენს პროდუქტს უცხოეთში ექსპორტზეც მალე გავიტანთ. პროდუქტზე მოთხოვნამ მოიმატა, ვეღარ ავუდივარ და წარმოების გაზრდასა და აქაურების დასაქმებას ვფიქრობ.

ჩემი მშრალი ხილის ბრენდი და ლოგო, რომელშიც გოჯიბერის ნაყოფია ჩასმული, ფერმერთა ასოციაციამ პროექტის ფარგლებში გამიკეთა. რადგან ამ კენკრის მოყვანა საქართველოში ინოვაციურია, ლოგოშიც ის ჩაჯდა.

- მანდარინისგან ასეთი ინოვაციური პროდუქტის დამზადებაც იშვიათი საქმეა.

- გული მწყდებოდა, რომ ვხედავდი, ამდენი ციტრუსი ნაგავში იყრებოდა. სულ ვფიქრობდი, ნეტავ რამე არ არსებობს, რომ ეს ხილი გადავარჩინოთ-მეთქი. ეს გზა გამოვძებნე...

ვამზადებ ხურმის ჩიფსებსაც, იმისგან, რაც ხეზე რჩება, და ისიც საოცრად გემრიელია. ცხადია, ხურმასაც ვჩირავ. პატარ-პატარა ხურმებს ჩურჩხელაშიც ვიყენებ. კურკაგამოცლილი მუშმალას ჩირიც გავაკეთე.

- რა ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის?

- ვფიქრობ, საქმეში წინ და წინ წავიწიო, ახალ-ახალი პროდუქტი შევქმნა, თან უწყვეტად, მსურველები მირეკავენ და აღარ მაქვს ხოლმე ჩურჩხელა, ისე მალე თავდება.

ერთი შეხედვით ჩურჩხელა მარტივი გასაკეთებელია, მაგრამ ორი 40-ლიტრიანი ქვაბი უნდა დადგა, რომ ერთ ჯერზე 480 ცალი ჩურჩხელა ამოავლო. საქმემ თავდაჯერებული გამხადა. მიხარია, რომ ოცნებები ნელ-ნელა მისრულდება. ხალხის ნდობაც დავიმსახურე, ბევრი ჯილდო გადმომცეს.

- გორელის აჭარაში ადაპტაცია, როგორც ჩანს, მშვენივრად მოხდა.

- მამა წარმოშობით ტყიბულიდან არის. ხიდების ინჟინერ-მშენებელი გორში თავის დროზე სამუშაოდ გაანაწილეს და ბინაც მისცეს. იქ დავიბადე, სოფელი რა იყო, არ ვიცოდი და არც მიფიქრია, თუ ოდესმე იმას შევძლებდი, რასაც ახლა ვაკეთებ. არადა, მამას ძალიან უყვარს მიწაზე შრომა, გორის ძველ სამხედრო რაიონში პატარა ნაკვეთს ამუშავებს. მე კი არ მიყვარდა და, ალბათ, რაღაცამ გაიღვიძა ჩემში. ახლა აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. ბევრს მოტივაციაც მივეცი.

- რას ეტყვით მკითხველს, ვინც ვერ რისკავს მეურნეობის დაწყებას...

- თუ არ გარისკე, ვერ მიხვდები, საქმე გამოვა თუ არა. ბევრი რამ გამოვიარე, ვიწვალე, მაგრამ არ დავნებდი. ერთხელ არ გამოვა, ორჯერ და, თუ გინდა, მიზანს მაინც მიაღწევ. ქალებს მივმართავ, ნუ დაბრკოლდებიან, მთავარია, მიზანი ჰქონდეთ და მისთვის იმოქმედონ.

ხვალიდან ამინდი გაუარესდება -  როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

საელჩოები - დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი + პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში

"70 ძროხას ვწველი და რძეს ვაბარებ, 70 ქათამი მყავს, ვამუშავებ მიწას..." - გაიცანით 63 წლის თიანეთელი ქალი, რომელიც უზარმაზარ მეურნეობას უძღვება