სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ ბოლოდროინდელ ჩანაწერებთან დათა ახალაიას ყოფილ გარემოცვას, მათ შორის სოსო თოფურიძესაც, აქვს კავშირი" -  მოხდება თუ არა თოფურიძის ექსტრადირება?
"ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ ბოლოდროინდელ ჩანაწერებთან დათა ახალაიას ყოფილ გარემოცვას, მათ შორის სოსო თოფურიძესაც, აქვს კავშირი" -  მოხდება თუ არა თოფურიძის ექსტრადირება?

ბულ­გა­რე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ძებ­ნი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სოსო თო­ფუ­რი­ძე და­ა­კა­ვეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი ექ­სტრა­დი­ცია იგეგ­მე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, თო­ფუ­რი­ძე 2012 წლი­დან მი­მალ­ვა­შია. ის თავ­და­პირ­ვე­ლად, რამ­დე­ნი­მე წელი თურ­ქეთ­ში იყო, შემ­დეგ კი ბულ­გა­რეთ­ში გა­და­ვი­და.

თო­ფუ­რი­ძემ 2019 წელს, ბულ­გა­რე­თის ლტოლ­ვილ­თა სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს თხოვ­ნით მი­მარ­თა, მის­თვის ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნათ, მაგ­რამ უარი მი­ი­ღო, მი­ზე­ზად კი და­სა­ხელ­და მისი დევ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბა.

თო­ფუ­რი­ძემ სო­ფი­ის სა­სა­მარ­თლო­საც მი­მარ­თა, რო­მელ­მაც იგი­ვე დას­კვნა გა­მო­ი­ტა­ნა. კუდ-ის ექსმა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­თხოვ­ნით ერთხელ უკვე და­ა­კა­ვეს, მაგ­რამ ის სამი დღის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამ­ჯე­რად, სოსო თო­ფუ­რი­ძე ერთი მხრივ, ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის მო­ლო­დინ­შია, მე­ო­რე მხრივ კი ელის, რომ შე­იძ­ლე­ბა მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცია მოხ­დეს.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გვი­თხრეს, ძებ­ნი­ლი სოსო თო­ფუ­რი­ძის ექ­სტრა­დი­რე­ბის­თვის ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, სოსო თო­ფუ­რი­ძეს და კუდ-ის სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს დათა ახა­ლა­ი­ას, გე­რონ­ტი ალა­ნი­ას და ოლეგ მელ­ნი­კოვს სა­სა­მარ­თლომ ბრა­ლი 2012 წელს წა­უ­ყე­ნა. მათ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, 2005 წლის 2 იან­ვარს მათ სცე­მეს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც თით­ქოს და რეს­ტო­რან "ძველ სახ­ლში“ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს იმ­ჟა­მინ­დე­ლი შს მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს, თაკო სა­ლა­ყა­ი­ას. ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა რო­გორც სოსო თო­ფუ­რი­ძეს, ასე­ვე მის უფ­როსს დათა ახა­ლა­ი­ა­საც. ორი­ვე მათ­განს 3 წლით და 9 თვით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს.

რო­გორც ambebi.ge-ს წყა­რო უყ­ვე­ბა, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, სოსო თო­ფუ­რი­ძე ახ­ლა­ხან გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან იყოს კავ­შირ­ში:

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ეჭ­ვო­ბენ, რომ თო­ფუ­რი­ძე ამ ჩა­ნა­წერ­თან კავ­შირ­შია, ან საქ­მის კურ­სში მა­ინ­ცაა. მის ექ­სტრა­დი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რას უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცია და ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ეც­დე­ბი­ან მალე ჩა­მო­იყ­ვა­ნონ. კუდ-ის საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თო­ფუ­რი­ძემ, სა­ვა­რა­უ­დოდ, უნდა იცო­დეს, ვინ და რო­გორ ჩა­ი­წე­რა ბე­რას, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა და ჩუ­ბი­ნი­ძის სა­უ­ბა­რე­ბი და იმე­დი აქვთ, რო გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლებს.

ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აპი­რე­ბენ ამ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დათა ახა­ლა­ი­ას ყო­ფი­ლი გა­რე­მოც­ვის სხვა წევ­რე­ბის გა­მო­კი­თხვა­საც. არ არის გა­მორ­ცხუ­ლი "მას­ტე­რა“ (იგი­ვე გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე) და მე­გის ქარ­და­ვას ძმა - ლე­ვან ქარ­და­ვა და­კი­თხონ".

