ავტორი:

"შეიძლება თუ არა ასეთი პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს საქართველოს“ - რას ამბობს ბობოხიძე ღარიბაშვილზე?

"შეიძლება თუ არა ასეთი პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს საქართველოს“ - რას ამბობს ბობოხიძე ღარიბაშვილზე?

"ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმჯობესია უპასუხოს კითხვას, რატომ არ აღძრა საქმე პროკურატურამ იმ ჩანაწერის შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც "ტვ პირველის“ ეთერში გავიდა.

"ბატონმა ღარიბაშვილმა სჯობს გვიპასუხოს შეკითხვაზე, პროკურატურამ რატომ არ აღძრა საქმე ფაქტთან დაკავშირებით შინაარსიდან გამომდინარე. ასევე უნდა ჰყავდეს თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც როგორც თვითონ ბრძანებს, არასრულწლოვანს მოუწოდებს ადამიანების დატერორებისთვის წავიდნენ მეორე წრეზე, რათა გაირკვეს ვინ არის ამ ქვეყანაში პატრონი. შეიძლება თუ არა ასეთი პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს საქართველოს“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს. აღნიშნულთან დაკავშრებით პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ვინ სიკვდილები არიან ეს ხალხი? ამათ ქართველობა ღვინის ჩასხმა და ღორივით დალევა ჰგონიათ?" - აკაკი ბობოხიძე პრაიდის მოწინააღმდეგეებზე

"ნამუსიც კარგი საქონელია" - გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები" - ირაკლიკ ქადაგიშვილი გიორგი გახარიას განცხადებებზე