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
#
45

თაკო სალაყაიას გამოგონილი "შეურაცხყოფისთვის" პოლიციელები სცემეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ნაცები ქოთქოთებენ, ბერას გინებისთვის პასუხს რატომ ითხოვდითო (მითუმეტეს, მხოლოდ გაფრთხილება მოხდა და დაზარალებული სხვა არავინ ჩანს), ნაცების "ლოგიკას" რა ვუთხარი!

?
12

რა სცენაც უნდათ იმას დადგავენ ამ ქვეყანაში, თითქოს ძველ ცოდვებზე უამრავი ხალხი არ იყოს დასატუსაღებელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ ბოლოდროინდელ ჩანაწერებთან დათა ახალაიას ყოფილ გარემოცვას, მათ შორის სოსო თოფურიძესაც, აქვს კავშირი" -  მოხდება თუ არა თოფურიძის ექსტრადირება?

"ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ ბოლოდროინდელ ჩანაწერებთან დათა ახალაიას ყოფილ გარემოცვას, მათ შორის სოსო თოფურიძესაც, აქვს კავშირი" -  მოხდება თუ არა თოფურიძის ექსტრადირება?

ბულგარეთის სამართალდამცველებმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ძებნილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე დააკავეს და საქართველოში მისი ექსტრადიცია იგეგმება.

შეგახსენებთ, თოფურიძე 2012 წლიდან მიმალვაშია. ის თავდაპირველად, რამდენიმე წელი თურქეთში იყო, შემდეგ კი ბულგარეთში გადავიდა.

თოფურიძემ 2019 წელს, ბულგარეთის ლტოლვილთა სახელმწიფო სააგენტოს თხოვნით მიმართა, მისთვის ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებინათ, მაგრამ უარი მიიღო, მიზეზად კი დასახელდა მისი დევნის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა.

თოფურიძემ სოფიის სასამართლოსაც მიმართა, რომელმაც იგივე დასკვნა გამოიტანა. კუდ-ის ექსმაღალჩინოსანი საქართველოს მოთხოვნით ერთხელ უკვე დააკავეს, მაგრამ ის სამი დღის შემდეგ გაათავისუფლეს. ამჯერად, სოსო თოფურიძე ერთი მხრივ, ლტოლვილის სტატუსის მოლოდინშია, მეორე მხრივ კი ელის, რომ შეიძლება მისი საქართველოში ექსტრადიცია მოხდეს.

როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გვითხრეს, ძებნილი სოსო თოფურიძის ექსტრადირებისთვის ყველა სამართლებრივი ღონისძიება ხორციელდება.

შეგახსენებთ, სოსო თოფურიძეს და კუდ-ის სხვა მაღალჩინოსნებს დათა ახალაიას, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს სასამართლომ ბრალი 2012 წელს წაუყენა. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ადანაშაულებენ. გამოძიების მტკიცებით, 2005 წლის 2 იანვარს მათ სცემეს პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც თითქოს და რესტორან "ძველ სახლში“ შეურაცხყოფა მიაყენეს იმჟამინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლეს, თაკო სალაყაიას. ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალი წარედგინა როგორც სოსო თოფურიძეს, ასევე მის უფროსს დათა ახალაიასაც. ორივე მათგანს 3 წლით და 9 თვით პატიმრობა შეუფარდეს.

როგორც ambebi.ge-ს წყარო უყვება, გამორიცხული არ არის, სოსო თოფურიძე ახლახან გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან იყოს კავშირში:

"ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ თოფურიძე ამ ჩანაწერთან კავშირშია, ან საქმის კურსში მაინცაა. მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, პროკურატურას უკვე გამზადებული აქვს საჭირო დოკუმენტაცია და ყველანაირად შეეცდებიან მალე ჩამოიყვანონ. კუდ-ის საქმიანობიდან გამომდინარე, თოფურიძემ, სავარაუდოდ, უნდა იცოდეს, ვინ და როგორ ჩაიწერა ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის საუბარები და იმედი აქვთ, რო გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

ჩემი ინფორმაციით, აპირებენ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით დათა ახალაიას ყოფილი გარემოცვის სხვა წევრების გამოკითხვასაც. არ არის გამორცხული "მასტერა“ (იგივე გიორგი დგებუაძე) და მეგის ქარდავას ძმა - ლევან ქარდავა დაკითხონ".

გორში დაჭრილი 30 წლამდე მამაკაცი ალექსანდრე არჩუაძეა, მეტსახელად "ბოთე"

გორში 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს - რა მოხდა შემთხვევის ადგილას

შსს-ს ცნობით, თელავში პირმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა, ამბის გაგების შემდეგ კი, გოგონაზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა